სიახლეები

ბათუმის დრამატრულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

14.01.2014
ბათუმის დრამატრულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ანდრო ენუქიძე თბილისში მოღვაწე რეჟისორია. ის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. თუ როგორ შეძლებს ის ორ ქალაქში ერთდროულად მუშაობას   ამბობს, რომ ეს საკითხი სირთულეებთან არის დაკავშირებული:  „ვფიქრობ, კარგი დაგეგმარების შემთხვევაში ყველაფრის მოსწრება შეიძლება ისე, რომ არც ერთი საქმე არ გაფუჭდეს. ჩემთვის ეს თანამდებობა იმდენად დიდი პატივია, ვეცდები გავაკეთო ყველაფერი ისე, რომ ბათუმის თეატრი იყოს იმ სიმაღლეზე, როგორსაც ის იმსახურებს – შიდა ქართული ავტორიტეტითა და შემოქმედებითი შინაარსით, რომელიც უნდა არსებობდეს თეატრში. დარწმუნებული ვარ თავს გავართმევ“.

 

ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობის თანამდებობაზე ზაზა სიხარულიძისა და პაატა ციკოლიას კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა მან უარი განაცხადა ხელმძღვანელობაზე. ანდრო ენუქიძის კანდიდატურაზე კი, როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქეთევან მანელიშვილი განმარტავს, პროფესიული გამოცდილებისა და ადამიანებთან ურთიერთობის გამო შეჩერდნენ.

 

49 წლის ახლად არჩეულ ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, გარდა თეატრალური დადგმებისა, ავტორია რამდენიმე ფილმის, პიესისა და სცენარის. ასევე ფლობს ჯილდოებს „ოქროს ნიღაბი“ (2000 წ.), „გრან პრი“ დოსტოევსკის სახელობის მეცხრე თეატრალურ ფესტივალზე (2005 წ.). ბათუმის დრამატულ თეატრში კი მან დღემდე სამი სპექტაკლი დადგა:

„ზვავი“ (2007) – თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს დრამის მიხედვით.

 

„დავა გემოვნებაზე“ (2013 თებერვალი) – ანდრო ენუქიძის მიერ დაწერილი კომედიური ჟანრის პიესა.

 

„ერთი უბრალო ამბავი“ (2013 ოქტომბერი) – უკრაინელი დრამატურგისა და სცენარისტის მარია ლადოს ორმოქმედებიანი კომედიური ჟანრის პიესის მოხედვით.

 

ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმის დრამატული თეატრის დასი ერთმანეთს იყო დაპირისპირებული. მსახიობთა ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე თემურ კეჟერაძის დანიშვნას აპროტესტებდა და მხარს ყოფილ ხელმძღვანელს – გიორგი თავაძეს უჭერდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: