CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტის მიზანია გააფრთხილოს პუტინი – არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ორი ამერიკული გამოცემა – The Wall Street Journal და Politico – წყაროებზე დაყრდნობით ერთდროულად წერს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში მოულოდნელ ვიზიტის მიზანია პუტინი გააფრთხილოს – არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. მედიის თანახმად, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შესაძლოა უკვე ამ შემოდგომაზე …

ორ პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს – მუხრანში მკვლელობის საქმე

პროკურატურის ცნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა …

მუნიციპალურმა ბათუმის ქუჩებიდან არასწორად დაპარკინგებული მანქანები საჯარიმოზე გადაიყვანა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე არასწორად დაპარკინგებული მანქანები საჯარიმოზე გადაიყვანეს. “საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით ცენტრალურ უბნებში ამორტიზებული და კომერციული მიზნით გაჩერებული ავტომობილების გაყვანა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის სამსახური ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და წესრიგის მიზნით პარალელურ რეჟიმში არასწორ პარკირებაზეც ახორციელებს მონიტორინგს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს მეტი პარკირების სივრცის შექმნასა და …

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ HOLM Developments-თან საერთაშორისო საინვესტიციო-დეველოპერული შეთანხმება გააფორმა

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და დუბაის ერთ–ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დეველოპერულ კომპანია HOLM Developments-ს შორის საინვესტიციო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ და HOLM Developments-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ავაიანმა. გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, HOLM Developments ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე 140 000 კვ.მ ფართობზე უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მულტიფუნქციურ კომპლექსს განავითარებს. არაბთა გაერთიანებული …

„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა აგვისტოში 6 350 ლარი შემოსწირა

2026 წლის აგვისტოში „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა, მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, 6 350 ლარი შემოსწირა. მადლობა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ გვტოვებთ! მადლობა თითოეულ ჩვენს გამომწერს – ვინც მზად არის, მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იდგეს! მადლობა მათ, ვინც ერთჯერადად დაგვიჭირა მხარი! თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ჩვენთვის მხოლოდ ფინანსური დახმარება არ არის – ეს არის ნდობა, გამხნევება …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 482 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 304 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 237 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 48 694 …

14 წელი მიუსაჯეს უკრაინელ პენსიონერს, რომელმაც თავის პენსია უკრაინის ჯარს გადაურიცხა

ოკუპირებულ ბერდიანსკიში მცხოვრებ, 1952 წელს დაბადებულ პენსიონერ ქალს, რუსეთმა „ღალატში“ დასდო ბრალი და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კოლონიაში. ამის შესახებ „მედიაზონა“ წერს. 74 წლის უკრაინელი ქალისთვის 14 წლით დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა ზაპოროჟიეს რეგიონულმა სასამართლომ. ეს უწყება რუსეთის ხელისუფლების მიერ არის შექმნილი. გამოძიების თანახმად, 2024 წელს ქალმა უკრაინის არმიას 1 500 გრივნა გადაურიცხა, რითაც რუსეთის უსაფრთხოებას …

არჩილ კონცელიძემ თანამდებობა დატოვა – ის ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსი იყო

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი არჩილ კონცელიძე, თანამდებობიდან წავიდა. მან აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებთან“ დაადასტურა. არჩილ კონცელიძე თანამდებობის დატოვების მიზეზად, სხვა სამსახურში გადასვლას ასახელებს. თუმცა, რომელ უწყებაში გადადის, არ ამბობს. „როცა გადავალ ნახავთ“, – გვითხრა მან. კონცელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს. ის მანამდე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2023 წელს …

$157 ათასი სესხად მკურნალობისთვის – კიდევ რას წერს თორნიკე რიჟვაძე ქონებრივ დეკლარაციაში

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2026 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციის შევსების თარიღად 16 ივნისია მითითებული. ქონებრივ დეკლარაციაში თორნიკე რიჟვაძეს ასახული აქვს ის სამედიცინო ხარჯი, რომელიც მას თურქეთის და სხვა ქვეყნების კლინიკებში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ მკურნალობისთვის დასჭირდა. დაჭრილ რიჟვაძე 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. შსს-ს მაშინდელი განცხადებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა …

რუსული რეჟიმის განმტკიცება ევროსასამართლოს პრაქტიკის გამოყენებით – რას წერს მოსამართლე ცეკვავა

„როგორც კი ტელეფონი ავიღე ხელში, მაშინვე დავწერე ეს… გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა“ – უთხრა ბათუმელებს ვახო სანაია. ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, 2026 წლის 22 ივლისს, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დააპატიმრეს შალვა პაპუაშვილის და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი ფეისბუქპოსტების გამო. „ოცნების“ ხელისუფლებამ …

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა თანამშრომელს დაეჯახა – კაცი დაიღუპა

დღეს, 26 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში „სანდასუფთავების“ მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა. შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

49 950 ლარი დაიხარჯება „ხინოწმინდობაზე“ აჭარის ბიუჯეტიდან უტენდეროდ

ქობულეთში დაგეგმილი „ხინოწმინდობა 2026“-ის ორგანიზების მომსახურების შესყიდვაზე აჭარის ბიუჯეტიდან 49 950 ლარი დაიხარჯება. აჭარაში „ოცნების“ ხელისუფლების კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით აუცილებელია ფული ტენდერის გარეშე დაიხარჯოს და თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ღონისძიება 2026 წლის 12 სექტემბერსაა დაგეგმილი ქობულეთის სოფელ ხინოწმინდაში. სამინისტროს განაცხადის მიხედვით, „ხინოწმინდობა 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილია: „სადღესასწაულო …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს 21 საათიდან 27 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – 22 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 480 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 450. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 300 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 25 230 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 48 641 …

რატომ გააძევეს აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ალექსის მამა ქვეყნიდან – „ბავშვი ძალიან განიცდის“

7 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის, ალექსის მამა, თურქეთის მოქალაქე, ბიულენთ ბაქირელი საქართველოდან 12 აგვისტოს გააძევეს. როგორც მისი მეუღლე, საქართველოს მოქალაქე სოფო ასამბაძე-ბაქირელი გვეუბნება, ბიულენთ ბაქირელი მოულოდნელად აიყვანა პოლიციამ და ისე გააძევეს ქვეყნიდან, რომ მას ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს.  „ჩემი მეუღლე, ფაქტობრივად 5 საათის განმავლობაში თავისუფლებაშეზღუდული იყო. მას არც ადვოკატთან და არც ჩემთან დაკავშირების …

სად გადადიან აჭარის სამინისტროები – შენობა ავარიულია და მას ცლიან

ბათუმში, მამია კომახიძის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე აჭარის მთავრობის შენობაში სამი სამინისტრო: ჯანდაცვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის აღარ დაგხვდებათ. ადმინისტრაციულ შენობას სამივე სამინისტროს თანამშრომლები ცლიან. ისინი სხვადასხვა შენობაში ნაწილდებიან. „ეს შენობა ავარიულია, შენობის დაცლა დაწყებულია…  განიხილება ალტერნატივები,“ – უთხრეს დღეს, 25 აგვისტოს „ბათუმელებს“ აჭარაში „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრში. აქ დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ სამინისტროები სხვადასხვა …

რატომ აღარ საუბრობს პუტინი ბირთვულ იარაღზე, რა შეიცვალა – ინტერვიუ

„ჯერჯერობით ბირთვული შეკავება მუშაობს და ამ ზღვარზე რაღაცნაირად არ ვართ მისული… მეორე მხრივ, არაფრისგან არ ვართ დაცული. რა წამში შეიძლება გამწვავდეს და ესკალაცია მოხდეს ამ პროცესების, ეს ძნელი სათქმელია,“ – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე, იგი ბირთვული გაუვრცელებლობის და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტია. რა იცვლება ბირთვული სახელმწიფოების ბირთვულ არსენალში და რამდენად იცავს რუსეთი ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო შეთანხმებებს? – „ბათუმელებმა“ …

რატომ იზრდება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები? – ინტერვიუ კობა ქამაშიძესთან 

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი შემთხვევები იზრდება, მაშინ როცა ეს დაავადება ერთ-ერთ ყველაზე პრევენცირებად ონკოდაავადებად არის მიჩნეული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO-ს) მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 591 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 214 ქალი კი ამ დიაგნოზით გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით და რეგულარული სკრინინგით. საქართველოში მოქმედებს უფასო სკრინინგ …

სხვისი ინტიმური ფოტოების უკანონოდ გავრცელებისთვის პირს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს უწყება.

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს მრავალფეროვანი შეთავაზებებით. განსაკუთრებით კი, ახალ თაობას. წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისიმ საჯარო სკოლის პირველკლასელებს შეთავაზება მათთვის განკუთვნილ სასკოლო ფორმებზეც მოუმზადა. 1 სექტემბრიდან – 30 სექტემბრის ჩათვლით მშობლები ფორმების შეძენისას მომენტალური ქეშბექის, სრული დაფინანსებისა და განაწილების სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ. 30%-მდე ქეშბექი 5-დან …

სტუდენტებს „ოცნების“ წევრები საზეიმო ღონისძიებაზე მიმართავენ – დაიხარჯება 700 000 ლარი

„ღონისძიების მიზანია სტუდენტებს საზეიმო გარემოში მიმართოს მთავრობის ოფიციალურმა პირებმა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განაცხადში, რომლითაც ის შესყიდვების სააგენტოს მიმართავს და უტენდეროდ ითხოვს 742 251 ლარის გახარჯვას ღონისძიებისთვის, რომელიც 16-18 სექტემბერს ქუთაისსა და რუსთავში უნდა გაიმართოს. სამინისტროს განცხადებით, ღონისძიებას დაახლოებით 17 000 პირველკურსელი უნდა დაესწროს. 12 000 რუსთავში და 5 000 ქუთაისში. სამინისტრო თვლის რომ, ღონისძიება …

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა – გამოცდების ეროვნული ცენტრი

დღეს, 25 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ცენტრის ინფორმაციით, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29 481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862  აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი. მათივე ინფორმაციით, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1528 გამოსაცდელი (სახელმწიფო …

„სახლში მიირთვით“ – მოსამართლე გოგუაძის რეაქცია, ზებრაზე მსვლელობის მონაწილის პერფორმანსზე

„ნოტარიუსია, მოსამართლე კი არა“, „ცირკი იყო, ცირკი“ – ერთი და იგივე ფრაზებს ახსენებენ ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც სასამართლოში იმიტომ აღმოჩნდნენ და შემდეგ საპატიმრო დაწესებულებებში, რომ ქვეყნის ევროპული კურსიდან გადაყვანას აპროტესტებენ. როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა საქმე ივანიშვილის ინტერესს ეხება? – „დასჯილები“ მოსამართლეებზე საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებენ. „არ ვიცი, ამ პროცესისთვის, რატომ დავხარჯე ამდენი …

დრონები კრასნოდარში მდებარე ნავთობის ქარხანას დაესხნენ თავს

25 აგვისტოს, ღამით, დრონები თავს დაესხნენ კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ხანძრის ამსახველი კადრები ტელეგრამის არხებზე ვრცელდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. ამავე დროს, ხელისუფლების განცხადებით, დრონის ნამსხვრევები აფიპსკაიას რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე დაეცა. კრასნოდარის გუბერნატორის განცხადებით, ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ნოვოშახტინსკის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 479 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 293 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 220 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 48 567 …

„პარანოიდული შიში ყველასა და ყველაფრის მიმართ“, ანუ რა ხდება ივანიშვილის კარზე – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

„აქ არის ერთადერთი ახსნა ჩემთვის: ივანიშვილი იბრძვის – ეს არის მისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა – გადარჩენისთვის. ივანიშვილს არც ქვეყნის შიგნით და მით უფრო ქვეყნის გარეთ არ აქვს მისთვის სასურველი გარემო – ყველგან ფეთქებადსაშიში ვითარება აქვს,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი. მას დღეს, 23 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე ვესაუბრეთ: რას აჩვენებს ეს ამბავი …

ბათუმში ანგისის სტადიონთან გადასასვლელ ხიდს აღარ ააშენებენ – რა შეცვალეს 14 მილიონიან კონტრაქტში

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ახალდაგებული ასფალტის ამოჭრა იმ დროს დაიწყეს, როცა მოსახლეობის ნაწილს სამუშაოები დასრულებული ეგონა. ქალაქის მერიის განმარტებით, „მიმდინარეობს წყალარინების ჭების მოყვანა ნიშნულამდე“, რათა ასფალტის მესამე ფენა დაიგოს. თუმცა, მერიის სამმართველოსა და შპს „პალადას“ შორის დადებული 14-მილიონიანი ხელშეკრულებით სამუშაოები 2026 წლის მაისში მთლიანად უნდა ყოფილიყო დასრულებული. ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენჯერმე შეიტანეს, შშმ პირებისთვის საჭირო ლიფტების დამონტაჟება …

„მოსამართლემ იცის, რომ მასთან ვინც მოხვდება, ყველა დასასჯელია. ამიტომ ზის სავარძელში და თვალებს აცეცებს“

„გამოვედი თუ არა ციხიდან, ისევ აქციაზე მივედი დროშით…“ – უყვება „ბათუმელებს“ ზურა მენთეშაშვილი, რომელიც ამ პატიმრობის დროს შიმშილობდა კიდეც. ის მოსამართლეების ქცევაზე პირად დაკვირვებას გვიზიარებს. „ბიძინას მმართველობის დროს კარგად იცის თითოეულმა მოსამართლემ, რომ მასთან ვინც მოხვდება, ყველა დასასჯელია, ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია… სასამართლო პროცესებზე მხოლოდ მეცინებოდა, მეტი არაფერი,“ – გვიყვება 61 წლის ზურა მენთეშაშვილი. მას გადაკეტილ …

ავარია ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 1 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ერთი ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა დღეს, 24 აგვისტოს მოხდა ღამით. ახალგაზრდა კაცის დაღუპვა, სავარაუდოდ, ავტომანქანის მოცურებამ გამოიწვია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში – ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში – 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ორი პარტია – „ლელო“ და „ქართული ოცნება“ დარეგისტრირდა. ცესკომ ორივე პარტიას უკვე განუსაზღვრა საარჩევნო ნომრები: №9 – „ძლიერი საქართველო-ლელო“  და №41 – „ქართული ოცნება“. შუალედური არჩევნებისთვის შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება …

ბათუმში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა

სელფის ახალი ფილიალი ბათუმში, ჭავჭავაძის N28-ში გაიხსნა.  ფილიალი მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 10:00-17:00 საათამდე მოემსახურება. ფილიალში მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სელფის პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ და ადგილზე გაიაქტიურონ მათთვის საჭირო მომსახურება. მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება, სელფის მთავარი პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ აბონენტებისთვის სელფისთან ურთიერთობა იყოს მარტივი, სწრაფი და მათ …

ვინ არის აგვისტოს ომის დაწყებაში დამნაშავე – ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ მკვლევრებთან

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ როგორც თავის დროზე, ისე დღესაც, ორი ცნობილი ამერიკელი მკვლევარი სრულიად დარწმუნებულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა მოსკოვის მხრიდან ხანგრძლივი, მიზანმიმართული მზადებისა და შორსმიმავალი სტრატეგიული გეგმის შედეგი იყო. საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ, მკვლევარი სტივენ ბლენკი და ევრაზიის საკითხთა ექსპერტ, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მრჩეველ, პოლ გობლი ავტორები არიან კრებულისა: „2008 …

ბათუმის რომელ სკოლებში შეუძლიათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. უკვე ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები ბათუმში. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა ბათუმის შემდეგ სკოლებშია შესაძლებელი: მე-8 საჯარო სკოლა მე-20 საჯარო სკოლა მე-5 საჯარო სკოლა ქობულეთში ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა ხელვაჩაურში სოფელ ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლა „ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და …

„პუტინმა გათვალა ყველაფერი, მაგრამ დაუშვა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა“ – ზელენსკი

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ პუტინს იმედი აქვს უკრაინის დაღლის, თუმცა ის მოკვდავია, უკრაინა კი ამ ბრძოლაში მებრძოლია და არა მსხვერპლი. „უკრაინასთან დაკავშირებულ თავის ყველა გეგმაში პუტინმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მტერმა დათვალა ჩვენი რესურსები, ჩვენი მარაგები, ჩვენი ტექნიკა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ის, რაც …

ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კონტროლის ფარგლებში, შპს „აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს. „ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, წარმოების და შენახვის პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ნახევარფაბრიკატების წარმოება/რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა …

პროფესორ არსენ გვენეტაძის ბედნიერების ფილოსოფია

პროფესორ არსენ გვენეტაძეს (ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ლაპაროსკოპიული  ქირურგი) საზოგადოება, პირველ რიგში, გამორჩეულ რეპროდუქტოლოგად იცნობს. ექიმად, რომლის პროფესიული გზა უამრავ ახალ სიცოცხლის დაბადებას უკავშირდება, მაგრამ მედიცინა მისი ცხოვრების მხოლოდ ერთ-ერთი განზომილებაა. თითქმის ყველა საუბარი მასთან საბოლოოდ მაინც ადამიანამდე მიდის. სიცოცხლემდე, იმ უხილავ ძალამდე, რომელიც ადამიანს დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგომას აიძულებს. პროფესორ არსენ გვენეტაძესთან …

Exit mobile version