2,8 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს ცესკო ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში

ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ადგილობრივი არჩევნების სამზადისშია. ცესკოს ინფორმაციით, „საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების არსებული ბაზის შემოწმება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, რადგან ამ მოცულობის სამუშაოების ჩასატარებლად ფიზიკურად აღარ არსებობს დრო წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე“. საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. …

„დაიბრუნე ხმა“ – თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში მომიტინგეების ნაწილმა 25 ნოემბრის ღამე რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს, დაგეგმილია XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. აქცია რუსთაველის გამზირზე 24 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. პოლიციას ბლოკირებული აქვს ის ქუჩები, საიდანაც დეპუტატებს პარლამენტში უნდა შევიდნენ. თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის …

„1121 წელს ქართველ მებრძოლებში შეიძლება არ იყო გამარჯვების იმედი, თუმცა იბრძოდნენ სამშობლოსთვის“ – სტუდენტები

დღეს, 24 ნოემბერს, დილიდან იმართება საპროტესტო აქციები თბილისში. მოქალაქეები ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, დეოლიგარქიზაციას, გასულ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას…. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ  რუსულ, ეგრეთ წოდებულ ოჯახური სიწმინდის კანონსაც. აქციას უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდან. მათი ნაწილი უკვე თბილისშია. თსუ-ს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს. „… დიდი ხანი ვიფიქრეთ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, …

სტუდენტების წიგნის კაფე ბათუმში – „გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს“

ხატია ფუტკარაძემ და ლუკა დუმბაძემ თავიანთი პირველი ბიზნესი ერთი თვის წინ დაიწყეს. ბათუმში, ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კუთხეში გახსნეს Book Cafe/წიგნის კაფე, რომელიც პირველი სტუდენტური კაფეა ქალაქში. „ჯანსაღი კვება, სამუშაო სივრცე და ლიტერატურა“ – ამ კონცეფციაზე ააწყვეს კაფე ხატიამ და ლუკამ. „დიდი ხნის სურვილი იყო საკუთარი საქმე გვქონოდა. წლების განმავლობაში ვფიქრობდი მსგავსი ტიპის კაფეს …

ბათუმში 23 ნოემბერს საპროტესტო მარში იგეგმება – „გააუქმე გაყალბებული არჩევნები“

ხვალ, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები ბათუმში საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით გაიმართება. საპროტესტო მსვლელობის მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

PROტესტი და პოლიტიკა საქართველოში – ორი კვირის დაიჯესტი 

მოამზადა ნათია კაპანაძემ  __________________________________ 11-17 ნოემბრის ქრონიკა „დემოკრატიისთვის ბრძოლა გვიანი არასდროსაა“ – თქვა შვედმა პარლამენტარმა, ერიკ ოტოსონმა გასულ კვირას რუსთაველის გამზირზე, როცა ევროპელმა დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს. ისინი თბილისში აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად ჩამოვიდნენ. საქართველოს მთავრობას კი მოუწოდეს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს დაარღვევს. მმართველ პარტიას ევროპელი პოლიტიკოსების რჩევები არ გაუთვალისწინებელია. …

უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შეაჯამა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები აქციის ფონზე შეაჯამა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და უმაღლეს საბჭოშიც არ შევლენ. ვრცლად: „არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში „საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში …

პროცენტები და მანდატები ცესკოს შემაჯამებელი ოქმიდან – არჩევნები 2024

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 16 ნოემბერს ხმაურის ფონზე დაამტკიცა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო – 3 508 294, არჩევნებში მონაწილეობდა – 2 111 834, ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იყო 34 974. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ …

ბათუმში დღეს ოპოზიცია აქციას გამართავს საარჩევნო ოლქის შენობასთან

დღეს, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმში, ვარდების სკვერთან, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის შენობასთან, დ. თავდადებულის #27-ში, ორი ოპოზიციური კოალიცია – „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ აქციას აანონსებს. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს. „ევროპული მომავალი ივანიშვილთან ერთად მოგვპარა გიორგი კალანდარიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სადაც ქართველი ხალხის ნება გადაწერეს და ოლიგარქის სასარგებლო შედეგები „დასვეს“. ამიტომ, …

უსკო აცხადებს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ოცნებამ“ ხმების 57 პროცენტი მიიღო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. უსკო აცხადებს, რომ „ოცნებამ“ მიიღო საარჩევნო ხმების 57.43%, სულ 110 130 ხმა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. უსკოს მიერ დათვლილი წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება: „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – …

ამომრჩეველი და მოსახლეობა – ცესკო და საქსტატი ამბობს, რომ მათი მონაცემების შედარება არ შეიძლება

საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარედება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში მცხოვრებთა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მყოფი ადამიანების რაოდენობის შესახებ, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი მოქალაქე იმყოფება ამ დროისთვის საქართველოში. ასეთი არც ოფიციალური სტატისტიკა არსებობს. საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში და რამდენი იმყოფება საზღვარგარეთ ამის დადგენა, როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, მხოლოდ საყოველთაო …

მოქალაქეები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, რეგიონების პრობლემებზე კონცენტრირდნენ

კოალიციამ ,,ინფორმაციის სანდოობისთვის” კამპანიის „გაიგეთ ჩვენი ხმა” ფარგლებში გამოკვეთა, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ: სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა, საკვებსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები, მიგრაცია და დაბალი პენსია. აღნიშნული პრობლემები კოალიციის წევრებს მოქალაქეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო გამოკითხვებისა და შეხვედრებისა დროს გაუზიარეს. მოსახლეობის თქმით, მაშინ, როცა პოლიტიკოსები განყენებულ საკითხებზე მსჯელობენ, რეგიონებში მნიშვნელოვან გამოწვევად …

„თბილისიდან მიწევს ჩამოსვლა ხმის მისაცემად“ – როგორ აპირებენ ახალგაზრდები არჩევნებში მონაწილეობას

26 ოქტომბრის არჩევნებამდე 38 დღე დარჩა. ქვეყანაში ათასობით ახალგაზრდაა, რომლებიც მათი რეგისტრაციის ადგილიდან მოშორებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, სწავლობენ ან მუშაობენ. „ბათუმელებმა“ გამოკითხა ის ახალგაზრდები, რომლებიც ამჟამად თბილისში ცხოვრობენ, თუმცა აჭარის მუნიციპალიტეტებში არიან ჩაწერილები. რატომაა მნიშვნელოვანი არჩევნებზე წასვლა? როგორ აპირებთ საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას? – ვკითხეთ მათ. „მინდა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს და როცა მე …

რომელი პარტიები მონაწილეობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – სია

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] 14 პარტიაა დარეგისტრირებული. უმაღლესი საბჭოს არჩევნები 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული წესით. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, უსკოსთვის პარტიების …

აჭარაში 26 ოქტომბერს ორი არჩევნები ჩატარდება – როგორ ბიულეტენს მიიღებს ამომრჩეველი

26 ოქტომბერს აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. შესაბამისად, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში [ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო] ამომრჩევლები განსხვავებულ ბიულეტენებს მიიღებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ინფორმაციით, აჭარაში ამომრჩევლებს, საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად სასურველი პარტიებისთვის ხმის მიცემა ერთ ბიულეტენზე შეეძლებათ. ბიულეტენზე ცალკე სვეტში იქნება პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების …

საარჩევნო უბნები აჭარაში, სადაც ხმის მიცემა ძველი წესით ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ცნობით, 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები აჭარაში 66 უბანზე ძველი წესით ჩატარდება. დანარჩენ უბნებში კი კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება. აჭარის 6 საარჩევნო ოლქში ჯამში 316 საარჩევნო უბანი იქნება. ბათუმის N79 საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ყველა [88 უბანი] საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. გამონაკლისია დანარჩენი ოლქები აჭარაში, …

„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

„ოცნების“ კოორდინატორებმა ადგილზე მოიყვანეს მარშუტკები და რეესტრში წაგვიყვანეს – დაგვარეგისტრირეს. რა დოკუმენტიც იუსტიციაში მოგვცეს, ყველაფერი კოორდინატორებს დავუტოვეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩაგვაბაროთო,“ – ერთნაირად გვიყვებიან ახალ ამბავს „ოცნების ქალაქის“ ახალ კორპუსებში შესახლებულები. ე.წ. ოცნების ქალაქში 12-წლიანი ლოდინის შემდეგ საარჩევნო, 2024 წელს წელს, 600-მდე ოჯახს ბინა გადასცეს. ამჯერად ბინები ამ ოჯახების საკუთრება ფორმდება. ქოხებში დარჩენილებიც წაიყვანეს …

რას აპირებს Gen Z არჩევნებზე

მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. „ოცნების“ საარჩევნო გზავნილები ამჯერადაც განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობასა და ომით დაშინების პროპაგანდაზეა აგებული. როგორ აპირებს ახალგაზრდობა დაეხმაროს საზოგადოებას პროპაგანდით გამოწვეული შიშებისა თუ გაურკვევლობის დაძლევაში, რითაც „ოცნება“ ბოლო წლებია აქტიურად კვებავს. „ბათუმელები“ ახალგაზრდა აქტივისტებს ესაუბრა, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ მთელი თვე იდგნენ რუსთაველზე და დღემდე აქტიურად იბრძვიან საქართველოს ევროპული …

ბათუმსა და ხელვაჩაურში მერს ირჩევენ – II ტური

დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები საქართველოში უკვე გაიხსნა. აჭარაში მერის არჩევნების მეორე ტური ორ მუნიციპალიტეტში, ბათუმსა და ხელვაჩაურში იმართება. ორივე მუნიციპალიტეტში კონკურენტები არიან მმართველის პარტიის, „ქართული ოცნების“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები. ბათუმში მერობის კანდიდატები არიან: არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ გიორგი კირთაძე – ერთიანი ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა არჩევნების პირველ …

ვინ რამდენი ხმა მიიღო – მერობის კანდიდატები ბათუმში

ცესკოს მონაცემების თანახმად, ბათუმში ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია, შესაბამისად, ცნობილია წინასწარი შედეგები, რამდენი ხმა მიიღეს მერობის კანდიდატებმა. დაზუსტებით ცნობილია, რომ ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მეორე ტურში მხოლოდ ორი კანდიდატი იქნება – არჩილ ჩიქოვანი, „ოცნების“ მერობის კანდიდატი და გიორგი კირთაძე, ერთიანი ოპოზიციის …

მერის არჩევნების წინასწარი შედეგები ხელვაჩაურში | მოსალოდნელია II ტური

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ხელვაჩაურში, ზაზა დიასამიძემ, ამომრჩეველთა ხმების 42.9% მიიღო, ხოლო ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ – 41.18 %. ამ დროისთვის ხელვაჩაურში 47 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 43 უბანი. ამომრჩეველთა ხმების 15.52% მიიღო ჯუმბერ ბერიძემ, „გახარია საქართველოსთვის“ ქობულეთის მერობის კანდიდატმა. ამ მონაცემებით, ხელვაჩაურში მერის არჩევნების მეორე …

„მოგხედავთ“, „ვიმახსოვრებთ სახელებს“ – ბათუმის საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს დაემუქრნენ

დღეს, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე „ბათუმელებმა“ ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან ახლოს შენიშნა მოქალაქეები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ტოვებდნენ ტერიტორიას და თან ჰქონდათ სიები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ბათუმის #95 საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ, სადაც, საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით,  ერთი საათის განმავლობაში ტერიტორიაზე რამდენიმე კაცი იყო, ხელში ფურცლითა და პასტით. ისინი ჯერ მანქანაში ისხდნენ, შემდეგ …

რა დარღვევებზე საუბრობს „ქართული ოცნება“ ბათუმში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 2 ოქტომბერს, არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ” არაერთი დარღვევა დააფიქსირა, თუმცა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ამასთან, თორნიკე რიჟვაძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს. „დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი დარღვევა,  როგორც ნაცმოძრაობის, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არღვევენ საარჩევნო …

აჭარაში ყველაზე მაღალი აქტივობა შუახევშია, ყველაზე დაბალი – ხულოში | 12 საათის მონაცემები

ცესკოს ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით აჭარაში სულ 60 271 ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი ხმა, რაც აჭარის ამომრჩეველთა 19.2%-ია. რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში შუახევში დაფიქსირდა, სადაც 12 საათისთვის 3 401-მა (22.6%) ამომრჩეველმა მისცა ხმა, შემდეგ მოდის ხელვაჩაური – 9 580 (21.6%), ქედა – 3 285 (21%), ქობულეთი –  13 123 (19.5%), ბათუმი …

რიგები საარჩევნო უბნებთან ბათუმში | ფოტო

ბათუმში რეგისტრირებული 148 011 ამომრჩევლიდან, ცესკოს ინფორმაციით, 12 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ხმა 26 630-მა ამომრჩეველმა [18-მა პროცენტმა] მისცა. დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობა 64 საკრებულოს 2 068 წევრს და 64 მერს, აქედან ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერს ირჩევს. ეს ფოტოები „ბათუმელებმა“ ბათუმის სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, 12-დან 13 საათამდე გადაიღო.     …

„დაგიმტვრევ თავ-ყბას“ – საიას დამკვირვებლისთვის ბათუმში ტელეფონის წართმევა სცადეს

„დაგიმტვრევ თავ-ყბას თუ უფლება არ გაქვს და ისე იღებ” – ამ სიტყვებით ბათუმის N44 უბანზე საიას დამკვირვებელს მიმართავს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირი. ვიდეოში, რომელსაც ბათუმის N44 უბანზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თემურ ირემაძე იღებს, ისმის, რომ უბნის გარე პერიმეტრზე გარკვეული მობილიზება შეინიშნება.  ამავდროულად კადრში ჩანს უცხო პირი, რომელიც მას გზას უღობავს, აგრესიულად მიმართავს, …

ბათუმში #64 უბანთან მიკროავტობუსში სიებით სხედან – აგრესია ჟურნალისტის მიმართ

„ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბათუმში, #64 უბანთან გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსიში ამომრჩევლებს თანხას აძლევდნენ. ადგილზე გადასამოწმებლად მისულებს მიკროავტობუსში დაგვხვდნენ სიებით მოქალაქეები, რომლებიც აგრესიულად პასუხობდნენ „ბათუმელების“ ჟურნალისტის კითხვებს. მიკროავტობუსში სულ ცოტა ხუთი ადამიანი ზის, მათგან ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ჟურნალისტის მიმართ. ჩართული ტელეფონის დანახვისთანავე კაცი წამოდგა, უხეშად მოუწოდა ჟურნალისტს სივრცის დატოვებისკენ და მობილური ხელიდან დააგდებინა. იგი …

ბათუმში TV „პირველის“ გადამღებ ჯგუფს აპარატურა სამარშუტო ტაქსიში ჩაუკეტეს

ბათუმის #64 საარჩევნო უბანზე ტვ „პირველის“ ჯგუფის აპარატურა სამარშრუტო ტაქსიში ჩაკეტეს. ამის შესახებ „პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ის ესაუბრებოდა სამარშრუტო ტაქსიში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ამომრჩევლების მობილიზაციას ახდენდნენ და თან ჰქონდათ ცესკოს სიები. საუბრის დროს სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა დატოვა ადგილი და აპარატურა მანქანაში ჩაკეტილი აღმოჩნდა. „პირველის“ განცხადებით, სამარშრუტო ტაქსიში „ქართული ოცნების“ აგიტატორები …

საარჩევნო უბანი ბათუმში „ოცნების“ მერობის კანდიდატის ბანერის ფონზე

ბათუმის #6 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი ხვდება. ეს საარჩევნო უბანი მეორე საჯარო სკოლაშია გახსნილი. ოთახი, რომელშიც საარჩევნო უბნისათვის არის გამოყოფილი, ქუჩას ესაზღვრება. საარჩევნო უბნიდან ზუსტად ორ მეტრში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე კი “ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის საარჩევნო ბანერებია გაკრული. რეგისტრატორებთან ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტენის მიღების ლოდინი “ქართული ოცნების” …

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია და შიმშილობას აცხადებს – სახალხო დამცველი

მიხეილ სააკაშვილი თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად, აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას –  ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა, 1 ოქტომბერს დააკავებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „როგორ შემოვიდა საქართველოში და რა გზებით, მას არ სურს, რომ ვისაუბრო და არ გვისაუბრია,  სიღრმისეულად …

არჩევნებს 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს – საქართველოს მოსახლეობა ქალაქის მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს. დღეს არჩევნებს 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები. ყველაზე მეტი დამკვირვებელი დღეს არჩევნებზე ეუთოს [ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი OSCE/ODIHR] ჰყავს. არჩევნებს ეუთოს 516 დამკვირვებელი აკვირდება. საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლით მეორე ადგილზეა აშშ-ის …

აჭარაში 314 644  ამომრჩეველია

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. აჭარაში საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში 314 644  ამომრჩეველია რეგისტრირებული. ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქალაქ ბათუმშია. აქ 106 საარჩევნო უბანია. ამომრჩეველთა რაოდენობა აჭარაში მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება: ბათუმის №79 ოლქი – 148 011 ამომრჩეველი ქობულეთის №81 …

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობა 64 საკრებულოს 2 068 წევრს და 64 მერს, აქედან ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერს ირჩევს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 664 საარჩევნო უბანია შექმნილი. 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გასტანს. …

ღარიბაშვილმა ივანიშვილს „ბიძინაობა“ მიულოცა სააკაშვილის დაკავებაზე განცხადების შემდეგ

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს გამართულ მოკლე ბრიფინგზე, სადაც მან მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ისაუბრა, ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა. „დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონო ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ …

ბათუმის რომელ ქუჩებზე იყო სააკაშვილი ვიდეოს მიხედვით – მიშას მარშრუტი

დღეს, პირველ ოქტომბერს, დილით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით კი გაავრცელა კადრები, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის იმყოფებოდა ბათუმში. ამ ვიდეოებში თავადაც ირწმუნება, რომ ბათუმშია და 2 ოქტომბერს თბილისში იქნება. რა ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში? პირველ ვიდეოკადრებში სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში საკმაოდ …

სააკაშვილი საქართველოში არ არის, ნეტა ყოფილიყო – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები ყალბია და იგი საქართველოში არ იმყოფება.  ამის შესახებ კობახიძემ დღეს, პირველ ოქტომბერს განაცხადა ჟურნალისტებთან. „სააკაშვილი საქართველოში არ არის – ეს პირველი. რაც შეეხება მეორეს, ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ. ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ამ …

Exit mobile version