ნეტგაზეთი • RU

ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

 

დღეს, დაახლოებით 16:30 წუთზე, ბათუმში,  მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში, მამაკაცი დაჭრეს.

თვითმხილველთა თქმით, ორი მამაკაცი ქუჩაში კამათობდა, შემდეგ ერთმა მამაკაცმა მეორე ცივი იარაღით დაჭრა.

 

 

დაჭრილი მამაკაცი მოქალაქის ავტომანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, ეჭვმიტანილი მიიმალა. 

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, დაზარალებულს უტარდება გამოკვლევა. 

საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამსახური შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 16:34 წუთზე მოვიდა. დაჭრილი პირის ვინაობა უცნობია. 

 

მემედ აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე