„არ ვიცოდით სად იყო“ – რას ითხოვენ სტუდენტები, რომლებიც ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ

სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აცხადებს, რომ მხოლოდ ჩაბარების შემდეგ გაიგეს, სად მდებარეობდა ეს უნივერსიტეტი – მათ სასწავლებელი თბილისში ეგონათ, მაშინ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისში გეგმავდნენ და არ უნდათ, ან არ შეუძლიათ საცხოვრებლად შუახევში გადასვლა. მათი მშობლები აქცენტს აკეთებენ …

მეწყერმა ქობულეთის სოფელ აჭში სახლი დააზიანა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭში მეწყრის შედეგად ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მეწყერმა დარეჯან სალუქვაძის საცხოვრებელი სახლის კედელი შეანგრია. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც, თუმცა სახლში მყოფი პირებიდან არავინ დაშავებულა. მერიის ინფორმაციით, ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. „გუშინვე გამოძახებული იყვნენ გეოლოგები და მოხდება მდგომარეობის შესწავლა. ამ ეტაპზე სოფელში მხოლოდ ერთი ოჯახია დაზარალებული“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 491 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 324 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 263 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 49 016 …

„უკრაინამ კუპიანსკიში კონტრშეტევა დაიწყო“ – ინტერვიუ გენერალთან

„მობილიზაციის შიში იმდენად დიდია, რომ წარმოიდგინეთ, როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, მარტო ერთ დღე-ღამეში საქართველოში 20 ათასამდე კაცი გადმოვიდა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე და აქვე გვიზიარებს, ეს სადღაც 6 ქართული ბრიგადა გამოდის, ან სრულყოფილი 4 ბრიგადაო. „ერთი მესამედიც რომ ვიანგარიშოთ, რადგან იქ ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, გამოვა, რომ ორ-სამ ბრიგადამდე შემოვიდა ერთ ღამეში …

მზია ამაღლობელის საქმის ცრუმოწმე პოლიციელი გოჩა ვანაძე შუახევის პოლიციის უფროსად დანიშნეს

გოჩა ვანაძე შუახევის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს. მანამდე იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკადრო ცვლილება 2 თვის წინ განხორციელდა. გოჩა ვანაძის სახელი და გვარი ცნობილი „მზია ამაღლობელის საქმიდან“ გახდა – გოჩა ვანაძე ამ საქმის ერთ-ერთი ცრუ მოწმე პოლიციელია. იგი ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო, როცა …

ბათუმში 26-სართულიანის მშენებლობის გამო გზა დაიბზარა, მოქალაქეს კი ეზო ენგრევა

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სახლების წინ მიმდინარე 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო ქუჩაში ასფალტი დაიბზარა, ხოლო ეზოების კედლები ინგრევა. თემურ ჯიჯავაძე მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მისი ეზოს მესერი, რომელიც ბესიკის ქუჩაზე მშენებლობას ემიჯნება, ინგრევა. ინგრევა თემურის მეზობლის ეზოს კედელიც. „ყველა გზას ვეძებთ, რომ ჩვენი ეზოები და სახლები გადავარჩინოთ. ახლა ნაწვიმარია და გადაიფარა დახეთქილი ეზო. …

ღარიბაშვილი ახალ წერილში კობახიძის მმართველობისას მომხდარ საეჭვო თვითმკვლელობაზე წერს

პატიმრობაში მყოფი „ოცნების“ ექსპრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ღარიბაშვილი წერს, რომ მდინარაძემ და კობახიძემ „ოცნებას“ გამოუსწორებელი ზარალი მიაყენეს, იხსენებს „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელშიც კობახიძე იყო გაკრიტიკებული და აღნიშნავს, რომ ამ ინტერვიუს რესპონდენტმა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თავი მოიკლა, რაც ეჭვებს აჩენს. „ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის …

სასულიერო პირების ანაზღაურებაზე მინიმუმ 1.3 მილიონი ლარი დაიხარჯება სასკოლო კლუბებში  

განათლების სამინისტრო, საჯარო სკოლებში დასაქმებულ სასულიერო პირებს, კლუბურ მუშაობაში, ხელფასის სახით თვეში 650 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ „ბათუმელების“ მიერ განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის შემდეგ გახდა ცნობილი. განათლების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 141 საჯარო სკოლაში [სულ 175 კლუბი] ფუნქციონირებს ე.წ „ღირებულებითი განათლების კლუბები“. ბიუჯეტიდან ამ კლუბებში დასაქმებული სასულიერო პირების ხელფასებზე თვეში 113 750 ლარი …

ბათუმში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვაში იპოვეს

დღეს, პირველ სექტემბერს, ზღვაში იპოვეს ქალის ცხედარი. ქალს მაშველები 30 აგვისტოდან ეძებდნენ. ქალი 29 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა.

2 000 ცალ ყავის ფინჯანს 98 ათას ლარად იყიდის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2 ათასი ცალი ყავის ფინჯანს დამზადება-შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 98 ათასი ლარია დღგ-ს გარეშე. ჭიქების დამზადება-შესყიდვა, როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყდა „აჭარის ტრადიციული ნაქარგობებისა და აჭარული ორნამენტების პოპულარიზაციის მიზნით“. ტენდერის პირობის მიხედვით, უნდა დამზადდეს „აჭარული ნაქარგობების დიზაინით მომზადებული საპრომოციო – ბრენდირებული ყავის ჭიქა თეფშით, სპეციალური წარწერითა და სასაჩუქრე …

„დაიცავი ილიაუნის“ წევრები სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარებიან რეგიონებში

მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ სტუდენტებმა აჭარაში სოციალურად დაუცველ ბავშვებს სასკოლო ნივთებს გადასცეს უსასყიდლოდ. სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ივერი შაინიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი განათლება და ეს კამპანიაც სწორედ ამ მიზნით წამოიწყეს. „დავიწყეთ კამპანია „ილიას გზით განათლებისთვის“. უკვე ვიყავით სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. ამ კამპანიის მიზანია იმ ოჯახების დახმარება, …

ჩაუბარებელი უწყება საჯაროდ გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება – წვევამდელთა გაწვევა

წვევამდელი თუ სამხედრო აღრიცხვის ან/და სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყისს არ ჩაიბარებს, ან ამ უწყისის მისთვის ჩაბარებას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში უწყისი [ასევე შეტყობინებაც] გამოქვეყნდება საჯაროდ. საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს სამხედრო აღრიცხვისა თუ სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყისი/შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება. აქედან 10 დღის ვადაში კი წვევამდელი ვალდებულია გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ქვედანაყოფში. …

ბათუმში ყინულის სასახლის თანამშრომლის სახლს ჩხრეკენ – რას ამბობს პროკურატურა

ბათუმში „ყინულის სასახლის“ ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი სამედიცინო დახმარების ექთანია. „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. პროკურატურაში არ აზუსტებენ, რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედება. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ყინულის სასახლის ადმინისტრაციასაც. მათი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები „არ უკავშირდება სპორტული ცენტრის, როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ საქმიანობას“-მოგვწერეს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში სექტემბრის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1 სექტემბრის 21 საათიდან 2 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – 23 გრადუსი …

სვანეთში 20 წლის ქალს ეძებენ

სვანეთში 20 წლის ქალს ეძებენ. დაკარგული, სავარაუდოდ, ტურისტია რუსეთიდან. როგორც ფეისბუქში წერენ, ქალის ავტომობილი ბოლოს ჭალაადის მყინვართან ნახეს. „მარია საქართველოში მარტო მოგზაურობს. ბოლოს მასთან დაკავშირება გუშინ, მესტიაში შეძლეს. ის საბაგიროთი იყო ასული და იქიდან ახლობლებს ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა. გოგონა გადაადგილდებოდა ნაქირავები Mazda CX-5-ით. მისი ავტომობილი დღეს საღამოს ჭალაადის მყინვართან იპოვეს, თავად მარიას ადგილსამყოფელი კი …

ტრანსპორტის გადაჭარბებული ხმაური დაჯარიმდება 100 ლარით

პირველი სექტემბრიდან, შსს საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას დაიწყებენ. შსს-ს ინფორმაციით, ხმაურის დონის შემოწება საერთაშორისო – ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით. სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები მთავრობის დადგენილებით არის რეგულირებული. „დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, …

რუსეთის ღამის თავდასხმა უკრაინაზე რაკეტებით – დაიღუპა 12 ადამიანი

1 სექტემბრის ღამეს რუსეთი კიევში რკინიგზის დეპოს ბალისტიკური რაკეტებით დაესხა თავს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს „უკრზალიზნიცის“ პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. თავდასხმის ადგილას ხანძარი გაჩნდა, რკინიგზის ორი მონაკვეთი დროებით დაიკეტა. ოფიციალური ცნობებით, დაღუპულთაგან 6 დეპოს თანამშრომელია. კიევის ცნობით, 1 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე დარტყმა განახორციელა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით და 218 დრონით. …

ირანში სამხედრო გზიდან ეკონომიკურ წნეხზე გადასვლა – შეფასებები ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ 2026 წლის 24 აგვისტოს აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარმოადგინა კამპანია „Operation Economic Outcast“, რომელსაც „ეკონომიკური D-Day“ უწოდა. 60-ზე მეტი სუბიექტის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მიზანია ირანის ნავთობის კონტრაბანდის, კრიპტოვალუტის არხებისა და რეგიონული დაჯგუფებების დაფინანსების შეჩერება. ზომებმა ირანი საერთაშორისო საბანკო სისტემას მოწყვიტა, დააჩქარა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გაზარდა ინფლაცია. რიგითი მოქალაქეებისთვის …

ოზურგეთში დააკავეს 63 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში 63 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“- წერს შსს. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 489 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 320 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 257 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 48 954 …

რუსებს ბანკებიდან თანხები გააქვთ, როგორ აისახება ეს ომზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„სამწუხაროდ, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმც გამოკვეთილი ტენდენციაა, რომ იზრდება თანხების გამოტანა და ეს ძალიან მზარდი პროცესია. ჯერჯერობით არ არის საბანკო პანიკა, თუმცა დასავლურმა გამოცემებმა ამ პროცესს დაარქვეს „ნელი საბანკო პანიკა“ [Slow-motion bank run],“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომისტი ზაზა ბროლაძე. მას რუსეთში ბანკებიდან მასობრივად თანხების განაღდებაზე ვესაუბრეთ: რა დაეტყო უკვე რუსეთის ეკონომიკას და საითკენ …

ბათუმში აქციის მონაწილეებზე იძალადეს – „რატომ ამბობთ, რუსეთი ოკუპანტიაო“

დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმში პროევროპული აქციის 2 მონაწილეს გამვლელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციაზე გადაღებული ვიდეო მასალით ჩანს, რომ გამვლელი აგინებს და ემუქრება აქციის მონაწილეებს. „ჩამოარეს და მითხრეს, რატომ ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტიაო… შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს,“ – ამბობს აქციის მონაწილე დარიკო ჩიტაძე, რომელიც დღევანდელ აქციაზე პლაკატით იყო მისული: „რუსეთი ოკუპანტია“. მას და აქციის …

პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია ფეისბუქში აგინებს ყველა ოპონენტს, რატომ არ აჯარიმებს მას „ოცნება“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ, 2026 წლის 20 აგვისტოს ფეისბუქზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო-ქარდი გამოაქვეყნა წარწერით – „ყ*ლეო შენ“. გიორგი გამსახურდია რამდენიმე წელია პოლონეთში ცხოვრობს, ის პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა. აქვს დიპლომატიური პასპორტი და სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რაც გათვალისწინებულია პოლიციის ატაშეებისათვის. გიორგი გამსახურდიას ფეისბუქ პოსტების შინაარსში არაფერი შეცვლილა მას …

„აღარავის უნდა დამრიგებლობა. პასუხისმგებლობა დიდია, ხელფასი კი 79 ლარი“ – მასწავლებლები

1500-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს პეტიციას, რომლითაც მასწავლებლები მოითხოვენ, გაიზარდოს კლასის დამრიგებლის ხელფასი. ნატო ტიღაშვილი თბილისის 70-ე საჯარო სკოლაში ასწავლის. იგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და დამრიგებელია. როგორც დამრიგებელს, ანაზღაურების სახით 79 ლარი და 38 თეთრი ერიცხება, მაშინ როცა მისი ყურადღება და პასუხისმგებლობა 27 ბავშვზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. ნატო ტიღაშვილის თქმით, მძიმე შრომის, მაღალი პასუხისმგებლობისა და …

კირვალიძეს საპროცესო გაუუქმდა, მიქელაძის განაჩენი უცვლელი დარჩა – სააპელაციოს გადაწყვეტილება

დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულის საქმე განიხილეს: გიორგი კირვალიძეს 2 თვის წინ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს, მანუჩარ მიქელაძისთვის მისჯილი 5-წლიანი განაჩენი კი ძალაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო. კირვალიძისა და მიქელაძის საქმეები პირველ ინსტანციაში მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განიხილა. მან კირვალიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 11 …

კრწანისის ტყეპარკში „არაბული ქალაქის“ კონცეფცია ცნობილია – შენიშვნების წარდგენა დაიწყო

კრწანისის ტყეპარკისა და მიმდებარე ტერიტორიაზე „არაბული ქალაქის“ განაშენიანების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. შესაბამისი პროცედურები დაწყებულია შესაბამის სახელმწიფო უწყებებშიც. „ოცნების“ ხელისუფლებას კრწანისსა და გონიოში არაბული Eagle Hills-ის მიერ 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება აქვს დაანონსებული. ამასთან, დაახლოებით 6 თვის წინ, „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე …

360 ათასი ლარი ახალი საჯარო სკოლის პროექტისთვის ბათუმში – კონკურსი

აჭარაში „ოცნების“ მთავრობის განათლების სამინისტრომ ბათუმში საჯარო სკოლის დაპროექტებაზე ტენდერი 360 ათასი ლარით გამოაცხადა. ახალი სკოლის მშენებლობა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზეა დაგეგმილი. აქ სკოლისთვის ჯამში 7 390 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთია გათვალისწინებული. „გასათვალისწინებელია, რომ სკოლისთვის განკუთვნილ ტერიტორიას ოთხივე მხრიდან ესაზღვრება ქუჩა“ – წერია ტექნიკურ დავალებაში. ამავე დავალების მიხედვით, სასწავლო კორპუს(ებ)ის სართულიანობა …

ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსად ეთერ მაჭუტაძე დანიშნეს

ბათუმის მერის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსად ეთერ მაჭუტაძე დანიშნეს. ის ბათუმის მერმა დღეს, 31 აგვისტოს, წარუდგინა თანამშრომლებს. მერიის ინფორმაციით, ეთერ მაჭუტაძე განათლებით აგროეკოლოგი, აგრონომი და სატყეო ინჟინერია, არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი: „წლების განმავლობაში მუშაობდა მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურსა და ბათუმის …

ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. „ამჟამად, ორივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს უწყება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 488 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 600. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 316 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 25 255 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 48 883 …

რუსეთში დაპატიმრებულ პროფესორს ომში წასვლას აიძულებენ, ის წარმოშობით უკრაინელია – მედია

„რუსული არმიის დისკრედიტაციის“ ბრალდებით დაკავებულმა ვოლგოგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა და იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, რომან მელნიჩენკომ განაცხადა, რომ იზოლატორში მას უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლას აიძულებდნენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დევნილი მედია ავრცელებს. 53 წლის პროფესორმა ზეწოლის შესახებ ადვოკატ დმიტრი სოტნიკოვისთვის გაგზავნილ წერილში ისაუბრა. მელნიჩენკომ რეკრუტერს ომში წასვლაზე უარი იმით აუხსნა, რომ ეთნიკურად უკრაინელია. გარდა …

1795 აბიტურიენტს ე.წ. მეორადი ჩარიცხვების უფლება მიეცემა – გივი მიქანაძე

1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვების საშუალება მიეცემათ. ინფორმაცია ამის შესახებ, დღეს, 30 აგვისტოს გახდა ცნობილი განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის სპეციალური ბრიფინგის საშუალებით. გივი მიქანაძის განმარტებით, ეს გამონაკლისი მხოლოდ 2026 წელს იქნება. „გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, …

60 ჭრილობა დანით – ოზურგეთში სასტიკად მოკლული ქალი დაკრძალეს

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში, დღეს, 30 აგვისტოს, დაკრძალეს 60 წლის მარგო ზოიძე. ქალი, რომელიც 28 აგვისტოს, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს ყაჩაღებმა. ოჯახის ახლობლების თქმით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა. „მეზობლებთან უთქვამს 5 ათას ლარამდე მაქვს შეგროვილი ჯამშიო,“ – უთხრა „ბათუმელები“ ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა. მოკლულის ოჯახის ერთ-ერთ  წევრს, ეს ინფორმაცია საჯაროდაც აქვს გამოქვეყნებული. მარგო ზოიძე ნასაკირალში, სამსართულიანი საცხოვრებელი …

ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ზუგდიდში, ქალაქის შესასვლელთან, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა და აფეთქდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. აფეთქების ტალღამ დააზიანა იქვე მდგომი სხვა ავტომობილები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.

ბათუმის დინამო გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

ბათუმის დინამო სეზონის დარჩენილ საშინაო თამაშებზე დიდ გათამაშებას იწყებს. სტადიონზე მისულ ნებისმიერ ქომაგს შეუძლია ავტომობილი ან სხვა ფულადი პრიზები მოიგოს. წესი უმარტივესია – ყოველი ბილეთი, რომელსაც ბათუმში თამაშზე დასასწრებად იყიდი, სეზონის ბოლოს შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს. დინამო ბათუმი: „ძალიან გვეამაყება, რომ საქართველოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს. ყველა გამარჯვება თქვენი დამსახურებაცაა. ეს გათამაშება ჩვენი მადლობაა იმ ერთგულებისთვის, რასაც …

დონეცკში ელენოვკას კოლონიის უფროსის მოადგილის მანქანა ააფეთქეს

29 აგვისტოს ღამეს, ოკუპირებულ დონეცკში ელენოვკის კოლონიის უფროსის პირველი მოადგილის, დიმიტრი ნეელოვის მანქანა აფეთქდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მედია წერს, რომ ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების წყაროებიდან მიიღეს. წინასწარი ინფორმაციით, მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ნეელოვის მდგომარეობა უცნობია. 2026 წლის გაზაფხულზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ დაუსწრებლად გამოუტანეს ნეელოვის წინააღმდეგ დადგენილება, რომ ის …

Exit mobile version