Batumelebi | აქცია – ბათუმში ასზე მეტმა სტუდენტმა სისხლი გაიღო აქცია – ბათუმში ასზე მეტმა სტუდენტმა სისხლი გაიღო – Batumelebi
RU | GE  

აქცია – ბათუმში ასზე მეტმა სტუდენტმა სისხლი გაიღო

 

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სისხლის ბანკისთვის“  სისხლი გაიღეს, აქციის ინიციატორი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტია.  

 

 

„მოგეხსენებათ, ბათუმში გაიხსნა სისხლის ბანკი, არის საჭიროება, რომ შეივსოს ეს ბანკი, ამიტომაც მოვაწყვეთ აქცია. იმედია, ჩვენ მიერ გაღებული სისხლი სასიკეთოდ მოხმარდება ყველას, მათ შორის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.“ – გვითხრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მარინა გიორგაძემ.

 

 

უკვე ასზე მეტმა სტუდენტმა გაიღო სისხლი  „სისხლის ბანკისთვის“. აქციას სხვა ფაკულტეტების სტუდენტებიც შეურთდებიან.

 

 „დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ სისხლი გავიღო ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, არაფერი დაგვიშავდება იმით, თუ მათთვის 250 გრამ სისხლს გავიღებთ.“ – ამბობს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ირინა მუკუტაძე.  

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე