სიახლეები

საცხოვრებელი ბინები ყველას! – ბათუმის მერიის ახალი დაპირება

08.06.2012
საცხოვრებელი ბინები ყველას! – ბათუმის მერიის ახალი დაპირება

ავტორი:ნათია ზოიძე
ბათუმის მერია ახალ დაპირებას იძლევა. ბათუმში საკუთრების უფლებით ბინებს იმ მოქალაქეებსაც გადასცემს, ვისაც ფართობი უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აქამდე ბათუმის მერია მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში -„ბათუმი ბარაკების გარეშე“, საკუთრებას მხოლოდ იმ პირებს აძლევდა, რომელთა საცხოვრებელ ფართზე, შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, საავტომობილო გზა გადიოდა. ახალი წესის თანახმად კი სახლი სად ცხოვრობთ შესაძლებელია დაგატოვებინონ იმიტომ,რომ იქ მერიას ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განსახორციელებელი(მაგალითად სკვერი ,კორპუსი ან დაწესებულება)

მაგრამ ბათუმის მერია ყურდღებას აღარ მიაქცევს, კანონიერად აქვს თუ არა მოქალაქეს დაკავებული საცხოვრებელი ფართობი
რომელზეც მერია გზის გაყვანას, ან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს. უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი ფართობის მფლობელებმა ბათუმის მერიას ელექტროენერგიის, წყლის და სხვა კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები უნდა წარუდგინონ .
ფიზიკურ პირს, რომელიც მესაკუთრე ხდება,მის მიერ დაკავებული 1 კვ. მ სანაცვლოდ გადაეცემა არაუმეტეს 1,0 კვ.მ. -ისა. საერთო ჯამში ახალი ბინის ფართობი არანაკლებ 30 –40 კვ.მ იქნება.ბინის ფართობის საერთო ოდენობაში შედის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი,ანუ სამზარეულო, სააბაზანო და აივანი.
ასევე ბათუმის მერია იღებს ვალდებულებას სარემონტო სამუშაოებისთვის დამატებითი თანხები გადაუხადოს ახალ მესაკუთრეს.
თვითმართველი ბათუმის საკრებულოს განკარგულებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვან დეტალზეა საუბარი, რაც ადმინისტრაციული დაპირების წესს ეხება
მერიის დაპირება იმ შემთხვევაშიც გაიცემა,თუ მას ბინები საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით არ ერიცხება, ანუ თუ მერიას საბინაო ფონდი ამოწურული აქვს, მაგრამ მშენებარე საცხოვრებელი სახლებიდან მისაღები აქვს საცხოვრებელი ფართობები. რაც იმას ნიშავს, რომ ბათუმის მერია დაპირებას გასცემს ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე, მაგრამ ფიზიკური პირები მესაკუთრეები გახდებიან რამდენიმე წელში.
მაგალითად, ბათუმში ბარაკებში მცხოვრებ 270 მოქლაქეს მერიამ მემორადუმები 2008 წელს გაუფორმა და საცხოვრებელ ბინებს შეპირდა,ბიუჯეტში სოციალური პროგრამის ფარგლებში კი ეს თანხა 2012 წელს გაითვალისწინა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.