„დაუყოვნებლივ უზრუნველყავით საქმის ეფექტიანი გამოძიება“ – ქალთა მოძრაობის განცხადება

 „ქართა მოძრაობა“ ნატა ვიბლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საქმის დამოუკიდებელი, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. განცხადება დღეს, 16 ივლისს გავრცელდა ორგანიზაციის ფეისბუქზე. „ქალთა მოძრაობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ნატა ვიბლიანს, რომელმაც გამბედაობა გამოიჩინა და საჯაროდ ისაუბრა ბავშვობაში მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ. ბავშვზე სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, …

„კიბიდან გადმოაგდო, გვამი კი ეზოში დამარხა“ – მკვლელობის საქმეზე პირს 14 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 22 ოქტომბერს დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, „განზრახ მოკვლის მიზნით, ხელის დარტყმით კიბიდან გადმოაგდო დაზარალებული, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა გვამი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა, ხოლო მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს ფარულად დაეუფლა“ – ერს …

რუსეთში საწვავის დეფიციტი აისახა აფხაზეთზეც – გაძვირდა ბენზინი და მგზავრობა

რუსეთში საწვავის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები აფხაზეთზეც აისახა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსეთთან მოსაზღვრე აფხაზეთის რაიონებში საწვავის ფასის ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა. მართალია ჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება, თუმცა ფასების ზრდა მიანიშნებს, რომ რუსეთში არსებული კრიზისი აქაც ახდენს გავლენას – ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს. ორგანიზაცია, გამოცემა Caucasian Knot-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რუსეთში საწვავის მიწოდებასთან …

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. ცნობილია, რომ უწყებაში ამ საკითხზე მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს. ნატა ვიბლიანი არის ემიგრანტი ქალი, რომელიც ამბობს, რომ მცირეწლოვან ასაკში მასზე ოჯახის ახლობელი კაცები სექსუალურად ძალადობდნენ. გარდა ამისა, ის ჰყვება, ფიზიკური ძალადობის, მუქარების, დაშინების შემთხვევებზეც. ნატა ვიბლიანმა საკუთარი ისტორიის გაზიარება სოციალურ ქსელში რამდენიმე …

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

თიბისისა და “ზეტ ტრანს ჯგუფის” პარტნიორობით, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას 100 ახალი სატვირთო ვაგონი შეემატა. ეს ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიციაა, რომელიც ამ სექტორში განხორციელდა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 7 მილიონამდე დოლარი შეადგინა, რაც სრულად თიბისის დაფინანსებულია. ახალი ვაგონები უკვე მოძრაობს აზერბაიჯანი–საქართველოს მიმართულებით და კარბამიდის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ვაგონები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა და თვეში საშუალოდ სამ–ოთხ ბრუნს ასრულებს. …

15 წლის ბავშვის საქმე, რომელზეც ბაბუა სექსუალურად ძალადობდა

„ფიზიკური არ იყო“ – უთხრა გოგონამ და ადვოკატი მიხვდა, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულთან ჰქონდა. პედოფილიის მსხვერპლი პირველი ბავშვი მარი ვარამაშვილთან 2024 წლის თებერვალში მივიდა. უფრო ზუსტად, დედამ მიიყვანა. 15 წლის გოგონას ქცევებისა და ხასიათის იმდენად თვალშისაცემი ცვლილებები ჰქონდა, რომ დედა მიხვდა, ეს არ იყო მხოლოდ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები. მცდელობის მიუხედავად, დედამ ვერ შეძლო ბავშვისგან …

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ თაღლითობისთვის ძებნილი პირი

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული მამაკაცი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე, თაღლითობის ბრალდებით  იძებნებოდა“ – წერს შსს. უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. ___________ ფოტო: კადრი შსს-ს ვიდეომასალიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 424 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 144 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 940 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 46 019 …

ნუ იჩქარებთ დასავლეთისთვის ნეკროლოგის დაწერას

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ მწვავე დებატები იმის შესახებ, კვდება ტრანსატლანტიკური ალიანსი თუ, როგორც იქნა, ზრდასრულობის ფაზაში შედის – ორი განსხვავებული ხედვა დასავლეთის მომავალზე კვდება ტრანსატლანტიკური ალიანსი თუ, როგორც იქნა, ზრდასრულობის ფაზაში შედის? ამ კითხვამ მწვავე ინტელექტუალური დაპირისპირება გამოიწვია ევროპის ორ წამყვან საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსს შორის: ესენი არიან იტალიელი პოლიტოლოგი ნატალი ტოჩი და ფრანგულ-ნიდერლანდელი მკვლევარი …

„დამეხმარები?“ – იკითხა 15 წლის გოგომ – 3 ამბავი პედოფილიაზე

„დამეხმარები?“ – ჰკითხა მარის 15 წლის გოგონამ. მარი დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მის დასახმარებლად. გოგონა ენდო და მოუყვა, როგორ ძალადობდა მასზე ბაბუა – მამინაცვლის მამა წლების განმავლობაში. „ფიზიკური არ იყო“ – უთხრა გოგონამ და მარი მიხვდა, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულთან ჰქონდა. ეს იყო პედოფილიის პირველი საქმე, რომელზეც მარი ვარამაშვილმა, როგორც იურისტმა იმუშავა. მას შემდეგ, თითქმის …

„ივანიშვილი… ერთს დაიჭერს, მეორე გამოჩნდება“ – „ბათუმელების“ გამოკითხვა

სამართლებრივად დასაბუთებულია, თუ პირდაპირ ჩანს ივანიშვილის განზრახვა – გაანადგუროს ოპოზიცია? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

როგორ გამოიყურება რეკონსტრუქცია მერიის ნებართვით – ბათუმში ისტორიული სახლისგან ფასადი დატოვეს

ბათუმში, გორგასლის #70-ში ისტორიული სახლის რეკონსტრუქციის სამუშაოებს მოსახლეობა აპროტესტებს. პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, შოთა გუჯაბიძემ გამოაქვეყნა, რასაც მოქალაქეები აქტიურად გამოეხმაურნენ. მოქალაქეებმა ამ ამბავთან დაკავშირებით დაწერეს სამოცზე მეტი კომენტარი, სადაც მეტწილად სინანულს გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ბათუმის ისტორიული სახლები ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ისტორიული სახლები სახელმწიფომ უნდა …

„გადმოდით, ბათუმში სახლი გელოდებათ“ – როგორ ყიდიან რუსები ქონებას საქართველოდან

„გადმოდით, თქვენ სახლი ბათუმში უკვე გელოდებათ“, „აქ ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის არის შექმნილი: ფართო და მყუდრო სამსართულიანი ვილები 4+1 განლაგებით და 193 კვადრატულ მეტრამდე ფართობით“, – ამ ფრაზებით ეპატიჟებიან რუსი ბლოგერები საქართველოში რუსეთის სხვა მოქალაქეებს. განსაკუთრებით სოციალურ ქსელ youtube-სა და tik-tok-ზე არეკლამებენ საქართველოს სამშენებლო კომპანიები რუსულად, ზოგჯერ ინგლისურად, თავიანთ გასაყიდ ქონებას – ბინებს და აპარტამენტებს. რეკლამას …

ჯიპიაი ჰოლდინგმა ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა – თანამედროვე სივრცე სრული სადაზღვევო მომსახურებისთვის

15 ივლისს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა. დღეიდან, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის #30-ში შესაძლებელი იქნება სრული სადაზღვევო მომსახურების მიღება როგორც საცალო, ისე კორპორაციული მიმართულებით. კომპანია მომხმარებლებს ჰპირდება, რომ უფრო დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ სივრცეში მეტად ხელმისაწვდომ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. აქ შესაძლებელი იქნება როგორც დაზღვევის შეძენა, ისე მოქმედ პოლისებთან დაკავშირებული ყველა სახის მომსახურების მიღება. „ბათუმი …

ბულვარში ხეები ჩააბეტონეს და საბავშვო კუთხეს აწყობენ – დაიხარჯება 299 361 ლარი | ფოტო

„ძალიან ემოციური ვარ, როცა ბუნებას ანადგურებენ და ბოდიშს გიხდით ამისთვის. არ ვიცი, რატომ სძულს ამ ხალხს მიწა და ბალახი, ყველაფრის ჩაბეტონება რატომ უნდათ“, – გვითხრა მკითხველმა, რომელმაც ბულვარის კონკრეტული ადგილიდან ფოტოები გამოგვიგზავნა. ჩაბეტონებულ საბავშვო კუთხეს ბათუმის ახალ ბულვარში ბულვარის ადმინისტრაცია აწყობს. პროექტის ფარგლებში გამწვანებული ადგილი ჩააბეტონეს და  კაუჩუკით დაფარვას გეგმავენ. ასევე დაგეგმილია ბეტონის სკამების მოწყობა. …

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ავტომანქანა დაეჯახა, ის კლინიკაშია გადაყვანილი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კლინიკაშია გადაყვანილი. მას ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაცია ამის თაობაზე თავადა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ფეისბუქზე. „სკუტერზე მანქანა დამეჯახა. მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ. ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს. კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად რა მოხდა, არაფერი მახსოვს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე. შემთხვევის შესახებ ისაუბრა ზურას ძმამ, გია ჯაფარიძემაც. „მანქანა …

300-ნაჭრიანი ტორტი, ლურჯი ხალიჩა – რაში დაიხარჯება 56 350 ლარი

300-ნაჭრიანი ტორტი და ტორტის გაჭრის ცერემონია, ლურჯი ხალიჩა, ლედ-ეკრანი, ფოიერვერკები, დეკორაციები და სხვა მომსახურება უნდა გასწიოს ტენდერში გამარჯვებულმა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] კურსდამთავრებულ სტუდენტთა გაცილების ღონისძიების ორგანიზება დაევალება. მომსახურების შესყიდვაზე ბსუ-მ ტენდერი 56 ათას 350 ლარით გამოაცხადა.  ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 22 ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება. „მომსახურების გაწევა უნდა …

„ოცნების“ ყოფილ დეპუტატს 5 მილიონის ქურდობას ედავებიან და 10 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს

ბრალდებული ლევან გამრეკელი, რომელსაც პროკურატურა 5 მილიონი ღირებულების სახელმწიფო ქონების ქურდობას ედავებოდა, 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. იგი კიდევ ორ პირთან ერთად 2025 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. სამივე ბრალდებული ამ დრომდე პატიმრობაში იყო. სასამართლომ ბრალდებულები 10-10 ლარის გირაოს სანაცვლოდ 2026 წლის 14 ივლისს …

ბათუმში წინააღმდეგობის აქციაზე დღეს ფილმს აჩვენებენ – „ცხრათვიანი კონტრაქტი”

15 ივლისს, 21:00 საათზე, ბათუმის წინააღმდეგობის აქციაზე აჩვენებენ ქართველი რეჟისორის, ქეთი ვაშაგაშვილის 2025 წლის დოკუმენტურ ფილმს – „ცხრათვიანი კონტრაქტი”. რეჟისორი დედა-შვილის, ჟანასა და ელენეს ისტორიის გაცნობით გვაჩვენებს სუროგაციის ლაბირინთებში საქართველოში. ფილმმა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ფილმის ჩვენებას დაესწრება რეჟისორიც. ____________ ფოტოზე: კადრი ფილმიდან.

უკრაინის დრონებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს დაარტყეს – ბროვდი

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების მეთაურის, რობერტ ბროვდის განცხადებით, 15 ივლისს, გამთენიისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემებმა შავ ზღვაში, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს დაარტყეს. მისივე თქმით, 20 გემიდან 17 ნავთობტანკერი, ორი გაზის ტანკერი და ერთი ბუქსირი იყო. უკრაინული მედია ბროვდის განცხადებებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემებმა …

„ოცნებაში“ ხიფათი დაინახეს… იმდენად სამარცხვინო იყო ეს პროცესი“ – რა შეიცვალა გადაღების აკრძალვით?

„თუ გახსოვთ, როდის მიიღეს ეს გადაწყვეტილება?“ – სასამართლოებში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვაზე საუბრის დროს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, პირველ რიგში, იმაზე გვიყვება, რომ „ოცნების“ მთავრობამ სასამართლო სხდომებზე გადაღების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, როცა „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სილის გაწვნის შედეგად დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელი – ირაკლი დგებუაძე სასამართლოში დაკითხეს. „დიახ, ირაკლი დგებუაძის დაკითხვის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს …

15 ივლისის მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 423 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 141 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 24 938 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 45 953 …

რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ ქართველი ბავშვები რუსეთში წაიყვანა – „ეს შეიძლება იყოს სიცრუე“

საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედმა რუსეთის ინტერესების სექციამ 9 ივლისს ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი მოსწავლეები მონაწილეობდნენ რუსულ პროექტში – „მეხსიერების მატარებელი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა „ბელარუს და სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად, რუსეთის და ბელარუსის 13 ქალაქი მოიარეს“. მათივე ინფორმაციით, ეს მარშრუტი „დიდი სამამულო ომის ისტორიას ეძღვნება“. რუსეთის ინტერესების სექცია წერს, რომ „რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის …

ბათუმში მდებარე კორპუსში გაზის ბალონი აალდა – დაშავდა ორი ადამიანი

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სავარაუდოდ თხევადი გაზის ბალონი აალდა. როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში უკვე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე გამოცემა „აჭარა თაიმსს“, რომელმაც ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა, უთხრეს, რომ კორპუსი ჩაუბარებელია და იქ ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის.

ლანჩხუთი-ხაჯალიას ავტობანი უახლოეს პერიოდში გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

„სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება“ – წერს დღეს, 2026 წლის 14 ივლისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის გზის ლანჩხუთი-ხაჯალიას მონაკვეთზე, რომლის ერთი ნაწილი [ლანჩხუთი-ლესა] 2025 წლის ბოლოს გაიხსნა და რომელიც დროებით 9 ივლისამდე იყო ჩაკეტილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს [ლესა-ხაჯალიას], გზის ამ მონაკვეთთან …

ბოლო სამ წელში 300-ზე მეტი ქვეითი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად საქართველოში

2026 წელს, საქართველოში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ავტოავარიაში 92 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან 33 ადამიანი ავტომანქანაში არ ყოფილა, ისინი ქვეითები იყვნენ, თუმცა ავტოავარიის მსხვერპლები გახდნენ. ეს შს სამინისტროს ოფიციალური, მხოლოდ 3 თვის სტატისტიკაა. გასული წლების მონაცემებიც ცხადად აჩვენებს, თუ რა მაღალია საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად ქვეითთა დაღუპვის მაჩვენებელი. მაგალითად, გასულ, 2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 469 …

ოზურგეთის მერია „ურსას“ 30 ათას ლარს გადაუხდის ურეკში ზღვის სეზონის გახსნაზე 

ოზურგეთის მერიას ურეკში ზღვის სეზონის გახსნის ღონისძიება აქვს დაგეგმილი, სადაც ჯგუფი „ურსა“ იმღერებს. მერია კონცერტისთვის ჯგუფს ბიუჯეტიდან 30 ათას ლარს გადაუხდის – ექსკლუზიურად, გამარტივებული შესყიდვით. „შესყიდვის საჭიროება განპირობებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური გაფორმების უზრუნველსაყოფად… ჯგუფ „ურსას“ მოწვევა დაიგეგმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, რადგან აღნიშნული ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც“ – …

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

ტექსკოლა თიბისის ონლაინ განათლების ინიციატივაა, რომელიც უკვე სამი წელია უფროსკლასელებს თანამედროვე და ყველაზე მოთხოვნად პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას სრულიად უფასოდ აძლევს. 4 500-ზე მეტი მონაწილე მთელი საქართველოდან, მათგან 35% სხვადასხვა რეგიონიდან და 100-მდე ახალი კურსდამთავრებული – ასეთია თიბისი ტექსკოლის სამი წლის შედეგი. ტექსკოლის მიზანია ახალ თაობას შესძინოს ტექნოლოგიური უნარები, განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური ხედვა და მომავლის …

უკრაინის დრონების სამიზნე „გაზპრომის“ ქარხანა გახდა ბაშკირეთში

14 ივლისს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს – ბაშკირეთში მდებარე „გაზპრომნეფტეხიმ სალავატს“, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრში მდებარეობს. ტელეგრამ არხებზე, რომელიც, ძირითადად, მსგავს შეტევებზე ინფორმაციის პირველწყაროა, წერენ, რომ დარტყმის ქვეშ მოჰყვა ნავთობის პირველადი გადამუშავების AVT-6 დანადგარი და მე-20 საამქრო, რომელიც მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენს აწარმოებს. სპეციალისტების თქმით, აქამდე ეს ქარხანა …

დაკავებული და პასუხისგებაში მიცეულია 28 პირი, ქრთამის აღების და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 28 პირი, სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. „საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების …

სარფში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. „დაკავებული, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“ – წერს შსს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 421 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 131 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 932 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 45 911 …

შსს 7,6 მილიონად და საიდუმლო წესით მანქანებს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საიდუმლო წესით სატრანსპორტო საშუალებების შეძენას აგრძელებს. სამინისტრომ ასეთ შესყიდვაზე წელს 3 განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 7,6 მილიონი ლარია. შსს-ს განცხადებებიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სამინისტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეისყიდის, თუმცა მათი დანიშნულება, ტიპი, მარკა, რაოდენობა და სხვა მახასიათებლები სრულად გასაიდუმლოებულია. შსს ასეთ განცხადებებს სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე აქვეყნებს, თუმცა, …

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის კომპანიამ 2 855 000 ლარის ქონება იყიდა სახელმწიფოსგან

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, შოთა ფუტკარძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ სახელმწიფოსგან 2 855 000 ლარის ქონება იყიდა. საუბარია ბათუმის პორტთან ახლოს, თევზის ბაზრიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 2 შენობაზე. აუქციონის პირობის მიხედვით, ამ ადგილას საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა აშენდეს. მიწის ნაკვეთის ფართობი 848 კვადრატული მეტრია, ხოლო ორი ორსართულიანი შენობის ჯამური ფართობი – …

რუსეთში თანამდებობის პირმა თავისსავე ორგანიზებულ გათამაშებაში მანქანა მოიგო, ჩიტაში ოჯახის დღე აღნიშნეს 

ჩიტაში კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირმა მის მიერვე ორგანიზებულ გათამაშებაში მანქანა მოიგო. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ არხები წერენ. 8 ივლისს, ჩიტაში ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე გაუმართიათ, სადაც მონაწილეებს შორის გათამაშდა Lada Granta. ეს გათამაშება იმით დასრულდა, რომ მანქანა კულტურის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლაი გურულევმა მოიგო. თავდაპირველად, თანამშრომლის მიერ ავტომანქანის მოგების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომაც გაავრცელა. …

„ექიმები საზღვრების გარეშე“: რუსეთი განზრახ ესხმის თავს საავადმყოფოებს უკრაინაში

ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებს განზრახ ბომბავს. დღეს,  13 ივლისს, ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში ჯანდაცვის სისტემასა და სამედიცინო პერსონალზე თავდასხმები „მიზნობრივი სტრატეგიის“ ნაწილია. „ეს დარტყმები სისტემატური, ძალიან ხშირი და ძალიან ზუსტია, რომ შემთხვევითი იყოს“, – განაცხადა რობინ მელდრუმმა, „ექიმები საზღვრებს გარეშეს“ კოორდინატორმა უკრაინაში. ორგანიზაციის ანგარიშის – …

Exit mobile version