მოსწავლეებს პროფესიის შერჩევაში დაეხმარებიან

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს – ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას’’ იწყებს, რომლის მიხედვით, საბაზო და საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს,   პროფესიებსა და დასაქმების პერსპექტივებზე გაკვეთილები ჩაუტარდებათ.  ახალი პროექტი 2014 წლიდან ამოქმედდება.

დისკუსია: ქართული საზოგადოება და მისი მოქალაქეობრივი თვითშეგნება

 

 23 იანვარს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართება დისკუსია თემაზე: ქართული საზოგადოება და მისი მოქალაქეობრივი თვითშეგნება.

თოჯინების თეატრი ისევ რემონტშია

 

„პროექტში კორექტირების შეტანის, ტენდერის გამოცხადების და გამარჯვებული ფირმის მიერ სამუშაოების შესრულების გათვალისწინებით, თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია მაისში დამთავრდება“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში „ბათუმის თოჯინების თეატრისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელმა მედეა ჩარკვიანმა.

პარლამენტი ავტოპარკის გამართვაში ნახევარ მილიონამდე ლარს დახარჯავს

 

 

საქართველოს პარლამენტის აპარატი ავტომანქანებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება-ტექ-მომსახურებისთვის 414 ათას 655 ლარზე ხელშეკრულებას 23 იანვრამდე გააფორმებს. 

აჭარის მთავრობა კვლევებს იწყებს

 

აჭარის მთავრობა რეგიონის „საინვესტიციო მიმზიდველობის პოტენციალის“ შეფასების მიზნით კველევების ჩატარებას გეგმავს. ამისთვის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 150 000 ლარი გაითვალისწინეს. 

კონკურსი სტუდენტებისთვის

 

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის თემაზე: კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდების უფლებები,

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა



რამდენიმე საათის წინ ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკონთან მეწყერი ჩამოწვა. თოვლის მასის ჩამოშლამ გზის ჩაკეტვა გამოიწვია. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც  მიმდინარეობს – გზას შპს „ზიმო-7“ ახორციელებს, მიმოსვლის აღდგენას კი ათეულობით ავტომობილი ელოდება.


ხვალ, აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები დაიდგმება

 

 

ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც ბანკებში პრობლემური სესხები აქვთ, ხვალ  მთავრობის სახლის წინ კარვებს გაშლიან. მოქალაქეებმა კარვების გაშლის ნებართვა დღეს ბათუმის მერიისგან გამოითხოვეს. აქციებს პერმანენტული სახე ექნება. 

 

კომპანიები „სოკარის“ წინააღმდეგ

 

დღეს ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა 20-ში, გაზის კომპანია „სოკარის“ ოფისთან მომხმარებლებმა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, „სოკარი“ აბონენტებს უფლებას არ აძლევს, სხვა კომპანიების მომსახურებით ისარგებლონ. აქციაზე ინცინდენტიც მოხდა, რის გამოც კერძო კომპანიის და „სოკარის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, პოლიციამ სამხარაულის ექსპირტიზის ბიუროში შემოწმებაზე წაიყვანა.    

 

 

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მთავრობისგან

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი სტანდარტული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში 2014 წლის ივნისში უნდა დაიწყოს. გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ინფორმაციით კი, პროექტის განხორციელებაზე ჯერ სამინისტროს ნებართვა არ გაუცია.

სტუდენტებმა რუსთაველის ბიუსტის დაზიანება გააპროტესტეს

 

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა რუსთაველის ბიუსტის დაზიანების ფაქტი გააპროტესტეს.  

სოლიდარობის აქციას ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

 

 

ხვალ 17:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სტუდენტური მოძრაობა”ალტერნატივა”-ს ორგანიზებით გაიმართება სოლიდარობის აქცია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

 

 

<!** Image 1 align="" sub="სტუდენტები სოლიდარობის აქციას გეგმავენ" width="360" height="400" >

„ექსპერიმენტალური თეატრი“ ფესტივალზე მიემგზავრება



ბათუმის „ექსპერიმენტალური თეატრის“  მორიგი წარმატება, სტუდენტური დასი, საფრანგეთის შემდეგ ამერიკის ინტერნაციონალურ თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს. სპექტაკლი „მელოტი მომღერალი ქალი“  – ფლორიდის ქალაქ ვენისში იქნება ნაჩვენები.


<!** Image 1 align="middle" sub="„ექსპერიმენტური თეატრი ყველგან“" width="360" height="637" >





„ბუნგალო“ 20 წლით სხვისდება

 

ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე-ბარ „ბუნგალოს“ (1127 კვ.მ  მიწის ნაკვეთს) აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 20 წლით ასხვისებს. წლიური სარგებლობის საწყის ფასად მიმდინარე ელექტრონულ ტენდერში 65 ათასი ლარია მითითებული. ტენდერი 30 იანვარს უნდა დასრულდეს.

 

<!** Image 1 align="left" width="360" height="683" >

მეციტრუსეები შესაძლოა დააჯარიმონ

 

 

მეციტრუსეები, რომლებმაც რეალიზაციის გარეშე დარჩენილი მანდარინი მდინარესა და სანიაღვრე არხებში გადაყარეს, შესაძლოა  დაჯარიმდნენ. ამის თაობაზე კომენტარს გაზეთ „ბათუმელებთან“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ღოღობერიძე აკეთებს. 

 

ბათუმში „პუმა“ გაქურდეს

 

 

ბათუმში, ბარათაშვილის და მელაშვილისა ქუჩების კვეთაში მდებარე „პუმას“ მაღაზია გაქურდეს. მომხდარ ფაქტს ადასტურებს როგორც მაღაზიის მენეჯერი ბიძინა მაკარაძე, ასევე შს სამინისტრო. ქურდობა 18 იანვარს მოხდა. 

 

<!** Image 1 align="" sub="„პუმას“ მაღაზია ბათუმში" width="360" height="360" >

აგარაში გზა ისევ ჩაკეტილია

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აგარაში ჩამოწილი მეწყრის შედეგად, სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა.  როგორც სოფლის რწმუნებული ნუგზარ სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, სოფელში მეწყერი 14 იანავრს ჩამოწვა, თუმცა ტექნიკური სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. 

შოთა რუსთაველის ბიუსტი დაზიანებულია [Photo]

 

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერში არსებული შოთა რუსთაველის ბიუსტი დაზიანებულია.  ძეგლზე ნაწილობრივ  მოგლეჯილია ლითონის  დაფა. 

ბათუმში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

 

ბათუმში, ბონის დასახლებაში  საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.  დადიანის ქუჩაზე მდებარე ბარაკის ტიპის  საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა, მეზობლად მდებარე სახლის სახურავი კი დაზიანდა. 

71 868 ლარი ავტომანქანების რემონტისათვის

 

აჭარის სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს გასულ 2013 წელს, თავიანთ ბალანსზე არსებული ავტომანქანების რემონტისა და შენახვისთვის 71 868 ლარი აქვთ დახარჯული. მათგან ყველაზე დიდი ხარჯი ფინანსთა სამინისტროს აქვს გაღებული.

ბათუმში ბიზნესმენი მოკლეს

 

წუხელ ბათუმში ბიზნესმენი, რუსეთის მოქალაქე ევგენი კოზლოვიჩი მოკლეს.  გარდაცვლილის გვამი ახლობლებმა რუსთაველის ქუჩაზე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს და შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის აჭარაში ვიზიტისთვის გაწეული ხარჯები

 

გასული წლის დეკემბერში, სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში ორჯერ ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ აჭარაში ციტრუსის სეზონის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაცნობოდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრს თან ახლდა ოთხი პირი. ორივე ვიზიტის ფარგლებში ბიუჯეტიდან ჯამში 2160 ლარი და 300 ლიტრი ბენზინი დაიხარჯა.

ნათლისღება ბათუმში [Photo, Video]

 

 

ნათლისღების დღესასწაული ბათუმში ზღვაში შთაფლვით აღნიშნეს. მართლმადიდებელი მორწმუნეები ბათუმში უკვე რამდენიმე წელია ამ დღეს ზღვაში შესვლით აღნიშნავენ. 

 

გამოსახლების მცდელობა ქობულეთში

 

დღეს ქობულეთში დაცვის პოლიციამ ერთ-ერთი სახლის მეპატრონე ყოფილ საკუთრებაში არ შეუშვა. პეტრო ტკაჩის ოჯახი იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვშია და ბანკმა ვალის გამო სახლი გაუყიდა. 

შორენა ღლონტი: საინფორმაციო უნდა იყოს უფრო დინამიური

 

დღეს გადაწყდა, რომ გამოსაცდელი ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს შორენა ღლონტი უხელმძღვანელებს. შორენა ღლონტი  ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი იყო, მანამდე კი „გურია ნიუსში“ მუშაობდა.  სამომავლო გეგმების შესახებ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი „ბათუმელებს“ ტელეფონით ესაუბრა. 

 

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს შორენა ღლონტი უხელმძღვანელებს

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში 4 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. საკონკურსო კომისია მთელი დღის მანძილზე განიხილავდა კანდიდატებს საბოლოოდ კი სამი ახალი თანამშრომელი შეარჩია.

სოფელ ხალაში გლეხებმა მანდარინი მდინარეში გადაყარეს

 

<!** Image 1 align="left" width="360" height="2848" >

ჩაქვში, სოფელ ხალაში მეციტრუსეებმა მანდარინი მდინარეში გადაყარეს. ხალაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები  და  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ბარამიძე  იყო ჩასული. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ციტრუსის სეზონს წარუმატებელს უწოდებს. 

ბიზნეს სუბიექტები და მათი სამართლებრივი სტატუსები

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2013 წლის დეკემბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 477 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.6 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 3.4 პროცენტი – არასამეწარმეო სუბიექტი. ამასთან, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 20.1 პროცენტით შემცირდა. 

სამაშველო სამსახურმა ხობში დამხრჩვალი მამაკაცი იპოვა

 

აჭარის სამაშველო სამსახურის მაშველებმა ხობში, ჭაობიან ტერიტორიაზე  ოთხი დღის წინ დაკარგული 65 წლის მოხუცი გარდაცვლილი იპოვეს. სამაშველო ოპერაციაში აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავები მონაწილეობდნენ. 

ბათუმის მერია წვევამდელთა გაწვევისთვის ემზადება

 

ბათუმის მერიაში, დღეს, წვევამდელების ტრანსპორტირებაზე გამოცხადებული გამარტივებული ტენდერი დასრულდა.  ელექტრონულ ვაჭრობაში მხოლოდ ერთი იურიდიული პირი, შპს „ავტოკლასი“ მონაწილეობდა. მერია გამარჯვებულს ორი დღის განმავლობაში დაასახელებს.

დელფინარიუმის დირექტორი არასამთავრობოს პრეტენზიებს პასუხობს

 

<!** Image 1 align="left" sub="ნატალია ზოიძე" width="360" height="1504" >შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენრტრის“ დირექტორი ნატალია ზოიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას პასუხობს.

 

ნატალია ზოიძის განცხადებით, პრობლემები, რომელიც „6 მაისის პარკში“ და, ზოგადად, მათი მმართველობის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებში დაგროვდა, სწორედ მერიისგან მიიღეს მემკვიდრეობით.

საკრებულოს უმრავლესობა მერის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს


ინფორმაცია, რომ ბათუმის მერს – ჯემალ ანანიძეს ახალი მთავრობა გადაყენებას უპირებს, უტყუარია. ამ თემაზე კონსულტაციები უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ცნობილია ჯემალ ანანიძის შემცვლელის ვინაობაც – ის გია ერმაკოვია, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. საკრებულოს 13 წევრი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს მოქმედი მერის გადაყენებას. მერის გადაყენების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას არც მერი ადასტურებს და არც საკრებულოს თავმჯდომარე.

 

Exit mobile version