ბათუმი,მთავარი,სიახლეები

”გოდერძი” – ბაკურიანისა და გუდაურის მიქსი

31.12.2015 • 6067
”გოდერძი” –  ბაკურიანისა და გუდაურის მიქსი

კურორტი „გოდერძი“ 2015 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ოფიციალურად გახსნა. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს.
„გოდერძიზე“ მოქმედებს ორი საბაგირო ხაზი, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. დამსვენებლებს რვაადგილიანი საბაგირო და ექვსადგილიანი ბაბლი ემსახურება.
კურორტზე სულ 6 კოტეჯი ფუნქციონირებს, თითო კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი. კოტეჯებში არის 4 და 2 ადგილიანი ნომრები.
საბაგირო გზა

საბაგირო გზა

საბაგირო გზა

''გოდერძის'' გონდოლა

”გოდერძის” გონდოლა

აჭარის ტურიზმისა და დეპარტამენტის ორგანიზებით „ტურისტული პროდუქტებისა და მართვის სააგენტომ“, შეიმუშავა კურორტ „გოდერძის“ ტურისტული პაკეტები, რომელთა შეძენა მსურველებს ნებისმიერ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეუძლიათ.
პაკეტების ღირებულება, განთავსების ობიექტების მიხედვით განსხვავებულია.

 

პაკეტების ფასები კოტეჯების შემთხვევაში:

3 დღიანი სრული პაკეტი (1 დღე ერთი ადამიანი), 2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში 155 ლარი ღირს, 4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში კი – 145 ლარი. ფასში შედის – ტრანსპორტირება, ბათუმიდან გოდერძამდე და უკან – გოდერძიდან ბათუმამდე, ღამისთევა კოტეჯში, თხილამურები და საბაგირო მთელი დღით და სამჯერადი კვება.
3 დღიანი მხოლოდ ღამისთევისა და კვების პაკეტი (1 დღე ერთი ადამიანი), 2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში 90 ლარი. ფასში შედის – ღამისთევა კოტეჯებში და სამჯერადი კვება.
''გოდერძის'' ადმინისტრაციული შენობა

”გოდერძის” ადმინისტრაციული შენობა

კოტეჯები კურორტ ''გოდერძიზე''

კოტეჯები კურორტ ”გოდერძიზე”

კოტეჯის ინტერიერის დეტალი

კოტეჯის ინტერიერის დეტალი

კურორტზე ხელმისაწვდომია ინტერნეტი

კურორტზე ხელმისაწვდომია ინტერნეტი

„ამჟამად კურორტს შეუძლია 130 კაცამდე მიიღოს, მაგრამ უახლოეს სოფელში, გესთჰაუსებში არის საშუალება კიდევ 100 კაცის განთავსებისა“ – ამბობს,  მთის კურორტების განვითარების კომპანიის, გოდერძის მთის უფროსის მოადგილე ვაჟა დიასამიძე.
გესთჰაუსები, საოჯახო სასტუმრო სახლები, სოფელ დანისპარაულშია, რომელიც გოდერძიდან დაახლოებით 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

საოჯახო ტიპის სახლების ფასია:

2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში (1 დღე ერთი ადამიანი) 110 ლარი, ფასში შედის ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძამდე და პირიქით; ღამისთევა, თხილამურები და საბაგირო მთელი დღე, სამჯერადი კვება.  4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში 40 ლარი, რომელშიც შედის მხოლოდ ღამისთევა და  კვება.
საოჯახო სასტუმრო სახლი სოფელ დანისპარაულში

საოჯახო სასტუმრო სახლი სოფელ დანისპარაულში

საოჯახო სასტუმრო სახლი სოფელ დანისპარაულში

საოჯახო სასტუმრო სახლი სოფელ დანისპარაულში

საოჯახო სასტუმრო სახლი სოფელ დანისპარაულში

საოჯახო სასტუმრო სახლი სოფელ დანისპარაულში
კოტეჯებთან ახლოს არის ორი ადმინისტრაციული შენობა, სადაც ასევე დამატებით ნომრებია განთავსებული, საერთო ჯამში კურორტზე 130 კაცზეა გათვლილი. კურორტიდან, 4 კოლომეტრის დაშორებით მდებარეობს სასტუმრო „მეტეო“, სადაც ასევე შესაძლებელია ტურისტების განთავსება.
კურორტზე მოხვედრა შესაძლებელია, როგორც ბათუმიდან ასევე ქობულეთიდან. ბათუმის სადგურიდან ხულოს ცენტრამდე ყოველდღიურად გადის ტრანსპორტი, ხულოს ცენტრიდან გოდერძამდე კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა დანიშნა სპეციალური მარშრუტი, მაღალი გამავლობის, ორ ხიდიანი, რვა ადგილიანი  მიცუბიშის „დელიკა“, რომელიც ყოველდღე, ხულოს საინფორმაციო ცენტრიდან 11:30 საათზე გადის და 17:00 საათზე ბრუნდება.
ბათუმიდან ხულომდე მგზავრობის საფასური 5 ლარია, ხულოდან გოდერძამდე კი  7 ლარი.
ხულოს საინფორმაციო ცენტრი მუშაობს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

საინფორმაციო ცენტრის ნომერია: +995 577 15 04 26

ხულოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

ხულოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

ხედი სოფელ დანისპარაულიდან

ხედი სოფელ დანისპარაულიდან

Mitshubishi Delica ხულო-გოდერძის გზაზე

Mitshubishi Delica ხულო-გოდერძის გზაზე

 

„გოდერძის“ უპირატესობა

ვაჟა დიასამიძე

ვაჟა დიასამიძე

ვაჟა დიასამიძე: “საქართველოში საბაგირო გზასა და ტრასაზე არის თოვლის ნაკლებობა, „გოდერძზე“ კი ჩვენ გაგვაჩნია ბუნებრივი თოვლით უზრუნველყოფილი ტრასა, სადაც თოვლის სიმაღლე, ტრასების მიხედვით 1 მეტროდან 2 მეტრომდე მერყეობს.
ეს არის დამწყები კურორტი და ჯერ-ჯერობით თავისი მომსახურების დონით და ტურისტების რაოდენობით შეიძლება ვერ შევადაროთ, სხვა კურორტებს, მაგრამ თუ შევადარებთ იმ ტურისტულ პროდუქტს, რასაც სთავაზობს ეს კურორტი და იმას რასაც სთავაზობს საქართვველოს სხვა კურორტები, „გოდერძი“ არის ბაკურიანისა და გუდაურის მიქსი, სადაც არის დიდი შესაძლებლობები გაუკვალავი თოვლისა და ალპური ზონის, ამავე დროს არის ინფრასტრუქტურა ნაძვნარსა და ტყეში, რაც სასიამოვნოსა და გარკვეულ ეფექტს იძლევა მოთხილამურეებში.
აქ არის განუსაზღვრელი შესაძლებლობა ფრირაიდერებისათვის, სნოუბოდრისტებისათვის, იმ ხალხისთვის ვისაც გაუკვალავში უყვარს სრიალი, თავისი ტრასები რომ დაგეგმონ და ისიამოვნონ ახალი თოვლით. განსხვავებით ბევრი კურორტისგან, ეს კურორტი არის ყველაზე კომფორტულ ზონაში განლაგებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის 1700 მეტრიდან 2500 მეტრომდე დიაპაზონში, რომელიც როგორც დამწყებებისათვის ასევე პროფესიონალებისათვის არის ყველაზე მისაღები გეოგრაფიული მდებარეობა.
კურორტზე არის მართალია ცოტა, მაგრამ კომფორტული განთავსების საშუალებები. გარდა იმ ხალხისა ვინც ადგილზე განთავსდება კურორტი ემსახურება ადამიანებს, ვინც ვთქვათ, ერთი დღით ამოდის დასასვენებლად.
კურორტის ადმინისტრაცია სრულად უზრუნველყოფს 4 კილომეტრი საბაგირო გზის ფუნქციონირებას, ყოველდღიურად დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე ფუნქციონირებს ორი საბაგირო გზა, ასევე ყოველდღიურად ხდება მოწესრიგება 8 კოლომეტრიანი სათხილამურო ტრასებისა.
ამავე ტრასებს ემსახურება 5 მაშველი, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში პატრულირებენ.
მაშველების სამსახურის უფროსი არის გამოცდილი მაშველი ირაკლი ჭელიძე, რომელიც მოწვეული [სპეციალისტია].მანამდე ის გუდაურში და სხვა კურორტებზეც მუშაობდა, და არის გამოცდილი მთამსვლელიც.
დანარჩენი მაშველები, ადგილობრივი უახლოეს სოფლებიდან შერჩეული ახალგაზრდები არიან, რომლებიც შეირჩნენ 20-30 კონკურსანტში, თავისი ფიზიკური და ანკეტური მონაცემებით. მათ ჩაუტარდათ რამდენიმე დღიანი, თეორიული და პრაქტიკული  ტრენინგი, როგორც ადგილზე ასევე თბილისში.
აქ ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. აქ არ იყო ამ დონის, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის მომსსახურების გამოცდილება, აქედან გამომდინარე გაუმართლა კურორტს, რომ მენეჯმენტი გადასულია მთის კურორტების მართვის კომპანიაში, რომელსაც ამჟამად საქართველოში კიდევ სამი კურორტის მენეჯმენტი აბარია.
აქ არსებული ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალი, ხმარდება სეზონის დასაწყისს, და მომავალშიც გაგრძელდება გადამზადების პროცესი.
აქ პემანენტულად ჩამოდიან სპეციალისტები, როგორც ბაკურიანიდან, ისე გუდაურიდან ასევე ავსტრიიდან და როგორც კი სეზონის დახურვა მოხდება გაგრძელდება ჩვენი სპეციალისტების ტრენინგები როგორც ქართულ კურორტებზე ასევე ევროპისა და ამერიკის კურორტებზე”.
''გოდერძი''

”გოდერძი”

''გოდერძი''

”გოდერძი”

''გოდერძი''

”გოდერძი”

''გოდერძი''

”გოდერძი”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: