ბათუმი

აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში 93%-ით შესრულდა

07.04.2015
აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში 93%-ით შესრულდა

 

დროულად, ანუ პირველ მარტამდე წარვუდგინეთ ჩვენ უმაღლეს საბჭოს ანგარიში, ისე როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე უმაღლეს საბჭოს კომისიებში ანგარიშს განიხილავენ. არასწორად დასმული კითხვაა – არის თუ არა მზაობა ფინანსთა სამინისტროში ანგარიშის წარსადგენად. ის ფაქტი, რომ ანგარიში გაგზავნილი იყო, ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო მზად არის ანგარიშის ჩასაბარებლად.

ფოტო რამაზ ბოლქვაძის ფესიბუქ გვერდიდან
ფოტო რამაზ ბოლქვაძის ფესიბუქ გვერდიდან

წელს, პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულება როგორია, როგორც ხარჯვით ისე შემოსავლების ნაწილში?

შესრულება შემოსავლების კუთხით არის 111,5%-ი, ანუ 162 463 200 ლარი. რაც შეეხება ხარჯებს – შესრულება არის 93,3%-ია.

 

რომელმა ორგანიზაციებმა ვერ აითვისა ბიუჯეტი?

თავისთავად, როცა შესრულება გვაქვს 93,3%-ით ეს იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილის ათვისება ვერ მოხდა. მაგრამ არის ობიექტური მიზეზები, რის გამოც თანხა ვერ გაიხარჯა. ორგანიზაციების და პროგრამების მიხედვით უნდა განივიხილოთ ეს საკითხი. ეს ყველაფერი  ანგარიშში არის ასახული.

 

კონკრეტულად რომელმა საბიუჯეტო ოგანიზაციამ ვერ აითვისა ყველაზე მეტი თანხა?

მასე არ არის, რომ 100%-ით ვერ აითვისა. გამიჭირდება ზეპირად ამის თქმა, ანგარიშში გაწერილია პროგრამების მიხედვით ეს ყველაფერი – რომელი პროგრამა არის შესრულებული და რომელი შეუსრულებელი და მიზეზებიც არის ახსნილი, რატომ ვერ შესრულდა ის, რაც ვერ შესრულდა.

 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რომ გააკეთოთ – როგორი იყო შარშან ამ დროისთვის შესრულება?

გასულ წელს უფრო ნაკლები იყო – თუ არ ვცდები 90%-ი.

 

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტი წელსაც იდენტური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, როგორც შარშან?

არა. შარშან ორი კვარტლის შესრულება 50%-მდე იყო. ფაქტია, რომ პირველ კვარტალში თუ შესრულება გვაქვს 93%-ი, მეორე კვარტალში უფრო მეტი იქნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: