აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივი პროგრამები

 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2014 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია მიმდინარეობს. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2014 წლის მიზნობრივი პროგრამების ბიუჯეტი 6 789 300 ლარით განისაზღვრება. აქედან ჯანდაცვის პროგრამისთვის განკუთვნილია 5 173 700 ლარი, სოციალური დაცვის პროგრამისთვის 943 100 ლარი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა 529 500 ლარს მიიღებს, ხოლო დასაქმების სააგენტოს პროგრამა 143 000 ლარს.

 

პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოდიან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მისი პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარო ჩხაიძე.

 

სამინისტროს 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტი 6 073 970 ლარია, აქედან 5 362 180 ლარი გამოყოფილია ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე, ხოლო 403 890 ლარი სოციალური დაცვის პროგრამებზე ნაწილდება. დასაქმების სააგენტოს ბიუჯეტი 48 000 ლარი აქვს.

 

პრეზენტაციას არასამთავრობო სექტორის წევრები ესწრებიან.

არასამთავრობო ქობულეთის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დღეს, 3 სექტემბრებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ქობულეთის თვითმმართველობის 2012 წლის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის კვლევა წარმოადგინა. 

მეცხრედ ჩაშლილი საკრებულოს სხდომა ქედაში

 

 

ქედის საკრებულოში სხდომა, რომელზეც ქედის გამგებლის, ვაჟა ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ახალი გამგებლის ვინაობა გაირკვეს, დღეს, საღამოს 5 საათზე მეცხრედ ჩაიშალა. 

უარი დებატებს


ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი უარს ამბობს დებატებში მონაწილეობა მიიღოს გიორგი კირთაძესთან, ბათუმის საკრებულოს წევრთან და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან. სწორედ ამიტომ, დღეს, 3 სექტემბერს, სტუდენტების მიერ დაგეგმილი გადაცემა თემაზე – „ბათუმობა 2013“, ვეღარ გავა ეთერში.

 

ბათუმობის ღონისძიებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯა. სტუმრების ნაწილის ბინადრობისა და მგზავრობის ხარჯებიც მერიამ დააფინანსა; ასლან აბაშიძის ვაჟი, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენები – დავიდოვები, შალვა ბრეუსი, რუსეთის უშიშროების პოლკოვნიკი ოთარ არშბა – ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „ბათუმობასთან“ დაკავშირებით ორგანიზატორებმა შეტყობინება გაუგზავნეს.

 

გასულ, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი ყრილობა და სახალხო დღესასწაული ბათუმობა ერთდროულად გაიმართა.

 

გადაცემის მომზადება დაგეგმილი იყო „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“.

 

პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (ამერიკული ორგანიზაციის NED) მხარდაჭერით.

გაუჩინარებულები

 

ხუთი თვის წინ გაუჩინარებული ბათუმელი რ.ბ. 31 აგვისტოს სახლში დაბრუნდა. მას ოჯახი და პოლიცია აპრილის შემდეგ ეძებდა. რამდენი ადამიანია ამ დროისთვის საქართველოში გაუჩინარებული? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“  შს სამინისტროს მიმართა, თუმცა სამინისტრომ კანონი დაარღვია,  სტატისტიკური ინფორმაცია რედაქციას ამ დრომდე  არ მიუღია.  

განახლებული თოჯინების თეატრის ჩაბარება ექვსი თვით გადაიდო

 

ბათუმის თოჯინების თეატრის მშენებელი კომპანია 10  ათასი ლარით დააჯარიმეს. აჭარის კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ბიძინა აფხაზავას თქმით მიზეზი შენობის სახურავის ფერია. 

ხუთთეთრიანი ჩითილების მოსავალი – „პომიდორი გახმა, კიტრი კი მცირე ზომის მოვიდა“

 

დაბა ხულოში მცხოვრებმა ომარ ბოლქვაძემ პომიდვრის ჩითილი გაზაფხულზე სოფლის მეურნეობის მიზნობრივი პროგრამის თანადაფინანასებით, 5 თეთრად შეიძინა. მცენარეს საგულდაგულოდ უვლიდა, თუმცა წელს მოსავლის გარეშე დარჩა. ხულოელი ფერმერი ამბობს, რომ ნაყიდ ჩითილს აღარასოდეს არ დარგავს. ომარ ბოლქვაძე, ისევე როგორც ასობით გლეხი აჭარაში, სოფლის მეურნეობის პროგრამით უკმაყოფილოა.

ფიროსმანის ქუჩა რეკონსტრუქციის შემდეგ

 

რამდენიმე თვის წინ გადაკეტილი ფიროსმანის ქუჩა გაიხსნა. 27 აგვისტოს ქუჩის ორივე მიმართულებით  ავტომობილების მოძრაობა განახლდა.  

აჭარაში მეფუტკრეებს სკები დაურიგეს

 

 

დღეს, 30 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ფერმერებს სკები გადასცა. 

სარაგბო მოედანი – უთანხმოების მიზეზი საკრებულოში

 

დღეს ბათუმის საკრებულოში სარაგბო მოედნის აშენების საკითხიც განიხილებოდა, რომელსაც სხდომაზე უმცირესობის მხრიდან განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოყვა, რის შედეგადაც ბიუჯეტის დამტკიცება ექვსი საათით შეფერხდა.  ოპოზიციამ მისი ბიუჯეტიდან დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვა გააპროტესტა და სხდომა დატოვა. ქვორუმის გარეშე დარჩენილმა საკრებულოს თავმჯდომარემ კი სხდომა ჯერ ექვს საათამდე, შემდეგ კი კიდევ ერთი საათით გადადო.

ბათუმის უნივერსიტეტის კონკურსის შედეგები

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, უნივერსიტეტში ამჟამად დაკავებულია 216 აკადემიური თანამდებობა. კონკურსის კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლო 83 აპლიკანტმა.

 

უნივერსიტეტის რექტორის, ალეკო ბაკურიძის განცხადებით, დარჩენილია 6 ვაკანტური ადგილი. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, თუ როდის გამოცხადდება კონკურსი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.

 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის შედეგებს სასამართლოში დაახლოებით 30 აპლიკანტი ასაჩივრებს.

ბათუმის უნივერსიტეტში სულ 261 აკადემიური თანამდებობაა. აქედან უნივერსიტეტს კონკურსი გამოცხადებული ჰქონდა 222 თანამდებობაზე. კონკურსანტთა რაოდენობა კი 305 იყო.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების” ხელმძღვანელი მინარეთის დემონტაჟს ეხმაურება

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების“ ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე ადიგენში, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს ეხმაურება.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაშლის პირას

 

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე უმცირესობის ფრაქციის შვიდი წევრის მიერ ბათუმის  სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ სხდომას ჩაშლის საფრთხე დაემუქრა, რადაგან საკრებულოს 12 წევრი რომელებიც სხდომაზე დარჩნენ, ქვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, გიორგი კირთაძემ, უმცირესობის ფრაქციის თავმჯდომარემ კარგად გათვალა. საკრებულოს ხელმძღვანელებმა სხდომის გაგრძელება შვიდ საათამდე გადადეს. 

 

ქედის გამგებელი თანამდებობას ტოვებს

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ბოლქვაძემ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით საკრებულოს დღეს მიმართა, თუმცა საკრებულომ ვაჟა ბოლქვაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ შარაძის განცხადებით გამგებლის თანამდებობას ქედაში მხოლოდ კონკურსის წესით დანიშნული პირი დაიკავებს.  

ხალხის პარტიის ბათუმის ოფისის ბრიფინგი ადიგენის მოვლენებზე

 

ხალხის პარტიის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე პრესკონფერენციას მართავს და ადიგენში ჩატარებულ სპეც-ოპერაციას ეხმაურება. თავართქილაძე გმობს სამართალდამცავების მხრიდან მსგავს მოქმედებას და ცენტრალურ ხელისუფლებას რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვაში ადანაშაულებს.

 

„ჩემი აზრით, ეს არის ვანდალური ფაქტი, რომლის აღკვეთა, სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ მოახერხა. შესაძლებელია ამ ფაქტს უარესი გართულებები მოჰყვეს, როგორიცაა რელიგიური უმცირესობების დაპირისპირება ხელისუფლებასთან და დომინანტი აღმსარებლობების მატარებელ მოსახლეობასთან“, – აცხადებს თავართქილაძე.

 

ის თანადგომას უცხადებს ადიგენში მცხოვრებ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსა და თხოვნით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიოს ვითარება და დასაჯოს დამნაშავეები.

კლასიკური მუსიკის საღამო ბათუმში

 

დღეს ბათუმის ხელოვნების ცენტრში კლასიკური მუსიკისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.  

 

ქართველი მსმენელის წინაშე ბელორუსიის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრს სოლისტები წარსდგებიან. პროგრამაშია უვერტიურები და არიები მოცარტის, ვებერის, ჯაკომო პუჩინის, ბიზეს, ვერდის და ლეონკავალოს ოპერებიდან.  

 

კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი. 

კონცერტი საღამოს 6 საათზე დაიწყება. 

 

<!** Image 1 align="middle" width="400" height="4678" >

მუფტი ასლან აბაშიძე: აჭარიდან მუსლიმი მრევლი ახალციხისკენ მიემართება

ხულოს მუფტის, ასლან აბაშიძის თქმით, ხალხი გზაშია სოფელ დანისპარაულის პერიფერებში ჩერდებიან. „ვჩერდებით იმიტომ, რომ როგორმე სახელმწიფომ გამოიჩინს კეთილი ნება და ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდეს. ხალხი არის აღელვებული და შეურაცხყოფილი, სპეცრაზმა ჩაკეტა საზოგადოება, მოჭრეს მინარეთი, ვინც წინაღმდეგობა გაუჭია სასტიკად სცემეს სოფელ ჭელში.

მეც მრევლთან ერთად ვართ, შეიძლება გავჩერდეთ იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია სახელმწიფოში და არ დაიწყოს არეულობა რელიგიის ნიადაგზე. ჩვენ რადგანაც გვინდა სტაბილურობის შენარჩუნება, იქედან გამომდინარე, დავიცდით დანისპარაულში, ხელისუფლებამ ეს საკითხი დადებითად რომ გადაჭრას“.

სოფელ ჭელში დღეს დილით მინარეთი დაანგრიეს, ხოლო მრევლის წარმომადგენლები სცემეს და დააკავეს. მუფტის – ასლან აბაშიძის ინფორმაციით, მრევლი ამ ფაქტის გამო არის აღშფოთებული.

„დღეს ყველა საკრებულოზე ერთდროულად შეტევა მოხდა“

 

დღეს, 23 აგვისტოს  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან”, რობერტ ჩხეიძემ გამართა. „ნაციონალური მოძრაობა”  ბრიფინგით აჭარის მუნიციპალიტეტებში გამგებლების შეცვლას გამოეხმაურა.

 

ქობულეთს ახალი გამგებელი ჰყავს

  ქობულეთს ახალი გამგებელი ჰყავს – ამ ინფორმაციას ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ადასტურებს. მისი თქმით საკრებულომ გამგებლად გიორგი რომანაძე აირჩია.   ქობულეთის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. დღევანდელ სხდომაზე 25 წევრი ესწრებოდა. საკრემულომ  ახალი თავმჯდომარე გიორგი რომანაძე 25 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩია. ახლად არჩეული გამგებელი გიორგი რომანაძე ბიზნესსკოლაში ლექციებს კითხულობს და აქვს საბანკო სექტორში …

ახალი გამგებლები ხულოსა და შუახევში

 

დღეს გამგებლები შეიცვალნენ შუახევსა და ხულოშიც.  შუახევში გამგებლად ტარიელ ებრალიძე, ხულოში კი ბესიკ ბაუჩაძე დაინიშნა.

ხელვაჩაურში ახალი გამგებელი აირჩიეს

 

ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის გამგებლად ნადიმ ვარშანიძე დაინიშნა. მას დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.  სხდომას  საკრებულოს ოცი წევრი ესწრებოდა, ოცივე მათგანმა ნადიმ ვარშანიძის გამგებლად არჩევას მხარი დაუჭირა.

ღია წერილი საქართველოს განათლების სამინისტროს

 

ფიზიკის  სწავლების და  სამეცნიერო კვლევის კონცეპცია სწავლების სამივე საფეხურზე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

51 მილიონი ევრო ბათუმის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის

  დღეს ბათუმის მერიაში ბათუმის წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის   მესამე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოების პროექტი წარმოადგინეს.    „ქალაქ ბათუმში ერთ-ერთი წარმატებული პროექტია წყლის და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, ახლა მიმდინარეობს მესამე ფაზის დაპროექტება. დაპროექტებას ახდენს კომპანია ეჯისი. ამ პროექტის განორციელებით ქალაქში ფაქტობრივად დარჩენილ 40 % ში მოხდება წყლის კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია.  ეს …

2 600 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა ბათუმში

 

2600 მეტრიანი საბაგირო გზა „არგო“, რომლის მშენებლობა 29 აპრილს უნდა დამთავრებულიყო, დღეს გაიხსნა. სამშენებლო კომპანია „ჰესტოკ ბათუმი“ ეკონომიკის სამინისტროს წინაშე აღებულ ვალდებულების დაგვიანებით შესრულებას რთული რელიეფური გარემოთი ხსნის.


<!** Image 4 align="left" alt="საბაგირო ბათუმში" sub="საბაგირო ბათუმში" width="350" height="576" >

მძღოლების მორიგი პროტესტი

 

დღეს, აჭარის პროფკავშირების გაერთიანების ოფისში, საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირმა და აჭარის გაერთიანებულმა პროფკავშირებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.  ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირები შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს პროკურატურაში უჩივის და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით გაფიცვით იმუქრება.

 

მძღოლები ხელფასების მომატებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ამ მოთხოვნის გამო „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციამ პროფკავშირის აქტივის დევნა დაიწყო და წევრებს პროფკავშირებიდან გასვლას აიძულებდა. 

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="519" >

 

პროფკავშირების წარმომადგენლები ბათუმის ტრანსპორტის დირექტორს, გია ლორიას პროფკავშირების წევრი მძღოლების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, „ზეწოლის ქვეშ მყოფი მძღოლები იძულებით წერდნენ განცხადებებს პროფკავშირებიდან გასვლაზე. მათ აქვთ დამადასტურებელი ჩანაწერი, სადაც „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა პროფკავშირის წარმომადგენლებს ბანდიტები უწოდა.

 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თანაშემწისა ნიკა სიხარულიძის თქმით, რომელიც ასმავე დროს მძღოლადაც მუშაობს, „ახალი შრომის კოდექსიდან გამომდინარე, ზეგანაკვეთური სამუშაოები უნდა ანაზღაურდებოდეს, კვირაში 40 საათის ზემოთ ანუ თვეში 160 საათის შემდეგ. თუმცა, ბათუმის ავტოტრანსპორტი ზეგანაკვეთურ შრომას არ ანაზღაურებს და მსგავსი ანაზღაურება საერთოდაც არ აქვს გათვალისწინებული.

 

ნიკა სიხარულიძის თქმით, „არსებობს სხვა სახის პრობლემაც – მერიის მხრიდან დაპირებული ხელფასი, საათში 4,50 ლარი შემცირებულია 4,00 ლარამდე, 50 თეთრი ადმინისტრაციის წევრების ხელფასებს დაემატა“. 

 

კიდევ ერთ პრობლემად მძღოლებმა სპეცტანსაცმელი დაასახელეს – მათი თქმით, ადმინისტრაცია არ აძლევს სამუშაო სპეცტანსაცმელს, თუმცა მოითხოვს, რომ ყველა მძღოლმა ის შეიძინოს.

 

მძღოლებისთვის, ადმინისტრაციის უკმაყოფილება გაუგებარია, რადგანაც სახელმწიფო საწარმოში არსებული პრობლემა არანაირად არ ეხება დირექტორსა და ადმინისტრაციას.

ბათუმში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს

 

ბათუმში, ყოფილი ბლაგოვგრადისა  და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. ის დღის 2 საათზე სასწრაფო დახმარების მანქანამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით ჭრილობა ბასრი იარაღით თავისა და გულმკერდის არეში იყო მიყენებული: იყო შემავალი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და პაციენტი სახლში გაიგზავნა. “

ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია. 

ფოტოკამერით, ცარცითა და დაფით ტურისტების დასახვედრად

 

დღეს აჭარის  ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტში 2013 წლის სეზონის სიახლეს ონლაინ-მარკეტინგული ღონისძიებები წარმოადგინეს. სოციალურ მედიაში, სხვადასხვა ენაზე შექმნილია სპეციალური გვერდები ბათუმის შესახებ. დეპარტამენტმა 10 ქვეყანა შეირჩა (საქართველოს, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ისრაელი, პოლონეთი) საიტები შექმნილია ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე.  ინფორმაცია ბათუმის ღირსშესანიშნაობების, მიმდინარე ღონისძიებებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ ყოველდღიურად ახლდება Facebook-იქ გვერდზე. ( www.facebook.com/visitbatumi.travel)

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="538" >

დეპარტამენტის ერთ-ერთი ახალი პროექტია „გაიზიარე ბათუმის სიყვარული“. პროექტი ითვალისწინებს უკვე ტურისტად მყოფი ადამიანების შთაბეჭდილებებისა და მოსაზრების გაზიარებას იმ ტურისტებისთვის, რომლებიც სამომავლოდ გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას. პროექტში ჩართულია ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც ფოტოკამერებით, ცარცითა და დაფებით შეიარაღებულები ქალაქის ტურისტულად აქტიურ ადგილებში ხვდებიან უცხოელ ტურისტებს. (www.gobatumi.com)

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ტურისტული პროექტებისა და სერვისის განყოფილების უფროსის, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, პროექტი – „გაიზიარე ბათუმის სიყვარული“  ხელს შეუწყობს იმ ტურისტებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ჩამოსვლას.

 

ასევე მოქმედებს პროექტი – „Batumi In Your Pocket”  – მცირე ფორმატში მოქცეულია მაქსიმალური ინფორმაცია ბათუმის შესახებ. ბროშურა გამოიცა სამ ენაზე: ინგლისურ, რუსულ და პოლონურ ენებზე. ბროშურები ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებსა და სასტუმროებში ვრცელდება. 

მორაგბეები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ

<!** Image 1 align="left" width="400" height="399" >



დღეს, ბათუმში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში – „გენდერული თანასწორების ხელშეწყობისთვის საქართველოში“ – ცნობილი ქართველი სპორტსმენები უფროსკლასელ ბიჭებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მორაგბეები – ნოდარ ანდღულაძე, გიორგი ჭყოიძე, ლექსო გუგავა და კიკბოქსიორი – გიგი ჭიკაძე.


გაეროს ქალთა ორგანიზაციის მენეჯერის, ირინა ჯაფარიძის თქმით, „ვაჟებთან ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია, რადგანაც მათი ჩართულობის გარეშე ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა შეუძლებელია. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ოჯახის ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ცხელი ხაზის (2 309 903)  მომსახურების პოპულარიზაციას, რომელშიც ასევე აქტიურად მონაწილეობენ სპორტსმენები.


საქართველოში ოჯახში ძალადობის 3 თავშესაფარი არსებობს: თბილისსა და გორში, ხოლო ქუთაისში აგვისტოს თვეში გაიხსნება. თავშესაფარები გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა, ამჟამად  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.


ირინა ჯაფარიძის თქმით, ამ პროექტისათვის „რაგბისა და მოჭიდავეების გუნდის წევრები იმიტომ შეარჩიეს, რომ რაგბი არის ერთ-ერთი მამაკაცური და პოპულარული სპორტი საქართველოში, რომელსაც გააჩნია თავისი ეთიკის კოდექსი. ძალადობა არასდროს გამოდის მოედნის გარეთ.“


საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ნოდარ ანდღულაძე 3 წელია ჩართულია ამ პროექტში. ის ამბობს: „ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არა?  რომელი სტერეოტიპი უწყობს ხელს ქალთა მიმართ ძალადობას და თუ რა შეგვიძლია შევცვალოთ. ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს თავზე, თუ როგორ გავიზარდეთ, როგორ შეიცვალა ჩვენი ფასეულობები და იმ შეცდომებზეც, რასაც არასდროს დავუშვებთ ჩვენი ქცევით“.


ნოდარ ანდღულაძე ამბობს, რომ პროექტში ჩართვის ინიციატივა სხვა სპორტსმენებს – წყალბურთელებსა და კალათბურთელებსაც აქვთ.


გლობალური პროექტი „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ 2008 წელს დაიწყო და 2015 წლამდე გაგრძელდება. პროექტში რაგბისტები  2010 წლიდან არიან ჩართულები.


შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და ქალი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. შეხვედრის მონაწილეებმა მედიასთან კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.


გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის გლობალური კამპანიის ეგიდით – „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, გამართული  ინიციატივა – „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, მიზნად ისახავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ვაჟების ცნობიერების ამაღლებას და მგრძნობელობის გაზრდას.

ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლების აღმნიშვნელი მემორიალური დაფა ქობულეთში

  „აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის“ ხელმძღვანელი ნიაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი კავშირი და „ქართული ოცნება სამართლიანობისათვის აჭარაში“ 17 აგვისტოსთვის ქობულეთში აპირებენ დადგან საინფორმაციო დაფა, „რომელიც მიეძღვნება აჭარის ოსმალთა იმპერიის 300 წლოვანი ბატონობისგან გათავისუფლების 135 წლის თავს“.   ნიაზ ბოლქვაძე     ნიაზ ბოლქვაძის თქმით, საინფორმაციო დაფა დაიდგმება ჩოლოქის ხიდთან. ის იმედოვნებს, რომ მომავალში საინფორმაციო დაფის …

როგორ დავაბრუნოთ დათვი და შველი გარემოში


გარემოს დაცვის სამინისტრომ მტირალას ეროვნულ პარკში ახლახან შვლები გაუშვა. შვლები  ბათუმის ზოოკუთხეში სხვადასხვა დროს მიიყვანეს, სადაც უვლიდნენ და კვებავდნენ. როგორ უნდა დავაბრუნოთ  გარეული ცხოველები ბუნებაში ისე, რომ გარემოსთან ადაპტაცია შეძლონ, რომელი ცხოველების დაბრუნებაა ბუნებაში პრობლემატური და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი და თავად ადამიანები? „ბათუმელები“ ამ საკითხით დაინტერესდა. 


<!** Image 1 align="left" width="300" height="509" >

პროექტი არასრულწლოვანი პატიმრებისთვის, უსინათლოებისთვის… სტუდენტებისთვის


დღეს, ბათუმში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა წარმოადგინა ის 12 პროექტი, რომლებიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა, ეთნიკური უმცირესობებისა და უსინათლოთა დახმარებას.


<!** Image 1 align="left" width="300" height="410" >


სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი არასრულწლოვანები პროექტის ფარგლებში სწავლობენ ხელსაქმეს, ხვდებიან ცნობილ ადამიანებს, მართავენ სპორტული ღონისძიებებს.


უსინათლო პირთათვის კი ბრაილის შრიფტით ლოცვები დაიბეჭდა. ამავე ჯგუფის მონაწილეობთ იღებენ სხვადასხვა სპექტაკლებსა და პანტომიმურ დადგმებს.


იგივე პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაზე სწრაფ ბეჭდვაში კონკურსი ჩატარდა.


სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებს სტუდენტური თვითმართველობის მხარდაჭერას. პროექტის ავტორების თქმით, „პროგრამის მიზანია მივიღოთ თანამედროვე, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული სტუდენტუნური თვითმართველობა, რომელიც არ იქნება პოლიტიზირებული და თითოეულ სტუდენტს ეცოდინება თავის უფლებები. სასწავლო სემესტრის დაწყებიდან თითოეულ უნივერსიტეტში  სტუდენტური უფლებების დეკლარაციის პრეზენტაცია ჩატარდება. დეკლარაციის შექმნაში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების თვითმართველობის გუნდის წევრები და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ“.


პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – „პრაქტიკების სააგენტო“ კი სექტემბრიდან ამოქმედდება.  ეს პროგრამა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას 2-თვიან პრაქტიკა გაიარონ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. სარეგისტრაციო ბაზაში 6 000 ადგილია.


სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრის დროს კიდევ ერთ აქტივობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც გერმანულ ფონდ „ბერგქობთან“ ერთად დაიგეგმა – ქართველი, სომეხი და აზერბაჯანელი ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა  კონფერენცია. ამ კონფერენციაზე ჩამოაყალიბეს სტუდენტებისგან დაკომპლექტებული კვალიფიცირებული ჯგუფი, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან დიალოგი უნდა დაიწყონ. პირველი ასეთი შეხვედრა, სავარაუდოდ, წელს ჩატარდება.


ასევე, პროექტის ფარგლებში გაგზავნილია მოთხოვნა ევროპის ახალგაზრდული ბარათის ლიცენზიაზე. ამ ბარათის მფლობელი სტუდენტებს საქართველოდან ექნებათ ფასდაკლება ნებისმიერ სერვისზე,  ევროპის ნებისმიერ ქალაქში.

ნინო ჟიჟილაშვილი აჭარის ტელევიზიის კონკურსის შედეგებზე


აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტში მიმდინარე კონკურსი დასრულდა. კონკურსის შედეგები უკვე გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც ამ ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილმა სამსახური შეინარჩუნა, ნაწილმა – ვერა. ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი –  საკონკურსო კომისიის წევრი, კონკურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს. 


<!** Image 1 align="left" alt="ნინო ჟიჟილაშვილი" sub="ნინო ჟიჟილაშვილი" width="350" height="768" >

ავარიის შედეგად ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა

 

 

ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპელის მარკის ავტომანქანა  ქუჩაში მიმავალ ხანდაზმულ ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით. 

დეპუტატის მხილება მოქალაქის ცემის ფაქტზე

დეპუტატ მედეა ვასაძის ყოფილმა თანაშემწემ საფო კობალაძემ, დღეს საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2013 წლის 24 ივნისს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში, მედეა ვასაძემ ნამდვილად სცემა მოქალაქე დიანა დიასამიძე. ის ამბობს, რომ ცემის ფაქტის თვითმხილველია. საფო კობალაძე მზად არის მოინანიოს და პროკურატურას აღიარებით ჩვენება მისცეს, ანუ ზუსტად მოყვეს, როგორ სცემა დეპუტატმა თავის კაბინეტში დიანა დიასამიძე 24 ივნისს.


<!** Image 1 align="left" alt="საფო კობალაძის თქმით, პროკურორმა მას დაკითხვის ოქმი იმ მიზნით დაუტოვა, უმაღლესი საბჭოს სხვა თანამშრომლებს რომ ეხელმძღვანელათ" sub="საფო კობალაძის თქმით, პროკურორმა მას დაკითხვის ოქმი იმ მიზნით დაუტოვა, უმაღლესი საბჭოს სხვა თანამშრომლებს რომ ეხელმძღვანელათ" width="300" height="512" >

არტ-პროექტი „ბათუმის ეზოს ამბები“ იწყება

ბათუმში საჯარო ხელოვნების პროექტი „ბათუმის ეზოს ამბები“ იწყება. არასამთავრობო ორგანიზაცია „micro-ფონი“ უკვე მეორედ აწყობს ქალაქის ქუჩებში მასშტაბურ გამოფენას, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ მხატვრებსა და ქართველ შემოქმედებთან ერთად, ბათუმის ეზოს მაცხოვრებლებიც მონაწილეობენ.


<!** Image 1 align="left" width="350" height="675" >

ივანიშვილი და სააკაშვილი ამერიკულ გემს ბათუმში ერთდროულად ესტუმრებიან


საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში გაჩერებულ აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდ „ბალკლიზე“ ხვალ სხვადასხვა შეხვედრა და ტრენინგი გაიმართება.


ხვალ, 18:00 საათისთვის, „ბალკლის“ კაპიტნის სახელით ხომალდზე დაგეგმილია საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური მიღებაც. ხომალდზე დიდი ალბათობით ელიან ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მასპინძელი მხარე აცხადებს, რომ ხომალდზე სტუმრობას დადასტურებულად გეგმავს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად.


ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ორივე პირის მიღება ხომალდზე ერთსა და იმავე დროს არის დაგეგმილი.


ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, საქართველოში ამერიკის ელჩი და საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

Exit mobile version