მდგომარეობა აზერბაიჯანში მაგალითებით

 

ნათიქ ჯავდლი,

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი,ცაიტისა და ბუცერიუსის ფონდების პრიზის მფლობელი 

 


აზერბაიჯანში, დამოუკიდებელი ტელევიზია იმ მიზეზით არ არსებობს, რომ სატელევიზიო არხებს მმართველი – ალიევების ოჯახი აკონტროლებს. სატელევიზიო კრიტიკის განხილვის საგანი ხდება მხოლოდ კომუნალური მმართველობა, მინისტრების, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის კრიტიკა კი დაუშვებელია. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე სატელევიზიო თუ ინტერნეტარხი (Obyektiv TV, Kanal 13), რომლებიც კვირაში ორჯერ მაუწყებლობენ გადაცემით „აზერბაიჯანის საათი“ და თურქული Mediya TV. აქედან გამომდინარე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების სიმძიმე მხრებზე აწევთ 3-4 გაზეთსა და ერთ საინფორმაციო სააგენტოს.  

 

ბათუმური „ეზოს ისტორიები“


მეორე დღეა ბათუმში, ახმედ მელაშვილის ქუჩაზე „ეზოს ისტორიები“ ცოცხლდება. „ეზოს ისტორიები“ კულტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა, რომელიც მოიცავს ბათუმელი და თბილისელი მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით პროცესს საჯარო სივრცეში.

 

 

მანანა ქველიაშვილი  

 

The Nemo – „აბი გლუკოზას” რეინკარნაცია

 რადიოს კიბეებიდან ყვითელმაისურიანი ბიჭი ქუჩაში გადმოხტა. ცოტა ხანში ლურჯმაისურიანიც მოვიდა. პაატა ძიძიგური და ილია შავიშვილი მუსიკალურ ბენდ The Nemo -ს წევრები არიან. „ძირითადად ვუკრავთ დასავლურ პოპულარულ ჰიტებს. გვაინტერესებს დაკვრა კლუბებში, პაბებში და სხვა – მუსიკაზე ორიენტირებულ ადექვატურ ადგილებში,“ – წერია მათი ფეისბუქის ფანგვერდზე. გაცნობიდან 3 წუთში იქვე, პატარა კაფეში ვსხედვართ და ვსაუბრობთ. პაატა ისტორიაა ჰყვება, როგორ და რატომ შეიქმნა ჯგუფი, ცოტა ხანში მირზა სელიმბა მოდის, დრამერი. ჯგუფის მეოთხე წევრი, ირაკლი ჩხეტია შეხვედრაზე არ მოვიდა. მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებულიო – მითხრეს.  

 

მანანა ქველიაშვილი 

  

 

 

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს ხელმოწერის გაყალბებისთვის პოლიციაში იბარებენ

 კონსერვატიული პარტიის წევრი და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი სულიკო მიქელაძე აცხადებს, რომ მას დღეს ხელვაჩაურის პოლიციიდან დაუკავშირდნენ და პოლიციაში მოწმის სახით ჩვენების მისაცემად დაიბარეს. როგორც მისი ადვოკატი ირაკლი შავაძე ამბობს, დაწყებულია წინასწარი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362 მუხლით, კონკრეტულად ავტოგრაფის გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით. 

 

ლელა დუმბაძე   

 

 

„ფლეშ შოუ“ წინასაარჩევნოდ

მოცეკვავეთა ჯგუფი მოსახლეობის ყურადღებას მიიქცევს, შოუს მსვლელობის პროცესში კი მიზნობრივი ჯგუფი დაარიგებს ფლაერებს, რომლებზეც მარტივი ფრაზებით და ლაკონურად იქნება გადმოცემული ინფორმაცია, წინასაარჩევნო პროცესსა და არჩევნების დღეს მოსახლების უფლება-მოვალეობების შესახებ, რამაც არჩევნების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.

 

 

„ფლეშ შოუ“ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მეტი ჩართულობის მიზნით დაგეგმილ ღონისძებებში ერთერთი მთავარი აქტივობა იქნება. პასიური ამომრჩევლის ყურადღების მისაქცევად ამ სანახაობითი ღონიძიების გამოყენება მათი პროექტის შემადგენელი ნაწილია.

 

 

„საინფორმაციო ფლაერების დარიგება პროეტის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არ გვინდა მოხდეს ისე როგორც ხდება, ანუ მათი უმეტესობა წაკითხვამდე სანაგვეში მოხვდეს, ამიტომ დავაწესეთ პრიზები იმ ადამიანებითვის, რომლებიც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებენ. შეკითხვები კი ფლაერებში მოცემულ ინფომარმაციას შეეხება. ასე შევეცდებით საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც არჩევნები არ აინტერესებს და ფიქრობს რომ არჩევნებზე მისი მისვლა ვერაფერს ცვლის“ – ამბობს პროეტის დირექტორი გოჩა დევაძე. 

 

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ბასტურების“ ჩატარებაც, რაც აჭარის რაიონებში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ თემებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, ტრენინგების ჩატარებასა და რამდენიმე უბანზე იმიტირებული არჩევნების დღის მოწყობას გულისხმობს.

პროექტის ავტორების განმარტებით „საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებულმა არჩევნებმა (მათ შორის 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) ნათლად დაგვანახა,  რომ ღემდე ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობის დაბალი დონე,  რაც საარჩევნო გარემოს მიმართ ზედაპირული დამოკიდებულებითა და ზოგადად დაბალი სარჩევნო კულტურითაა განპირობებული. ამის ნათელი მაგალითი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა  დაბალი პროცენტული მაჩვენებელია (2008 წელს – 53% და 2010 წელს – 49%)“

 

 

პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვაჟა მეგრელიძეა.

 

 

პროექტის განხორციელება 1 აგვისტოდან დაიწყო და პირველ ოქტომბრამდე,  არჩევნების დღემდე გაგრძელდება. პროექტი საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 25 000-მდე  ლარითაა დაფინანსებული.  

Pussy Riot–ის სოლიდარობის აქცია ბათუმში

დღეს, 22 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე ბათუმის ზღვისპირა პარკში გაიმართება პანკ–ჯგუფ Pussy Riot–ის წევრების მხარდამჭერი აქცია.
 

თოჯინების თეატრის დაზიანების ფაქტზე საქმე აღიძრა

ბათუმში 21 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საქმე ეხება მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე თოჯინების თეატრის ფასადის დაზიანებას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.  

 

ლელა დუმბაძე  

ანტითურქულ განცხადებებს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ბოლო პერიოდში გახშირებულ, ანტითურქული ქსენოფობიის ფაქტებს ეხმიანება. „ბათუმელები” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. 

ამომრჩეველი უკვე არარსებული ბარბიუსის ქუჩიდან

პეტროსიანი აპეტ, თურმანიძე ზაურ, გაგუა ირმა, შარაბიძე თამილა და კიდევ 13 ამომრჩეველი ბათუმში  უკვე არარსებულ,  ბარბიუსის ქუჩაზე არიან რეგისტრირებული. ეს და კიდევ რამდენიმე ფაქტი,  „ქართული ოცნების“ რეგისტრატორებმა ბათუმში ”კარდაკარის” ფარგლებში გამოავლინეს, თუმცა ეს არ  აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი ბათუმის 79-ე   საარჩევნო  ოლქის  საარჩევნო კომისიის სხდომას არ დაემტკიცებინა საკითხი საარჩევნო უბნების საზღვრების  დადგენასთან დაკავშირებით.


ნათია ზოიძე

ტურიზმი წყლის გრაფიკით

”ძლივს ვნახეთ ტურისტები, რომლებსაც ბინა მივაქირავეთ, მაგრამ მეორე დღესვე გაგვექცნენ. წყალი არ გვაქვს და აღარ გაჩერდნენ”, – ამბობენ ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები. ამ მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებთა უმეტესობისთვის სეზონზე ბინების გაქირავება შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. აგვისტოს თვეში ნინოშვილის უბნის დასახლებაში წყლის მიწოდების გრაფიკი არ შეიცვლება.

სუიციდი ციხის საავადმყოფოში

26 წლის პატიმარი რაულ დუმბაძე 15 ივნისს გარდაიცვალა. ოჯახისთვის ცნობილია, რომ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ოჯახს უთხრეს, რომ ვენები ქუთაისის ციხეში გადაიჭრა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით მიჰყავდათ თბილისში, სადაც განმეორებით სცადა თავის მოკვლა. საავადმყოფოში პატიმარმა ცალკე პალატაში მოითხოვა მოთავსება. ადმინისტრაციამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა. პატიმარმა პალატაში თავი მოიკლა.

 

ეთერ თურაძე

“ნაციონალური მოძრაობის” დახურული შტაბი და ინტერვიუ რეპორტაჟის ნაცვლად

”ნაციონალური მოძრაობის” შტაბის შესასვლელში მორიგე აუცილებლად გაგაჩერებთ: „თქვენ ვისთან ხართ დაბარებული?” ერთადერთი, რასაც აქ რეპორტიორის თვალი სწვდება, ეს არის დაფა, წარწერით -”არჩევნებამდე დარჩა …… დღე“.

შესასვლელთან კი შეხვდებით ადამიანებს, რომელთა ნაწილი აქ იმიტომ მოვიდა, რომ „დასაქმდეს”. 

 

 ნათია ზოიძე

თურქული ”იშ ბანკი” ბათუმში ფილიალს ხსნის

საქართველოში თურქული „იშ ბენკი“ ფილიალს ხსნის. ბანკის პირველი ფილიალი ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე გაიხსნება.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „იშ ბანკმა“ ლიცენზია ბათუმში ბანკის ფილიალის გახსნის თაობაზე 2012 წლის 13 ივლისს მიიღო. ეროვნულ ბანკში ასევე განმარტავენ, რომ თურქულ უნივერსალურ ბანკს საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი 2010 წლიდან ჰქონდა და მოლაპარაკებები ამ მიმართულებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკი 1924 წელს დაარსდა. ბანკი აქტიურად საქმიანობს როგორც კორპორაციულ, ისე საცალო ბაზარზე. საფინანსო ინსტიტუტი კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს ვაჭრობისა და სამშენებლო სექტორში.

 

საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას ინფორმაციით, „იშ ბანკი” საქართველოს ბაზარზე საკმაოდ აქტიური იქნება: „პირადად შევხვდი „იშ ბანკის“ წარმომადგენლებს და გავეცანი იმ სტრატეგიას, რომლის განვითარებასაც ბანკი საქართველოს ბაზარზე აპირებს. ამ საკითხზე ბანკის წარმომადგენლები უფრო დეტალურად პრეზენტაციაზე ისაუბრებენ“.

 

ეს არის პირველი შემთხვევაა, როცა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი ფილიალს თბილისის ნაცვლად რეგიონში ხსნის. გვასალიას განმარტებით, „იშბანკმა“ აჭარა საკუთარი სტრატეგიიდან გამომდინარე შეარჩია: „ბანკის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია აჭარა. რეგიონში საინვესტიციო გარემო არის მომგებიანი. თვალში საცემია ტურისტული ზონა. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დროთა განმავლობაში ფილიალს დედაქალაქშიც გახსნიან. „იშ ბანკს“ 18 ქვეყანაში აქვს ფილიალები და მათი რაოდენობა 1200-ზე მეტია“.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკში 24 ათასი ადამიანი არის დასაქმებული. მისი აქტივები შეადგენს 89 მილიონ დოლარს, რაც თურქეთის ბაზრის 13,9 პროცენტია.

 

ბანკი დსთ–ს ბაზარზე რუსეთსა და უკრაინაშია წარმოდგენილი. „იშბენკმა“ ამ ქვეყნებში მსხვილი ბანკების აქტივები შეიძინა. როგორი იქნება „იშბენკის“ სტრატეგია საქართველოში, ამ დრომდე კონფიდენციალური რჩება. საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბანკის ადმინისტრაცია სტრატეგიის შესახებ თავად ისაუბრებს.

 

თურქული „იშბენკის“ შემოსვლამდე, საქართველოს ბაზარზე, 2012 წლის მაისში გერმანული „კომერცბანკი“ შემოვიდა. ბანკმა ჯერჯერობით, მხოლოდ წარმომადგენლობა გახსნა და ბაზარზე ოპერირება არ დაუწყია. გერმანულ `კომერცბანკს~ წარმომადგენლობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში აქვს და 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. რაც შეეხება კორპორატიულ კლიენტებს, გერმანიაში მათი რიცხვი უკვე მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის „კომერცბანკი“ 1200-ზე მეტი ფილიალის მფლობელია. გერმანული ბანკი ადგილობრივ ბაზარზე „ბაზის ბანკთან“ თანამშრომლობს. 2011 წელს „კომერცბანკმა“ „ბაზის ბანკს“ სავაჭრო ოპერაციებისთვის 500 000 ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო.
ახლახან საქართველოს ბაზარი დატოვა ბრიტანულმა ბანკმა HSBC -იმ. ბანკის თბილისის ფილიალის ლიკვიდაციის პროცესი 2012 წლის 18 ივლისს დასრულდა. ბანკი მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე საქმიანობდა, რაც მისმა ადმინისტრაციამ მომგებიანად არ ჩათვალა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2012 წლის ივლისის სტატისტიკით ბაზარზე 19 ბანკი ოპერირებს. აქედან საკუთარი ფილიალი საქართველოში თურქულ (HALYK BANK,Ziraat Bank), აზერბაიჯანულ (The International Bank of Azerbaijan) და გერმანულ (Procredit Bank) ბანკებს აქვთ.

 

ნინო ნატროშვილი

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="500" >

აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია

უმაღლესი სარჩევნო კომიისიისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით აჭარაში სულ რეგისტრირებულია 305 469 ამომრჩეველი. გასული უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან შედარებით  12 252  ამორჩევლით მეტია დაფიქსირებული.   

ბათუმის 79 ოლქში ახლა 131 756  ამომრჩველია რეგისტრირებული გასული არჩევნების დროს ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 99 691. ამჟამად ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია 32 065-ით. 

ვინ შეარჩია „ქართულ ოცნების“ აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა ვინაობა

 

კოალიცია  „ქართული ოცნების“ რეგიონული წარმომადგენლებიდან  აქციის მონაწილეებს   მედეა ვასაძემ, კაკო ძნელაძემ  და ალასანიას პარტიის წარმომადგენლმა სულხან ღლონტმა მიმართეს.


ნათია ზოიძე

სახელოსნოში, კაკოსთან


მხატვარ კაკო ძნელაძის სახელოსნო „ატლანტებიანი სახლის“ უკანა ეზოშია. ხვეულ, თავბრუდამხვევ კიბეზე 72 რკინის საფეხური უნდა აიარო და კაკოსთან ხარ. პირველი, რაც სახელოსნოში შესვლისთანავე გხვდება თვალში, კარადებსა და მაგიდებზე ჩამწკრივებული სამოვრები და ფუნჯებით სავსე ოდნავ მტვრიანი, სხვადასხვა ფორმის ქილებია. 

 

ბოიკოტი საკრებულოს სხდომებს

 <!** Image 1 align="left" alt="ავთანდილ ბერიძე" sub="ავთანდილ ბერიძე" width="300" height="480" >

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა, ავთანდილ ბერიძემ, სულიკო მიქელაძემ და ვახტანგ კახიძემ დღეს, ”ქართული ოცნების” ოფისში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ და დღეიდან სხდომებზე არ დაესწრებიან.

 

 

ავთანდილ ბერიძის განცხადებით, ბოიკოტირების მიზეზი, ხელვაჩაურის გამგეობის და საკრებულოს უმრავლესობის წევრების შორის ბეშუმში მომხდარი ინცინდენტია: ”ესენი არიან ის წითელმაისურიანები, რომლებმა ”ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ბეშუმში ხალხთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ჩვენ ვგმობთ საკრებულოს და გამგეობის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და პროტესტის ნიშნად პოლიტიკურ ბოიკოტს ვაცხადებთ”. 

 

ოპოზიონერი წევრების ინფორმაციით, საჯარო მოხელეები, რომლებმა ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობასთან შეხვედრა შეაფერხეს, იყვნენ: ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ ფარტენაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი, თეიმურად დუმბაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ სირაბიძე, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნუგზარ ბოლქვაძე, საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, თამაზ ლორთქიფანიძე, ხელვაჩაურის კულტურისა და განათლებისა და სპორტის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე და საკრებულოს სამაშველო-სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი გია ცისკარაძე.


ლელა დუმბაძე

გია ემირიძე „ქართულ ოცნებაში“ რჩება

<!** Image 1 align="left" alt="გია ემირიძე" sub="გია ემირიძე" width="200" height="500" >ბათუმში „ქართული ოცნების“  აქციას „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი გია ემირიძეც ესწრებოდა. „ბათუმელების“ გასულ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ გია ემირიძე  კენჭს იყრიდა კუკავს პარტიიდან  დაიქნებოდა ამ პარტიის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩვნებისთვის, ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავისუფალი საქართველოს აჭარის რეგიონულ ორგანიზაციის  ოფისიდან მიაწოდეს.


აქციაზე გია ემირიძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ  ის „ქართული ოცნების“ რიგით წევრად რჩება და კახა  კუკავასთან  მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს. „შესაძლებელია ამ პარტიას რაიმე გეგმები აქვს, მაგრამ  ჩემთან ამ გეგმების შესახებ არავის უსაუბრია“ -განაცხადა გია ემირიძემ.


ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრის, გია ემირიძის კანდიდატურა   აჭარაში „ქართული ოცნების “ ლიდერის პოზიციაზე განიხილებოდა.

ქართული ოცნების სამზადისი აქციის წინ (PHOTO, VIDEO)

ბათუმში „ქართული ოცნების“ აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის  უკვე დასრულებულია სცენის მონტაჟი.  

”ქართული ოცნების” აქცია ბათუმში 19 საათზე დაიწყება, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ინციდენტი შუახევში: დააკავეს თუ არა ქართული ოცნების წევრები


შუახევის პოლიციამ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორი წარმომადგენელი გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე 5 აგვისტოს ღამეს პოლიციაში წაიყვანა.

 

 

ამის თაობაზე  5 აგვისტოს “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბათუმში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცახა.


მისი ინფომრაციით შესაძლოა დაკავებული იყოს ასევე “ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი, ირაკლი დობორჯგინიძე, რომლის მანქანაში გიორგი ხურციძემ და სხვა ახალგაზრდებმა ფარულად დამონტაჟებული ვიდეოთვალი და მოსასმენი პარატურა აღმოაჩინეს.


“ინცინდენტი მოხდა გუშინ შუახევში, სასტუმროში, სადაც ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ გაჩერებული. პოლიცია მივიდა გვიან ღამით, თითქოსდა ქურდობის ფაქტზე, სინამდვილეში, საქმე ეხებოდა ხელისუფლების მიერ ჩვენს ახალგაზრდებში ჩანერგილ პირს, ირაკლი დობორჯგინიძეს და მის ადგილიდან გაყვანას. ირაკლი დობორჯგინიძე ორი თვეა რაც “ქართული ოცნებას” შემოუერთდა და სხვა ახალგაზრდებთან ერთად გადაადგილდებოდა”, -აცხადებს მაია ფანჯიკიძე.


მისივე ინფორმაციით, ირაკლი დობორჯგინიძე შუახევში ასვლიდან მეორე დღეს გაურკვეველი წარმომავლობის მანქანით ამოძრავდა, რომლის სახელმწიფო ნომერია GPG 121.


“ის ახალგაზრდობის წევრებს ისვამდა მანქანაში და საეჭვო კითხვებს უსვამდა, მაგალითად ეწეოდნენ თუ არა პლანს, აძლევდა თუ არა მათ ვინმე ფულს და ა.შ. ახალაგაზრდებმა მასზე ეჭვი აიღეს და მის მანქანაში აღმოუჩინეს ჩამონტაჟებული ვიდეოთვალი და ჩამწერი. ამის გამო მოხდა უსიამოვნება. როცა პოლიცია სასატუმროში მივიდა ის ცალკე ესაუბრა ირაკლი დობორჯგინიძეს, ქურდობის ფაქტზე კი გამოძიება არ ჩატარებულა”, – აცხადებს  ფანჯიკიძე.


ირაკლი დობორჯგინიძე სააგენტო “ინფო 9”-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ამბობს, რომ მანაქანში სათვალთვალო აპარატურა თავად დაამონტაჟა უსაფრთხოების მიზნით.


როგორც ფანჯიკიძე ამბობს, მათ მიმართეს უწყებათაშორის კომისიას ფაქტთან დაკავშირებით: “ჩვენ მოვითხოვთ, არ დაიკითხოს გიორგი ხურციძე ადვოკატის გარეშე, არ მოხდეს მასზე ზეწოლა, რადგან ის არის ერთ-ერთი აღმომჩენი ვიდეოთვალის და მის მიმართ ხელისუფლებას შეიძლება განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდეს. შესაბამისმა ორგანომ გვითხრას, რა საპროცესო სტატუსით სარგებლობს ირაკლი დობორჯგინიძე და არის თუ არა ის დაკავებული, მიუხედავად მისი სავარაუდო ფუნქციისა, ჩვენთვის სულერთი არ არის, თუ რა სტატუსი ექნება მას. ასევე გვაცნობონ, მიმდინარეობს თუ არა ძიება ვიდეოთვალის დამონტაჟებაზე და უკანონო თვალთვალის ფაქტზე. რაც პირდაპირ მიგვიყვანდა იმ საჯარო მოხელეებამდე რომლებმაც მიიყვანეს დობორჯგინიძე ამ სიტუაციამდე” -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

კითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს “ქართული ოცნება” ირაკლი დობორჯგინიძის წარსულის შესახებ, მაია ფანჯიკიძე ამბობს: “მის შესახებ არაფერი არ ვიცით. ორი თვეა რაც ჩვენს ახალგაზრდებს შემოუერთდა და მხოლოდ ახლა გაჩნდა მის მიმართ ეჭვი. ოფისში ბევრი ახალგაზრდაა ვინც გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს”.  


ამ დროისთვის უცნობია  სამართალდაცავებმა დააკავეს თუ არა “ქართული ოცნების” წევრები, თუ მათი დაკიტხვა კვლავაც მოწმის სტატუსით მიმდინარეობს.

ნაცმოძრაობის მხარდამჭერები ბეშუმში

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე პირველად იმყოფებიან. მათი თქმით, მაისურები უფასოდ მიიღეს. ახალგაზრდები ადასტურებენ, რომ ბეშუმამდე უფასოდ იმგზავრეს.

 

”ქართული ოცნება” აქციის სამზადისში

 

ბათუმში „ქართული ოცნების“ აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები  მიმდინარეობს. უკვე დასრულდა სცენის მონტაჟი. ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მურმან დუმბაძის განცხადებით, ბათუმის ისტორიაში დღევანდელი მიტინგი ყველაზე მასშტაბური იქნება.

„რამდენი ადამიანი მოვა, ამის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელი, მაგრამ გარწმუნებთ ბათუმის არსებობის ისტორიაში ბათუმში ამ დონის, ამ მუხტისა და ამ რაოდენობის მიტინგი არ ჩატარებულა. საღამოს 7 საათზე უამრავი ადამიანი  მოიყრის თავს. რაც შეეხება რაიონებს, რაიონებიდან ადამიანები ჩამოვლენ, მაგრამ ამას არ ექნება ორგანიზებული ხასიათი. ისინი თავიანთი ინიციატივით,  საკუთარი პასუხისმგებლობით მოვლენ ამ მიტინგზე,“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

”ქართული ოცნების” აქცია ბათუმში 19 საათზე დაიწყება, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ქართული ოცნება 5 აგვისტოს აქციის სამზადისში

„ქართული ოცნების“ აქტივისტები ბათუმის ყველა უბანში მოძრაობენ და ხალხს 5 აგვისტოს აქციაზე მისვლისკენ  მეგაფონებით მოუწოდებენ.

ბრიფინგი ბეშუმის ინციდენტის შემდეგ

ბეშუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მურმან დუმბაძემ ბრიფინგზე იმ პირების ვინაობა დაასახელა, ვინც ბეშუმის შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდა.


ხელვაჩაურის გამგებელი: „არანაირ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი”

„ბათუმელები“ ხულოს, ქედის და ხელვაჩაურის გამგებლებს დაუკავშირდა.

„არანაირ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი, არანაირი ექსესები არ მომხდარა,“ – განუცხადა ბათუმელებს ხელვაჩაურის გამგებელმა თემურ დუმბაძემ და ტელეფონი გათიშა.

„შუამთობამ ჩაიარა ნორმალურად, 10 ათას კაცამდე იქნებოდა. ჩატარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ჩამობრძანებული იყო ბატონი პრეზიდენტი, მთავრობის თავმჯდომარე, იყო დელეგაციები. იყო პატარა ექსესები ჩვენი ოპონენტების მხრიდან,“ – განაცხადა ხულოს გამგებელმა თემურ ბოლქვაძემ.

მას შემდეგ რაც „ბათუმელებმა“ გამგებელს მომხდარი დაპირისპირების შესახებ ჰკითხა, გამგებელმა თქვა, რომ აღარ ესმოდა და ტელეფონი გათიშა.

ქედის გამგებელმა ირაკლი ბარამიძემ მომხდარზე სატელეფონო კომენტარი არ გააკეთა.


პოლიციას ჟურნალისტებზე ძალადობის დროს რეაგირება არ ჰქონია

 

4 აგვისტოს ბეშუმში ერთდროულად იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა იავნიშვილი. მათ მხარდამჭერებს შორის გამართული შეხლა-შემოხლის დროს ხელით შეეხნენ ჟურნალისტებს და შეეცადნენ მათთვის კამერების წართმევას.


ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დაპირისპირება ბეშუმში – 2012 წელი

დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში „ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ელიან.

დილიდან ბეშუმის ცენტრში ხალხმრავლობაა. ბეშუმში იმყოფება „ბათუმელების” კორესპოდენტი ქეთი ლაბაძე, რომლის თქმით, ცენტრში განსაკუთრებით შეინიშნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიმრავლე.

პრეზიდენტის ფოტოები უნდა წაიშალოს

 ბათუმში, პიაცას მოედანზე, სადაც ამჟამად  ვალერი მელაძის კონცერტი მიმდინარეობს, გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორს, მანანა ქველიაშვილს კონცერტის მსვლელობისას გადაღებული ფოტოები წაუშალეს, მათ შორის პიაცას უკანა მხრიდან შემოსული პრეზიდენტის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ფოტოები.

 

„როგორც კი მოვრჩი ფოტოგადაღებას და პრეზიდენტი მეორე სართულზე ავიდა, ჩემთან მოვიდა შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელიც გამეცნო როგორც პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენელი და დაჟინებით მომთხოვა ფოტოების წაშლა. შეკითხვაზე, რის საფუძველზე ითხოვდა ფოტოების წაშლას, ვერ მივიღე, მაგრამ იძულებული გავხდი ფოტოები წამეშალა.“   – ამბობს მანანა ქველიაშვილი.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ბათუმელების“ ჟურნალისტებს პრეზიდენტის დაცვა ფოტოების წაშლას სთხოვს.

ვალერი მელაძე: „მაისური მეგობრული ჟესტი იყო”

ალერი მელაძემ ბათუმის პიაცაზე კონცერტის დაწყებამდე აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ვალერი მელაძესა და კახი კალაძეს ქართული ოცნების მაისურები აცვიათ, ნამდვილია, თუმცა ამას პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს.

„მაისური მეცვა, მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრული ჟესტი იყო და არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ აქციებში ჩავებმები“ – განაცხადა მომღერალმა.

კონცერტს პიაცაზე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

მელაძის კონცერტს წარმოადგენს კომპანია “ორბი ჯგუფი”. აღნიშნული კომპანია აშენებს ბათუმში ახალ სასტუმრო-კომპლექსს, რომლის მშენებლობასაც დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად ჩაუყარა საფუძველი.

„დინამო“ უმაღლესში, „ბეთლემი“, „შუქურა“ და „ადელი“ პირველში

პირველ ლიგაში გატარებული ოთხი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ბათუმის „დინამომ“ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. პირველ ლიგაში თამაშის უფლება კი ქედის „ბეთლემმა“ და ქობულეთის „შუქურამ მოიპოვეს. ამავე ლიგაში ითამაშებს ბათუმის „ადელიც“. აღსანიშნავია, რომ „ადელმა“ ადგილი ლიგაში გუნდების გაზრდის ხარჯზე შეინარჩუნა, რაც შეეხება ქობულეთის „შუქურას“, ქობულეთში სტადიონს აშენებენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ერთი საგზური ქობულეთლებსაც სწორედ …

მამაკაცებისთვის 10 ლარად, ქალებისთვის უფასოდ

 

ბათუმში  მოქმედ ღამის კლუბებში შესასვლად მამაკაცებმა 10 ლარი უნდა გადაიხადონ, ქალებს კი, განსაკუთრებულ შემთხვევებს თუ გამოვრიცხავთ, კლუბებში მოხვედრა უფასოდ შეუძლიათ.

პრეზიდენტის მიერ წარმატებულად მოხსენიებულ ბიზნესმენს მოსახლეობა ედავება

ლუკა ასათიანის 13 ნომერში სამშენებლო კომპანია „გლობამშენი“-ის წარმომადგენლებს მოსახლეობა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ აძლევს. ინციდენტის ადგილას არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

გადახურული ქუჩა ბათუმში

ბათუმის მერია ძველ, შეუსრულებელ დაპირებას უბრუნდება და მემედ აბაშიძის ქუჩის ერთი მონაკვეთის გადახურვას აპირებს. თანხა – 2 მილიონ 300 ათასი ლარი საკრებულომ უკვე გამოყო, თუმცა ბევრი დეტალი ჯერ ისევ უცნობია.

ქალაქი ძვირადღირებული, ასტრონომიული და გაჩერებული საათებით

ბათუმის ბიუჯეტიდან კიდევ ერთი საათისთვის გამოიყო თანხა. 471 ათას 671 ლარის ღირებულების საათი ზურაბ გორგილაძის #2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კოშკურაში უნდა განთავსდეს. როგორც მერიის ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, საათის შეძენა ევროპაში იგეგმება, „კერძოდ რომელ ქვეყანაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

საცხოვრებელი ბინები ყველას! – ბათუმის მერიის ახალი დაპირება

ბათუმის მერია ახალ დაპირებას იძლევა. ბათუმში საკუთრების უფლებით ბინებს იმ მოქალაქეებსაც გადასცემს, ვისაც ფართობი უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აქამდე ბათუმის მერია მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში -„ბათუმი ბარაკების გარეშე“, საკუთრებას მხოლოდ იმ პირებს აძლევდა, რომელთა საცხოვრებელ ფართზე, შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, საავტომობილო გზა გადიოდა. ახალი წესის თანახმად კი სახლი სად ცხოვრობთ შესაძლებელია დაგატოვებინონ იმიტომ,რომ იქ მერიას ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განსახორციელებელი

Exit mobile version