ბათუმში, რუსთაველის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე _ წმ. ბარბარეს ეკლესიაზე სარემონტო სამუშაოები, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვის გარეშე დაიწყო, განახლდა.
ბათუმელები
ბათუმში, რუსთაველის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე _ წმ. ბარბარეს ეკლესიაზე სარემონტო სამუშაოები, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვის გარეშე დაიწყო, განახლდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წარმომადგენლებს და ანსამბლის ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ქორიძეს შეხვდა.
დღეს, 17 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გიწვევთ დოკუმენტური ფილმის _ „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები“ _ ჩვენებასა და დისკუსიაზე.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები“ იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში რეპრესირებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წევრების ისტორიებს ასახავს. დისკუსიას გაუძღვება ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი
დასწრება თავისუფალია.
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთისას, 11 წლის გოგონას „მერსედესის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ბათუმში გადმოჰყავთ.
დღეს ბათუმის #3 საჯარო სკოლაში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს – „ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფებში“.
სოფელი გოგინიძეები ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელში 40 ოჯახია, სულ 120 ადამიანი ცხოვრობს. აქ მეწყრული პროცესი 2011 წლის 6 აპრილს, საღამოს 5 საათზე განვითარდა. ადგილობრივი მოსახლეობის თვითმხილველების თქმით, ზვავს საშინელი ხმაური მოყვებოდა, მთის მასის ნაწილი მოდიოდა და ხეებიც მოყვებოდა.
დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სისხლის ბანკისთვის“ სისხლი გაიღეს, აქციის ინიციატორი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტია.
მწვანე კონცხის დასახლებაში, მეზღვაურის #10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ხიდის მიმდებარედ, მდინარე ჩაქვისწყალზე სარეგულაციო კედლის მშენებლობა და არსებული ჯებირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მერვე შესახვევში მცხოვრები ხუთსულიანი ოჯახი სახელმწიფოსგან თავშესაფარს ითხოვს.
ამ წუთებში ხანძარია ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაის პლანტაცია იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახური.
დღეს 21 წლის ბათუმელის, გიგა ფარტენაძის გარდაცვალებაზე გავრცელდა ინფორმაცია. გიგა ფარტენაძე პატიმარი იყო. გარდაცვლილის ძმა კობa ფრტენაძე ამბობს, რომ მას ბოლოს გუშინ ელაპარაკნენ.
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, გუშინ მომხდარი დანაშაული, რომლის დროსაც 32 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, გახსნილია. „დამნაშავე ცხელ კვალზე სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს“, – ეს ინფორამცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მიაწოდა.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეები სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მე-3 საპყრობილის დირექტორის გიორგი ვეკუასა და მისი მოადგილის ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. ბრალდება ბათუმის ციხეში პატიმრების წამებას ეხება. სასამართლო 116 ადამიანს დაკითხავს. საქმის მასალების მიხედვით, ამ ეტაპზე 50 დაზარალებულია, მათ შორის ციხის თანამშრომლები და პატიმრები.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაახლოებით ორმოცი წევრი პროტესტს ღამისთევით აგრძელებს. ისინი მესამე ღამეა აჭარის მთავრობის სახლის წინ, მინდორში, ღია ცის ქვეშ იმყოფებიან. ანსამბლის წევრები დღემდე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, თემურ ქორიძის დაბრუნებას მოითხოვენ. მათ კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ – თანამდებობა დატოვოს ანსამბლის დირექტორმა, ოთარ მიქელაძემ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 7-წლიანი სარგებლობის უფლებით, ბულვარში, ზღვის პირას, ანბანის კოშკის მიმდებარედ, 1491 კვ/მ მიწის ნაკვეთს ასხვისებს.
„მრავალშვილიან დედას, უპირველეს ყოვლისა, ესჭიროება ღვთის რწმენა და იმედი. მატერიალური და ეკონომიკური მდგომარეობა _ ეს არ არის უმთავრესი. ათი შვილი უფლის მადლით მყავს” _ გვითხრა თეა ხომერიკმა.
დღეს, სამ მარტს, მრავალშვილიანი დედებისთვის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართა.
„ვინ ჰგონია მაგას თავი“; „გავაქრობთ 15 წუთში“; „რომ გავლახო, მე დამიჭერენ მერე“, „ყურს ავახევ და დედამისს მივუტან“ – ეს და სხვა მუქარის შემცველი ფრაზები გასულ პარასკევს ბათუმის მაჟორიტარის, მურმან დუმბაძის ბიუროდან ისმოდა. ამბავს „ბათუმელები“ შემთხვევით შეესწრო.
12 წლის გიულიმ, რომელსაც სამი და-ძმა ჰყავს, საკუთარი ხელით დამზადებული, მოხატული ღია ბარათით მიულოცა დედას 3 მარტი. ისინი უკვე წელიწადნახევარია `ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ და მათი მისამართია ქოხი №600.
„ოცნების ქალაქს“ ხელვაჩაურში მდებარე ფარღალალა ქოხების დასახლებას უწოდებენ, სადაც ეკომიგრანტები ამაოდ ელიან ხელისუფლების დახმარებას.
„6 მაისის პარკში“, დედის დღესთან დაკავშირებით, ხანდაზმულთა ნამუშევრების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია 60 წელს გადაცილებულ მოხუცთა ხელნაკეთი მასალები, მათ შორის წინდები, ქუდები, ჟილეტები, სათამაშოები და სამკაულები. მათი ფასი 1 ლარიდან 15 ლარამდეა. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა და საქართველოს „წითელი ჯვრის“ ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
<!** Image 2 align="" width="500" height="640" >
ბათუმის უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა გადაწყვიტა ბათუმში მოტო-ტაქსის მომსახურება დანერგონ.
დღეს, დაახლოებით 16:30 წუთზე, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში, მამაკაცი დაჭრეს.
თვითმხილველთა თქმით, ორი მამაკაცი ქუჩაში კამათობდა, შემდეგ ერთმა მამაკაცმა მეორე ცივი იარაღით დაჭრა.
<!** Image 2 align="" width="500" height="1200" >
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის თეიმურაზ ბერიძის ოჯახს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და ქობულეთის გამგებელი ეწვია. ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცის დედასა და მეუღლეს, სამინისტროს პროგრამის „2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება“ ფარგლებში 1000-1000 ლარი გადაეცათ. მთავრობის წევრებმა თეიმურაზ ბერიძის შვილებს 9 წლის ქრისტინესა და 11 წლის დათოს ტკბილეული და საბავშვო ლიტერატურა მიუტანეს.
თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში (დეპარტამენტი), ბათუმის საკრებულოს წევრები და იურისტი დაკითხვაზე დაიბარეს. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ დააკონკრეტებენ, რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს თბილისში საკრებულოს წევრები.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსაღნიშნად, ბათუმი სპეციალურ მუსიკალურ-გასართობ საღამოს უმასპინძლებს. შოუ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ კომედი შოუს მსახიობები, მომღერლები: ლუკა ზაქარიაძე და ნათია დუმბაძე, ჯგუფი “პლატინა”, DJ EGUTIDZE.
„პრესკაფე“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დედის დღესთან დაკავშირებით პრესკაფესთან მართავს წიგნების გამოფენა – გაყიდვას.
დღეს, სამ მარტს მრავალშვილიანი დედებისთვის, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართება.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი „ალმა მატერი“ თავის წარმომადგენლობას ბათუმში ხსნის. ფილიალი სექტემბერში გაიხსნება და მას ამირან მესხიშვილი უხელმძღვანელებს.
უნივერსიტეტი აღმაშენებლის ქუჩაზე ყოფილ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის შენობაში განთავსდება და წელს 200-ზე მეტ სტუდენტის მიღებას შეძლებს.
დღეს 11 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ფესტივალი “ბათუმური საღამოები” დასრულდა.
„პრესკაფე“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დედის დღესთან დაკავშირებით წიგნების გამოფენა – გაყიდვას მოაწყობს.
25, 26, 27 მარტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი LLC ინგლისური ენის მასწავლებლებს სამ დღიან ტრეინინგს სთავაზობს.
დღეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა მთავრობის სასახლის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ანსამბლის დირექტორმა ოთარ მიქელაძემ 32 მოცეკვავე გაანთავისუფლა სამსახურიდან. განტავისუფლებული მოცეკვავეები ლოზუნგებითა და შეძახილებით ითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვასა და შეხვედრას დირექტორთან. გარდა ამისა მათი მოთხოვნაა დაბრუნდეს ძველი ხელმძღვანელი.
დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის კინო კლუბი, თბილისში, WHITE LOUNGE–ში კინოჩვენებას მოაწყობს.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსაღნიშნად, ბათუმი მუსიკალურ-გასართობ საღამოს უმასპინძლებს. შოუ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს კომედი შოუს მსახიობები, მომღერლები ლუკა ზაქარიაძე, ნათია დუმბაძე, ჯგუფი “პლატინა” და DJ EGUTIDZE.