საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში 4 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. საკონკურსო კომისია მთელი დღის მანძილზე განიხილავდა კანდიდატებს საბოლოოდ კი სამი ახალი თანამშრომელი შეარჩია.
ბათუმელები
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში 4 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. საკონკურსო კომისია მთელი დღის მანძილზე განიხილავდა კანდიდატებს საბოლოოდ კი სამი ახალი თანამშრომელი შეარჩია.
<!** Image 1 align="left" width="360" height="2848" >
ჩაქვში, სოფელ ხალაში მეციტრუსეებმა მანდარინი მდინარეში გადაყარეს. ხალაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ბარამიძე იყო ჩასული. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ციტრუსის სეზონს წარუმატებელს უწოდებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2013 წლის დეკემბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 477 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.6 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 3.4 პროცენტი – არასამეწარმეო სუბიექტი. ამასთან, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 20.1 პროცენტით შემცირდა.
<!** Image 1 align="left" width="360" height="2403" >
აჭარის სამაშველო სამსახურის მაშველებმა ხობში, ჭაობიან ტერიტორიაზე ოთხი დღის წინ დაკარგული 65 წლის მოხუცი გარდაცვლილი იპოვეს. სამაშველო ოპერაციაში აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავები მონაწილეობდნენ.
ბათუმის მერიაში, დღეს, წვევამდელების ტრანსპორტირებაზე გამოცხადებული გამარტივებული ტენდერი დასრულდა. ელექტრონულ ვაჭრობაში მხოლოდ ერთი იურიდიული პირი, შპს „ავტოკლასი“ მონაწილეობდა. მერია გამარჯვებულს ორი დღის განმავლობაში დაასახელებს.
<!** Image 1 align="left" sub="ნატალია ზოიძე" width="360" height="1504" >შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენრტრის“ დირექტორი ნატალია ზოიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას პასუხობს.
ნატალია ზოიძის განცხადებით, პრობლემები, რომელიც „6 მაისის პარკში“ და, ზოგადად, მათი მმართველობის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებში დაგროვდა, სწორედ მერიისგან მიიღეს მემკვიდრეობით.
ინფორმაცია, რომ ბათუმის მერს – ჯემალ ანანიძეს ახალი მთავრობა გადაყენებას უპირებს, უტყუარია. ამ თემაზე კონსულტაციები უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ცნობილია ჯემალ ანანიძის შემცვლელის ვინაობაც – ის გია ერმაკოვია, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. საკრებულოს 13 წევრი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს მოქმედი მერის გადაყენებას. მერის გადაყენების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას არც მერი ადასტურებს და არც საკრებულოს თავმჯდომარე.
ამ წუთებში ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ 500 მდე ადამიანი ელექტროენერგიის მიღების მიზნით, გამაფრთხილებელ აქციას მართავს. აქციაში ბათუმის სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრები ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველები მონაწილეობენ. მათ შორის 53 -ე და 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებნიც არიან.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა.
41 მიზეზი, რამაც ციტრუსის სეზონის წარუმატებლობა განაპირობა – დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ირაკლი ბარამიძემ წარმოადგინა.
„6 მაისი პარკის ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, დაზიანებულია ღამის განათებები და დაყრილია ნაგავი. ჩაბნელებულ პარკში საღამოს საათებში სეირნობა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეების უსაფრთხოება“- ეს განცხადება დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრებმა გააკეთეს.
„ვინ ვის წინაშეა პასუხისმგებელი ტელევიზიაშია“, „როგორ უნდა აიცილო თავიდან მთავრობის პიარი და როგორ მოახერხებ იმას, რომ მისი საქმიანობის დაბლოკვა არ გამოგივიდეს“, „რას ფიქრობთ ტელევიზიის თანამშრომლების დასჯისა და წახალისების რა ფორმაა უმჯობესი“, „როგორ აპირებ შიდა კონკურენციის გაზრდას“ – ეს იმ კითხვების ნაწილია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ ვაკანსიებზე დღეს კონკურსანტ ირინა ყურუას კომისიის წევრებმა დაუსვეს.
მაღალმთიანი აჭარის ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლის ვაკანსიაა.
სოციალურად დაუცველების, მრავალშვილიანებისა და ეკომიგრანტების აქციაა დაგეგმილი დღეს ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს შენობასთან.
დღეს გონიოში, ანდრია პირველწოდებულის დასახლებაში მცხოვრებმა მოსახლობამ ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. ისინი გონიოში მდებარე პარკის გაჩეხვას აპროტესტებენ. ინვესტორმა, რომელიც ზღვის სანაპირო ზოლში მშენებლობის დაწყებას აპირებს, პარკში 5 ფიჭვის ხე მოჭრა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ავტომანქანას არემონტებენ.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების გეგმა წარმოადგინეს.
იმის გამო, რომ ფერიის სასაფლაო გადატვირთულია, აიპი «ბათუმის სასაფლაო» აპირებს წინადადებით შევიდეს საკრებულოში, რომ ახალი ადგილები ამ სასაფლაოზე აღარ გამოიყოს. მის ნაცვლად ქალაქს, ახალი სასაფლაო მოემსახურება.
ბათუმის თევზის ბაზარში წითელ ნუსხაში შეტანილი ზუთხი აღმოჩნდა. აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორ კილოგრამამდე ზუთხი ერთ-ერთი მოვაჭრის დახლზე აღმოაჩინეს.
ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა დაიწყება. დღის წესრიგის მიხედვით, პირველ საკითხად საკრებულოს წევრები ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
აჭარის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების მონაცემების მიხედვით, 2013 წლის იანვარ-დეკემბერში სასტუმროს მომსახურებით 393.617 ადამიანმა ისარგებლა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 9,68%-ითაა გაზრდილი.
უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლის 11 თვეში 13 479 ადამიანი გაასამართლეს. 2012 წლის იგივე პერიოდში კი 10 191 ადამიანია გასამართლებული.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება ოთხი საბავშვო ბაღის პერსონალის დაკომპლექტების მიზნით კონკურსს გამოაცხადებს. ვაკანსიები სოფელ ჭარნალის, ორთაბათუმის, ზედა და ქვედა ახალშენის საბავშვო ბაღებში გამოცხადეება.
<!** Image 1 align="left" width="300" height="421" >
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატების საქმიანობის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, შერჩეულ სამ კანდიდატთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის რისკი არ გამოიკვეთა.
სამშენებლო კომპანია „ორბის“ სასამართლოში მოქალაქე ლია ლიბერნამი უჩივის. მომჩივანი კომპანიის დირექტორთან, ირაკლი კვერღელიძესთან გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას და კომპანიისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. საუბარია 70 ათას ლარზე, რომელიც მოქალაქემ კომპანიას ბინის შესაძენად გადაუხადა.
დღეს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში კალანდობის დღესთან დაკავშირებით ეთნოგრაფიულ ექსპონატთა გამოფენა „ზამთრის სურათები“ გაიხსნა.
<!** Image 1 align="left" width="300" height="640" >
ამიერიდან საქართველოში მცხოვრებ სუნიტებს, ორი – აღმოსავლეთის და დასავლეთის მუფთი ეყოლებათ. ახალი შეიხი ჰყავთ საქართველოში მცხოვრებ შიიტებსაც. ეს გადაწყვეტილება „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ დამფუძნებელ კრებაზე 9 იანვარს იქნა მიღებული. ამავე კრებაზე აირჩიეს რელიგიური საბჭოები.
<!** Image 1 align="left" width="300" height="2592" >
სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახებიც მიიღებენ. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებით წელს „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაობის ხელშეწყობის პროექტით“ აეროპორტის, კახაბრის, გონიო-კვარიათისა და ბათუმის სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებიც ისარგებლებენ.
<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >
ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობის მიერ ხუთწლიან რეგლამენტის მიღებას გამოეხმაურა. მთავრობის ახალი რეგლამენტი, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა, შშმ პირებისათვის ყველა შენობის ადაპტირებას ითვალისწინებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ კონკურსის კომისიის წევრები იქნებიან: ემზარ დიასამიძე-აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, ომარ ბერიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამშემწე მონიტორინგის დარგში და თინათინ დვალიშვილი კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი. კომისიის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სოსო სტურუა იქნება;
<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >
12: 00 „გაყინული“ 3D – 7ლარი
14:00 „მისტერ ძიძა“ – 7ლარი
16:00 „ჩემი ცოლის დაქალები“ – 8 ლარი
18:00 „ჩემი ცოლის დაქალები“ – 8 ლარი
20:00 „ჩემი ცოლის დაქალები“ – 8 ლარი
22:00 „რონინი“ – 3D – 9ლარი
<!** Image 1 align="left" width="300" height="599" >
დღეს, 15 იანვარს „რადისონ ბლუ ბათუმში“ 11.30 საათზე დაიწყება მრგვალი მაგიდა თემაზე „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“. აჭარის მთავრობის პრეს სამსახურის ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობას აჭარის მთავრობის წევრებიც მიიღებენ.
რამდენიმე წუთის წინ ახალ ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის ტალღამ სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა საგუშაგო კოშკი მიიტაცა.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრს დღეიდან ოთხი წლის გა<!** Image 1 align="left" width="300" height="960" >ნმავლობაში რეჟისორი ანდრო ენუქიძე უხელმძღვანელებს. ანდრო ენუქიძე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დანიშნა.
ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში ძლიერმა ქარმა სამსართულიან შენობას სახურავი გადახადა. საერთო საცხოვრებელის ტიპის სახლში ბათუმის მერიის ინფორმაციით, 13 ოჯახი ცხოვრობს, უმრავლესობა სოციალურად დაუცველია.