სიახლეები

რა უნდა „მართინის“?

04.06.2012 • • 1260
რა უნდა „მართინის“?

ორი დღის წინ კვარიათში მდებარე სასტუმრო „მართინიმ“ ბლოგერებისთვის კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებული ბლოგერი ხუთ დღეს კვარიათში, სასტუმროს კეთილმოწყობილ ნომერში დასვენებას, რაც არც თუ ურიგო საჩუქარია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სეზონზე ამ სასტუმროში ერთი დღით ცხოვრება 150 ლარი ღირს.

კონკურსმა ქართველ ბლოგერების ინტერესი გამოიწვია, კონკურსში 74 ბლოგერი იღებს მონაწილეობს, თუმცა ბევრი მათგანი საკმაოდ ფრთხილად ეკიდება მსგავს კონკურსებს. რა უნდა სასტუმრო „მართინის“, რატომ აცხადებს კონკურსს საგანგებოდ ბლოგერებისათვის?

სასტუმრო „მართინის“ მფლობელი ხათუნა ქორიძეა. სწორედ მისი იდეა იყო ბლოგერების კონკურსის ორგანიზება. ხათუნა ამბობს, რომ კონკურსის იდეა შარშან გაჩნდა: „ დათო ტრაპაიძის ბლოგზე  შევიპარე, მერე სხვაგან გადავედი და ძალიან მომინდა ამ „კლანის” გაცნობა. შარშან დაგვიანდა, უკვე შუა აგვისტო იყო. ამ დროს საერთოდ არ მცალია ხოლმე, პირობა დავუდე ჩემს თავს რომ ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდებოდა. დათო კი მაშინებდა, ცოტა საფრთხილო თემააო, ისაო ესაო… რა უნდა „მართინის”? არც არაფერი კონკრეტული… მინდა გავიცნო იმ 77 ავტორიდან 10 მაინც (შესაძლებლობა რომ იყოს 77-ვეს გავიცნობდი, მაგრამ თანდათან ესეც მოხდება ალბათ).

„მართინი“ პატარა, საოჯახო სასტუმროა, ოჯახში ვხუმრობთ კიდეც ჩვენი „ნახევარვარსკვლავაა”, მაგრამ მყუდრო, სუფთა, კომფორტული და რაც მთავარია თბილია…. ასეთი ტიპის კონკურსი პირველად ტარდება, ისე კი უცებ მომდის გაგანია სიცხეში რაღაც იდეები და სპონტანურად ვიგონებ რაღაცეებს, ვატარებ პატარ-პატარა კონკურსებს ბუნგალოს სტუმრებისთვის და იქვე ვაჯილდოვებ ხოლმე კოკტეილებით, ხილითა და საფირმო კერძებით… მე ვთვლი რომ ბედნიერი ვარ იმით, რომ მაქვს „მართინი”, ბედნიერი ვარ იმით რომ მიყვარს ყველა კენჭი ამ დიდ ეზოში და მიხარია როცა სხვასაც უხარია და უყვარს.“

კონკურსის პირველი ეტაპი ხვალ. ღამის 12 საათზე დასრულდება, მეორე ეტაპზე მხოლოდ 10 მონაწილე გადავა, რომლებიც ფინალურ

სამეულში გასასვლელად უკვე კვარიათში შეხვდებიან ერთმანეთს. მას შემდეგ კი, რაც „მართინის“ კონკურსი დასრულდება, ბათუმში კიდევ ერთი ორგანიზაცია, ბათუმის საავტორო კინოფესტივალი გამოაცხადებს კონკურსს ბლოგერებისათვის, ამჯერად სხვა პირობებითა და სხვა პრიზებით.

გადაბეჭდვის წესი