სიახლეები

ვინ მიიღებს აგრობარათს

15.01.2014
ვინ მიიღებს აგრობარათს

პროექტის  ბენეფიციარები წელს ორი ტიპის ბარათით ისარგებლებენ. ნიადაგის ხვნის სამუშაოებისთვის დარიგდება სასოფლო სამეურნეო ბარათი. სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად კი, გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფერმერები საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. აგრობარათით ისარგებლებენ.

პროეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან დაფინანსდება, მის განხორციელებას კი სოფლის მეუნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს.

2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, საქართველოს მასშტაბით წელს 800 000 – მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.  ბენეფიციარები კი იქნებიან ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში, სარგებლობაში, ან მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, აგრობარათების გაცემა აჭარაში თებერვლიდან დაიწყება:

„ამ ეტაპზე მთავრობა სიების დაზისტებაზე მუშაობს. გახსოვთ ალბათ, რომ გასულ წელს ბევრმა ბარათი ვერ მიიღო, ამიტომ წელს სია უნდა იყოს უფრო ზუსტი“, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებს, რომელიც ნიადაგის ხვნასა და სასოფლო სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს, შპს „მექანიზატორი“ და 117 კონტრაქტორი შეასრულებს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.