„გავიგეთ რომ ჩვენი პოტენციური აბონენტები მართავდნენ აქციას და ჩვენ შემოვუერთდით. მთავარი მოთხოვნაა ის არის რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში მომხმარებელს არჩევანის უფლება მიეცეს და ბუნებრივი აირის მონტაჟის დროს, სხვა კომპანიების მომსახურებითაც ისარგებლონ. „სოკარი“ კი ზღუდავს აბონენტებს და არ აძლევს არჩევანის უფლებას“-აცხადებს გაზის საპროექტო ორგანიზაციის „პროექტსერვისის“ დირექტორი, ლაშა წულუკიძე.
აქციის მონაწილეათა განცხადებით, „სოკარის“ მხრიდან შეზღუდვა იმაში გამოხატება რომ არ იძლევიან ტექნიკურ ნებართვას პროექტზე:
„მე ვარ მომხმარებელი, თავიდან სოკარში მივიტანე განცხადება, მაგრამ დიდი რიგები იყო და პროექტირება ვერ მოვახერხე. მოქალაქეებს რომლებსაც გაზაფხულზე ჰქონდათ განცხადება შეტანილი, ახლა უკეთებდნენ გაზის მონტაჟს. შემდეგ სხვა ორგანიზაციას მივმართე და პროექტი ერთ დღეში გამიკეთეს. ყველა ტექნიკური საკითხი მოგვარებულია, მაგრამ „სოკარი“ ბუნებრივი აირის ჩართვაზე უარს მეუბნება“-ამბობს მახინჯაურის მაცხოვრებელი ვახტანგ ბაძაღუა.
როგორც კომპანიების წარმომადგენლები ასევე აბონენტებიც აცხადებენ, რომ „სოკარის“ ახალმა ხელმძღვანელობამ ბუნებრივი აირის მომხმარებლის ქსელში ჩართვაზე ტარიფები დააწესა: „სოკარი“ ვალდებულია ცენტრალურ გაზსადენთან მიყვანილი დაბალი წნევის გაზსადენი მიაერთოს და აღრიცხვის კვანძი მოაწყოს ობიექტზე. 2013 წლის დეკემბრამდე ეს მომსახურება იყო უფასო, მაგრამ 6 იანვრის შემდეგ, ახალმა ხელმძღვანელობამ 53 ლარი გახადა მიერთების ღირებულება, რაც ჩვენი აზრით უკანონოა. თუ „სოკარი“ ფიქრობს რომ გაწეული სამუშაოს ღირებულება აბონენტმა უნდა გადაიხადოს, მაშინ ეს რეალურ ფასს, ანუ 15 ლარს არ უნდა აღემატებოდეს“-ამბობს კომპანია „აირმშენის“ დირექტორი თამაზ ბედინაძე.
კომპანიებისა და აბონენტების ნაწილის პრეტენზიებს „სოკარ ჯორჯიას“ ოფისში შემდეგნაირად პასუხობენ: „ბუნებრივი არის მონტაჟს ბოლო დროს აქვს ქაოტური სახე მიღემული, მაგრამ გაზის მეურნეობაში არსებული წესებისა და ნორმებიდან გამომდინარე, უსაფრთოება არის უპირველესი, რის გამოც ამ ბოლო პერიოდში გავამკაცრეთ მოთხოვნები“-აცხადებს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კომერციული უსაფრთხოებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, დავით ლეკიშვილი.
დირექტორის განცხადებით ბოლო სტატისკიამ ბევრი უხარისხო მონტაჟი აჩვენა. „გამკარება გულისხმობს ბიუროკრატიასაც, მაგრამ ეს არის მოთხოვნა. პარალელურად ჩვენ მომსახურების ხარისხსაც ვზდით. აღრიცხვის კვანძის მოწყობა და მოქმედ გაზსადენზე მიერთების სამუშაოების უფლება აქვს მხოლოდ ლიცენზიანტს, რომელსაც სმკ გასცემს და ეს ლიცენზია აქვს მხოლდო „სოკარს“.
დავით ლეკიშვილის განცხადებით, კერძო კომპანიებს მხოლოდ მრიცხველიდან გაზქურამდე მილის დამონტაჟების უფლება აქვთ, სხვა დანარჩენი სამუშაოს შესრულების უფლება კი არ აქვთ.