ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა დოკუმენტები უნდა გქონდეთ თურქეთში შესვლისას – რეგულაციები საქართველოს მოქალაქისთვის

24.03.2022
რა დოკუმენტები უნდა გქონდეთ თურქეთში შესვლისას – რეგულაციები საქართველოს მოქალაქისთვის

საქართველოს მოქალაქეს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება ნებისმიერი მიზნით შეუძლია, თუმცა პანდემიის პერიოდში მოქმედებს გარკვეული რეგულაციები.

დღევანდელი მდგომარეობით, საზღვრის კვეთისას სავალდებულოა საქართველოს მოქალაქემ თურქეთის მხარეს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი მაინც:

  • კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი [ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე];
  • ან ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი [6 თვე აითვლება პირველი პოზიტიური PCR-ტესტის ჩატარების თარიღიდან 28 დღის შემდეგ];
  • ან თურქეთში გამგზავრებამდე უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი, ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი [სავალდებულოა 12 წლის ასაკიდან].

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაცია არ ეხება ტრანზიტულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს.

ამასთან, ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის გაუქმდა სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვალდებულება.

სამინისტრო ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ მიმოსვლის უფლება აქვს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, თურქეთში.

საქართველოში შემოსვლის პირობები საქართველოს მოქალაქისთვის

რაც შეეხება საქართველოში შემოსვლას:

2022 წლის 28 მარტიდან ნებისმიერი ქვეყნიდან [მათ შორის თურქეთიდან] საქართველოში PCR ტესტის გარეშე შემოსულ საქართველოს მოქალაქეს თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ ექნება. 

28 მარტამდე კი:

  • ქვეყანაში შემოსულმა საქართველოს მოქალაქემ, თუ ის ვაქცინირებულია, საზღვარზე უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის [ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა] დამადასტურებელი დოკუმენტი [ამ შემთხვევაში ის თვითიზოლაციაში არ გადავა].
  • არავაქცინირებულმა საქართველოს მოქალაქემ კი, საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი [ამ შემთხვევაში ის, სურვილისამებრ, გადაინაცვლებს 5-დღიან თვითიზოლაციაში, ანუ მისთვის თვითიზოლაცია სავალდებულო არ არის];
  • იმ შემთხვევაში, თუ არავაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე შემოსვლისას არ აქვს PCR ტესტის პასუხი, მან უნდა გაიაროს 5-დღიანი სავალდებულო თვითიზოლაცია.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/398366/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: