აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე სასათბურე კონსტრუქციის განაწილების პროცესს დაესწრებიან.
ბათუმელები
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე სასათბურე კონსტრუქციის განაწილების პროცესს დაესწრებიან.
საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ადამიანი ტრეფიკინგისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
ლექსების გამოფენის ფესტივალის იდეის ავტორი ზაზა ფირცხალაიშვილი ბათუმის მერიას პლაგიატში ადანაშაულებს.
„ტყუილად გაქვს მაი ყურსასმენი ყურში, მაინც არ გესმის ჩვენი“ – ასე დაასრულა საყვედური „დიალოგში“ ამას წინათ ერთმა ქალბატონმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანთან. საყვედური ციტრუსის ჩავარდნილ სეზონს შეეხებოდა. ჩინოვნიკი გვარწმუნებდა, რომ სეზონი წარმატებული იყო.
<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ანანიძე " sub="ჯაბა ანანიძე " width="300" height="498" >
2014 14 აპრილის მონაცემებით მტირალას ეროვნულ პარკს 1048 ვიზიტორი სტუმრობდა. მათ შორის 127 უცხოელი ტურისტი იყო. გასული წლის მონაცემებით კი დაცული ტერიტორია 1014 – მა პირმა დაათვალიერა, მათ შორის 91 უცხოელი ტურისტი იყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების მიუხედავად, პარტიების უმეტესობა ამ დრომდე არ ჩამოყალიბებულა, ვინ ეყოლება საარჩევნო სიების პირველ ნომრად და ვინ მაჟორიტარობის კანდიდატებად. აჭარის მასშტაბით სიები დასაკომპლექტებელი აქვთ როგორც ბათუმში, ისე ხუთივე მუნიციპალიტეტში.
სოციალურად დაუცველ ქალებს, რომლებიც სამედიცინო პროგრამებით ვერ სარგებლობენ, „ბათუმის სამშობიარო სახლი“ უფასოდ მოემსახურება. შეთანხმებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრმა ნუგზარ სურმანიძემ და სამშობიაროს დირექტორმა ლამარა ჩაზმავამ დღეს მოაწერეს ხელი.
მურად (შოთა) გორგაძის ოჯახი დათა ახალაიას დასჯას მოითხოვს. საგამოძიებო უწყებებს ისინი მიმართავენ, რომ საქმეზე დროულად დასრულდეს გამოძიება და ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს.
დღეს, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციამ – “სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა“, ბრიფინგი გამართა.
საზოგადოება მიეჩვია, რომ უსმენენ და უთვალთვალებენ. ხშირად გამიგონია ჩვენი ინიციატივის ოპონენტებისგან, დიდი ამბავი, მომისმინონ, ნეტა რა უნდა ვთქვა ასეთიო. თუ ადამიანები არაფერს აკეთებენ და ამბობენ ისეთს, რომ ჩასაფრებულ „უფროს ძმას“ არ აინტერესებს და არ უყურადებს, ძალიან ცუდია, ე.ი. ადამიანებს არ აქვთ საინტერესო საზოგადოებრივი ცხოვრება. არანაკლებ ცუდია, თუკი ადამიანი აქტიურია, ჩართულია საზოგადოებრივ საქმიანობაში და მაქსიმალურად ცდილობს, რომ არ ისაუბროს ამის თაობაზე. ორივე ეს ფორმა ჩაკეტილი საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი.
<!** Image 1 align="left" alt="ზვიად ქორიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება" sub="ზვიად ქორიძე/ფოტო: რადიო თავისუფლება" width="300" height="600" >
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიწვევით, უკრაინის საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ კიევში იმყოფება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის პირველი სამი თვის სტატისტიკის მიხედვით, ბიჭებისა და გოგონების პოპულარული სახელების ოცეული გამოვლინდა.
ბათუმის სანაპირო ზოლში, ჭოროხის დელტიდან ბათუმის კონცხამდე არსებულ 7- კილომეტრიან მონაკვეთზე, აღდგენითი სამუშაოები ორ წელიწადში დასრულდება. მანამდე სარფში სანაპირო ზოლს ტალღმტეხი ნაგებობებით ე.წ. ტეტრაპოდებით გაამაგრებენ, რისთვისაც მთლიანობაში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. ასევე გრძელდება სანაპირო ზოლის ინერტული მასალით გამოკვებაც.
დღეს, 14 აპრილს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ზოიძე, რომელმაც საჯარო ლექცია ჩაუტარა მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
„სამართლებრივად გაფრთხილება არ მიმიღია, რომ ქვეყანა არ უნდა დამეტოვებინა. არ მეგონა თუ ეს ამბავი სასამართლომდე მივიდოდა, სამუშაოდ გემზე ვიყავი წასული“, – უთხრა მოსამართლეს მეზღვაურმა, რომელიც შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებისთანავე დააკავეს. მას მოსამართლემ ჰკითხა, რატომ არ ესწრებოდა ბრალდებული ამ დრომდე სასამართლოში საქმის განხილვას.
ბათუმის ისტორიულ ნაწილში სადარბაზოების კარებისა და ჭიშრების რესტავრაცია მიმდინარეობს. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 18 სადარბაზოს კარისა და 18 ჭიშკრის რესტავრაციაა გათვალისწინებული. ის ჭიშკრები და კარები, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ახლით იცვლება. ამ ეტაპზე, 36 სადარბაზოს კარი და 37 ჭიშკარი უნდა შეიცვალოს.
ყოველწლიურად, 14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ ენას – ამის შესახებ „ბათუმელები“ ფილოლოგ ანა ჭაბაშვილს ესაუბრა.
14 აპრილიდან 25 მაისამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართება, რომელშიც აჭარის მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები , მიიღებენ მონაწილეობას.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო ტესტირებ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. ტესტირება დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიმდინარე წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის შესასვლელთან ჩატარებულ აქციას ეხმაურება. სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან არსებული ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი აქციას, ” ჩვენ ვირჩევთ ევროპას” ვიდეო რგოლით გამოეხმაურა.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება ქალაქის ბაღებისთვის ტელევიზორების შეძენას აპირებს. გაერთიანებამ ტენდერი 11 აპრილს გამოაცხადა. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულს კი 17 აპრილს გამოავლენენ. ტელევიზორების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მთლიანობაში 40 ათასი ლარია.
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს თავი შეიკავონ ბზის მოჭრისაგან.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიწის რეგისტრაციის დროს სავარაუდო კანონდარღვევებთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 9 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული ფაქტის გამო იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
13 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში “მწვანე მომავლის” ფარგლებში გამწვანების აქცია მოეწყობა.
ბათუმი სარფის დამაკავშირებელი გზა, რომელიც გონიოს ციხესთან 3 საათზე მეტხანს იყო გადაკეტილი – გაიხსნა. გზის გადაკეტვის მიზეზი აქცია იყო, რომელსაც გონიოში მცხოვრები 271 ოჯახი კუთვნილი მიწების დაბრუნების მოთხოვნით მართავდა. გზის გახსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აქციის მონაწილეებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მივიდა.
გონიოში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. ხაბაძის განცხადებით იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, მიწის გადაცემასთან დაკავშირებით, განიხილავს.
გონიოში ამ წუთებში ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია. გონიოში მცხოვრები 200-მდე ოჯახი კუთვნილი მიწების დაბრუნებას ითხოვს. აქციაზე გონიოს მცხოვრებნი ბავშვებთან ერთად არიან მისულნი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
ამ წუთებში გონიოში საპროტესტო აქცია იმართება. გონიოს მცხოვრებლები ხელისუფლებას კუთვნილი მიწების დაბრუნებას სთხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით მანამ არ დაიშლებიან, სანამ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდებიან.
ტკივილი კისრის არეში, კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუხვევა, ხმაური ყურებში – თუ ჩამოთვლილი სიმპტომები გეცნობათ, დროა მკურნალობაზე იზრუნოთ, დიდი ალბათობით თქვენ კისრის ოსტეოქონდროზი გაწუხებთ. როგორ ვითარდება ეს დაავადება, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს და როგორ შეიძლება მისი მართვა, ამის შესახებ ექიმი-ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე გვესაუბრა.
დღეს ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და 1989 წლის 9 აპრილის ღამეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ბათუმი, დღეს, 9 აპრილის დილას ასე გამოიყურებოდა. 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ქალაქში ჯერ კიდევ არ დადგმულა. აჭარის მთავრობის შენობაზე დროშებს შავი ლენტები აქვთ შებმული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე დროშებს ახლა უშვებენ, ხოლო ბათუმის საკრებულოს შენობაზე დროშები არ დაუშვიათ.
დღეს აჭარის მთავრობის და “აჭარისწყალი ჯორჯია”-ს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებისა და სოფელ გელაძეების მოსახლეობასთან, რომლის დროსაც შეთანხმება იქნა მიღწეული. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. უკვე დასრულდა ასფალტის დაგება, ამჟამად კი ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთასთან ე.წ. კუნძულების მოსაწყობად მიმდინარეობს სამუშაოები.
ბათუმში ტურებს მონადირეები მოკლავენ. გადაწყვეტილება ბათუმის მერიის ადმინისტრაციამ მიიღო.