Batumelebi | თოჯინების თეატრის დაზიანების ფაქტზე საქმე აღიძრა თოჯინების თეატრის დაზიანების ფაქტზე საქმე აღიძრა – Batumelebi
RU | GE  

თოჯინების თეატრის დაზიანების ფაქტზე საქმე აღიძრა

ბათუმში 21 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საქმე ეხება მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე თოჯინების თეატრის ფასადის დაზიანებას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.  

 

ლელა დუმბაძე  

 შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 259 მუხლით, რომელიც გულისხმობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ზიანის მიყენებას ან ნგრევას. 

 

„ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთი წლის ვადით პატიმრობას. ჯერ საქმე ძიებაშია, ამიტომ ჯარიმის სახით მოხდება ზიანის ანაზღაურება თუ პატიმრობით, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“ – აცხადებს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე. სალომე მახარაძე არ აზუსტებს, საქმე რომელიმე ფიზიკური პირის მიმართ არის აღძრული თუ იურიდიული პირის. 

 

21 ივლისს, დღის 11:00 საათზე,თოჯინების თეატრის ფასადს ამწე დაეცა და კედლის დარჩენილი ნაწილი ჩამოანგრია. ძეგლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საკონსალტინგო კომპანია  „მაგი გრუპი“ და „Takev   ინშაათი“ აწარმოებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე