სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო: მერიამ ჩვენი შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა

ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტში საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ, თეონა დიასამიძემ, საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის დამტკიცებამდე განაცხადა. საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ, მას უპასუხა, რომ ასეთი შენიშვნები მერიაში არ მიუღიათ. თეონა დიასამიძის თქმით, გარდა იმისა, რომ შენიშვნები „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ წერილობით პირადად მერს, ლაშა …

მერია 2018 წელს „სიმაღლის გადასახადიდან“ მილიონის ამოღებას გეგმავს

ბათუმის მერია მომავალ წელს „სიმაღლის გადასახადის“ სახით მილიონ 200 000 ლარის ამოღებას გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის კონკრეტულ უბნებში უკვე დადგენილ პარამეტრებზე მაღალი შენობები ისევ აშენდება. სპეციალური ზონალური მოსაკრებელი  კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე, სიმაღლეზე გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს. ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს …

რის აშენებას გეგმავს „სილქ როუდ ჯგუფი“ მწვანე კონცხზე – ახალი პროექტი

  დღეს ბათუმის მერიამ დაიწყო საქმის წარმოება მწვანე კონცხზე, ექვს მიწის ნაკვეთზე განაშენიანების გეგმის შესამუშავებლად და დასამტკიცებლად. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, საკითხი ეხება სააქციო საზოგადოება „საქართველოს კურორტების“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს. მისივე თქმით, ინვესტორი გეგმავს ამ ნაკვეთებზე არსებული ძველი შენობების ნაცვლად ახალი, დაბალსართულიანი [ორიდან ოთხამდე] „თაუნ ჰაუსის“ ტიპის შენობების აშენებას. ამ შენობებში …

ბათუმის ბიუჯეტი და ნატალია ზოიძე საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციების შექმნაზე

ბათუმის საკრებულომ 17 ხმით ექვსის წინააღმდეგ ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი დაიწუნა და მის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ. შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, თეონა დიასამიძესაც, მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საბჭოს შენიშვნები არ გაიზიარეს. საკრებულოს მრჩეველთა საბჭო ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების თითო წევრისგან შედგება. ბიუჯეტის საკითხის განხილვისას რამდენჯერმე ითხოვდა სიტყვას „ქართული ოცნების“ ფრაქციის …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე „ოცნების“ წევრებს სხდომაზე გაჩუმებას აიძულებდა

რეგლამენტი და მადლობა ის სიტყვებია, რომლებიც დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ ყველაზე მეტჯერ გამოიყენა. ორივე სიტყვას ის საკრებულოს იმ წევრის გასაჩუმებლად იყენებდა, რომელმაც საუბარი ან ოპოზიციისთვის პასუხის გაცემის სურვილი გამოხატა. სულიკო თებიძე ძალისხმევას არ ზოგავდა, საკრებულოს წევრებს განსხვავებული პოზიციების გამოთქმის შემდეგ არ ეკამათათ. „არ შევიდეთ პოლემიკაში“, „ნუ შევალთ პოლემიკაში“ – ამ წინადადებით და …

საკრებულოს წევრი: ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღი სახიფათო მდგომარეობაშია

ბათუმის საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის ინფორმაციით, სახიფათო მდგომარეობაა ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღში – შენობის კედლები დაბზარულია და იქ ყოფნა ბავშვებისთვის სახიფათოა. „ვიდრე იქ რაიმე მოხდება, მანამ მივიღოთ გადაწყვეტილება“, – მიმართა მან საკრებულოს თავმჯდომარეს. ინფორმაცია დაადასტურა ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნატალია ზაქარეიშვილმა. მან თქვა, რომ ბაღის შენობის კედლები დაიბზარა ისე, რომ მუჭი შეეტევა ბზარებში: “ჩვენ ადრეც დაგვიდგა …

ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია – „ერთმანეთის გასაძლიერებლად“ იქმნება

დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ ახალ ფრაქციას ქმნის. ფრაქციის თავმჯდომარე იქნება ნატალია ძიძიგური. ფრაქციაში კიდევ ორი წევრი იქნება – ნერიმან ცინცაძე და მუხამედ ართმელაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საკრებულოში, მირდატ ქამადაძეს მიაჩნია, რომ ეს არის „ფორმალურად შექმნილი“ ფრაქცია. ნატალია ძიძიგური კი ამბობს, რომ ახალი ფრაქცია „მხოლოდ ერთმანეთის გასაძლიერებლად …

მინისტრი: ემზარ ჩოგაძეს კლინიკა ოპერაციას წინასწარი ანაზღაურების გარეშე გაუკეთებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მკვიდრ ემზარ ჩოგაძის ოჯახის წევრებს მთავრობის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ემზარ ჩოგაძეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაუდებელი ოპერაცია, სტენტირება სჭირდება.  დღეს, 25 დეკემბერს, დაახლოებით ორი საათის წინ ოჯახის ახლობლები მთავრობის სახლთან იყვნენ შეკრებილები და პაციენტის ოპერაციისთვის დაფინანსებას ითხოვდნენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტს სახელმწიფოს მხრიდან ყველა შესაძლო დახმარება გაეწია …

ბათუმში უკანონოდ აშენებული სართულები არც ერთმა კომპანიამ არ დააკანონა

2018 წლის პირველი იანვრიდან ძალას დაკარგავს დადგენილება, რომლითაც მერიამ მშენებლებს ბათუმში უკანონოდ აშენებული სართულების დაკანონების შესაძლებლობა მისცა. დადგენილება #25  კ2 -ის გაზრდაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობით, უკანონოდ აშენებულ ერთ კვადრატულ მეტრზე 400 ლარის გადახდის სანაცვლოდ დაკანონებას ითვალისწინებდა. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, ამ შესაძლებლობით არც ერთ კანონდამრღვევ მშენებელს არ უსარგებლია. ბათუმში დაფიქსირდა ბევრი შემთხვევა, როდესაც …

როგორ გადაანაწილა აჭარის მთავრობამ 355 მილიონი ლარი

355 მილიონი ლარია აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი. გასულ წელთან შედარებით 19 მილიონით გაიზარდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება. გასულ წელს უწყების ბიუჯეტი 26 მილიონი ლარი იყო, მომავალ წელს 45 მილიონი ლარი იქნება. მათ შორის მომავალ წელს მილიონი ლარი მოხმარდება რეგიონის საინვესტიციო პრომოუშენს. 3 მილიონ 270 000 ლარით დაფინანსდება ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა, …

მთავრობის მოთხოვნა ბათუმის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის უარი

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე, აპირებს უარი უთხრას საქართველოს მთავრობის იურიდიულ დეპარტამენტს მოთხოვნაზე – ბათილად ცნოს ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის 25-ე დადგენილება. ამ დადგენილებით ბათუმის მერია მენაშენეებისგან უკანონოდ აშენებული სართულების კანონიერ ჩარჩოში მოქცევას ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ასეთი დადგენილების მიღება სცილდება საკრებულოს კომპეტენციას, ამიტომაც საკრებულომ მისი ბათილად ცნობის საკითხზე უნდა იმსჯელოს. მოთხოვნის გაზიარებას …

აჭარის მთავრობა არდაგანის ტბაში არსებული  კუნძულების 2045 წლამდე გასხვისებას გეგმავს

ბათუმის პარკში, არდაგანის ტბაში, რესტორან „სანსეტის“ მეპატრონე მთავრობას ხელშეკრულების გაგრძელებას და ტბაში არსებული ნაკვეთების 2045 წლამდე სარგებლობის უფლებით გადაცემას სთხოვს. ამის თაობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  ქონების მეპატრონეს – ბათუმის მერიას მიმართა, მერიამ კი, თავის მხრივ, ნაკვეთის უსასყიდლოდ მთავრობისთვის გადაცემის უფლების მისაღებად საკითხი საკრებულოში დასამტკიცებლად წარადგინა. საკრებულოს უკვე მომზადებული აქვს შესაბამისი განკარგულების პროექტი, რომლის …

ფრაქცია კომფორტისთვის – „ეს ცუდად აისახება პარტიის იმიჯზე“

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით გასულმა წევრებმა კიდევ ერთი ფრაქცია შექმნეს: „ქართული ოცნება – მრეწველები“. თვითმმართველობის კოდექსით ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში. ეს დათქმა კოდექსის ავტორებმა პროექტის განხილვისას იმით ახსნეს, რომ საკრებულოებში ერთი პარტიის შიგნით ფრაქციები ხელოვნურად, იმ კომფორტის მისაღებად არ შეექმნათ, რასაც კანონმდებლობა ფრაქციებისთვის ითვალისწინებს. …

ორი ინვესტორი ქობულეთში – დეტალები, ჯერჯერობით, საიდუმლოა

ქობულეთში ორი მსხვილი ინვესტიციის შესაძლო შემოსვლის შესახებ გუშინ, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, განიხილება 180-ნომრიანი სასტუმროსა და  სპაცენტრის მშენებლობა. მინისტრმა თქვა, რომ, ჯერჯერობით, „მოლაპარაკებები არ დასრულებულა,“ ამიტომ არ გაახმოვანებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად სად, რომელ ნაკვეთებზე განიხილება ინვესტიციების განხორციელება და ვინ არის ინვესტორი. მთავრობის სხდომაზე …

3 მილიონ 139 306 ლარი კურორტ „გოდერძიზე“ კერძო პირებისგან მიწის გამოსასყიდად

დღეს, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ კურორტ „გოდერძიზე“ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსასყიდი კომპენსაციის გამოყოფაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს თანხა 3 მილიონ 139 306 ლარია. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მინიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებისთვის, წელს, მთლიანობაში 17 მილიონ 200 000 ლარი გამოიყო. აქედან 2 მილიონ  551 673 ლარი არის ტედერების …

კიდევ ერთხელ ზონალური საბჭოს დათხოვნაზე – ზურაბ პატარაძის „უახლესი პერიოდის გეგმები“

დღეს, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სხვა საკითხებთან ერთად ზურაბ პატარაძე შეეხო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს დათხოვნის შესახებ მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას: „თქვენ იცით, რომ დედაქალაქში საერთოდ გაუქმდა ზონალური საბჭო.  გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ექსპერტებთან. თუ ეს საბჭო გააგრძელებს მუშაობას ამ ფორმით, ჩვენ მზად ვართ მასში …

24 დეკემბერს გომარდულს, სავარაუდოდ, გახსნიან 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, სავარაუდოდ კვირის ბოლოს, 24 დეკემბერს აჭარის მთავრობა ზამთრის კურორტ „გომარდულის“ გახსნას გეგმავს. ზურაბ პატარაძის თქმით, მიღწეულია  შეთანხმება, რაც კურორტს საგადასახადო ვალდებულებებისგან ათავისუფლებს და მისი გახსნის შესაძლებლობას იძლევა. სააქციო საზოგადოება „გომარდული“ საგადასახადო დავალიანებების გამო დაყადაღებული იყო. დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა. „სანაცვლოდ ინვესტორთა ჯგუფი იქ უზრუნველყოფს გარკვეული სამუშაოების  ჩატარებას, …

შევინარჩუნებ ინტრიგას – ბათუმის მერი ქალაქის საახალწლო სამზადისზე

როგორი საახალწლო განათება ექნება წელს ბათუმს – ამ საკითხით დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაინტერესდა. მან სთხოვა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ინფორმაცია საახალწლო განათებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ბათუმის მერის ინფორმაციით, საახალწლო განათებასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოები 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში 37 ქუჩაზე დაამონტაჟებენ საახალწლო განათებებს. აქედან 111 ახალი კონსტრუქცია იქნება, …

აჭარის განათლების მინისტრი სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე

აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის ინფორმაციით, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამინისტროსთან ერთად, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეამოწმა აჭარაში მოქმედი ყველა სკოლა, მათ შორის კერძო სკოლები. ამის შემდეგ სკოლების ხელმძღვანელებს გადაეცათ განკარგულება, სადაც გაწერილია კონკრეტული საჭიროებები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეთვალყურეობით სასწავლო განგაში ჩატარდა ორ სკოლაში. ბევრი სკოლა კი ამ …

ახვლედიანის ქუჩაზე შესაძლოა კიდევ ერთი კორპუსის დანგრევა გახდეს საჭირო

აჭარის მთავრობა ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის მომიჯნავე კორპუსის დემონტაჟის საკითხსაც განიხილავს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, „მას შემდეგ, რაც ახვლედიანის ქუჩაზე დაზარალებული სახლის დემონტაჟი განხორციელდება, სასურველია ჩატარდეს მომიჯნავე სახლის ექსპერტიზა, რომლის კედელიც ასევე დაზიანებულია. და რადგან ეს სახლიც ძველია, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მისი დემონტაჟის საკითხიც“. …

ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები საზღვრების ცვლილების საკითხს განიხილავენ

ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები საზღვრების ცვლილების საკითხზე მუშაობენ. საუბარია ზოგიერთი ტერიტორიის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის უკან დაბრუნებაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბათუმს გადაეცა. ბათუმის საზღვრები სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, „განიხილება მაშინ გადაცემული ტერიტორიების ნაწილის დაბუნება“. პროექტის პირველი ვარიანტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მზად მომავალი წლის იანვარში ექნება. ნადიმ ვარშანიძე არ აკონკრეტებს, …

თავის არეში დაჭრილ 17 წლის მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა 

გუშინ, ხელვაჩაურელი 17 წლის მოზარდი, თავის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭრილობა სანადირო თოფით არის მიყენებული. კლინიკა „მედინაში“ ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა, თუმცა შესაძლებელია მოზარდი გადარჩეს. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.

ზონალური საბჭოს წევრები ასათიანის #8-ში ისტორიული სახლის შესაძლო დემონტაჟზე

ბათუმში, ლუკა ასათიანის #8-ში, ისტორიული სახლის ნაცვლად ახალი რვასართულიანი სახლის აშენების წინადადებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ერთხელ უკვე თქვა უარი – სიმაღლის გამო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ საბჭოს ახალ, „მოსაწონ პროექტს“ წარუდგენენ, ბათუმში კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეიძლება დაანგრიონ?  საბჭო მხოლოდ ახალი პროექტის გაბარიტებზე იმსჯელებს, თუ საკითხს ისტორიული შენობის გადარჩენის ჭრილში განიხილავს? …

მოქალაქე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაშენების ნებართვას ითხოვს

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაში, მოქალაქე იური ბასილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაშენების ნებართვას ითხოვს. ამის თაობაზე მან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საგაგენტოს უკვე მიმართა და პროექტიც წარუდგინა. ესკიზის  მიხედვით მოქალაქე ორსართულიან ძეგლზე ერთი სართულის დამატებას გეგმავს, რომელსაც შუშის ფასადი ექნება. სააგენტოს კულტურის საბჭოს ეს საკითხი 15 დეკემბერს უნდა განეხილა, თუმცა სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო …

20:17 – ბათუმის „ბათუმმა“ რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსი“ დაამარცხა

ბათუმის „ბათუმმა“ რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსი“ ანგარიშით 20:17 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „ბათუმი“ „ფლეი ოფში“ მოხვდა და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.  

ავტოავარია ბათუმში – დაშავდა სამი ადამიანი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. დაშავებულია სამი ადამიანი. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით დაშავებულთაგან ერთი ბავშთა საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი რეფერალურ საავადმყოფოში და ერთიც საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში;  პაციენტებს აღენიშნებოდათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე …

უშიშროების საბჭოს მნიშვნელობა და მიმდინარე პროცესები – დისკუსია ბათუმის დემოკრატიის სკოლაში

მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საკონსტიტუციო ცვლილებები, უშიშროების საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები – ამ საკითხებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი დღეს, 16 დეკემბერს,  ბათუმის დემოკრატიის სკოლაში [EECMD], სკოლის კურსდამთავრებულებსა და მსმენელებს ესაუბრნენ. დავით რაქვიაშვილმა უშიშროების საბჭოს მნიშვნელობაზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „როდესაც ფრონტის ხაზზე ვართ იდეოლოგიურ დონეზე, როდესაც …

ვოლდორფის საბავშვო ბაღის ინიციატორები ბათუმში საინფორმაციო შეხვედრას მოაწყობენ

2017 წლის 24 დეკემბერს ბათუმში ვოლდორფის ბაღის დაარსების ინიციატორები საინფორმაციო შეხვედრას მოაწყოვენ. შეხვედრა ბათუმში , ზვიად გამსახურდიას ქუშის # 1/5-ში  დილის 11:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება. შეხვედრაზე დაგეგმილია ვოლდორფის პედაგოგიკის, როგორც თეორიული კურსის გაცნობა. შეხვედრის შუალედებში მოეწყობა ე.წ. მრგვალი მაგიდა – სტუმრებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები თემის ირგვლივ. ბათუმში ვალდორფის ბაღის გახსნის იდეა თბილისის თავისუფალი …

შარაბიძეების დასახლებაში ეკალ-ბარდს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, მდინარე ჭოროხის პირას რამდენიმე წუთის წინ ხანძარი გაჩნდა. საგანგენო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფრომაციით ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები. მაეხანძრეების თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.  

კიდევ ერთ ისტორიულ სახლს ბათუმში დანგრევა ემუქრება

ბათუმში, ლუკა ასათიანის #8-ში, ერთსართულიანი, აგურით ნაშენი ისტორიული სახლის ბედი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჯერ არ გადაუწყვეტიათ. სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ამ სახლის დემონტაჟის სანაცვლოდ ახალი, რვასართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის შესახებ წინადადება ერთხელ უკვე განიხილა და უარი თქვა. უარის თქმის მოტივად ზონალური საბჭოს სხდომაზე ახალი პროექტის სიმაღლე დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლის დანგრევის შესაძლებობა განიხილება. საბჭოს …

373 ძეგლი აჭარაში – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მონაცემები დააზუსტა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის დაზუსტებაზე მუშაობა დაასრულა. სააგენტოს მონაცემებით, აჭარაში სულ 373 ძეგლია, აქედან 248 მდებარეობს ბათუმში, ხელვაჩაურში – 26, ქედაში – 41, ქობულეთში – 34, ხულოში – 14, შუახევში – 10. სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, მუშაობისას გამოიკვეთა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით: ეს იყო დუბლირებები, როცა …

მოქალაქე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან სახლს იშენებს

ბათუმში, გამსახურდიასა და გორგასლის ქუჩების კვეთაში [ #35 ] – სომხურ-კათოლიკურ ეკლესიასთან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მოქალაქე ნანული დოლიძე საცხოვრებელ სახლს იშენებს. ადგილზე მშენებლებმა წარმოგვიდგინეს ბათუმის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებართვა გაცემულია საზოგადოებრივი ობიექტის რეკონსტრუქციაზე 2017 წლის 26 ნოემბერს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც ახლა მშენებლობა …

შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარი დააზიანა

ძლიერმა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარის ინფრასქტრუქტურა დააზიანა . ბათუმის მერიის ინფორმაციით ამ წუთებში  ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდის სამუშაოები.  

„ბათომის“ თავმჯდომარე კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს – „პასუხისგებაში ხართ მისაცემი“

„…რატომ გაიგულავა ყველამ ამ ქალაქზე? – არ შეიძლება ასეთი მიდგომა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ საბჭოს ფუნქციაც სწორედ ეს იყო, რომ ეს დაგეცვათ. მოგეთხოვებათ პასუხი სულ ყველას სათითაოდ, ვინც კი ამ საბჭოს წევრია და ეს განსაკუთრებით ეხება მერიის სამსახურებს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი უმრავლესობით… ბოლოს და ბოლოს გაიაზრონ და შეცვალონ პოლიტიკა ქალაქის მიმართ“, – …

ძველ ბათუმში ორსართულიანი სახლის ოთხსართულიანად გადაკეთება სურთ

ძველ ბათუმში, ჟორდანიას #9-ში მოქალაქე ორსართულიანი ისტორიული სახლის რეკონსტრუქციას და კიდევ ორი სართულის დამატებას გეგმავს. გარდა იმისა, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, მასზე შემორჩენილია ძველი მასკარონები [ ქვაზე გამოსახული ადამიანების სახეები], ქუჩას კი შენარჩუნებული აქვს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი სიმწყობრე. სახლის რეკონსტრუქციას მოქალაქე ხასან გორგაძე აპირებს. მან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს უკვე მიმართა, საბჭომ …

ზურაბ პატარაძე ზონალური საბჭოს დათხოვნას არ ჩქარობს 

ერთი თვის წინ, 31 ოქტომბერს, პრივატულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ორგანიზაცია „ბათომს“ შეჰპირდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს დაითხოვდა და ახალ საბჭოს დარგის სპეციალისტებით დააკომპლექტებდა. „ბათომში“ მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული საბჭო ვერ მიიღებს კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს ძეგლებთან მიმართებაში, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, საბჭოს წევრებს დარგთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ …

Exit mobile version