“დინამო ბათუმს” ახალი დირექტორი ჰყავს

 

 

 ბათუმის საკრებულომ ღია კენჭისყრით საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ დირექტორად 27 წლის ოთარ ფედიჩკინი დაამტკიცა. ის დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე წმინდა გიორგის ხატით მივიდა. საკრებულომ ოთარ ფედიჩკინსა და მის კონკურენტს ვახტანგ ქორიძეს ერთდროულად უყარა კენჭი.

კენჭისყრამდე დეპუტატებმა დავას იმის თაობაზე თუ ორი კანდიდატის შემთხვევაში რა სახის კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო 15 წუთზე მეტი მოანდომა.

 

დირექტორობის კანდიდატი საკრებულოს სხდომაზე ხატით მივიდა

 

ამ წუთებში ბათუმში, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის  ყურადღების საგანი „დინამო ბათუმის“ ახალი დირექტორის არჩევის საკითხია. 

ავთანდილ ბერიძეს ისევ უჩივიან

 

რადიო „აჭარის“ ჟურნალისტი ტარიელ ცეცხლაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ  ბერიძეს ისევ უჩივის. ჟურნალისტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ტარიელ ცეცხლაძე ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


„ბათუმის საქალაქო  სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის შელახვის საქმეზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ  ავთანდილ ბერიძის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვები: „მატყუარა“ და „ტყუილია“ არ შეიცავს ჩემს მიმართ პროფესიული რეპუტაციის შელახვას და არ დააკმაყოფილა სარჩელი. მე ვთვლი, რომ ავთანდილ ბერიძემ ჩემი პროფესიული რეპუტაცია შელახა ამ სიტყვებით, ხოლო ჩემი პროფესიონალიზმი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.   ვიმედოვნებ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ტარიელ ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში.  

 

ტარიელ ცეცხლაძე სააპელაციო საჩივარში ავთანდილ ბერიძისგან ითხოვს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საჯაროდ, პრესკონფერენციაზე განაცხადოს, რომ ტარიელ ცეცხლაძე არ არის მატყუარა. ჟურნალისტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელს მიმდინარე წლის მარტში უჩივლა.

 

„ბათუმელები“ კომენტარისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

 

„არ ვიცი არაფერი, სამუშაო დღე დამთავრდა და თქვენგან გავიგე ეს ამბავი. ხვალ გავარკვევთ ყველაფერს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარინე კუპრეიშვილმა.

 

 

 

წყვილი წიგნების მაღაზიიდან

 

„საშინლად მინდოდა საკუთარი წიგნის მაღაზია, მაგრამ ხმამაღლა ვერც ვბედავდი ამის გაფიქრებას და ჩემს ოცნებას გამწარებული ვუკეთებდი ალიკაპს პირზე. ვფიქრობდი, მერე, ასაკში… მერე, ოქტომბრის ერთ საღამოს ირაკლი შევიყვარე და აღმოჩნდა, რომ ის ოცნებობდა ზღვისპირას დასახლებასა და წიგნების მაღაზიაზე, ოღონდ მერე, ასაკში… მერე ერთ დღეს ჩვენ ვთქვით, რატომ ასაკში, რატომ არა ახლა, სანამ ახალგაზრდები, ლამაზები, ჯანმრთელები და ენერგიულები ვართ, სანამ ყველაფერი აღგვაფრთოვანებს, სანამ გვაქვს დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, სანამ შეგვიძლია, რამე ლამაზის დანახვაზე ცრემლი მოგვადგეს… დიახაც, რატომაც არა, ზუსტად აქ და ახლაო – ვთქვით ჩვენ და ავისრულეთ ის, რაც აუსრულებელი და მიუღწეველი ჩანდა,“ – მარი კორინთელი, ბათუმში ახალგახსნილი წიგნის მაღაზიის – „წიგნები ბათუმში“,  ერთ-ერთი მფლობელი.

 

კახა კუკავას პარტიიის წარმომადგენელი აჭარის მთავრობას აკრიტიკებს

 

პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბადრი ცინცქილაძე ბიძინა ივანიშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალი, „ხალხის გაჭირვების გულთან მიმტანი“ კადრით ჩანაცვლებას სთხოვს.  საკადრო პოლიტიკის გარდა მან მთავრობას წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ არსებული პოლიტიკაც დაუწუნა. 

ნობელის კომიტეტს


ჩემთვის და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლის სახელითაც ახლა მოგმართავთ, კარგად არის ცნობილი საკონკურსო ნაწარმოების წარდგენის წესი, მაგრამ რადგანაც რობერტ ნადირაძის წინააღმდეგ წარმოებდა და წარმოებს ფარული ომი, ჩვეული წესით, მისი ნაწარმოებების წარდგენა ვერ მოხერხდა.


კომუნისტურ პერიოდში მისი არც ერთი ნაწარმოები არ გამოქვეყნებულა. 1980-იან წლებში მის მიერ დასავლეთში გაგზავნილი მოთხრობამ – „სუპერტრაფარეტი“, ადრესატამდე ვერ მიაღწია. 1991 წელს, გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა მისი ლექსების პატარა კრებული, რომლის გამოსაცემი თანხა უბნელებმა გაიღეს.


პირველად ოფიციოზმა მოთხრობა „სუპერტრაფარეტი“ დაბეჭდა 1998 წელს. ამ მოთხრობის საფუძველზე შექმნა მწერალმა ე.წ. ტრაფარეტული სტილი, რომელსაც მეორენაირად „ბათუმური აზროვნების სტილი“ უწოდა.


მის შესახებ მოკლე ცნობების შეკრება შეგიძლიათ პარიზში გამომავალ ჟურნალში „გუშაგი“ (1989 წელი #18) და იმავე წლის რადიო „თავისუფლების“ გადაცემებში.


ქ. ბათუმი, 2005 წელი

ბათუმის ბულვარი დაიტბორა

 

დღეს საღამოს ძლიერი წვიმის გამო ბათუმის ბულვარის ნაწილი დაიტბორა. ასევე დატბორილია რამდენიმე ქუჩაც.

 

 

 

 

 

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="2848" >

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის IX საერთაშორისო კონგრესი

 

 

დღეს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის IX საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის

 

 

დღეს, 1 საათზე საპატრიარქოსთან არსებულ ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს ექიმები უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. 

 

მშენებლობასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები ჩავარდა

 

<!** Image 1 align="" width="360" height="360" >

 

ბათუმის საკრებულო, ქალაქის ტერიტორიაზე ზონალური შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებასა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცებას გეგმავდა. საკითხის მიხედვით, ქალაქის გარკვეულ ნაწილში, კონკრეტულად ჭავჭავაძის ქუჩამდე და გრიბოედობის ქუჩის ჩათვლით, მშენებლობებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო და მშენებლობა გამხდარიყო ფასიანი. 

 

საცხოვრებელ ზონაში, ყოველ დამატებულ კვადრატულ მეტრზე მშენებელი გადაიხდიდა 143 ლარს, საქმიან ზონაში კი 105 ლარს, რაც ქალაქის მთავარი არქიტექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, დამატებით შემოსავალს შეიტანდა ქალაქის ბიუჯეტში. „გარდა ამისა, დარეგულირდებოდა მშენებლობის ნორმებიც. სამწუხაროდ, ეს წინადადება არ გავიდა. ხმები გადანაწილდა შვიდი-შვიდზე. არ ვიცი, რატომ არ დაუჭირა მხარი საკრებულოს უმრავლესობამ ამ საკითხს. ჩემი ეჭვები მაქვს, მაგრამ დაუსაბუთებლად მაინც ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა არქიტექტორმა.

 

საკრებულოს წევრთა ნაწილის განცხადებით, ახალი რეგულაციები მშენებლებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნას შეუშლის ხელს, რასაც არ ეთანხმება მთავარი არქიტექტორი.

 

ახალი რეგულაციები არ ეხება ძველ ბათუმს, რადგან აქ განსაკუთრებული რეგულაციები მოქმედებს და 15-მეტრიან შენობაზე დიდი სიმაღლის მშენებლობა დაუშვებელია.

„დინამო ბათუმის“ დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შპს საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმის“ დირექტორი სულხან გოგიბერიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ბათუმის საკრებულომ კი დღეს გამართულ სხდომაზე, კლუბის დირექტორის განცხადება დააკმაყოფილა.  დირექტორის მოვალეობას იური ლორთქიფანიძე შეასრულებს

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქობულეთში

<!** Image 1 align="left" alt="„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი" sub="„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი" width="150" height="576" >


აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, 2013 წლის 20 ივლისს, „ქობულეთის სამედიცინო ცენტრში” „ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები. პრესცენტრის მიერ გარცელებულ პრეს-რელიზში, რომელსაც აქვე გთავაზობთ, ჩამოთვლილია ის მიმართულებები, რისი სპეციალისტებიც გამოიკვლევენ ქობულეთის მოსახლეობას:

 

პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის, ნევროპათოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ალერგოლოგის, დერმატოლოგის, ოკულისტის და რევმატოლოგის სამედიცინო მომსახურების მიღება მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.

 

კონსულტაციებს და გამოკვლევებს „ქობულეთის სამედიცინო ცენტრის”, „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის“ და ჯანმრთელობის ცენტრი „მედინას“ წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ.

 

მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღება დილის 10:00 საათიდან შეეძლება.

უფასო სამედიცინო გამოკვლევებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრებიან“.

პრესცენტრის ცნობით, „სამედიცინო დაწესებულებაში პოლიკლინიკურმა ნაწილმა ფუნქციონირება 22 აპრილს დაიწყო. გაიხსნა კლინიკურ-დიაგნოსტიკური კაბინეტი, ქალთა კონსულტაცია და მიმღები განყოფილება.

უახლოეს დღეებში მუშაობას დაწიყებს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სამეანო გინეკოლოგიური განყოფილება. 
მიმდინარეობს ნეიროქირურგიული, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებების მოწყობა“.

 

ბათუმის ბულვარში მოხუცები საკუთარი ხელით შექმნილ ნივთებს ყიდიან

 

სამკაულები, ნაჭრის ჩანთები, ბავშვის წინდები, ნაქსოვი შარფები, ხელოვნური ყვავილები, ნაქარგები და  კიდევ სხვა რამდენიმე სახეობის ნივთი, რომლებიც ხანდაზმულებმა საკუთარი ხელით შექმნეს, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში საგანგებოდ მომზადებულ დახლზე აწყვია. გამოფენა – გაყიდვას ბათუმის ხანდაზმულთა ცენტრის ბენეფიცარები მასპინძლობენ. აქცია მათი მხარდაჭერის მიზნით „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციის ბათუმის ფილიალმა დაგეგმა. 

კონკურსის „ჩემი თვალით“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 

დღეს „პრესკაფეში“  „მედია პორტალის“ მიერ მოქალაქე ჟურნალისტებისთვის გამოცხადებულ კონკურსში „ჩემი თვალით“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსი საქართველოს სამ ქალაქში ტარდებოდა, დღეს კი მხოლოდ ბათუმის კონკურსის მონაწილეებს შორის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. 

ვისთვის და როგორ გაიმართება „ბათუმობა“

 

 

როგორი უნდა იყოს „ბათუმობა“? – დღეს, 17 ივლისს ამ საკითხზე ბათუმის მერიაში იმსჯელეს. მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურს „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა წარმოედგინა, თუმცა, როგორც შეხვედრის დასაწყისში აღმოჩნდა, კულტურის სამსახურს  პროექტის საბოლოო ვარიანტი მზად არ ჰქონდა, რის გამოც, სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სურგულაძემ, ქალაქის მერის ჯემალ ანანიძის კრიტიკა დაიმსახურა.  

ვისი ფული დახარჯეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტეტებმა ლოპოტაზე

 

„უმაღლესი საბჭო სახელმწიფოს ფულს საგულაოდ ხარჯავს“, –  ამბობს 2004-2008 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი, ორგანიზაცია „სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი“ ბეჟან გობაძე. ამის საილუტრაციოდ მან ჟურნალისტებს ტრენინგზე მიწვევის შესახებ დოკუმენტი და მონაწილეთა სია წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა და „USAID“-მა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები კახეთში, სასტუმრო ლოპოტაში გენდერზე სასაუბროდ  დაპატიჟეს. 


<!** Image 1 align="left" alt="ბეჟან გობაძე" sub="ბეჟან გობაძე" width="250" height="768" >

ზღვისპირა ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები განთავსდნენ

დღეიდან აჭარის ზღვისპირა ზოლში მორიგეობას დაიწყებენ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.

 

<!** Image 1 align="left" width="150" height="768" > 

ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დემეტრე თავადებულის ქუჩის დასწყისში სამაშველო სამსახურის მედპუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და საჭიროების შემთხვევაში ზღვისპირა პარკის დამსვენებლებს პირველად დახმარებას ყოველდღიუარდ დილის 9:00 საათიდან საღამოს 10 საათამდე გაუწევს.

სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება გონიოში, აქ არსებული ბრიგადა გონიოსთან ერთად სარფისა და კვარიათის დამსვენებლებს მოემსახურება. 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მუშაობას ქობულეთის ზღვისპირა ზოლშიც დაიწყებს.

ამ ტიპის მომსახურება ზღვის საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.

 

წლევანდელი საკურორტო სეზონის პერიოდშ ორი ადამიანი დაიღუპა ზღვაში, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ამ დღეებში დაფიქსირდა. აჭარის მთავრობამ გადაწყვეტილება, სანაპირო ზოლში განათავსოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, ბოლო შემთხვევის შემდეგ მიიღო.

ცესკომ საოლქო-საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები შეარჩია

 

 

ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ილია ცხადაძე, რომელმაც ამავე ოლქის თავმჯდომარის თანამდებობა 2008 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევენებზე მნიშვნელოვანი დარღვევების გამო ოლქის შედგეგების გაუქმების შემდეგ დატოვა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამავე ოლქში ცესკოს მიერ დანიშნული მეექვსე წევრი იქნება.

შიმშილობის მე-8 დღე

 

უკვე მერვე დღეა ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ ეკომიგრანტები შიმშილობენ. დღეს მათთან შესახვედრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მივიდა.  ეკომიგრანტების თქმით, ხაბაძემ მოშიმშილეებს განუმარტა, რომ მხოლოდ  საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, დავით დარახველიძეს შეუძლია მათი დახმარება.

 

“გვითხრეს, მინისტრი დარახველიძე უნდა ჩამოვიდეს ხვალისთვისო. ხაბაძემ თქვა, მე ვერაფერს ვერ გადაგიწყვიტავთ ის გადაწყვიტავსო, ჩვენ ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო ეს თქვა. შიმშილობას ისევ ვაგრძელებთ, პასუხის მიღებამდე, ვნახოთ პასუხიც როგორი იქნება, ჩვენ წასასვლელი არსად არ გვაქვს,”- ამბობს მოშიმშილე ეკომიგრანტი მერაბ შავაძე.

 

წალკიდან უკუმიგრირებული ეკომიგრანტები უკვე 60 დღეა ღია ცის ქვეშ, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ დახმარებასა და თავშესაფარს ითხოვენ. უყურადღებობის გამო ეკომიგრანტებმა რვა დღის წინ პროტესტის უკიდურეს გზას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ, რადგან სახლებიდან, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, საბერძნეთიდან უკუმიგრირებულმა მესაკუთრეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა გამოასახლეს. შესაბამისად, ისინი სახლ-კარისა და მიწის გარეშე, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ.

 

ეკომიგრანტების პრობლემის გასაცნობად აჭარის მთავრობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრების შემდეგ მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ეკომიგრანტების განცხადებები  დიდწილად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან მათ უმრავლესობას სახლ-კარი გააჩინია, შესაბამისად, მათი პროტესტის ძირითადი მიზანია, სახელმწიფოს ქონება გამოსძალონ აჭარაში. მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მთავრობამ წალკაში მუშა ჯგუფი გაუშვა.

 

მუშა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე: „ჩვენ რომ ჩავედით იქა [წალკაში], ამ ოჯახეების უმეტესობას, ვინც ვნახეთ, ამ ეტაპზე გამოსახლების საფრთხე არ ემუქრება. იყო რაღაც პრეცედენტები 3-4 შემთხვევა, რომელიც ადგილზე ვთხოვეთ ბერძნებს და პრობლემას არ შევქმნითო… წალიკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირობა აღგვითქვა, რომ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ამ ადამიანებს გამოსახლება არ დაემუქროთო.

იქ არის მიწებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გადასაწვეტია ჩემი აზრით. ადგილზე ვინც ცხოვრობს, იმ სოფლის მოსახლეობას უნდა შეეძლოს, რომ შეისყიდოს მიწა.

 

მოშიმშილეების… ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ დროებითი საცხოვრებელი გამოგვიყეთ ბათუმშიო და, სამწუხაროდ, უარი ვუთხარით. დროებითი თავშესაფარი ავტონომიურ რესპუბლიკას არ გააჩნია“.

 

მოშიმშილეები ჟურნალისტებთან ყველა კომენტარში აცხადებენ, რომ მათ აჭარაში კი არა, წალკაში უნდათ საცხოვრებელი სახლები, რაზეც რამაზ ჯინჭარაძე ამბობს: „ძალიან კარგი, მე იქ რომ ვიყავი, მირეკავდნენ, ჩემი სახლი ნახეო და რომ ვეკითხებოდი, თქვენ სად ხართ-მეთქი, ბათუმშიო. მივდიოდი ოჯახებში და მეუბნებოდნენ, რომ სექტემბრის ბოლოს ჩამოდის ბერძენი, რომელიც მასახლებსო. ახლა ის ბერძენი მე თვალით არ მინახია“.

დანაგვიანებული ზღვა კვარიათში

 

კვარიათში, იქ სადაც ზღვა ყურეს ქმნის, ზღვაში  ნაგავი ყრია. საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ზღვა დამსვენებლებს დისკომფორტს უქმნის. აჭარის გარემოს დაცვის სააგენტომ ზღვის დაბინძურების ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

სწავლა საზღვარგარეთ სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ოცდაათზე მეტი სტუდენტი გაცვლითი პროგრამით ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობს. უნივერსიტეტიდან უცხოეთში წასვლა „ტემპუსისა“ და „ერაზმუს მუნდუსის“ გაცვლითი პროგრამით შეიძლება.  პროგრამაში გამარჯვების წინაპირობა უცხო ენის ცოდნა და მაღალი აკადემიური მოსწრებაა.


<!** Image 1 align="left" width="300" height="350" > 

ვაკანსია საჯარო სამსახურში

 

სამუშაოს მაძიებლებს 30 სექტემბრამდე საჯარო სამსახურებში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. ყველა საჯარო სამსახური ვალდებულია პირველი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გამოაცხადოს კონკურსი იმ თანამდებობებზე, სადაც ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ. ვაკანსიები გამოცხადდება იმ თანამდებობებზეც, რომლებზეც პირები 12 აგვისტოს შემდეგ დანიშნეს. კონკურსში მონაწილეობას მოვალეობის შემსრულებლებიც მიიღებენ.



<!** Image 1 align="left" alt="ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმების მსურველები " sub="ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმების მსურველები " width="350" height="464" >

ბათუმში რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით ვახშამი იმართება

 

დღეს ბათუმში, გონიოში მუსლიმური მარხვის, რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“, თურქეთის ქალაქ ინეგოლის მერიის და „ინეგოლის ქართული დიასპორის“ ორგანიზებით  იფთარი (ვახშამი) იმართება.

ეკომიგრანტები მეექვსე დღეა შიმშილობენ

 

ბათუმში,  მთავრობის სახლის წინ წალკიდან აჭარაში დაბრუნებული ეკომიგრანტები მეექვსე დღეა შიმშილობენ. 

 

ეკომიგრანტები 58-ე დღეა  დახმარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, ექვსი დღის წინ მიმართეს. 

 

 

ქობულეთის პოლიციის ხელმძღვანელებს გაუპატიურების მუქარისთვის უჩივიან

 

 

ქობულეთის პოლიციამ სამი ახალგაზრდა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ცოტა ხნის წინ დააკავა. ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის ინფორმაციით, პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში ხმაურობდნენ, მოსთხოვა შესამოწმებლად გაჰყოლოდნენ. ახალგაზრდებმა პოლიციას იმ მოტივით უთხრეს უარი გაყოლაზე, რომ თავიანთ ეზოებში იყვნენ და სახლებში შევიდოდნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

 

ხვალ, 6 ივლისს, ჩემი ოჯახის კლინიკის ინიციატვით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შუახევის მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები.

 

უფასო სამედიცინო აქცია 11:00 საათზე დაიწყება. კონსულტაციებს და გამოკვლევებს  ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ.

 

პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მეანგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება. 

 

სამედიცინო აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

ანალოგიური აქცია 27 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტში ჩატარდება. 

ეკომიგრანტების შიმშილობის მეორე დღე

 

მოშიმშილე ეკომიგრანტებმა წუხანდელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს, მათი თქმით მთავრობის წევრები მათთან აღარ მისულან.  

ბლოგების პრეზენტაცია ხელვაჩაურში

 

 

2013 წლის 5 ივლისს, პარასკევს 15:00 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ბლოგების პრეზენტაცია მოეწყობა.

 

დამწყები ბლოგერებისათვის ტრენინგი ახალგაზრდობის ცენტრში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც 9 ახალგაზრდა გადაემზადა. ტრენინგი თეორიულ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებდა პრაქტიკულ გაკვეთილებს.

 

ახალგაზრდები გაეცნენ სოციალურ მედიასა და მის თავისებურებებს, ბლოგინგს, როგორც სოციალური მედიის ერთ ერთ შემადგენელ ნაწილს. ბლოგის შექმნასა და წარმოებას.

 

ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ბლოგერი დავით ტრაპაიძე.

 

დასწრება თავისუფალია.

 

<!** Image 1 align="middle" alt="ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი" sub="ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი" width="400" height="530" >

ეკომიგრანტებმა შიმშილობა დაიწყეს

 

 

ეკომიგრანტებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ შიმშილობა დაიწყეს.

 

„თუ ახლაც არ მოგვაქცევთ ყურადღებას პირს ამოვიკერავთ, წასასვლელი მაინც არსად გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს სად მოვკვდებით,“  – აცხადებენ ეკომიგრანტები.

 

 

 

ბათუმის მერის ახალი მოადგილეები

 

ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ დღეს მერიის სამსახურებს  მოადგილეები ოფიციალურად წარუდგინა.  მერის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის ბიუროს უფროსი ზურაბ პატარაია დაინიშნა. 

ივანიშვილი: ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო უნდა იყოს ტურისტებისთვის

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

 

„ხელისუფლება აბსოლიტურად კარგად აცნობიერებს რომ ტურიზმი უნდა იყოს ეკონომიკის წამყვანი არ ვიტყოდი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი. მათ რიცხვში ბათუმი და  აჭარა არის ძალიან საინტერესო ტურიზმისთვის.  ამ მხრივ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. უფრო კონკრეტულად რომ ჩვენ კონკრეტული გეგმა გვქონდეს გაწერილი გარდა ვთქვათ იმისა რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. უსაფრთხოებას მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ უსაფრთხო იყოს ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის. საინვესტიციო გარემო განვავითაროთ, სასტუმროების მშენებლობა უშუალოდ აჭარაში. მხოლოდ იქ [აჭარაში] მოახერხა არჩილ ხაბაძემ  და ნაწილობრივ მაინც შეუმსუბქა მოსახლეობის იმ ნაწილს პრობლემები რომლებმაც იქ სასტუმროები ააშენეს, კრედიტები აიღეს და შემდგომ ცუდ დღეში ჩავარდნენ.  იპოთეკური კრედიტები მაქვს მხედველობაში. დაახლოებით ესე მთელ საქართველოში ვცდილობთ. აჭარა ძალიან საინტერესოა და ბათუმი განსაკუთრებით, რომ მომავალში ის მიმზიდველი იყოს ტურისტებისთვის,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბათუმს ახალი ვიცე მერები ეყოლება

 

დღეს, 12 საათზე ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე ვიცემერების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით მერის პირველი მოადგილის უფროსის თანამდებობას საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძის  ბიუროს ხელმღვანელი ზურაბ პატარაია დაიკავებს. ამის შესახებ გაზეთი „ბათუმელები“ ამ კვრის ნომერში წერდა. მერის მეორე მოადგილის თანამდებობაზე კი რუსლან ქორიძე დაინიშნება. 

169 განაცხადი – კონკურსი აჭარის ტელევიზიაში

 

ხვალ, 2 ივლისს აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ  ვაკანსიებზე განაცხადების მიღება მთავრდება.  8 პროდიუსერის, 11 წამყვან-რეპორტიორის, 16 ტელერეპორტიორის და  7 დარგობრივი თოქ-შოუს წამყვანის ვაკანსიაზე ამჟამად 169 განაცხადია შესული. 

 

მირზა ცეცხლაძის მდგომარეობა მძიმეა

 

 

12 წლის მირზა ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

 

„მირზა უმძიმეს მდგომარეობაშია. აპარატზეა შეერთებული, პრაქტიკულად სასიცოცხლო მაჩვენებლები არ არის და   სპეციფიური მედიკამენტებით გვჭირავს მისი სიცოცხლე. ამ მდგომარეობაში შეიძლება რამდენიმე დღეს გაძლოს. გამორიცხულია საზღვარგარეთ გადაყვანა.  თავის ტვინი სისხლით არის სავსე, გაჟონვა მოხდა და ჩაექცა, საერთოდ სასიცოცხლო მაჩვენებლები არ არის,“ – განაცხადა  იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის კოორდინატორმა თამთა დემურიშვილმა.

 

მირზა ცეცხლაძე ლეიკემიით არის დაავადებული. მას ძვლის ტვინის გადანერგვისათვის ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება.  გასულ კვირას მირზას დასახმარებლად ჟურნალისტები გაერთიანდნენ და მკურნალობისთვის საჭირო ფულის შესაგროვებლად კამპანია წამოიწყეს. მოგვიანებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მირზას დასახმარებლად საჭირო თანხა გამოჰყო, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა მირზას სამკურნალოდ წაყვანა საზღვაგარეთ.

 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

 

 

პირველი ივლისიდან საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება. აღწერას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ატარებს, რომლის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარია. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არის ბოლო ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის აღწერას ათწლიანი დაგვიანებით ატარებს. 

ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი დააკავეს

 

 

 ინფორმაციას ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელის გურამ საფარიძის დაკავების შესახებ  საქართველოს ფინანსური პოლიციის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ადასტურებს. 

Exit mobile version