საარჩევნო სისიტემების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძისადმი მიწერილ წერილში, რომლითაც მას ორგანიზაცია ტრენინგში მონაწილეობის თხოვნით მიმართავს, ნათქვამია, რომ ორგანიზაციები მისი და 18-ვე დეპუტატის სასტუმროსა და კვების თანხებს აფინანსებს.
„… მართალია სასტუმროში ცხოვრების ხარჯები ორგანიზციებმა დააფინანსეს, მაგრამ დეპუტატებს შეეძლოთ იქ მიკროავტობუსებით ჩასულიყვნენ და სახელმწიფოს თანხა ეკონომიურად დაეხარჯათ. რამდენ ეკომიგრანტს გადაუწყვეტდა პრობლემას ეს ფული?“, – ამბობს ყოფილი დეპუტატი ბეჟან გობაძე.
ბეჟან გობაძის ინფორმაციით, ტრენინგზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე, ჯემალ ფუტკარაძე მეუღლეებთან ერთად ჩავიდნენ. „შესაბამისად, თითოეული მათგანისთვის სასტუმროში ცხოვრებაზე 295 ლარი დაიხარჯა“, – ამბობს ბეჟან გობაძე. საკუთარი ხარჯებიდან გაიღეს დეპუტატებმა ეს თანხა, თუ თანადებობის პირებისთვის გათვალისწინებული სხვა ხარჯებიდან, ამის შესახებ დოკუმენტი ბეჟან გობაძეს ჟურნალისტებისთვის არ წარუდგენია.
„ტრენინგს ლოპოტაზე ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძეც მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების გარდა, ტრენინგზე დასაწრებად კახეთში აპარატის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რისთვისაც მათზე უმაღლესმა საბჭომ მივლინებები გამოწერა“, – ამბობს ყოფილი დეპუტატი.
„ეს იყო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული ტრენინგი და ჩვენ ვიყავით მიწვეულები. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, ამიტომ ჩვენ წავედით სახელმწიფო მანქანებით. რაც შეეხება ბეჟან გობაძეს, მას მსგავს ტრენინგში უამრავჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული, როცა ის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. ახლა სისულელებს ლაპარაკობს, რადგან არის ინტრიგანი“.- განაცხადა უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერმა დავით ბაციკაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტის დამფუძვნებელი და ხელმძღვანელი ბეჟან გობაძე 2004-2008 წლების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო, შემდგომ წლებში კი ის ამავე ორგანოში ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა. ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს შეკრების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი.