ინციდენტი შუახევში: დააკავეს თუ არა ქართული ოცნების წევრები


შუახევის პოლიციამ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორი წარმომადგენელი გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე 5 აგვისტოს ღამეს პოლიციაში წაიყვანა.

 

 

ამის თაობაზე  5 აგვისტოს “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბათუმში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცახა.


მისი ინფომრაციით შესაძლოა დაკავებული იყოს ასევე “ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი, ირაკლი დობორჯგინიძე, რომლის მანქანაში გიორგი ხურციძემ და სხვა ახალგაზრდებმა ფარულად დამონტაჟებული ვიდეოთვალი და მოსასმენი პარატურა აღმოაჩინეს.


“ინცინდენტი მოხდა გუშინ შუახევში, სასტუმროში, სადაც ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ გაჩერებული. პოლიცია მივიდა გვიან ღამით, თითქოსდა ქურდობის ფაქტზე, სინამდვილეში, საქმე ეხებოდა ხელისუფლების მიერ ჩვენს ახალგაზრდებში ჩანერგილ პირს, ირაკლი დობორჯგინიძეს და მის ადგილიდან გაყვანას. ირაკლი დობორჯგინიძე ორი თვეა რაც “ქართული ოცნებას” შემოუერთდა და სხვა ახალგაზრდებთან ერთად გადაადგილდებოდა”, -აცხადებს მაია ფანჯიკიძე.


მისივე ინფორმაციით, ირაკლი დობორჯგინიძე შუახევში ასვლიდან მეორე დღეს გაურკვეველი წარმომავლობის მანქანით ამოძრავდა, რომლის სახელმწიფო ნომერია GPG 121.


“ის ახალგაზრდობის წევრებს ისვამდა მანქანაში და საეჭვო კითხვებს უსვამდა, მაგალითად ეწეოდნენ თუ არა პლანს, აძლევდა თუ არა მათ ვინმე ფულს და ა.შ. ახალაგაზრდებმა მასზე ეჭვი აიღეს და მის მანქანაში აღმოუჩინეს ჩამონტაჟებული ვიდეოთვალი და ჩამწერი. ამის გამო მოხდა უსიამოვნება. როცა პოლიცია სასატუმროში მივიდა ის ცალკე ესაუბრა ირაკლი დობორჯგინიძეს, ქურდობის ფაქტზე კი გამოძიება არ ჩატარებულა”, – აცხადებს  ფანჯიკიძე.


ირაკლი დობორჯგინიძე სააგენტო “ინფო 9”-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ამბობს, რომ მანაქანში სათვალთვალო აპარატურა თავად დაამონტაჟა უსაფრთხოების მიზნით.


როგორც ფანჯიკიძე ამბობს, მათ მიმართეს უწყებათაშორის კომისიას ფაქტთან დაკავშირებით: “ჩვენ მოვითხოვთ, არ დაიკითხოს გიორგი ხურციძე ადვოკატის გარეშე, არ მოხდეს მასზე ზეწოლა, რადგან ის არის ერთ-ერთი აღმომჩენი ვიდეოთვალის და მის მიმართ ხელისუფლებას შეიძლება განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდეს. შესაბამისმა ორგანომ გვითხრას, რა საპროცესო სტატუსით სარგებლობს ირაკლი დობორჯგინიძე და არის თუ არა ის დაკავებული, მიუხედავად მისი სავარაუდო ფუნქციისა, ჩვენთვის სულერთი არ არის, თუ რა სტატუსი ექნება მას. ასევე გვაცნობონ, მიმდინარეობს თუ არა ძიება ვიდეოთვალის დამონტაჟებაზე და უკანონო თვალთვალის ფაქტზე. რაც პირდაპირ მიგვიყვანდა იმ საჯარო მოხელეებამდე რომლებმაც მიიყვანეს დობორჯგინიძე ამ სიტუაციამდე” -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

კითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს “ქართული ოცნება” ირაკლი დობორჯგინიძის წარსულის შესახებ, მაია ფანჯიკიძე ამბობს: “მის შესახებ არაფერი არ ვიცით. ორი თვეა რაც ჩვენს ახალგაზრდებს შემოუერთდა და მხოლოდ ახლა გაჩნდა მის მიმართ ეჭვი. ოფისში ბევრი ახალგაზრდაა ვინც გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს”.  


ამ დროისთვის უცნობია  სამართალდაცავებმა დააკავეს თუ არა “ქართული ოცნების” წევრები, თუ მათი დაკიტხვა კვლავაც მოწმის სტატუსით მიმდინარეობს.

ნაცმოძრაობის მხარდამჭერები ბეშუმში

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე პირველად იმყოფებიან. მათი თქმით, მაისურები უფასოდ მიიღეს. ახალგაზრდები ადასტურებენ, რომ ბეშუმამდე უფასოდ იმგზავრეს.

 

”ქართული ოცნება” აქციის სამზადისში

 

ბათუმში „ქართული ოცნების“ აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები  მიმდინარეობს. უკვე დასრულდა სცენის მონტაჟი. ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მურმან დუმბაძის განცხადებით, ბათუმის ისტორიაში დღევანდელი მიტინგი ყველაზე მასშტაბური იქნება.

„რამდენი ადამიანი მოვა, ამის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელი, მაგრამ გარწმუნებთ ბათუმის არსებობის ისტორიაში ბათუმში ამ დონის, ამ მუხტისა და ამ რაოდენობის მიტინგი არ ჩატარებულა. საღამოს 7 საათზე უამრავი ადამიანი  მოიყრის თავს. რაც შეეხება რაიონებს, რაიონებიდან ადამიანები ჩამოვლენ, მაგრამ ამას არ ექნება ორგანიზებული ხასიათი. ისინი თავიანთი ინიციატივით,  საკუთარი პასუხისმგებლობით მოვლენ ამ მიტინგზე,“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

”ქართული ოცნების” აქცია ბათუმში 19 საათზე დაიწყება, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ქართული ოცნება 5 აგვისტოს აქციის სამზადისში

„ქართული ოცნების“ აქტივისტები ბათუმის ყველა უბანში მოძრაობენ და ხალხს 5 აგვისტოს აქციაზე მისვლისკენ  მეგაფონებით მოუწოდებენ.

ბრიფინგი ბეშუმის ინციდენტის შემდეგ

ბეშუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მურმან დუმბაძემ ბრიფინგზე იმ პირების ვინაობა დაასახელა, ვინც ბეშუმის შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდა.


ხელვაჩაურის გამგებელი: „არანაირ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი”

„ბათუმელები“ ხულოს, ქედის და ხელვაჩაურის გამგებლებს დაუკავშირდა.

„არანაირ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი, არანაირი ექსესები არ მომხდარა,“ – განუცხადა ბათუმელებს ხელვაჩაურის გამგებელმა თემურ დუმბაძემ და ტელეფონი გათიშა.

„შუამთობამ ჩაიარა ნორმალურად, 10 ათას კაცამდე იქნებოდა. ჩატარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ჩამობრძანებული იყო ბატონი პრეზიდენტი, მთავრობის თავმჯდომარე, იყო დელეგაციები. იყო პატარა ექსესები ჩვენი ოპონენტების მხრიდან,“ – განაცხადა ხულოს გამგებელმა თემურ ბოლქვაძემ.

მას შემდეგ რაც „ბათუმელებმა“ გამგებელს მომხდარი დაპირისპირების შესახებ ჰკითხა, გამგებელმა თქვა, რომ აღარ ესმოდა და ტელეფონი გათიშა.

ქედის გამგებელმა ირაკლი ბარამიძემ მომხდარზე სატელეფონო კომენტარი არ გააკეთა.


პოლიციას ჟურნალისტებზე ძალადობის დროს რეაგირება არ ჰქონია

 

4 აგვისტოს ბეშუმში ერთდროულად იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა იავნიშვილი. მათ მხარდამჭერებს შორის გამართული შეხლა-შემოხლის დროს ხელით შეეხნენ ჟურნალისტებს და შეეცადნენ მათთვის კამერების წართმევას.


ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დაპირისპირება ბეშუმში – 2012 წელი

დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში „ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ელიან.

დილიდან ბეშუმის ცენტრში ხალხმრავლობაა. ბეშუმში იმყოფება „ბათუმელების” კორესპოდენტი ქეთი ლაბაძე, რომლის თქმით, ცენტრში განსაკუთრებით შეინიშნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიმრავლე.

პრეზიდენტის ფოტოები უნდა წაიშალოს

 ბათუმში, პიაცას მოედანზე, სადაც ამჟამად  ვალერი მელაძის კონცერტი მიმდინარეობს, გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორს, მანანა ქველიაშვილს კონცერტის მსვლელობისას გადაღებული ფოტოები წაუშალეს, მათ შორის პიაცას უკანა მხრიდან შემოსული პრეზიდენტის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ფოტოები.

 

„როგორც კი მოვრჩი ფოტოგადაღებას და პრეზიდენტი მეორე სართულზე ავიდა, ჩემთან მოვიდა შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელიც გამეცნო როგორც პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენელი და დაჟინებით მომთხოვა ფოტოების წაშლა. შეკითხვაზე, რის საფუძველზე ითხოვდა ფოტოების წაშლას, ვერ მივიღე, მაგრამ იძულებული გავხდი ფოტოები წამეშალა.“   – ამბობს მანანა ქველიაშვილი.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ბათუმელების“ ჟურნალისტებს პრეზიდენტის დაცვა ფოტოების წაშლას სთხოვს.

ვალერი მელაძე: „მაისური მეგობრული ჟესტი იყო”

ალერი მელაძემ ბათუმის პიაცაზე კონცერტის დაწყებამდე აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ვალერი მელაძესა და კახი კალაძეს ქართული ოცნების მაისურები აცვიათ, ნამდვილია, თუმცა ამას პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს.

„მაისური მეცვა, მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრული ჟესტი იყო და არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ აქციებში ჩავებმები“ – განაცხადა მომღერალმა.

კონცერტს პიაცაზე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

მელაძის კონცერტს წარმოადგენს კომპანია “ორბი ჯგუფი”. აღნიშნული კომპანია აშენებს ბათუმში ახალ სასტუმრო-კომპლექსს, რომლის მშენებლობასაც დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად ჩაუყარა საფუძველი.

„დინამო“ უმაღლესში, „ბეთლემი“, „შუქურა“ და „ადელი“ პირველში

პირველ ლიგაში გატარებული ოთხი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ბათუმის „დინამომ“ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. პირველ ლიგაში თამაშის უფლება კი ქედის „ბეთლემმა“ და ქობულეთის „შუქურამ მოიპოვეს. ამავე ლიგაში ითამაშებს ბათუმის „ადელიც“. აღსანიშნავია, რომ „ადელმა“ ადგილი ლიგაში გუნდების გაზრდის ხარჯზე შეინარჩუნა, რაც შეეხება ქობულეთის „შუქურას“, ქობულეთში სტადიონს აშენებენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ერთი საგზური ქობულეთლებსაც სწორედ …

მამაკაცებისთვის 10 ლარად, ქალებისთვის უფასოდ

 

ბათუმში  მოქმედ ღამის კლუბებში შესასვლად მამაკაცებმა 10 ლარი უნდა გადაიხადონ, ქალებს კი, განსაკუთრებულ შემთხვევებს თუ გამოვრიცხავთ, კლუბებში მოხვედრა უფასოდ შეუძლიათ.

პრეზიდენტის მიერ წარმატებულად მოხსენიებულ ბიზნესმენს მოსახლეობა ედავება

ლუკა ასათიანის 13 ნომერში სამშენებლო კომპანია „გლობამშენი“-ის წარმომადგენლებს მოსახლეობა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ აძლევს. ინციდენტის ადგილას არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

გადახურული ქუჩა ბათუმში

ბათუმის მერია ძველ, შეუსრულებელ დაპირებას უბრუნდება და მემედ აბაშიძის ქუჩის ერთი მონაკვეთის გადახურვას აპირებს. თანხა – 2 მილიონ 300 ათასი ლარი საკრებულომ უკვე გამოყო, თუმცა ბევრი დეტალი ჯერ ისევ უცნობია.

ქალაქი ძვირადღირებული, ასტრონომიული და გაჩერებული საათებით

ბათუმის ბიუჯეტიდან კიდევ ერთი საათისთვის გამოიყო თანხა. 471 ათას 671 ლარის ღირებულების საათი ზურაბ გორგილაძის #2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კოშკურაში უნდა განთავსდეს. როგორც მერიის ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, საათის შეძენა ევროპაში იგეგმება, „კერძოდ რომელ ქვეყანაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

საცხოვრებელი ბინები ყველას! – ბათუმის მერიის ახალი დაპირება

ბათუმის მერია ახალ დაპირებას იძლევა. ბათუმში საკუთრების უფლებით ბინებს იმ მოქალაქეებსაც გადასცემს, ვისაც ფართობი უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აქამდე ბათუმის მერია მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში -„ბათუმი ბარაკების გარეშე“, საკუთრებას მხოლოდ იმ პირებს აძლევდა, რომელთა საცხოვრებელ ფართზე, შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, საავტომობილო გზა გადიოდა. ახალი წესის თანახმად კი სახლი სად ცხოვრობთ შესაძლებელია დაგატოვებინონ იმიტომ,რომ იქ მერიას ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განსახორციელებელი

ლინკოლნ მიტჩელი: „სააკაშვილის მრჩეველი რომ ვიყო, დაბეჯითებით ვურჩევდი, ურთიერთობა მოეგვარებინა ივანიშვილთან“

საქართველო დემოკრატიისგან შორსაა, ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი, რომ კანდიდატს, რომელიც შესაძლოა უკეთესი აღმოჩნდეს პოსტზე, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტია, ბოროტ ხმებს უვრცელებენ. ისევე როგორც ყველას, ვინც მათ არ მოსწონთ. ზოგი თითქოს რუსეთის ჯაშუშია, ზოგიც რუსული პროექტია, ეს მოქალაქე არ არის და ასე შემდეგ… ეს ნარატივი კი იმას გვიამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც დემოკრატია არაა, სადაც სულთნური რეჟიმია. ეს იმიჯი კი სულაც არ სჭირდება საქართველოს. 

„მეშინია, იმ ქვეყნად არ წავიდე სოციალურად დაუცველი ადამიანის სახელით“ (Duplicate)

ზოგიერთი თბილისელი ჟურნალისტი ტატყანებს, რომ თითქოს ფული შეძენილი გაქვთ სხვადასხვა მახინაციით. არა, არა, არა, ამ კაცმა ყველაფერი თავისი ნიჭით გააკეთა, გონიერი ბიზნესმენია. ვერ ხედავთ სოფელი ჭორვილა როგორ ააყვავა. ვერ წაიკითხეთ იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით განხორციელდა 2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით.
ზოგიერთო ჟურნალისტო, ნუ იტყვით იმას, რაც არ იცით.

საქართველო ძალიან ძვირს იხდის იმიჯის გამოსწორებითვის

ამ სათაურით სტატიას DAILY NAთION აქვეყნებს წერილში საუბარია იმ ამერიკულ ლობისტურ კომპანიებზე რომელსაც საქართველოს მთავრობა ქირაობს . წერილი ქართულად უკვე თარგმნა ფორეიგნპრესს.გე სტატიას უცვლელად გთავაზობთ 
საქართველოს მთავრობამ ამერიკულ პიარ-კომპანიებთან კონტრაქტები გააფორმა. ერთ-ერთი კომპანიაა Pოდესტა Gროუპ, ეს ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2010 წელს აშშ-ში ვიზიტის მოწყობაში დაეხმარა. ეს ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში პირველი ვიზიტი იყო.

სტუდენტური დღეები

[slideshow] სტუდენტურ დღეებთან დაკავშირებით საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებები ტარდება ბათუმის სამედიცინო-პედაგოგიურ კოლეჯში. მეცნიერული ცოდნის გაღრმავებისა და სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის თვალსაზრისით მეტად ნაყოფიერი იყო სტუდენტთა მე-17 სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც კოლეჯის დაარსების 20 წლისთავს მიეძღვნა.

რა უნდა „მართინის“?

ორი დღის წინ კვარიათში მდებარე სასტუმრო „მართინიმ“ ბლოგერებისთვის კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებული ბლოგერი ხუთ დღეს კვარიათში, სასტუმროს კეთილმოწყობილ ნომერში დასვენებას, რაც არც თუ ურიგო საჩუქარია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სეზონზე ამ სასტუმროში ერთი დღით ცხოვრება 150 ლარი ღირს.

სიმღერით გადაცემული ხალხის მილიონები ტელევიზიებს

“თეთრი ვარდები”, “სიმღერა სამეგრელოზე”, “აფხაზეთო ჩემო”, “ბათუმს ქათქათას” – ამ და სხვა მსგავსი კლიპების დამზადებაზე ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება. მარტო ორ კლიპზე – “სიმღერა სამეგრელოზე” და “თეთრი ვარდები”, რომლებიც ქუთაისისა და სამეგრელოს რეკლამირებისთვისაა განკუთვნილი, 291 285 ლარი დაიხარჯა.

„რუსთავი 2“ ანბანის კოშკში

რომელი უწყების ნებართვით და რა სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით ისარგებლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა კოშკის ტელესტუდიით? ამ კითხვის პასუხად გელა მახარაძე ამბობს: „ჩართვას რომ ახორციელებდა, მეც ვუყურებდი, მაგრამ რა ხდება, არაფერი ვიცი. ალბათ რაღაც ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეუშვეს“

გაზეთ „ბათუმელების” სარედაქციო სვეტიდან

გენერალი რომან დუმბაძე, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ქართველია, ვისაც მე პირადად ვიცნობდი. ის ერთადერთი ქართველია, რომელის ფოტოებიც 2004 წელს ბათუმში გამოფინეს შემდეგი წარწერით – „მოღალატე“. ფოტოების სახელების კედლებზე გამოკვრამდე გენერალს ისეთი არაფერი ჩაუდენია, რასაც ქართული კანონის შესაბამისად ღალატის კვალიფიკაცია მიეცემოდა. მაშინ გენერალმა საშინელი შეცდომა დაუშვა – არ დაემორჩილა ქვეყნის პრეზიდენტს ნიშნად იმისა, რომ ასლან აბაშიძეს ემორჩილებოდა.

ხელისუფლების შეფასებები ივანიშვილზე, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა

ხელისუფლების-შფასებები

Exit mobile version