დღეს, 15 იანვარს „რადისონ ბლუ ბათუმში“ 11.30 საათზე დაიწყება მრგვალი მაგიდა თემაზე „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“. აჭარის მთავრობის პრეს სამსახურის ინფორმაციით, დისკუსიაში მონაწილეობას აჭარის მთავრობის წევრებიც მიიღებენ.
კონცეფციის შემუშავებას საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ერთად საჯარო სამსახურის სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის წევრებითაა დაკომპლექტებული.
პროექტი „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“ დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით (USAID) ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სასწავლებლების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს საბოლოო სახეს.