აჭარის მთავრობა რეგიონის „საინვესტიციო მიმზიდველობის პოტენციალის“ შეფასების მიზნით კველევების ჩატარებას გეგმავს. ამისთვის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 150 000 ლარი გაითვალისწინეს.
„ინვესტიციების მოზიდვისა და მიმდინარე პროვატიზების პროცესის პირობებში აჭარის რეგიონის უძრავი ქონების ბაზრის კონიუნქტურის შესწავლა და შეფასება. რეგიონის დარგობრივი ანალიზი დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების მიზნით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომლითაც კვლევების ჩატარების საჭიროებას ხსნის მთავრობა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, სამინისტრო კვლევების ჩატარების მიზნით კომპანიის შესარჩევად ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს.