სიახლეები

„რუსთავი 2“ ანბანის კოშკში

01.06.2012 • • 1976
„რუსთავი 2“ ანბანის კოშკში

ავტორი:ლელა დუმბაძე

„თქვენ უყურებთ კურიერს ბათუმის სტუდიიდან“ – ამ სიტყვებით დაიწყო 6 მაისს საინფორმაციო გამოშვება „კურიერიის“ წამყვანმა. პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმს „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში ბათუმიდან, ანბანის კოშკიდან გადასცემდა. რა სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე სარგებლობს კერძო კომპანია სახელმწიფო ქონებით? – ამ კითხვაზე პასუხი არც ბათუმის მერიაში და არც აჭარის მთავრობაში არ აქვთ.

140 მეტრი სიმაღლის „ანბანის კოშკის“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის რაიმე სახით გადაცემას ბათუმის მერიაში არ ადასტურებენ. აჭარის ბიუჯეტიდან 64 მილიონით დაფინანსებული `ანბანის კოშკი~ საკუთრებაში ჯერ არც ბათუმის მერიას დაურეგისტრირებია ოფიციალურად. როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გელა მახარაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, კოშკის მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო დოკუმენტაციას რამდენიმე დღეა რაც ადგენენ და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის: „ახლა ვაწარმოებთ მიწერ-მოწერას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან მიწის გადმოცემის თაობაზე, რადგან მიწა, სადაც კოშკი ავაშენეთ, ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, კოშკის მშენებლობაზე ფული ბათუმის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი ბათუმის ქონებად ვაქცევთ“.

რომელი უწყების ნებართვით და რა სამართლებრივ ნორმაზე დაყრდნობით ისარგებლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა კოშკის ტელესტუდიით? ამ კითხვის პასუხად გელა მახარაძე ამბობს: „ჩართვას რომ ახორციელებდა, მეც ვუყურებდი, მაგრამ რა ხდება, არაფერი ვიცი. ალბათ რაღაც ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეუშვეს“.

როგორც გელა მახარაძე ამბობს, თუ ვერ დადგინდა სტუდიის სარგებლობის იურიდიული უფლება, `ესე იგი ზეპირად მიუციათ~.

ვინ გასცემს სახელმწიფო ქონებით სარგებლობაზე ზეპირ უფლებებს? „ეჭვი მეპარება, მერიაში ან ეკონომიკის სამინისტროში ეგ ვინმემ გითხრას, ალბათ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გეტყვიან“, – ამბობს გელა მახარაძე.

ლევან ვარშალომიძის მთავრობის აპარატს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ოფიციალურად ჯერ არ ჰყავს. ამ თანამდებობაზე მირიან ლებანიძე მუშაობდა, რომელიც ორი თვის წინ საქართველოს პარლამენტში გადავიდა. ამ თანამდებობაზე დროებით მოვალეობას აპარატის ერთ-ერთი თანამშრომელი, ეკა დავითაძე ასრულებს. მან „ანბანის კოშკში“ განთავსებული ტელესტუდიის სარგებლობის შესახებ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში თქვა: „თანხა, რომელიც კოშკის მშენებლობას მოხმარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბათუმის მერიას გადაერიცხა. შესაბამისად, კოშკის იურიდიული მფლობელიც მერიაა. აჭარის მთავრობა არაფერ შუაშია. ამიტომ არც ის ვიცით, რა ფორმით ისარგებლეს კოშკში არსებული სტუდიით, გასხვისდა ეს სტუდია და ტენდერი ჩატარდა თუ ა.შ. ამაზე პასუხისმგებელი ბათუმის მერიაა, ანუ მისი ქონებაა და თვითონ გაარკვიონ. ლევან ვაშალომიძე არ ჩარეულა“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ სახელმწიფო ქონების სარგებლობის სამართლებრივი ფორმის თაობაზე ინფორმაციას არც მერიის პრივატიზაციისა და ქონების მართვის განყოფილების უფროსი, გოგა ლომაძე ფლობს: „როდის ისარგებლა? ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი. ჩვენს სამსახურში კოშკის სარგებლობაზე განცხადება არ შემოსულა და, ზოგადად, მერიაში თუ არის სადმე, არ ვიცი“.

რა შეთანხმების საფუძველზე მაუწყებლობდა „ანბანის კოშკიდან“ „რუსთავი 2“? ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი: „ჯობია, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას დაუკავშირდეთ, გოგი გეგეშიძეს. მე მხოლოდ იმაზე ვარ პასუხისმგებელი, რაც კურიერში გადის”.

მცდელობის მიუხედავად გოგი გეგეშიძეს „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა.

„გამოდის, მთავრობისგან არის გადაცემული. ახლა ჩვენი ინტერესია, რომ მთავრობის გაკეთებული საქმეების მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს. ვინც ამაში დაგვეხმარება უსასყიდლოდ, მადლობის მეტს ვერაფერს ვეტყვით. “რუსთავი 2“-ით კი ჩვენი პოპულარიზაცია მოხდა. ხელწამოსაკრავი ტელეკომპანია რომ არ არის, ჩემზე კარგად იცით“, – ამბობს გელა მახარაძე.

შეეძლო თუ არა სხვა მედიასაშუალებას „ანბანის კოშკიდან“ პირდაპირი ჩართვის განხორციელება, როგორც „რუსთავი 2“-ს? ამის გარკვევა ბათუმის ვიცე-მერთან ჯემალ ანანიძესთან ვცადეთ: „ამ ეტაპზე გამორიცხულია, ჯერ ერთი, რუსთავი 2 რეკლამისთვის შეუშვიათ. დიახ, ეს ოფიციალური რეკლამა იყო, მაგრამ სანამ ქონება არ გადმოგვეცემა, არ მოხერხდება“.

თუკი „ანბანის კოშკი“ ოფიციალურად არ არის მერიის საკუთრება, მაშინ როგორ გაფორმდა სარეკლამო შეთანხმება? -ამ კითხვაზე ჯემალ ანანიძე პასუხობს: „რეკლამა ერთჯერადად გაკეთდა, ეს იყო ქალაქის და კოშკის რეკლამირება, მაგრამ ანალოგიური გადაცემები უკვე მოწესრიგებული ფორმით, ივნისიდან არის დაგეგმილი. რეკლამაში ფულს არ ვიხდით, ეს იყო საინფორმაციო ხასიათის რაღაც“.

თუმცა „რუსთავი 2“-მა „ანბანის კოშკიდან“ პირდაპირი ტრანსლირება არა მხოლოდ 6 მაისს, არამედ რამდენჯერმე განახორციელა. არც ერთ საინფორმაციო გამოშვებაში, მათ შორის არც 6 მაისის ჩართვებში, არ მიუთითებია, რომ საინფორმაციო გამოშვებაში სარეკლამო სიუჟეტი ჰქონდა განთავსებული. ამ ფაქტს ჯემალ ანანიძე შემდეგი გარემოებით ხსნის: „ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურებაზე არ ყოფილა გაფორმებული ტელეკომპანიასთან, უბრალოდ შეთანხმება იყო, რომ გაშუქებულიყო სარეკლამო ფორმით. ამის სურვილი თვითონ რუსთავი2-მა გამოთქვა“.

როგორც ჯემალ ანანიძე ამბობს, „ანბანის კოშკის“ სარგებლობის შესახებ მერიამ დებულება უნდა შეიმუშაოს, რაც სამომავლოდ მისი გამოყენების წესს განსაზღვრავს: „როცა სამართლებრივად მოხდება ქონების მერიის საკუთრებაში რეგისტრაცია, ყველას თანაბარი უფლებით მიეცემა შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს, თუკი შემოგვთავაზებენ საინტერესო წინადადებას“.

საიას ბათუმის ფილიალის იურისტ,ი გიორგი ხიმშიაშვილი, მერიასა და „რუსთავი 2“-ს შორის გარიგებას კოშკით სარგებლობის თაობაზე, სამართლებრივად ასე აფასებს: „თვითმმართველი ერთეულის ქონების ფორმა და სარგებლობის გადაცემის წესი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსით და რა თქმა უნდა, მოითხოვს ხელშეკრულების არსებობას. ფორმა შეიძლება იყოს ქირავნობა, თხოვება, იჯარა, მაგრამ ეს აუცილებლად მოითხოვს სამართლებრივი სახის მიცემას, რაც გამოიხატება ხელშეკრულების და იმ უფლება-მოვალეობის განსაზღვრის ფორმით, რაც მხარეებს ეკისრებათ ქონებით სარგებლობის შემთხვევაში. თუკი მხარეებს შორის საუბარია გრძელვადიან თანამშრომლობაზე, ამ შემთხვევაში, აუცილებელია ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს. თუ არ არის სამართლებრივი შეთანხმება, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ადმინისტრაციული უფლება-მოვალეობის განხორციელების დარღვევა. ასევე ეწინააღმდეგება თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონს“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 90%-იანი წილის მფლობელი 2012 წლიდან ლევან ყარამანიშვილია. 40 წლის ყარამანიშვილი გარდა იმისა, რომ პოკერის საყოველთაოდ ცნობილი მოთამაშეა (მან ბოლოს მონაწილეობა მიიღოს ღუსსიან Pოკერ შერიეს 2011 წლის კიევის ტურნირში), ამავდროულად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ გია ყარამანიშვილის ნათესავია.

„ჩემს მეგობარს, გია ყარამანიშვილს, წინაპრების მიერ აშენებული ოთხი სახლი ჰქონდა გაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში და ოჩამჩირეში. როდესაც გია ყარამანიშვილს დაუბრუნებენ ამ ოთხ სახლს და მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მაშინ შეიძლება ეს არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი 2005 წელს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

ლევან ყარამანიშვილი და ბიზნესმენი რევაზ შარანგია რუსული კომპანია „მობიტელის“, იმავე „ბილაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.

ძმები შარანგიების სახელს, ისევე, როგორც ყარამანიშვილებს, საქართველოში ბევრი მსხვილი ბიზნესკომპანია უკავშირდება, მაგალითად, „კავკასუს ონლაინი“, თუმცა ამ კომპანიების მფლობელები ოფიციალურად ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები არიან.

2011 წლამდე ოფშორულ ზონაში იყვნენ რეგისტრირებული „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „მზის“ მფლობელებიც.

გადაბეჭდვის წესი