სოციალურად დაუცველების გამაფრთხილებელი აქცია ბათუმში

 

 

მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. მასში სოციალურად დაუცველები იპოთეკით დაზარალებულები, უსახლკაროდ დარჩენილები, ხელვაჩაურში,  ე. წ.  25-ე და 53 ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მონაწილეობს. თითოეული ჯგუფი ხელისუფლებისგან მათი პრობლემების მოგვარებას მოითხოვს. მათ  ასევე შეუერთდნენ ეკომიგრანტები და საგზაო მშენებლობით დაზარალებული საჩინოს მოსახლეობა. 

„ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად“ ბათუმში

 

ფოტო გამოფენა „ძეგლებით თამაში: სტალინი აქ და ამჟამად“  თბილისის შემდეგ ბათუმში გაიმართა. გამოფენის ფარგლებში საბჭოთა წარსულის გააზრებაზე შედგა დისკუსია, რომლის მომხსენებლებიც  პუბლიცისტები გიორგი მაისურაძე და ლაშა ბაქრაძე იყვნენ. 

საფო კობალაძის სასამართლო უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ კვლავ გადაიდო


ბათუმის საქალაქო სასამართლოში უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის ყოფილი თანაშემწის, სოფიო კობალაძის სასამართლო გაიმართა. სოფიო კობალაძე უმაღლეს საბჭოს უკანონოდ გათავისუფლებაში ედავება. მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა საჭიროდ ცნო საქმეში მესამე პირის ჩართვა, რის გამოც პროცესი 2013 სლის 2 ოქტომბრისთვის გადაიდო. სასამართლო დისკუსიის ხანგრძლივობის გამო ვერც მოწმეების დაკითხვა მოესწრო.



პროცესის მსვლელობის დროს სოფიო კობალაძის ადვოკატმა ირაკლი შავაძემ დარბაზში ლია ვაჩეიშვილის ყოფნა გააპროტესტა, რომელსაც ამჟამად სოფიო კობალაძის ყოფილი თანამდებოდა უკავია. სწორედ ლია ვაჩეიშვილი გამოცხადდა საქმეში მესამე პირად. სასამართლო სხდომის დახურვის შემდეგ ირაკლი შავაძემ განაცხადა:


„მედეა ვასაძის თანაშემწე, რომელიც არ წარმოადგენდა აჭარის უმაღლეს საბჭოს, როგორც მხარეს, სამუშაო საათებში იმყოფებოდა სასამართლო სხდომაზე. ფაქტობრივად, დღეს ის აცდენდა სამუშაოს. რისთვის ვიხდით ჩვენ შემოსავლების ოც პროცენტს, იმიტომ რომ ქალბატონმა მედეამ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომელი მოავლინოს სასამართლოში იმის გასაგებად, თუ ვინ რას იტყვის?“


ლია ვაჩეიშვილი სასამართლო პროცესს ბოლომდე ესწრებოდა. პროცესზე დასწრების მიზეზი ჟურნალისტებისთვის მას არ განუმარტავს.


სოფიო კობალაძის უფლებების დამცველები ირაკლი შავაძე და ადმინისტრაციულ საკითხებში უფლების დამცველი – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ჟანა ჩიქოვანი, საქმის ობიექტურად განხილვისთვის კვლავ ითხოვენ მოწმის სახით მედეა ვასაძის დაკითხვას.


როგორც მოსამართლე ამბობს, მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში შეთანხმება ეხება მომჩივანი მხარის მოთხოვნას სამუშაოს აღდგენასა და გაცდენილი დროის ანაზღაურებას. 16 სექტემბერს გამართული სასამართლო სხდომაც მხარეთა შორის შეთანხმებას განიხილავდა, რაც დადებითად ვერ გადაწყდა.  პროცესზე უმაღლესი საბჭოს დამცველმა მხარემ – გელა ღოღობერიძემ და კახაბერ კახიძემ მომჩივან მხარეს აცნობეს, რომ უმაღლეს საბჭოში ამჟამად თავისუფალი თანამდებობა არ არსებობს.


სოფიო კობალაძე მხარეთა შორის შეთანხმებაზე აცხადებს:


„დავთანხმდები თუ არა დაბალანაზღაურებად ხელფასზე, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი რას შემომთავაზებენ. მე დავაფიქსირე წინა სხდომაზე, რომ იგივე ანაზღაურებად ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე ვიქნები თანახმა“.


კომენტარი არც უმაღლესი საბჭოს დამცველმა მხარემ გააკეთა.


სოფიო კობალაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თანაშემწეობიდან 2013 წლის 7 ავვისტოს გაათავისუფლეს. ის დაკავებულ თანამდებობაზე, ხელფასის სახით, 2000 ლარს იღებდა.

ომით გაყოფილი საზოგადოება 20 წლის შემდეგ – „ბიოლის” ფონდის დისკუსია

 

 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული ჰაინრიხ ბიოლის ყოველთვიური საჯარო დისკუსია ამჯერად საქართველოს კონფლიქტებს მიეძღვნა. თემის ფარგლებში „ომით გაყოფილი საზოგადოება 20 წლის შემდეგ – სამშვიდობო პილიტიკა და შერიგების რესურსები“ დისკუსიის მომხსენებლებლად წარსდგნენ სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია. მათ კონფლიქტების მოგვარების ნაკლებად შედეგიან და ოპტიმალურ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. 

საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების დასახმარებლად

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ბათუმში მცხოვრებ  განსაკუთრებით საჭიროების მქონე 70 ბავშვს მიეძღვნა. მათ სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. პროექტი საერთაშორისო გაზეთი „კავკასუს თაიმსის“ და ფონდის „საქმიანი და წარმატებული ქალები ინკლუზიური განათლებისათვის“ ბათუმის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ქეთევან ბალაძის მხარდაჭერით განხორციელდა.  

დღეს “დავასუფთაოთ საქართველო” კამპანია დაიწყო



20-21-22 სეტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – “დავასუფთაოთ მსოფლიო” (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით.

არჩილ ხაბაძე ესპანელ ბიზნესმენებს შეხვდა

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ესპანელი ბიზნესმენების 15 კაციან დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა მთავრობის სახლში შედგა.  არჩილ ხაბაძემ სტუმრებს   საინვესტიციო გარემო და ტურისტული პოტენციალი წარუდგინა.  

უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი აჭარის მთავრობას აკრიტიკებს

 

 

უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ბეჟან გობაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ის აჭარის ტელევიზიაზე ცოტნე ანანიძის გადაცემა „სამართალი ხალხისთვის“ გამოეხმაურა, სადაც სტუმრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იყო მიწვეული. ბეჟან გობაძემ აჭარის თავმჯდომარის განცხადებებს „უხერხული“ უწოდა და აღნიშნა, რომ თუკი ხაბაძე წინა ხელისუფლების ხალხთან არაკომუნიკაბელურობაზე საუბრობს,  ახლანდელი ხელისუფლებაც არანაკლებ დაშორებულია ხალხისგან:

ადვოკატი მთავარ პროკურორს მიმართავს

 

 

დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ ბრიფინგზე ადვოკატმა ირაკლი შავაძემ 2013 წლის 13 სექტემბერს ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების, ფირუზ წულუკიძისა და  თემურ ბახუნტარიძის მიმართ  განხორციელებული  არაადამიანური მოპყრობის ფაქტი გააპროტესტა.

 

ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული პირების დაკავების დროს ადგილი ჰქონდა დაკავებული პირების მიმართ ცემას და არაადამიანურ მოპრობას, რომელიც ირაკლი შავაძის განცხადებით, დასტურდება როგორც ბრალდებულების გარეგნული დათვალიერებით, ასევე სამედიცინო დოკუმენტებით. 

სს „პოლიგრაფისტი“ სააღსრულებლო ბიურის წინააღმდეგ

 

გამომცემლობა „პოლიგრაფისტის“ დირექტორი ილია ქამადაძე აცხადებს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, უკანონოდ დააყადაღა და შემდეგ გაასხვისა სააქციო საზოგადოების კუთვნილი ქონება. გამომცემლობის დირექტორი უნდობლობას უცხადებს სასამართლოსაც. იგი მოითხოვს, რომ პრობლემით დაინტერესდნენ ბიზნეს-ომბუდსმენი  და საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

„ზე-კართან“


2013 წლის 20-22 სექტემბერს შუახევის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს ლიტერატურულ ფესტივალს _ „ზე-კართან“. ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალიტეტს  მწერლები და პოეტები ეწვევიან. დაგეგმილია ექსპედიციები შუახევში არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებსა და ადგილებში, შემდგომი ისტორიული ესეები, ლექსების, მოთხრობის, ნოველებისა და ჩანახატების შექმნის მიზნით. შექმნილი ნამუშევრები თავს მოიყრის სპეციალურ კრებულში.

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="600" > 

 

პროექტი ასევე მოიცავს შეხვედრებს მწერლებსა და პოეტებთან, მათ შემოქმედებით საღამოებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში. ფესტივალის მიზანია შუახევში ლიტერატურული ფესტივალის დამკვიდრება და ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაცია.

 

დაინტერესებული პირებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მარშრუტები ასე გამოიყურება: 1. ნიგაზეული – სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის ციხე 2. მარეთის ხეობა – მთისუბნის ციხე (დარჩიძეები) 3. ოქროპილაურის ციხე 4. ჭვანის ხეობა, ტაკიძეები (ოთოლთა) 5. ფურტიოს საჯაროს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 2012 წლის აგვისტოში ადგილები არქეოლოგებმა შეისწავლეს. ამ მონაკვეთის გათხრის შედეგად ეკლესიის საძირკვლის ნაწილი, სამარხები, მოჭიქული თიხის ჭურჭელი, მონეტები, ფიალები და მრავალი სხვა ნივთი აღმოაჩინეს.

 

ლიტერატურული ფესტივალის განრიგი კი ასე გამოიყურება: პირველი დღე (20 სექტემბერი) 12:00 – სოფელ ფურტიოს თაღოვანი ხიდის მონახულება. 11:30 – სოფელ ფურტიოს ნაეკლესიარის მონახულება; 13:00 – ფურტიოს საჯარო სკოლის ეზოში პროექტის მონაწილეების შემოქმედებითი საღამო; 15:30 – სოფელ ნიგაზეულში სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის საფლავის მონახულება; 16:00 – სელიმის ციხის ტერიტორიაზე პროექტის მონაწილეების შემოქმედებითი საღამო.

 

21 სექტემბერი: 11:00 – გასვლა ჭვანის ხეობაში;

22 სექტემბერი: 11:00 – გასვლა მარეთის ხეობაში; 17:00 დაბა შუახევი, კულტურის ცენტრის ეზოში შემაჯამებელი ლიტერატურული საღამო და ადგილობრივი ანსამბლების – `შუახევისა~ და „ფესვების“ კონცერტი.

 

პროექტის მონაწილეები: 1. დავით თედორაძე (პოეტი), ბათუმი 2. ვახტანგ ღლონტი (პოეტი), ბათუმი 3. შოთა ზოიძე (პოეტი), ბათუმი 4. დათო ტურაშვილი (მწერალი), თბილისი 5. ლიკა ყიფშიძე (მწერალი), თბილისი 6. მინდია არაბული (პოეტი), თბილისი 7. ირაკლი შამათავა (პროზაიკოსი), თბილისი 8. როინ აბუსერიძე (პოეტი), ბათუმი 9. გენრი დოლიძე (პოეტი), ბათუმი 10. თორნიკე ჭელიძე (პოეტი), თბილისი 11. თამაზ მეტრეველი (მწერალი), თბილისი 12. მირიან გორგილაძე (პოეტი), ბათუმი 13. ცისანა ანთაძე (პოეტი), ბათუმი 14. ბელა ქებურია (პოეტი), ბათუმი 15. გიორგი ჭეიშვილი (პროზაიკოსი), ქუთაისი 16. ნიკა ფუტკარაძე (პოეტი), ბათუმი 17. ზურაბ ზოიძე (პოეტი), შუახევი. 18. ნინო გუგეშაშვილი (მწერალი), თბილისი 19. რამაზ სურმანიძე (მწერალი), ბათუმი 20. ემენ დავითაძე (მწერალი), ბათუმი 21. აჩი ბერიძე (პოეტი), ბათუმი 22. ნინო მოდრეკილაძე (პოეტი), თბილისი.

 

ღონისძიებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა („თავისუფალი პროექტების ფარგლებში)“ და შუახევის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

 

პროექტის მედიაპარტნიორები არიან: აჭარის ტელევიზია, რადიო აჭარა, გაზეთები – „აჭარა“, „ბათუმელები“, „პრაიმტაიმი“. ლიტერატურული ფესტივალის – „ზე-კართან“ იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლავართ მე, ვახტანგ ბერიძე, რეჟისორი. ფესტივალით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომმართონ შემდეგ ტელეფონზე: 591 98 86 04.

კინო ღია ცის ქვეშ

 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში,  ბათუმში,  ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენება გაიმართება.  

ავთანდილ ბერიძე ბათუმის კინოფესტივალზე

 

დღეს ბათუმის საავტორო კინოს მერვე საერთაშორისო ფესტივალი  გაიხსნა.

ფესტივალი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ გახსნა. “კინო ჩვენი მოგონილია,” – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.  

 

 

 

 

 

<!** Image 2 align="middle" width="600" height="2848" >

 

 

 

 

 

<!** Image 3 align="middle" width="600" height="2848" >

 

გადადუღებული პლასტელინით შესრულებული ფერწერული გამოფენა ბათუმში

 

კაფე „Mon Ami“-ში თბილისელი მხატვრის, დავით ქოიავას ფერწერულ ნამუშევართა გამოფენა გაიმართა სახელწოდებით – „ნუ გამოიგონებ, არამედ იპოვე და აღმოაჩინე“.

 

გამოფენა მხატვრის 22 ნამუშევარს მოიცავს და თავისი ექსპერიმენტულობით გამოირჩევა – ფერწერული ნამუშევრები გადამდნარი პლასტელინითაა შესრულებული. როგორც დავით ქოიავა ამბობს, ეს მისი ერთგვარი მიგნება იყო ახლის ძიების გზაზე:

 

„ფერწერა კია, მაგრამ ახალი ტექნიკით გავაკეთე. დიზაინერი ვარ. გამოყენებითი ხელოვნება დავამთავრე, ქსოვილის მიმართულებით, მაგრამ გადავწყვიტე ფერწერაში მემუშავა. დღეს ბევრი მხატვარია და რაღაც ახალი ტექნოლოგიით მინდოდა მუშაობა. მოვიფიქრე ასეთი რამ – გადავადუღე პლასტელინი და იქიდან ამოვიღე ფერი. ჩვეულებრივი საღებავისგან განსხვავება ისაა, რომ დაგრუნტვა არ სჭირდება და ფერს ინარჩუნებს“.

 

დავით ქოიავამ დღემდე სამი პერსონალური გამოფენა მოაწყო. ამჯერად ის თავისი ნამუშევრების გამოფენით ბათუმში პირველად იმყოფება.

 

დაინტერესებულ პირებს გადადუღებული პლასტელენით შესრულებული ფერწერული ნამუშევრების დათვალიერება18 სექტემბრამდე შეეძლებათ.

 

ფოტოები ავღანეთიდან

 

<!** Image 1 align="left" alt="ჯარისკაცები გამოფენაზე" sub="ჯარისკაცები გამოფენაზე" width="500" height="512" >


ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ავღანეთგამოვლილი სამხედროების ფოტოების გამოფენა მოეწყო. ფოტოებს თან ახლავს სამხედროების წერილებიდან ამონარიდები. სწორედ აქედან მომდინარეობს გამოფენის სახელწოდება „წერილები ავღანეთიდან“.

„იყო შემთხვევები, როდესაც ტერორისტებისგან ხის იარაღები ამოგვიღია, მეთაურები ურიგებენ და ეუბნებიან, რომ ეს არის სამოთხის გასაღები და თუ კოალიციის ჯარისკაცს მოკლავს, სამოთხეში მოხვდება“.

„ხშირად ბავშვები საკუთარი მამის მიერ დაგებულ ნაღმზე ფეთქდებიან. ისინი ჩვენს ბაზებზე მიგვყავს და სამედიცინო დახმარებას ვუწევთ ხოლმე“, – ეს არის ამონარიდები ჯარისკაცების წერილებიდან.

ბათუმამდე იგივე გამოფენა თბილისში საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორმა, სამხედრო ჟურნალისტმა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა ზაირა მიქატაძემ ღონისძიების მთავარ არსზე ისაუბრა:

„გამოფენა „წერილები ავღანეთიდან“ პირველად თბილისში  გაიმართა. აქ წარმოდგენილია ქართველი მეომრების მიერ ავღანეთში გადაღებული ფოტოები, რომელიც თვითონ მომაწოდეს. დღევანდელი დღე მივუძღვენი ახლახან  ქაბულიდან დაბრუნებულ ბათუმის ბატალიონს. ამ გამოფენის მთავარი მიზეზი იყო „ნიუ-იორკ თაიმსში“ ქართველი ჯარისკაცების რეპუტაციის შემლახავი სტატიის გამოქვეყნება. ფოტოებში მოცემულია არა მარტო ავღანელ მოსახლეობასთან ურთიერთობა, არამედ ჩვენი მეომრების ყოფა ცხოვრების ამსახველი ფოტოები, თუ როგორ ასრულებენ ისინი საერთაშორისო მისიაში თავიანთ მოვალეობას“.


<!** Image 2 align="left" width="300" height="768" >


„წერილები ავღანეთიდან“ ბათუმის მერიისა და უმაღლესი საბჭოს თანადგომით განხორციელდა. გამოფენის ორგანიზატორს სურს ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერას მასშტაბური სახე მისცეს, რის გამოც ის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ავღანეთში ჩასვლას და დოკუმენტური ფილმზე მუშაობას გეგმავს.

დღევანდელი ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯარისკაცები, ბათუმის მერიისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. ისინი ახალსოფელში დაღუპულ ჯარისკაცის თემურ კახიძის საფლავს გვირგვინით შეამკობენ. მოგვიანებით კი სამხედროებს უმაღლეს საბჭოში უმასპინძლებენ.  

არჩილ ხაბაძე ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ორი დღის წინ უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფას გამოეხმაურა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

 

<!** Image 1 align="left" alt="არჩილ ხაბაძე" sub="არჩილ ხაბაძე" width="300" height="2848" > 

 

„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ მოვლენებს და აღვნიშნო, რომ ვგმობ საჯარო მოხელის მიერ ჟურნალისტების და სხვა მოქალაქეების მიმართ ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელ განცხადებას. საჯარო მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება, ამიტომაც მისი ნებისმიერი სახის გამოხმაურება უნდა იყოს კორექტული.

დარწმუნებული ვარ უმაღლესი საბჭო სათანადოდ გამოიკვლევს გუშინ მომხდარ ინციდენტს და რეაგირებას მოახდენს. ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს ინციდენტი მოსახლეობის და მედიის მხრიდან არ იქნება აღქმული, როგორც ხელისუფლების არსებული დამოკიდებულება მათ მიმართ. კონკრეტული საჯარო მოხელის მხრიდან ღირსების შემლახავ საქციელს ჩვენი ხელისუფლება გმობს და ემიჯნება.

უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის განცხადება ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე

 

ორი დღის წინ აჭარის უმაღლესის საბჭოს თანამშრომლის, კობა ადეიშვილის მხრიდან ჟურნალისტრის შეურაცყოფის ფაქტზე აჭარის უმაღლესის საბჭოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რასაც უცვლელად ვაქვეყნებთ:

 

 <!** Image 2 align="left" alt="მანანა მიქელაძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის უფროსი სპეციალისტი" sub="მანანა მიქელაძე, უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის უფროსი სპეციალისტი" width="300" height="355" >

 

„გაზეთ “ბათუმელებში” (9-15 სექტემბერი)  34-ე ნომერში გამოქვეყნებულ  სტატიას – “ვინ იზეიმა  ბათუმობა  240  ათას  ლარად”  უმაღლესი  საბჭოს  პრესსამსახურის თანამშრომლის,  კობა  ადეიშვილის  მხრიდან  მოჰყვა  სრულიად   გაუმართლებელი და  ჟურნალისტების  მიმართ  შეურაცხმყოფელი  შეფასებები. ამას არა  მარტო აღნიშნული გაზეთის, არამედ  სხვა  მედიასაშუალებების და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების  მხრიდან შესაბამისი და მწვავე რეაქცია  მოჰყვა, რაც “პრესკაფეში” 2013 წლის 11 სექტემბერს  14  საათზე  გამართულ და ამ ფაქტისადმი მიძღვნილ  შეხვედრაზეც ითქვა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ  ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  და  აჭარის უმაღლესი  საბჭოს  დეპუტატები.

 

მათ  დაგმეს  საჯარო მოხელის მხრიდან  მედიის მისამართით  ამ  ფორმით  გამოთქმული შეხედულებები  და  უმაღლესი საბჭოს  ხელმძღვანელობის  მხრიდან  მოითხოვეს შესაბამისი რეაგირება.

 

მომხდართან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური გაცნობებთ, რომ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარინე კუპრეიშვილმა  გუშინვე, დაახლოებით სამი საათისთვის, მოხსენებითი ბარათით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს და მოითხოვა ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

 

გუშინვე  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკანონმდებლო ორგანოს აპარატმა დაიწყო ადმინისტრაციული მოკვლევა. ჩვენ ხელთ გვაქვს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, ბატონი რამაზ ბოლქვაძის შესაბამისი ბრძანება. გადაწყვეტილება და სამართლებრივი შეფასება საჯარო მოხელის ქმედებაზე მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“.

 

უმაღლესი საბჭოს ჩინოვნიკი ჟურნალისტების წინააღმდეგ

 

დღეს ბათუმში, „პრესკაფეში“ შეკრებილმა ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლებმა აჭარის არ უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის თანამშრომლის მიერ, სოციალურ ქსელში გაზეთ „ბათუმელების“ მისამართით გამოთქმული უცენზურო განცხადებები და სიძულვილის ენა გააპროტესტეს.   

 

<!** Image 4 align="middle" width="600" height="768" >

სომხეთის დელეგაცია აჭარაში

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა. მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სომხეთის ლორეს ოლქის გუბერნატორი არტურ ნალბანდიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ოვანეს მანუკიანი, გენერალური კონსული ბათუმში არამ გრიგორიანი, ბათუმში სომხეთის კონსულის მეორე მდივანი არმენ გრიგორიანი და ქალაქების სპიტაკის, ალავერდის და ახთალის მერები.

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკის ლორეს ოლქს შორის თანამშომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ეკონომიკის, ვაჭრობის, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურის სფეროში თანამშრობლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულება ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

 

დელეგაცია დღესვე შეხვდება ბათუმის მერს ჯემალ ანანიძეს.

 

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მეზობელი ქვეყნის დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ ქალაქს, მოინახულებენ აჭარული ღვინის სახლს ქედაში და გაისეირნებენ საბაგირო გზით. ასევე დაესწრებიან წირვას გრიგორიანულ ეკლესიაში, სადაც დელეგაციის წევრები შეხვდებიან სომხური დიასპორის წარმომადგენლებს. ვიზიტის დასასრულს კი ბათუმის საზაფხულო თეატრში სპეციალურად სომხეთის დელეგაციისთვის გაიმართება მინი კონცერტი სომხური ჯგუფების შესრულებით.

 

დელაგაცია ბათუმს 10 სექტემბერს დატოვებს.

 

ქედის გამგებლის გადადგომას საკრებულომ მხარი დაუჭირა

 

 

ორკვიარიანი მცდელობის შემდეგ ქედის საკრებულომ მუნიციპალიტეტის  ყოფილი გამგებლის ვაჟა ბოლქვაძის  განცხადება დააკმაყოფილა. დღეს გამართულ სხდომას საკრებულოს 19 დეპუტატიდან  13 დეპუტატი ესწრებოდა,  წარდგენილ საკითხს მხოლოდ 9 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

რატომ არ ამოქმედდა „ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია“ უმაღლეს საბჭოში

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძემ,  დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბრიფინგი გამართა. დეპუტატის განცხადებით, უმაღლეს საბჭოში ორი თვის წინ შეიქმნა „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია“, თუმცა ის დღემდე არ არის ამოქმედებული. ზამბახიძის აზრით, კომისიის ამოქმედებას უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა ხელოვნურად აფერხებს.

 

<!** Image 1 align="left" alt="პეტრე ზამბახიძე" sub="პეტრე ზამბახიძე" width="360" height="360" >

მზიანი დილა ბათუმში დაანონსებული ციკლონის წინ

 

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივი პროგრამები

 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2014 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია მიმდინარეობს. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2014 წლის მიზნობრივი პროგრამების ბიუჯეტი 6 789 300 ლარით განისაზღვრება. აქედან ჯანდაცვის პროგრამისთვის განკუთვნილია 5 173 700 ლარი, სოციალური დაცვის პროგრამისთვის 943 100 ლარი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა 529 500 ლარს მიიღებს, ხოლო დასაქმების სააგენტოს პროგრამა 143 000 ლარს.

 

პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოდიან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მისი პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარო ჩხაიძე.

 

სამინისტროს 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტი 6 073 970 ლარია, აქედან 5 362 180 ლარი გამოყოფილია ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე, ხოლო 403 890 ლარი სოციალური დაცვის პროგრამებზე ნაწილდება. დასაქმების სააგენტოს ბიუჯეტი 48 000 ლარი აქვს.

 

პრეზენტაციას არასამთავრობო სექტორის წევრები ესწრებიან.

არასამთავრობო ქობულეთის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დღეს, 3 სექტემბრებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ქობულეთის თვითმმართველობის 2012 წლის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის კვლევა წარმოადგინა. 

მეცხრედ ჩაშლილი საკრებულოს სხდომა ქედაში

 

 

ქედის საკრებულოში სხდომა, რომელზეც ქედის გამგებლის, ვაჟა ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ახალი გამგებლის ვინაობა გაირკვეს, დღეს, საღამოს 5 საათზე მეცხრედ ჩაიშალა. 

უარი დებატებს


ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი უარს ამბობს დებატებში მონაწილეობა მიიღოს გიორგი კირთაძესთან, ბათუმის საკრებულოს წევრთან და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან. სწორედ ამიტომ, დღეს, 3 სექტემბერს, სტუდენტების მიერ დაგეგმილი გადაცემა თემაზე – „ბათუმობა 2013“, ვეღარ გავა ეთერში.

 

ბათუმობის ღონისძიებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯა. სტუმრების ნაწილის ბინადრობისა და მგზავრობის ხარჯებიც მერიამ დააფინანსა; ასლან აბაშიძის ვაჟი, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენები – დავიდოვები, შალვა ბრეუსი, რუსეთის უშიშროების პოლკოვნიკი ოთარ არშბა – ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „ბათუმობასთან“ დაკავშირებით ორგანიზატორებმა შეტყობინება გაუგზავნეს.

 

გასულ, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი ყრილობა და სახალხო დღესასწაული ბათუმობა ერთდროულად გაიმართა.

 

გადაცემის მომზადება დაგეგმილი იყო „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“.

 

პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (ამერიკული ორგანიზაციის NED) მხარდაჭერით.

გაუჩინარებულები

 

ხუთი თვის წინ გაუჩინარებული ბათუმელი რ.ბ. 31 აგვისტოს სახლში დაბრუნდა. მას ოჯახი და პოლიცია აპრილის შემდეგ ეძებდა. რამდენი ადამიანია ამ დროისთვის საქართველოში გაუჩინარებული? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“  შს სამინისტროს მიმართა, თუმცა სამინისტრომ კანონი დაარღვია,  სტატისტიკური ინფორმაცია რედაქციას ამ დრომდე  არ მიუღია.  

განახლებული თოჯინების თეატრის ჩაბარება ექვსი თვით გადაიდო

 

ბათუმის თოჯინების თეატრის მშენებელი კომპანია 10  ათასი ლარით დააჯარიმეს. აჭარის კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ბიძინა აფხაზავას თქმით მიზეზი შენობის სახურავის ფერია. 

ხუთთეთრიანი ჩითილების მოსავალი – „პომიდორი გახმა, კიტრი კი მცირე ზომის მოვიდა“

 

დაბა ხულოში მცხოვრებმა ომარ ბოლქვაძემ პომიდვრის ჩითილი გაზაფხულზე სოფლის მეურნეობის მიზნობრივი პროგრამის თანადაფინანასებით, 5 თეთრად შეიძინა. მცენარეს საგულდაგულოდ უვლიდა, თუმცა წელს მოსავლის გარეშე დარჩა. ხულოელი ფერმერი ამბობს, რომ ნაყიდ ჩითილს აღარასოდეს არ დარგავს. ომარ ბოლქვაძე, ისევე როგორც ასობით გლეხი აჭარაში, სოფლის მეურნეობის პროგრამით უკმაყოფილოა.

ფიროსმანის ქუჩა რეკონსტრუქციის შემდეგ

 

რამდენიმე თვის წინ გადაკეტილი ფიროსმანის ქუჩა გაიხსნა. 27 აგვისტოს ქუჩის ორივე მიმართულებით  ავტომობილების მოძრაობა განახლდა.  

აჭარაში მეფუტკრეებს სკები დაურიგეს

 

 

დღეს, 30 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ფერმერებს სკები გადასცა. 

სარაგბო მოედანი – უთანხმოების მიზეზი საკრებულოში

 

დღეს ბათუმის საკრებულოში სარაგბო მოედნის აშენების საკითხიც განიხილებოდა, რომელსაც სხდომაზე უმცირესობის მხრიდან განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოყვა, რის შედეგადაც ბიუჯეტის დამტკიცება ექვსი საათით შეფერხდა.  ოპოზიციამ მისი ბიუჯეტიდან დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვა გააპროტესტა და სხდომა დატოვა. ქვორუმის გარეშე დარჩენილმა საკრებულოს თავმჯდომარემ კი სხდომა ჯერ ექვს საათამდე, შემდეგ კი კიდევ ერთი საათით გადადო.

ბათუმის უნივერსიტეტის კონკურსის შედეგები

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, უნივერსიტეტში ამჟამად დაკავებულია 216 აკადემიური თანამდებობა. კონკურსის კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლო 83 აპლიკანტმა.

 

უნივერსიტეტის რექტორის, ალეკო ბაკურიძის განცხადებით, დარჩენილია 6 ვაკანტური ადგილი. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, თუ როდის გამოცხადდება კონკურსი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.

 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის შედეგებს სასამართლოში დაახლოებით 30 აპლიკანტი ასაჩივრებს.

ბათუმის უნივერსიტეტში სულ 261 აკადემიური თანამდებობაა. აქედან უნივერსიტეტს კონკურსი გამოცხადებული ჰქონდა 222 თანამდებობაზე. კონკურსანტთა რაოდენობა კი 305 იყო.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების” ხელმძღვანელი მინარეთის დემონტაჟს ეხმაურება

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების“ ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე ადიგენში, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს ეხმაურება.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაშლის პირას

 

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე უმცირესობის ფრაქციის შვიდი წევრის მიერ ბათუმის  სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ სხდომას ჩაშლის საფრთხე დაემუქრა, რადაგან საკრებულოს 12 წევრი რომელებიც სხდომაზე დარჩნენ, ქვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, გიორგი კირთაძემ, უმცირესობის ფრაქციის თავმჯდომარემ კარგად გათვალა. საკრებულოს ხელმძღვანელებმა სხდომის გაგრძელება შვიდ საათამდე გადადეს. 

 

ქედის გამგებელი თანამდებობას ტოვებს

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ბოლქვაძემ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით საკრებულოს დღეს მიმართა, თუმცა საკრებულომ ვაჟა ბოლქვაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ შარაძის განცხადებით გამგებლის თანამდებობას ქედაში მხოლოდ კონკურსის წესით დანიშნული პირი დაიკავებს.  

Exit mobile version