ბათუმში, პიაცას მოედანზე, სადაც ამჟამად ვალერი მელაძის კონცერტი მიმდინარეობს, გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორს, მანანა ქველიაშვილს კონცერტის მსვლელობისას გადაღებული ფოტოები წაუშალეს, მათ შორის პიაცას უკანა მხრიდან შემოსული პრეზიდენტის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ფოტოები.
„როგორც კი მოვრჩი ფოტოგადაღებას და პრეზიდენტი მეორე სართულზე ავიდა, ჩემთან მოვიდა შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელიც გამეცნო როგორც პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენელი და დაჟინებით მომთხოვა ფოტოების წაშლა. შეკითხვაზე, რის საფუძველზე ითხოვდა ფოტოების წაშლას, ვერ მივიღე, მაგრამ იძულებული გავხდი ფოტოები წამეშალა.“ – ამბობს მანანა ქველიაშვილი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ბათუმელების“ ჟურნალისტებს პრეზიდენტის დაცვა ფოტოების წაშლას სთხოვს.