„არც წამლის ფული გვაქვს, არც ქირის“- შშმ ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს

„ჩემი მეუღლის, ბიულენთ ბაქირელის საქართველოდან გაძევების შემდეგ, მე და ჩემი 7 წლის ალექსი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. დავრჩით შემოსავლის გარეშე. აღარ გვაქვს საკვების, წამლის, ქირის ფული. იცით, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული კვება სჭირდებათ, კუჭ-ნაწლავის პრობლემები რომ არ შეექმნათ. ალექსის ძილის პრობლემებიც აქვს და ყოველდღიურად ვაძლევ „ვალოდორმის“ წვეთებს, რომ დაიძინოს. ისე ვერ იძინებს. კვირაში …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 სექტემბრის 21 საათიდან 7 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დღისით – დროგამოშვებით ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, რომელიც დღისით ზოგან გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 15 – …

„არ იყო შეთანხმებული“ – რას ამბობს სააგენტო ბათუმში ისტორიული შენობის ორნამენტების შეღებვაზე

ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მკვეთრი ფერებით გადაღებეს. ასეთი ჩარევა კი მიუღებელია. შენობა კომპანია „სოდი ინვესტმენტს“ ეკუთვნის, რომელიც მე-19 საუკუნეში აგებული, მოდერნის სტილის შენობას რესტავრაციას უტარებს. მფლობელი ძეგლის იერ-სახეში ჩაერია და შენობაზე არსებული ორნამენტები ფერადი საღებავებით შეღება. ძალიან მკვეთრი ფირუზისფერი და ფორთოხლისფერი ფერებით, რაც არ არის დამახასიათებელი არსებული მოდერნისტული შენობისთვის. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 496 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 331 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 278 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 49 260 …

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება პუტინამდე მივიდა, თუმცა მას პასუხი არ გაუცია“ – ბუდანოვი

უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება წარუდგინა. აღნიშნული წინადადება რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს გააცნეს, თუმცა მოსკოვს ამაზე პასუხი არ გაუცია – ამის შესახებ მედიას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განუცხადა. ბუდანოვის თქმით, წინადადება ეხებოდა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტას, არამედ ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასაც. ბუდანოვმა ასევე დაადასტურა, რომ 6 სექტემბერს უკრაინას აშშ-ის პრეზიდენტის …

დასახელდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები

დღეს, 5 სექტემბერს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტები გამოვლინდნენ. საუკეთესო ხუთეულში არიან: არჩილ თოდუა – ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; მაგდა მიქაბერიძე – თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელი; ეკატერინე ჩიქოვანი – თბილისის საერთაშორისო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მადონა წერედიანი – მესტიის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ლაურა ჯიმშელეიშვილი – დამოუკიდებელი საერო …

რომელ სკოლებში შეუძლიათ მშობლებს სასკოლო ფორმების აღება შუახევში, ქედასა და ხულოში

„საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, სასკოლო ფორმების აღება პირველკლასელების მშობლებს შუახევში, შეუძლიათ დაბა შუახევის საჯარო სკოლის შენობაში. ხულოში, სასკოლო ფორმები გაიცემა დაბა ხულოს საჯარო სკოლის შენობიდან. ქედაშიც, სასკოლო ფორმები დაბა ქედის საჯარო სკოლის შენობიდან იქნება შესაძლებელი. სასკოლო ფორმების აღება შესაძლებელია დილით, 11:00 საათიდან, 19:00 საათამდე. [15:00 -16:00 საათამდე იქნება შესვენება]. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან დაწყებითი …

ბათუმში ტაილანდურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

ბათუმში, გორგასალის ქუჩაზე არსებულ ტაილანდურ რესტორანს, ,,ერდოღან ქალაიჯის“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რესტორანი არაგეგმიურად შეამოწმეს. „ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა არაკრიტიკული  და კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა,  დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი. გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა“- წერს სააგენტო.

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კიდევ ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული, საბერძნეთის  სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“-წერს შსს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 495 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 328 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 273 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 49 227 …

ბათუმში მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა უაქციზო სიგარეტით მოვაჭრე კაცი

4 სექტემბერს, გვიან ღამით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ანზორ დ. – ს, ხოლო მის ცოლს – გირაო. ცოლ-ქმარი 2 დღის წინ “ბათუმი პლაზასთან” დააკავეს უაქციზო სიგარეტით ვაჭრობისთვის. დაკავებიდან მალევე ქალი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ცოლ-ქმრის დაკავებამდე პლაზასთან ფინანსური პოლიცია გამოჩნდა: უაქციზო სიგარეტები უნდა ამოვიღოო. მოთხოვნას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროს …

როგორ შეიძლება იმოქმედოს ბინების გაქირავება-გაყიდვის ფასებზე რუსეთიდან მიგრაციის ახალმა ტალღამ

რუსეთში სავარაუდო მობილიზაციის შიშმა მიგრაციის ახალი ტალღის მოლოდინი გააჩინა. არაერთი რუსული და საერთაშორისო მედიაგამოცემა წერს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთში, შესაძლოა, მობილიზაცია გამოცხადდეს. ამ ვარაუდს აძლიერებს ისიც, რომ რუსული ბანკებიდან მოქალაქეებმა მილიარდობით რუბლის გატანა დაიწყეს. დამოუკიდებელი რუსული მედიაგამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რუსეთში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა 10%-ით …

ქართველი მოსამართლეები მონაწილეობენ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში – ევროსასამართლოს ექს-მოსამართლე

„ავტოკრატიული რეჟიმები არ არსებობენ სასამართლოს დახმარების გარეშე. რაც არ უნდა უგულებელყოფილი იყოს კანონი, მას სჭირდება ფორმალურად აღსრულება და ეს ფორმალური აღმსრულებლები არიან მოსამართლეები,“ – მიიჩნევს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელსაც კონკრეტული მაგალითებით ვესაუბრეთ: სადამდე მივიდა სასამართლო საქართველოში, რომელიც უკვე პლაკატზე ასო „ყ“-ს დაწერის გამო ადამიანებს აპატიმრებს? ამავდროულად, მოსამართლეები გადაწყვეტილებებში მიუთითებენ ევროსასამართლოს პრაქტიკას: „როდესაც, მაგალითად, …

ქონება 1 ლარად ეკლესიას და 5 მილიონი საპატრიარქოს ორგანიზაციებს – კობახიძის განკარგულებები

ირაკლი კობახიძემ 18-დან 31 აგვისტოს ჩათვლით რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომელთა თანახმადაც ეკლესიას ქონება და ფული გადასცა. კერძოდ, 18 აგვისტოს გამოცემული განკარგულების თანახმად, კობახიძემ აბაშაში, სოფელ კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული 384 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადასცა ეკლესიას. იმავე დღეს გამოცემული კიდევ ერთი განკარგულებით ირაკლი კობახიძემ სამტრედიის …

მე-10 კლასელებს მომავალ წელს არჩევანის გაკეთება მოუწევთ – „რეპეტიტორიუმი“ ან მე-12 კლასიც

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება. მოსწავლეებს, რომლებიც წელს მე-10 კლასში სწავლობენ, მომავალი, 2027 სასწავლო წლიდან უკვე მოუწევთ არჩევანის გაკეთება – ისწავლონ ე.წ. „რეპეტიტორიუმში“ და სკოლა 11-წლიანი განათლების ატესტატით დაასრულონ, თუ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში. როგორც ბათუმის რესურსცენტრში გვეუბნებიან, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმაზე, რამდენი მოსწავლე აპირებს, მაგალითად, ბათუმში 11-წლიანი განათლების მიღებას და …

ბათუმში აქციის მონაწილეებზე 5 დღის წინ იძალადეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ – ინტერვიუ

„მკაფიოა განსხვავებული სტანდარტები, როცა არსებობს პოლიტიკური დაინტერესება,“ – გვითხრა ადვოკატმა ია თოდუამ. იგი ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილის, დარიკო ჩიტაძის ინტერესებს იცავს.  დარიკო ჩიტაძესა და მარიამ ქაჯაიას ბათუმში, პროევროპულ აქციაზე 2026 წლის 31 აგვისტოს თავს დაესხნენ – მათზე ფიზიკურად იძალადეს. აგრესიის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს, თუმცა შსს ამ შემთხვევაზე არ რეაგირებს. შსს-მ რეაგირება მოახდინა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე. …

აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გასულ დღეებში კვლავ გამწვავდა, რასაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე მერყეობის მორიგი ზრდა მოჰყვა. როგორც თიბისი კაპიტალის წინა განახლებაში იყო მითითებული, ესკალაციის ძირითადი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის კონტექსტში ინფლაციაზე მოდის და არა ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მხრივ, ყურადსაღებია, რომ …

რა სამუშაოები მიმდინარეობს ბაგრატიონის 131-ში – მოსახლეობის პროტესტის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა ბათუმში, ბაგრატიონის 131-ში მიმდინარე მშენებლობა. შესაბამის დადგენილება 2026 წლის პირველ სექტემბერს გამოიცა. მოსახლეობა, რომელიც მშენებარე კორპუსის მოსაზღვრედ ცხოვრობს, ამბობს, რომ კომპანია მუნიციპალური ინსპექციის მითითებას არ ითვალისწინებს, და სამუშაოებს მაინც აგრძელებს. თუმცა თავად კომპანიაში ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ “ასრულებენ მხოლოდ იმ სამუშაოებს, რისი გამოსწორებაც მუნიციპალურმა ინსპექციამ დაავალათ”. რა ხდება ბაგრატიონის 131-ში …

ბათუმში ელექტრონული და სახიფათო ნარჩენების დამუშავების საწარმოს გახსნა იგეგმება

ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩებს შორის მდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „კორეან ელექტრონიქსი“ ელექტრონული/სახიფათო ნარჩენების დასაწყობება-დამუშავებას გეგმავს. საუბარია საწარმოზე, რომლის მაქსიმალური წარმადობა იქნება 2 600 ტონა ელექტრონული ნარჩენი წელიწადში. დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება სკოპინგის პროცედურის გავლას. სკოპინგის დასკვნით კი, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს, განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ის] ანგარიშის საჭირო კვლევებისა და მოსაპოვებელი თუ შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. …

წელს ბსუ-ში 2013 სტუდენტი ჩაირიცხა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, წელს, ეროვნული გამოცდებით, ბსუ-ში, 2013 სტუდენტი ჩაირიცხა. „შარშანდელთან შედარებით წელს 150 სტუდენტით მეტი ჩაირიცხა [შესაბამისად, 2163 სტუდენტი] და ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან უკვე დაანონსდა მეორადი ჩარიცხვებიც“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბსუ-ში. მათივე ინფორმაციით, ბსუ-ში ამ დროისთვის 7000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ბსუ-ს ინფორმაციით, წელს მოთხოვნადი მიმართულებებია: ინგლისური ფილოლოგია ფსიქოლოგია საერთაშორისო …

ბათუმში ავტომანქანა სქროლს დაეჯახა – დაშავდა მამა-შვილი

დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი მამა-შვილს დაეჯახა, რომლებიც სქროლით გადაადგილდებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.

რატომ არ დააკავეს, ვინც გელა მთივლიშვილს დაემუქრა და რატომ დააკავეს ელიზბარაშვილი

მუქარის მუხლით დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილი დაპატიმრებულია, მაშინ, როცა, მაგალითად, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე მუქარის ფაქტები პროკურატურამ რეაგირების გარეშე დატოვა. თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა დამცველია. ელიზბარაშვილის თქმით, მას პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, დაგვემუქრაო და თამაზ ელიზბარაშვილი მალევე დააკავეს. გელა მთივლიშვილი კი „მთის ამბების“ ჟურნალისტია. ის არაერთხელ გახდა პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის და მუქარის ობიექტი. მაგალითად, გელა მთივლიშვილს დაემუქრნენ …

„უცხოელებს ადვოკატად გაეცნო და 58 000 ლარი მიისაკუთრა“ – თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც შს სამინისტრო წერს, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 000 ლარი გამოართვა, თუმცა დანაპირები არ …

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში „გამჭვირვალობა“ დაიცავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პოლიტიკური პატიმრის, საბა სხვიტარიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს. ამის შესახებ დღეს, 4 სექტემბერს განაცხადა ორგანიზაციამ. მათი ინფორმაციით, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში, უკვე გაგზავნილია. „გამჭვირვალობა საქართველო“ ამ საჩივრით ითხოვს, რომ სასამართლომ დარღვეულად ცნოს საბა სხვიტარიძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ორგანიზაციის აზრით, სახელმწიფომ პოლიტიკური მიზნით …

რატომ არ არის პლაჟი ახალ ბულვართან – ზღვის ხელოვნურ კვებას აჭარის ბიუჯეტიდან აღარ დააფინანსებენ

ბათუმში აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად ფული აჭარის ბიუჯეტიდან არც წელს დაიხარჯება. არადა, ზღვის ხელოვნური კვებისთვის, ანუ სანაპირო ზოლში ხრეშის შესატანად, 2025 წელს 2 მილიონი ლარი იყო ბიუჯეტში გაწერილი, 2026 წელს კი – 2,6 მილიონი ლარი. მეტიც, სანაპიროზე წელს 110 ათასი კუბური მეტრი ხრეში უკვე შეტანილიც უნდა ყოფილიყო, რისთვისაც აჭარის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 5 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დღის პირველ ნახევარში ელჭექის ხასიათის წვიმა, დღის მეორე ნახევრიდან – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 493 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 325 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 272 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 49 162 …

ბათუმში 5 ადამიანი დაშავდა ზღვაში კატერების შეჯახების შედეგად

ხუთი ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში ორი კატერის შეჯახების შედეგად. შემთხვევა დღეს, 3 სექტემბერს, საღამოს, ალი და ნინოს მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მოხდა. შეჯახების შედეგად ორივე კატერზე მსხდომი მოქალაქეები ზღვაში ჩაცვივდნენ. ინფორმაცია კატერების შეჯახების შესახებ თავდაპირველად “აჭარა თაიმსმა” გაავრცელა. დაშავებულებს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებმა გაუწიეს და კლინიკებში გადაიყვანეს. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, არცერთ დაშავებულს სიცოცხლისთვის …

„პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული სისტემას უბრუნდება“ – კახა კოჟორიძე

„წიხლებით გამიგდო ხუთმა პოლიციელმა. ადვოკატს წიხლებით ურტყამდნენ, ასეთი რამ სად გაგონილა! ესენი პოლიციელები არიან თუ კრიმინალები?“ – ამბობს ადვოკატი ია სირანაშვილი. ის ამბობს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის სახლში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ თუ სიტყვიერ ძალადობაზე საუბრობენ მოქალაქეები. რატომ გადაიქცნენ პოლიციელები მოძალადეებად? – ამ თემაზე …

„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული პირების საქმე – სასამართლო განხილვა განახლდა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 15 პირის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა. საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს.  გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის …

კობახიძის სიძე, მინისტრი დავით ფაცაცია 6 წელია საქორწინო საჩუქრად ფულს იღებს

ირაკლი კობახიძის დის ქმარი, დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მინისტრის პოსტს იკავებს. დავით ფაცაცია 2017 წლამდე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებში მუშაობდა. მისი ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ის საჯარო სექტორში 2019 წელს დასაქმდა. სწორედ ამ წელს, 2019 წლის 22 ივნისს დაქორწინდა ის ირაკლი კობახიძის დაზე, ქეთევან კობახიძეზე. აფხაზეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური სივის მიხედვით, დავით …

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ 50 საერთაშორისო პილოტს უმასპინძლა

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში ბათუმში ჩამოსულ 50 პილოტს უმასპინძლა. ექსპედიციის მონაწილეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან საქართველოში კაჭრეთში, „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ. ბათუმში ვიზიტის ფარგლებში პილოტები „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ პროექტის მასშტაბს, უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, მიმდინარე სამშენებლო პროგრესს, განვითარების ხედვასა და სამომავლო …

6 მილიონი ლარია გამოყოფილი ბათუმში სანაპირო დაცვის ახალი ოფისის ასაშენებლად

ბათუმში, თამარის [ბენზეს] დასახლებაში, ზღვასთან ახლოს, სანაპირო დაცვის მე-2 სამმართველოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაა დაგეგმილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღvრო პოლიციამ 5 997 196 ლარით გამოაცხადა. საპროექტო ტერიტორიის ფართობი 2 855 კვადრატული მეტრია და ის ბათუმში, ზღვიდან 50 მეტრში, თამარ მეფის გამზირი 43-ის მიმდებარედაა. აქ სანაპირო დაცვის სამსახური რამდენიმე წელია რაც განთავსებულია. ზღვაში …

ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას 14 სექტემბერს განაახლებენ

ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო-სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბაღების გაერთიანებას და ჰკითხა, რამდენი ბავშვი დარეგისტრირდა წელს საბავშვო ბაღებში და რამდენი ბავშვის მიღება ვერ შეძლო გაერთიანებამ ადგილების დეფიციტის გამო. როგორც გაერთიანებაში გვიპასუხეს, ჯერ მონაცემები არ აქვთ დამუშავებული და 10 სექტემბრისთვის ეცოდინებათ, რამდენი ახალი აღსაზრდელი ჩაირიცხება საჯარო ბაღებში. უწყებაში არც ის გვითხრეს, მთლიანობაში რამდენი ბავშვი …

მოსკოვის აეროპორტები ზედიზედ მეორე ღამეა დახურულია ზელენსკის მუქარის შემდეგ – მედია

რუსეთში, მოსკოვის ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებმა ზედიზედ მეორე ღამეა შეაჩერეს ოპერირება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიერ სამოქალაქო ავიაციისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის სახიფათოობის შესახებ გაფრთხილების შემდეგ – წერს გამოცემა moscow times. მედიის ცნობით, ზელენსკის განცხადების პირველსავე ღამეს მოსკოვის სამმა აეროპორტმა შეაჩერა ოპერირება, შერემეტიევოში 21 რეისი გაუქმდა და 235 გადაიდო, ხოლო ვნუკოვოში 22 რეისი გაუქმდა და 94 …

ოზურგეთში მანქანების გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  გურიაში ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილში, სხვადასხვა დროს, სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით ორი ავტომობილის კარი გააღო, თანხა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს აცხადებს, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. გამოძიება სისხლის სამართლის …

Exit mobile version