სიახლეები

სტუდენტური დღეები

06.06.2012 • • 1346
სტუდენტური დღეები

სამეცნიერო კონფერენციის შესახებ

[slideshow] სტუდენტურ დღეებთან დაკავშირებით საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებები ტარდება ბათუმის სამედიცინო-პედაგოგიურ კოლეჯში. მეცნიერული ცოდნის გაღრმავებისა და სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის თვალსაზრისით მეტად ნაყოფიერი იყო სტუდენტთა მე-17 სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც კოლეჯის დაარსების 20 წლისთავს მიეძღვნა.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კოლეჯის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ.

კოლეჯის 20-წლიან ისტორიაზე, სწავლების, აღზრდის, სამეცნიერო და შემოქმედებითი მუშაობის საკუთარ სტილზე, გამოცდილებას და ტრადიციებზე ვრცლად ისაუბრა დოქტორმა აკაკი ზოიძემ.

სექციის სხდომაზე მოისმინეს სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულების მქონე 20 მოხსენება.
მრავალფეროვანი და სადღეისო მოთხოვნებით ნაკარნახევი იყო მოხსენებათა თემატიკა. ისინი შეეხებოდა მედიცინის, ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო დისციპლინებს, ფსიქოლოგიასა და ეთიკას.

მოსაწონი იყო სტუდენტთა აქტივობა. ისინი საკითხის საფუძვლიანი ცოდნით მსჯელობდნენ და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით აანალიზებდნენ განსახილველ საკითხებს, და გამოთქვამდნენ საყურადღებო მოსაზრებებს, აკეთებდნენ გონივრულ დასკვნებს და რეკომენდაციებს.
შემაჯამებელ პლენარულ სხდომაზე მოისმინეს სექციის ხელმძღვანელის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარის სოფიო ბრუნჯაძის ანგარიში.

კომპეტენტურმა ჟიურიმ უკეთესთა შორის საუკეთესო გამოავლინა.
მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებულ ნაშრომებისათვის მასაჟისტისა და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის მესამე საფეხურის სტუდენტებს სალომე მამულაძეს და მალვინა ბერიძეს მიენიჭათ პირველი პრემია.
მეორე პრემია – ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის მესამე საფეხურის სტუდენტებს ნაზი ნოდიას და ლიანა ფარტენაძეს. მესამე პრემია – კბილის ტექნიკოსისა და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის მესამე საფეხურის სტუდენტებს ნუკრი მამულაძეს, ნინო ბერიძესა და თინათინ ხმელიძეს.
წამახალისებელი პრემიები გადაეცათ მედდისა და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალობის მესამე საფეხურის სტუდენტებს ნათია მუკუტაძეს, ნაზიბროლა თოხაძეს, ლილია სატიროვას და ქეთი მსახურაძეს. კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ სტუდენტები მედეა ლიპარტელიანი, ლიუბა სვისტუნოვა და გიორგი ჯიბლაძე.

გამარჯვებულ სტუდენტებს, ასევე მათ ხელმძღვანელებს მზია ბაკურიძეს, სოფიო ბრუნჯაძეს, ხათუნა ადეიშვილს, ნათია ნაკაშიძეს, რომან თურმანიძეს, ინგა ვარდიძეს, ნინო ცინცაძეს და ნანა თებიძეს კოლეჯის დირექტორმა, პროფესორმა რევაზ უზუნაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა პრემიები, საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

კოლეჯის დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებით ხანგრძლივი, უმწიკლო და ნაყოფიერი მუშაობისათვის ფასიანი საჩუქრებით და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ კოლეჯის პედაგოგები და თანამშრომლები: ნათელა ლაბაძე, მარინა ბერიძე, ნანა მიქელაძე, ინგა შალამბერიძე, ეკატერინე პილოფიანი, ნარგიზ ბუცხრიკიძე, დარეჯან უგულავა, გულნაზ მატუა, ილია ხავთასი და სხვები.

კონფერენციამ ცხადყო, რომ კოლეჯის დირექცია, პედაგოგები უჩვეულო ენთუზიაზმით და სიყვარულით ეკიდებიან მომავალ მედიკოსთა პროფესიულ მომზადებას, მათი ინტელექტის, ნიჭის, შესაძლებლობების გამოვლენას და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევების დაუფლებას.

მოწოდებული ტექსტის შინაარსზე batumelebi.ge  პასუხისმგებელი არ არის. 

გადაბეჭდვის წესი