19-20-21 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2026-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, წელსაც GTWT-ს მთავარი სპონსორია. გვჯერა, ვქმნით ინოვაციას – სწორედ, ამიტომ ვუჭერთ მხარს წამოწყებებს, სადაც ახალი იდეები, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები იბადება. 200-ზე მეტი სპიკერი, 300-ზე მეტი ინვესტორი, 10 ათასზე მეტი სტუმარი – ეს …
Category Archives: სიახლეები
„მოვითხოვ გამოძიების დაწყებას და ბოდიშს“ – საზმაუს ეთერში დაცემული 10 წლის ბავშვის დედა
10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კონცერტის მსვლელობისას მისი შვილის დაცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მას იმედი აქვს, რომ გამოძიება დაინტერესდება, შეამჩნიეს თუ არა სტუდიაში მისი შვილის მოწყვეტით დავარდნა გადაცემის წამყვანებმა, „სიმღერის აკადემიის“ წარმომადგენლებმა ან იმ პირებმა, ვინც იმ დროს სტუდიაში იმყოფებოდა. „წამყვანები, ოპერატორები, მშობლები, „სიმღერის აკადემია“, – ძალიან ბევრი ადამიანი იყო …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივნისის 21 საათიდან 13 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 18 – 23 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ავტომაგისტრალებზე სპეციალურ სასწორებს დაამონტაჟებენ
ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით საქართველოში ავტომაგისტრალებსა და გზებზე სპეციალურ სასწორებს დაამონტაჟებენ, რომლებიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს. „ვმუშაობთ, ჩვენს მაგისტრალებსა და გზებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომელიც სატვირთო მანქანების წონას დააფიქსირებს. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას. ჩვენი ინიციატივები არაა ერთჯერადი. ესაა კომპლექსური, ერთიანი მიდგომის ერთი ნაწილი. აქ ბევრი …
Continue reading “ავტომაგისტრალებზე სპეციალურ სასწორებს დაამონტაჟებენ”
თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდება – რა ეღირება ბილეთი
საქართველოს საავიაციო ბაზარზე რუმინული კომპანია Dan Air-ი შემოდის. კომპანია ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს 2026 წლის ივლისიდან, კვირაში ორჯერ შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, Dan Air-ი არის 50-ე ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის. კომპანიის გვერდზე აღნიშნულია, რომ ივლისში ფრენის ფასი თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით 80 ევრო იქნება. პირველი პირდაპირი ავიარეისი თბილისსა და ბუქარესტს შორის 4 ივლისს …
Continue reading “თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდება – რა ეღირება ბილეთი”
სროლა იყო ბათუმის ბულვარში – დაშავდა 2 ადამიანი
ბათუმის ბულვარში, რესტორან „აკროპოლისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. შემთხვევა 11 ივნისს, ღამის საათებში მოხდა. გასროლის შედეგად მსუბუქად დაშავდა დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულებს კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს ერთი პირი. „ბათუმელები“ ინფორმაციას დაწყებული გამოძიების შესახებ შს სამინისტროში აზუსტებს.
ჯიპას სტუდენტებმა პრაქტიკა შუახევი ჰესზე გაიარეს
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის უმაღლესი პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკა ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შუახევის ჰესების კასკადის ობიექტებზე გაიარეს. პრაქტიკა მოიცავდა საინფორმაციო ნაწილს და ასევე, გულისხმობდა ენერგოობიექტების დეტალურ მიმოხილვას, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებასა და ინსტრუქტაჟს. „ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან, კონკრეტულად, განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროგრამასთან და მოხარული ვართ, რომ შუახევი ჰესი …
Continue reading “ჯიპას სტუდენტებმა პრაქტიკა შუახევი ჰესზე გაიარეს “
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 380 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 014 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 728 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 43 865 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ივნისი”
სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
დღეს, 11 ივნისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავდა 50 წლამდე ქალი. ის კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველის თქმით, შემთხვევა საღამოს ცხრა საათის შემდეგ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით …
Continue reading “სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს”
საპენსიო სესხი მაღალი პროცენტით – 4 წლის წინ 960 ლარი გამოვიტანე და დღემდე ვიხდი
„პენსიას უნდა ვიღებდე 495 ლარს და მერიცხება 280 ლარი… ეკონომიკური წინსვლააო, რომ ამბობენ, სადაა? პენსიონერი ქალი თურქეთში დავდივარ, რომ ლუკმა-პურის ფული ვიშოვო“, – ეს 71 წლის პენსიონერმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთია იმ ასიათასობით მოქალაქეს შორის, ვისაც საქართველოში ყველაზე ძირიანი, ანუ საპენსიო სესხი აქვს. ქალბატონ ფატის [მან გვარის დასახელება არ ისურვა] შემთხვევით ავტობუსის გაჩერებასთან შევხვდით აეროპორტის გზატკეცილზე, …
Continue reading “საპენსიო სესხი მაღალი პროცენტით – 4 წლის წინ 960 ლარი გამოვიტანე და დღემდე ვიხდი”
ჭოროხის კარიერზე საკმარისი ხრეში არ აღმოჩნდა ბულვარის პლაჟისთვის – გარემოს დაცვა
ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, პრომინადის გასწვრივ სკამებიც დაულაგებიათ, ნაგვის ურნებიც, დგას სამაშველო კოშკურა, ზღვაში ტივტივებიც არის და სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეებიც, თუმცა მთავარი, რისთვისაც ეს ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, ანუ პლაჟი, არ არის. ბანაობის სეზონი კი ბათუმში, მართალია „არაოფიციალურად“, მაგრამ დაწყებულია. ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ხრეში ჭოროხის კალაპოტში არ აღმოჩნდა. რა ხდება? ახალი …
Continue reading “ჭოროხის კარიერზე საკმარისი ხრეში არ აღმოჩნდა ბულვარის პლაჟისთვის – გარემოს დაცვა”
სწავლა 2-3 ცვლაში – რა პრობლემებს უქმნით ბავშვებს სკოლების გაჭიანურებული მშენებლობა
„მე-5 საჯარო სკოლის დაუსრულებელი და გაუთავებელი რემონტის გამო, ჩვენი შვილები სწავლობენ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში. ის განსაკუთრებით შორსაა ჩვენი ოჯახებიდან. მე მახინჯაურში ვცხოვრობ, ზოგი ახალშენში, ზოგიც ანგისაზე. სკოლას [სადაც ახლა ბავშვები დადიან] არ გააჩნია ნორმალური გათბობა, რის გამოც ხშირად ავადმყოფობენ ბავშვები. მოგეხსენებათ, როგორ გაძვირდა ექიმთან ვიზიტი და მედიკამენტები. გაცდენები კი იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას. ძალიან გთხოვთ, გულთან …
ბათუმიდან თურქეთის გენერალური კონსული კაზინოში გადაღებული ფოტოს გამო გაიწვიეს – მედია
ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ადნან ალთაი ალთინორსი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სკანდალის ფონზე გაიწვია. თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური კონსული ბათუმიდან მას შემდეგ გაიწვიეს, რაც გავრცელდა ფოტო, რომელზეც ასახულია კაზინოში მყოფი ადნან ალთაი ალთინორსი. თურქული პრესა წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იძიებს. ადნან ალთაი ალთინორსი გენერალურ კონსულად …
პროფესიული განათლების მქონე პირებს მასწავლებლობის უფლება მიეცემათ
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებს მასწავლებლობის უფლება მიეცემათ გამოცდის ჩაბარებისა და 60-კრედიტიანი პროგრამის ან მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის შემთხვევაში. დღეს მოქმედი კანონით, პროფესიული განათლების საფუძველზე მასწავლებლობის უფლება ეძლევა მხოლოდ სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებს. შემდეგი ცვლილება ეხება მასწავლებლობის …
Continue reading “პროფესიული განათლების მქონე პირებს მასწავლებლობის უფლება მიეცემათ”
დააკავეს პირი, რომელმაც ოჯახის წევრები ცივი იარაღით დაჭრა – მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
შს სამინისტროს ცნობით, იმერეთში სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მეუღლეს, დედას და მეუღლის მეგობარ ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება …
„გეოპოლიტიკურად ვართ განწირული ვიყოთ კავკასიის შუაგული, ან დავკარგავთ ყველაფერს“ – ინტერვიუ
„საქართველო თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხისთვის. ასე გამოვა, რომ სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ვექტორი კიდევ უფრო სამხრეთით – აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის დონეზე გადაინაცვლებს, საქართველოს მიღმა. ისტორიულ-ცივილიზაციური თვალსაზრისით, ეს იქნება უდიდესი ტრაგედია ქართველი ერისთვის. ეს, ფაქტობრივად, გადახაზავს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას რეალური და არა ფორმალური სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ისევე როგორც ჩვენს მომავალს“, – ამბობს …
„3 წუთი ბავშვი იატაკზე იწვა უყურადღებოდ“ – რა მოხდა პირველი არხის ეთერში
9 ივნისს, საზოგადოებრივი არხის ეთერში პირდაპირი ეთერის დროს, კონცერტის მსვლელობისას 10 წლის გოგონა სცენაზე მოწყვეტით დაეცა. თუმცა არც კონცერტი და არც პირდაპირი ეთერი არ შეწყვეტილა. ბავშვის დაცემის ვიდეო გუშინ, 10 ივნისს გაავრცელა ბავშვის ბებიამ ფეისბუქით, დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა. ვიდეოს აღწერაში ბავაშვის ბებია წერდა, რომ ბავშვი სამი წუთის განმავლობაში უყურადღებოდ იწვა იატაკზე. „ამ სამი წუთის …
Continue reading “„3 წუთი ბავშვი იატაკზე იწვა უყურადღებოდ“ – რა მოხდა პირველი არხის ეთერში”
მუნიციპალური ინსპექცია ბონის ბაზრის მოვაჭრეებს 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმებით ემუქრება
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოვაჭრეებს აფრთხილებს. მუნიციპალური ინსპექცია წერს, რომ ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები უნებართვო კომერციულ საქმიანობას ეწევიან და საზოგადოებრივ ადგილებს თვითნებურად ზღუდავენ. „პროდუქციის უკანონო რელიზაციის მიზნით ტროტუარზე მოწყობილი უსახური კონსტრუქციები, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს. უკანონო საქმიანობის აღკვეთის გაფრთხილების შემდგომ, გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გატარდება უფრო …
2 პირი დააკავეს ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით
საქართველოს პროკურატურამ აშშ-ს საიდუმლო სამსახურთან და პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურ ბიუროსთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. „ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, 10 ივნისს, აჭარის ტერიტორიაზე დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი – ფსევდონიმით „AudiA6“, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი …
Continue reading “2 პირი დააკავეს ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით”
დეპუტატ ჭყონიას კომპანიამ 29 მილიონის ტენდერი მოიგო – მან „ოცნებას“ მსხვილი თანხა შესწირა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის გიორგი ჭყონიას კომპანიამ 29-მილიონიანი ტენდერი მიიღო, მას შემდეგ, რაც „ოცნებას“ მის კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა მსხვილი თანხა შესწირეს. „წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სახელმწიფო აცხადებს გზების რეაბილიტაციის 29-მილიონიან ტენდერს, ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებ თუ ობიექტიდან 30 კილომეტრში ასფალტის ქარხანას არ ფლობ ან მიწოდების შეთანხმება არ გაქვს ასეთ ქარხანასთან. შედეგად …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 378 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 010 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 727 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 43 787 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ივნისი”
აჭარის საარქივო სამმართველოში ახალი უფროსი და მოადგილე დანიშნეს
აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე ჰყავს. აჭარის მთავრობის ცნობით ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე დღეს, 10 ივნისს, ბესიკ ბაუჩაძე წარადგინა, ხოლო ხელმძღვანელის მოადგილედ – ასლან ლორთქიფანიძე. „საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ბესიკ ბაუჩაძე წარვუდგინეთ – მას არქივში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის თბილი დამოკიდებულება, რომელიც მის მიმართ სამმართველოში …
Continue reading “აჭარის საარქივო სამმართველოში ახალი უფროსი და მოადგილე დანიშნეს”
14 წლამდე ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის – facebook-ის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, არასრულწლოვანების, მათ შორის 14 წელს მიუღწეველი ბავშვების ნდობის მოპოვების შემდეგ, მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას აგრძელებდა და შესაბამის ვიდეოებს უგზავნიდა. აგრეთვე, …
Continue reading “14 წლამდე ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს”
ზურაბ პატარაძის 26 წლის შვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დანიშნეს
ზურაბ პატარაძის შვილი, რევაზ პატარაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გახდა. მისი დაწინაურება დროში ემთხვევა აჭარაში ზურაბ პატარაძის მთავრობის თავმჯდომარედ დაბრუნებას. რევაზ პატარაძე 26 წლისაა. მან კარიერა 2021 წელს, ბაქოს საერთაშორისო პორტში დაიწყო და იქ მუშაობდა 2023 წლის ჩათვლით საოპერაციო დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად. 2023 წელს მიუღია სტიპენდია – 31 960 შვედური კრონა და შემდეგი ორი …
შსს-ს ძაღლების ვოლიერების რემონტსა და მოედნების მოწყობაში 900 ათასი ლარი დაიხარჯება
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ძაღლების ვოლიერების რემონტს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს. გამოყოფილია 909 ათას 352 ლარი. აღნიშნული თანხით შსს-მ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამინისტრო „ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, თბილისში, ევგენია მაისურაძის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შსს-ს სარგებლობაში არსებული ოთხი შენობის სარემონტო და ერთი შენობის დემონტაჟის, ასევე ძაღლებისთვის ღია შემოღობილი სასეირნო სივრცეების მოწყობის“ სამუშაოებს …
კობახიძის სპეცბრიფინგი ჩინეთთან კავშირებსა და სტრატეგიულ ურთიერთობაზე სასაუბროდ
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა:– მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის …
Continue reading “კობახიძის სპეცბრიფინგი ჩინეთთან კავშირებსა და სტრატეგიულ ურთიერთობაზე სასაუბროდ”
„ეს გამიზნულად გავაკეთე, სურვილი იყო ჩემი” – რა თქვა მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში
მკვლელობაში ბრალდებული გენო შარაშიძე დააპატიმრეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა დღეს, 10 ივნისს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამართა. საუბარია 2026 წლის 31 მაისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სევერიანე აჭარელის ქუჩაზე დღისით და ოჯახის წევრების თანდასწრებით, როლანდ დავითაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. „მე ვაღიარებ და შუამავალი რაღა საჭიროა?“ – ამ არგუმენტით ადვოკატის აცილება მოითხოვა სხდომის დასაწყისშივე ბრალდებულმა გენო …
ბათუმის მერიამ შინდისის გმირების სკვერის განახლება დაიწყო
ბათუმის მერია შინდისის სკვერში სკამებს აახლებს. მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება ქალაქის სხვა სკვერებშიც. შინდისის პარკიდან ვიდეორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ 8 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენები იყო პარკში არსებული მდგომარეობა – სკამების ნაწილი ამომტვრეულია, ქვის დატეხილი ფილები იქვე ყრია სკვერში, სადაც ბავშვები თამაშობენ, შადრევნიდან წყალი ქვაფენილზე იღვრება და ირგვლივ დატბორილია. მუნიციპალური სერვისების სააგენტო ფეისბუქზე …
Continue reading “ბათუმის მერიამ შინდისის გმირების სკვერის განახლება დაიწყო”
დააკავეს პირი, რომელმაც სახლების რემონტის დაპირებით 98 000 ლარი მიისაკუთრა – შსს
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს თბილისში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის მოტივით, დაზარალებულების კუთვნილი 98 000 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა. პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელმაც სახლების რემონტის დაპირებით 98 000 ლარი მიისაკუთრა – შსს”
ვის ენდობიან უკრაინელები ზელენსკიზე მეტად
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსახლეობის 61 პროცენტი ენდობა. კვლევა აჩვენებს, რომ ზელენსკიზე მაღალი ნდობის რეიტინგი ქვეყანაში აქვთ უკრაინის ყოფილ მთავარსარდალს და ამჟამად უკრაინის ელჩს დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნის – 73 პროცენტი, ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს, დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს – 70 პროცენტი და რობერტ ბროვდის, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების …
Continue reading “ვის ენდობიან უკრაინელები ზელენსკიზე მეტად”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ივნისის 21 საათიდან 11 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის და დილის საათებში ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ J.P. Morgan-ისა და ევროპული კომერციული ბანკებისგან დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკვივალენტის ფინანსური რესურსი მოიზიდა უცხოურ ვალუტაში. თანხა ადგილობრივი კომპანიებისთვის ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება და მათ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში ეხმარება; ამასთან, ექსპორტ-იმპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გაამარტივონ სავაჭრო ოპერაციები და ბიზნესის გაფართოება დამატებითი რისკების გარეშე …
Continue reading “თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ივნისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 377 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 004 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 717 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 43 713 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ივნისი”
რას ნიშნავს აშშ-ის კონგრესში მიღებული რუსულ-ჩინური გავლენების საწინააღმდეგო აქტი საქართველოსთვის – ინტერვიუ
8 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტი“, რომელიც მთავრობას ავალებს, დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის გავლენა. კანონპროექტი კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს წარადგინა ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა – ჯო უილსონმა რესპუბლიკური პარტიიდან და სტივ კოენმა დემოკრატიული პარტიიდან. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში რუსული და ჩინური …
„კობახიძეს თუ უსმინეთ დღეს ივანიშვილზე?“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის ავტობუსიდან
„ფასები ნახეთ, როგორ ძვირდება ისევ ყველაფერი? გული არ გაიტეხოთ, ხალხო“ – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი ქალს, #12 ავტობუსში გამოთავისუფლებული ორი ადგილისკენ რომ მიიკვლევდა გზას. მის თანმხლებ, შავებში ჩაცმულ ქალს ხელში პატარა ქოთნით ყვავილი ეჭირა და ავტობუსის დაძვრამდე სცადა სკამზე ჩამოჯდომა. #12 ავტობუსი ხელვაჩაურის ავტობუსია – მუდმივად მგზავრებით სავსე. ქალაქიდან როცა გადის და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე შეუხვევს, …
Continue reading “„კობახიძეს თუ უსმინეთ დღეს ივანიშვილზე?“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის ავტობუსიდან”
ივანიშვილის „ძალიან ღირებული რჩევების“ შედეგები განათლების რეფორმაში
„როცა ჩვენ შევადგინეთ განათლების რეფორმის კონცეფცია, საბოლოო განხილვის დროს, რა თქმა უნდა, იყო ბიძინა ივანიშვილიც ჩართული და მისი რჩევები იყო ძალიან ღირებული“, – ეს სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელევიზიის ეთერში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რა რისკები აქვს განათლების რეფორმაში ჩრდილოვანი მმართველის აქტიურ ჩართულობას და როგორი შედეგები შეიძლება მივიღოთ ამ პროცესისგან? – „ბათუმელები“ განათლების ექსპერტს და …
Continue reading “ივანიშვილის „ძალიან ღირებული რჩევების“ შედეგები განათლების რეფორმაში”