ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წრიულთან, სამი მაღალსართულიანი სახლის წინ კიდევ ერთ მაღალსართულიან კორპუსს აშენებენ. სამშენებლო ღობის შიგნითაა მოქცეული როგორც ტროტუარი, ასევე სამანქანო გზის ნაწილი. მშენებარე სახლის წინ, ე.წ. „ვოქსის ცხრიანში“ მცხოვრებნი შიშობენ, რომ ახალი პროექტი მათ ბინებს კიდევ უფრო დააბნელებს. მშენებლობის ნებართვა ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, 2017 წლის 16 ოქტომბერს გასცა. ამ სახლის დასრულების …
Author Archives: ცაგო კახაბერიძე
ბათუმის მერი: როდის უნდა აღინიშნოს ,,ბათუმობის” დღესასწაული?
ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, სახალხო დღესასწაულის „ბათუმობის“ აპრილში ჩატარების ინიციატივა სოციალურ ქსელში გააჟღერა. იდეის შეფასებას ის საზოგადოებას სოციალურ ქსელშივე სთხოვს: „ბათუმობა ყოველი სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება. თარიღი დაკავშირებულია ბათუმში 1888 წლის 25 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ჩატარებულ ხმოსანთა პირველ არჩევნებთან. აღსანიშნავია, რომ 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს ბათუმისათვის ქალაქის …
Continue reading “ბათუმის მერი: როდის უნდა აღინიშნოს ,,ბათუმობის” დღესასწაული?”
„იაფი სახლი“ ბათუმში – ტენდერი ისევ არ შედგა
ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ხელმისაწვდომ საცხოვრისთან, ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, არ შედგა. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავარაუდოდ არც ერთი კომპანია არ დარეგისტრირდა – მერიას ე.წ. „ნატ ტენდერი“ ჰქონდა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესის საბოლოოდ დასრულებამდე სრული ინფორმაცია კონკურენტებსა და მათ მიერ დაფიქსირებულ ფასებზე არ გამოჩნდება. ამ დროისთვის ტენდერს უკვე მინიჭებული აქვს სტატუსი – …
Continue reading “„იაფი სახლი“ ბათუმში – ტენდერი ისევ არ შედგა”
ზურაბ პატარაძემ k2-ის გაზრდაზე უკვე 62 კომპანიას უშუამდგომლა
უფლებამოსილების სამ თვეში, რაც ის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან 11 წერილი მიიღო კონკრეტულ ზონაში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის დასაშვებზე მეტად გაზრდის თხოვნით. k2 -კოეფიციენტის გაზრდა, სამშენებლო ფართობის მაქსიმალურად ათვისების ხარჯზე, მშენებლობის სიმაღლეში ზრდასაც გულისხმობს. ამ მიზეზით ბათუმში ბევრი მრავალბინიანი სახლი აშენდა, ეზოს, პარკინგისა და გამწვანების გარეშე. აჭარის მთავრობიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული …
Continue reading “ზურაბ პატარაძემ k2-ის გაზრდაზე უკვე 62 კომპანიას უშუამდგომლა”
აჭარაში „ფეირისა“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოში, სხვისი სასაქონლო ნიშნით, უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფი მოწყობილ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, უკანონოდ ამზადებდა სარეცხ საშუალებებს – „ფეირსა“ და „დომესტოსს“. პროდუქციის წარმოებისთვის დაბალი ხარისხის იაფფასიან ნედლეულს იყენებდნენ. საგამოძიებო სამსახურის …
Continue reading “აჭარაში „ფეირისა“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადების ფაქტზე სამი პირი დააკავეს”
ყოფილი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები დასაქმების მოლოდინში
საჯარო სამსახურებში ხელფასის დანამატით შევსებისა და დამატებით პრემიების გაცემის აუცილებლობაზე საუბრისას, მუნიციპალიტეტების ყოფილი ხელმძღვანელი პირები ამტკიცებდნენ, რომ მაღალი ანაზღაურების არქონის შემთხვევაში პროფესიონალები, გამოცდილი კადრები საჯარო სამსახურებიდან წავიდოდნენ. მაშინ ისინი შიშობდნენ, რომ დაბალი ხელფასი გამოიწვევდა მათი თანამშრომლების კერძო სექტორში გადინებას, სადაც, როგორც მათ მიაჩნდათ, მაღალი ხელფასებია. მიუხედავად ასეთი თვითშეფასებისა, ყოფილი მერები, გამგებლები და საკრებულოების თავმჯდომარეები, რომლებიც …
Continue reading “ყოფილი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები დასაქმების მოლოდინში”
ბათუმის მერია ხანძრისგან დაზარალებულებს სასტუმროში გადაიყვანს
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერია დღეს, 5 თებერვალს, ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სასტუმროში გადაიყვანს. ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ბარაკული ტიპის სახლი დაიწვა. მერიის ინფორმაციით, დაზარალებულია ექვსი ოჯახი.
ხანძრით დაზარალებულების შესახებ ბათუმის მერია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ბარაკული ტიპის სახლი დაიწვა. დაზარალებულების ინფორმაციით, დაიწვა ოთხი ოჯახის საკუთრება. როგორ დაეხმარება მერია დაზარალებულებს, სად გაათევენ ისინი ღამეს და დაზუსტებულია თუ არა ინფორმაცია დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ? – ამ თემაზე ბათუმის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. „ გასულია ადგილზე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, რომელიც აზუსტებს დეტალებს და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ,“ …
Continue reading “ხანძრით დაზარალებულების შესახებ ბათუმის მერია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს”
ხანძარი ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე [ვიდეო]
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. ადგილზე იმყოფება სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის შედეგად ოთხი ოჯახი დაზარალდა. სახლი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ვარდო ბერიძეს ეკუთვნის. „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ ცეცხლი სავარაუდოდ დამწვარი შეშისგან გაჩნდა, რომელიც მეზობლის ღუმლიდან გადმოვარდა. „ჩემი …
Continue reading “ხანძარი ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე [ვიდეო]”
„რეკან გრუპ ჯორჯია“ სამ მაღალსართულიან შენობას პლაჟთან ახლოს აშენებს [ფოტო]
„საზიზღრობა“, „რომანტიკაა, ზღვაა პარკინგის ქვეშ“, „პარკინგიდან ლიფტამდე, რომ მიცურავ“, „… გაქირავებისას კარგად დავასათაურებ – ბინა ზღვაში“, „ყველაზე დაშიარებადი ლაივები შტორმის დროს“, „სულ გაგიჟდა ეს ხალხი“, – ასე გამოეხაურენ სოციალურ ქსელში ბათუმში „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მშენებარე პროექტის ფოტოს. სამი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ბათუმის ახალ ბულვარში პლაჟთან ახლოს, პირდაპირ ველობილიკის გასწვრივ მიმდინარეობს. მშენებლობაზე „რეკან გრუპ ჯორჯიას …
Continue reading “„რეკან გრუპ ჯორჯია“ სამ მაღალსართულიან შენობას პლაჟთან ახლოს აშენებს [ფოტო]”
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ძველი ბათუმის ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ძველი ბათუმის ტურიზმის სტრატეგიას მოამზადებს, ამის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა, ბათუმის მერთან შეხვედრაზე ისაუბრა. ამ შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ საზოგადოებას წარუდგინა პროექტი ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის დამტკიცების შესახებ. ამ დრომდე ტურიზმის დეპარტამენტს ძველი ბათუმის მიმართულება არ ჰქონია და ბათუმში მდებარე ისტორიული სახლები, რომლებსაც განსაკუთრებული არქიტექტურა და ისტორია აქვს, ბათუმის ტურისტული ობიექტების …
Continue reading “აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ძველი ბათუმის ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობს”
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში 1964 წელს დაბადებული რ.შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართობს უთმობდა. სამართალდამცველებმა კაფე- ბარსა და სასტუმროში მომუშავე პერსონალი …
Continue reading “პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს”
შსს 111 ტონა შოკოლადსა და კარამელიან კამფეტს მილიონ ლარად ყიდულობს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადისა და კარამელიანი კამფეტის შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვისთვისთვის მილიონ 94 245 ლარი გაითვალისწინეს, თუმცა ეს თანხა შპს „კვება 2015“-მა ელექტრონულ ვაჭრობაზე 993 816 ლარამდე დაწია. როგორც სატენდერო დოკუმენტებშია მითითებული, შსს შოკოლადს და კარამელიან კამფეტს სამინისტროს დანაყოფების ტკბილეულით უზრუნველყოფის მიზნით ყიდულობს. შსს -ს ლოჯისტიკის დეპარტამენტი წელს 75 000 შოკოლადითა და 110 …
Continue reading “შსს 111 ტონა შოკოლადსა და კარამელიან კამფეტს მილიონ ლარად ყიდულობს “
შეჩერდება თუ არა ნგრევა ძველ ბათუმში – ინტერვიუ ბათუმის მერთან
ბათუმის მერია ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონის დამტკიცებას გეგმავს. დოკუმენტი მერიის დაკვეთით „გეოგრაფიკმა“ 2007 წელს მოამზადა, ხოლო მისი ნაწილი 2017 წელს განაახლა. ლაშა კომახიძესთან შეხვედრაზე დღეს „ბათომმა“ დოკუმენტის თავდაპირველი ვერსიის იმ ორ თავზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც განახლებული ვარიანტიდან ამოღებულია. რა ცვლილებები იგეგმება განაშენიანების კუთხით ბათუმში? – ამ და სხვა საკითხებს ლაშა კომახიძე „ბათუმელებთან“ დამატებით განმარტავს. ბატონო …
Continue reading “შეჩერდება თუ არა ნგრევა ძველ ბათუმში – ინტერვიუ ბათუმის მერთან”
ბათუმის მერის იდეა: 10 000 ლარი ძველი ბათუმის ეზოებში კომერციული პროექტებისთვის
ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან შეხვედრისას ახალი იდეის შესახებ განაცხადა. მერის თქმით, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი ძველ ბათუმში მდებარე ეზოების კომერციულ დატვირთვაზე. კონკურსში გამარჯვებული კი 10 000 ლარით დაფინანსდება. მერმა ასეთ წარმატებულ მაგალითად „დელირია“ დაასახელა, ისტორიული სახლი ძველ ბათუმში, რომლის მეპატრონემაც სახლში კაფე-რესტორანი გახსნა. პროექტის შესახებ სხვა დეტალები ბათუმის მერს არ დაუზუსტებია. …
Continue reading “ბათუმის მერის იდეა: 10 000 ლარი ძველი ბათუმის ეზოებში კომერციული პროექტებისთვის”
ბათუმის მერის გეგმა ძველი ბათუმის გადასარჩენად
ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მერმა აჭარის მთავრობასთან მუშაობის შედეგად შემუშავებული პროექტი წარმოადგინა ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონაში. კერძოდ: • პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 12 მეტრი; • დახვეწილი არქიტექტურა შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით; • მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მცხოვრებლებისთვის. როგორც მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში …
Continue reading “ბათუმის მერის გეგმა ძველი ბათუმის გადასარჩენად”
ბათუმის ისტორიული სახლები სტატუსის გარეშე – რეკომენდაცია უპასუხოდ
„სახლი გამოირჩევა გემოვნებით გაფორმებული ფასადით, დეკორაციული ელემენტების ზომიერი გამოყენებით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით“ – ეს ამონარიდია ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ბელეტაჟის დახასიათებიდან. ავტორი კომპანია „გეოგრაფიკია“, რომელმაც 2015 წელს ბათუმის მერიის დაკვეთით ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული შენობების ინვენტარიზაცია ჩაატარა. სამუშაოს ნაწილი იყო ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარსადგენი ობიექტების ნუსხის შედგენაც. დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, #13-ში მდებარე …
Continue reading “ბათუმის ისტორიული სახლები სტატუსის გარეშე – რეკომენდაცია უპასუხოდ”
აქცია მშენებლობის დასრულების მოთხოვნით
ამ წუთებში ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის დაუსრულებლობას აპროტესტებენ და პრობლემის მოგვარებაში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, დაზარალებულებმა ინვესტორს ახალ მრავალბინიან კორპუსში ბინების მიღების დაპირების სანაცვლოდ საკუთარი საცხოვრებელი ფართობები დაუთმეს, თუმცა წლები გავიდა და მშენებელი სახლის დასასრულებლად არაფერს აკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაციას დაზარალებულებმა დახმარების …
ვაკანსიები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსა და საბაჟოზე
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული. ვაკანტურია საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. ორივე შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო 2000 ლარია. მოთხოვნების ჩამონათვალშია დიპლომი ბაკალავრის ხარისხით და მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება. ამავე დეპარტამენტში ვაკანტურია ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაც, ხელფასი ამ შემთხვევაშიც 2000 ლარია. ბათუმში ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე აქვს კონკურსი გამოცხადებული …
Continue reading “ვაკანსიები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსა და საბაჟოზე”
ლაშა კომახიძე მერიის მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს
დღეიდან ბათუმის მერიის „საქმეზე გასული“ მოადგილეები და სამსახურების უფროსები გზიდან გადახვევას ვეღარ შეძლებენ და თუ ასე მოხდება, ამას აუცილებლად გაიგებს მერი. ბათუმის ახალარჩეული მერი, ლაშა კომახიძე, მერიის ბალანსზე რიცხული მანქანების გადაადგილების გაკონტროლებას საკუთარი მობილური ტელეფონითაც კი შეძლებს. ამაში მას ახალი სპეციალური მოწყობილობა GPS-ი დაეხმარება. GPS მომსახურება ბათუმის მერიამ 2018 წლის 15 იანვარს გამარტივებული წესით 3 …
Continue reading “ლაშა კომახიძე მერიის მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს”
რვასართულიანი სახლი ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად – ახალი პროექტი
ბათუმში, კლდიაშვილის #11-ში, ისტორიული, ერთსართულიანი ბელეტაჟის ნაცვლად შპს „დანი“ რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ერთსართულიანი ისტორიული სახლი მდებარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „დანს“ ჯერ მერიისგან თანხმობა არ აქვს პროექტზე. კომპანიას 2017 წლის ივნისში უარი ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა უთხრა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახლი კომპანიის წარმომადგენელს 2013 წელს გამოუსყიდია, მომავალში ახალ სახლში ნაწილობრივ გარემონტებული …
Continue reading “რვასართულიანი სახლი ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად – ახალი პროექტი”
„საცალმანქანო“ გზები აჭარაში
სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობა მილიონობით ლარს ხარჯავს, მძღოლები კი ამ გზებს საშიშს უწოდებენ, დავიწროების გამო. მთავრობა ამტკიცებს, რომ სოფლებთან ან სოფლებში მისასვლელი გზების გაფართოებას ვიწრო ხეობამ და გზების მოსაზღვრედ კერძო მესაკუთრეების ინტერესებმა შეუშალა ხელი. თუმცა ბევრ სოფელში გზაზე ასფალტს ორივე ან ერთი მხრიდან აქვს დატოვებული გვერდულები, რომლებიც გზის გასაფართოებლად არ გამოუყენებიათ. ახალმოასფალტებული გზა …
ნებართვაგაცემული და დაგეგმილი მშენებლობები ძეგლის დაცვის ზონაში
ბათუმში, გორგილაძის ქუჩის 22 და 53 ნომრებს შორის მონაკვეთი, აქ დაგეგმილი ყველა პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სრულიად შეიცვლის სახეს. ამ მონაკვეთში ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლების ნაცვლად რამდენიმე მაღლივი კორპუსის აშენება იგეგმება – ერთი პროექტი მშენებელს უკვე დამტკიცებული აქვს. გორგილაძის #28-ში შპს „გურმშენი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებს. მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის ახალმა მერმა, ლაშა კომახიძემ გასცა. მშენებლობა ძეგლის …
Continue reading “ნებართვაგაცემული და დაგეგმილი მშენებლობები ძეგლის დაცვის ზონაში”
ვინ აძლევს ბათუმს მილიონებს ძეგლების გადასარჩენად – ლაშა კომახიძის განმარტება
ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, არ ასახელებს ორგანიზაციას, რომელთანაც, მისივე თქმით, მოლაპარაკებები აქვს რამდენიმე მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ძეგლის დაცვის ზონაში მდებარე ისტორიული სახლების გადასარჩენად. ამ ორგანიზაციაზე მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, სადაც პასუხი გასცა „ბათომს “ ღია წერილზე. „ბათუმელებმა“ ლაშა კომახიძეს კიდევ რამდენიმე საკითხის დაზუსტება სთხოვა. ბატონო ლაშა, მინდა გთხოვოთ …
Continue reading “ვინ აძლევს ბათუმს მილიონებს ძეგლების გადასარჩენად – ლაშა კომახიძის განმარტება”
შოთა გუჯაბიძე: „მერმა გადაწყვიტა, საკონტროლო გასროლით მოვეთავებინეთ“
„რატომ ცდილობთ შექმნათ აგრესიული ფონი?“, „თანამშრომლობისთვის გამოწვდილ ხელს კბენთ და ღრღნით?!“, „მე თქვენზე ჯერ ხელი არ ჩამიქნევია“, – ეს არის ის ციტატები ფეისბუქზე დაწერილი ვრცელი პოსტიდან, რითაც ბათუმის არჩეულმა მერმა საზოგადოება „ბათომის“ წევრების მიმართ. ამის მიუხედავად ლაშა კომახიძე წერს, რომ „ეს იყოს პროლოგი მომავალი შეხვედრისთვის“. ლაშა კომახიძემ პოსტი კულტურული მემკვიდრეობის დამცველ ორგანიზაციას მას შემდეგ მიუძღვნა, რაც …
Continue reading “შოთა გუჯაბიძე: „მერმა გადაწყვიტა, საკონტროლო გასროლით მოვეთავებინეთ“”
„ჭოროხის გზასთან“ მცხოვრებთ საკუთრების დათმობა მოუწევთ
ხელვაჩაურში, ეგრეთ წოდებული ჭოროხის გზის მიმდებარედ მცხოვრებთ, სახელმწიფო ქონებას სთხოვს – სრულად ან ნაწილობრივ. ქონების დათმობა 19 მესაკუთრეს მოუწევს. ამ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, მათ მთავრობის წარმომადგენელმა აცნობა, რომ სახელმწიფო კერძო საკუთრებას გზის გაფართოების მიზნით გამოისყიდის. თუმცა მესაკუთრეებმა დაზუსტებით არ იციან, რამდენს გადაუხდიან ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, სახლის, ასევე დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და ნარგავების სანაცვლოდ. კერძო …
Continue reading “„ჭოროხის გზასთან“ მცხოვრებთ საკუთრების დათმობა მოუწევთ”
სხალთელი მთავარეპისკოპოსი
სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონზე საუბრისას სოფელ ხიჭაურში ხმას იდაბლებენ ან პირზე ხელს იფარებენ – არავინ გაიგოს და ამბავი არ მიუტანოსო. ამბობენ, რომ მას ამბის მიმტანი ბევრი ჰყავს. მანამ, სანამ ხელისუფლება ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციას ეკლესიას გადასცემდა, სხალთის მთავარეპისკოპოსი ყველაზე მეტ დროს ხიჭაურში ატარებდა. ახლა, ძირითადად, ბობოყვათში ათევს ღამეს. ის ხიჭაურში საპატრიარქოს მიერ დაარსებული უნივერსიტეტის რექტორია დაარსების დღიდან. …
მშენებელი ბათუმში ისტორიული სახლის დემონტაჟზე თანხმობას ითხოვს
ბათუმში, ფარნავაზ მეფის #65-ში, შპს „აჭარა დეველოპმენტი“ ისტორიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაშია. მშენებლობის მსურველმა კომპანიამ მშენებლობაზე თანხმობის მისაღებად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა. სააგენტოს ეს პროექტი საბჭოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში აქვს შეტანილი. „ბათუმელები“ ისტორიულ სახლში მცხოვრებლებს …
Continue reading “მშენებელი ბათუმში ისტორიული სახლის დემონტაჟზე თანხმობას ითხოვს”
ვის შეხვდება იაფი სახლი – კრიტერიუმები საიდუმლოა, ბინების რაოდენობა – უცნობი: მერიის ტენდერი
ბათუმში, ჯავახიშვილის #78ა-ში, სადაც ე.წ. იაფი სახლი უნდა აშენებულიყო, მერიამ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 478 000 ლარია. ადრე იმავე სამუშაოების შესყიდვისთვის მერიამ ხუთი მილიონი ლარი გაითვალისწინა, ერთი ხუთსართულიანი სახლისთვის. მაშინ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გაუჩინარდა. ახალი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილი მშენებლობის ფართობი უნდა იყოს 633,50 მ2. ტენდერის მიხედვით …
ძეგლის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის აშენებას გეგმავენ
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის მშენებლობის საკითხი განიხილება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში განაცხადები უკვე შესულია. მათგან ერთს ბათუმის მერიის თანხმობა 2016 წელს აქვს მიღებული. ორივე პროექტს ეწინააღმდეგება სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი. გაითვალისწინებენ თუ არა მის რეკომენდაციას ზონალური საბჭოს წევრები, ეს საბჭოს მომავალ სხდომაზე გამოჩნდება. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #27-ში სამშენებლო კომპანია …
Continue reading “ძეგლის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის აშენებას გეგმავენ”
პატარაძის განცხადება ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ
დღეს სარფში საქართველოს მოქალაქეებმა ის ცვლილებები გააპროტესტეს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკამ ახლახან მიიღო და რაც ამ ქვეყნის საზღვარზე მოქალაქეების მიმოსვლას არეგულირებს. ეს რეგულაციები პირდაპირ ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დღეს აქციაზე შეკრებილ ადამიანებს უთხრა, რომ ის თურქეთის კონსულთან ერთად მიემგზავრებოდა ქალაქ ართვინში, რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა და მათ უფრო …
Continue reading “პატარაძის განცხადება ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ”
აჭარაში სოფლის ექთნების ხელფასი გაიზარდა
2018 წლის პირველი იანვრიდან აჭარის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება გაიზარდა. სახელფასო დანამატს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. უწყება „სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების“ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულების 100 ლარით გაიზრდება. დანამატს 110 ექთანი მიიღებს. ამ სიახლის შესახებ …
აქცია სარფში – ზურაბ პატარაძე თურქეთის მთავრობას გამონაკლისის დაშვებას სთხოვს
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თურქეთის კონსულთან, მაქბულე ქოჩაკთან, შეხვედრაზე „საზღვრის კვეთის ცვლილებებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა.“ ამ შეხვედრის პარალელურად სარფის საბაჟოსთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში გადასვლის წესი შეიცვალა. მოქალაქეები თუ აქამდე ყოველდღიურად, შეუზღუდავად კვეთდნენ საზღვარს, ამიერიდან მოუწევთ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარონ – …
Continue reading “აქცია სარფში – ზურაბ პატარაძე თურქეთის მთავრობას გამონაკლისის დაშვებას სთხოვს”
დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე: მე ჩემს ოჯახში სულ მორჩილად ვარ
რას ლობირებს ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში, როგორ აფასებს პრემიერის ქცევას, როცა მან ანზორ ბოლქვაძის კოლეგას და ყოფილ თანაპარტიელს შეაგინა და როგორ მოიქცევა თუ პრემიერი მას შეურაცხყოფს? – ამ და სხვა კითხვებზე ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ანზორ, ამ მოწვევის პარლამენტში რა საკითხებზე მუშაობთ? ძირითადი სამუშაო იყო კონსტიტუცია, მეორე კი ბიუჯეტი …
Continue reading “დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე: მე ჩემს ოჯახში სულ მორჩილად ვარ”
მაღალი თანამდებობის პირის დედის ბიზნესი
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, რამდენჯერმე შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. სამაგიეროდ, ბიზნესი აქვს მის 70 წლის დედას, რომლის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან რამდენიმე მილიონი ლარის დაკვეთა მიიღო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ წლების განმავლობაში ზედელაშვილების ოჯახმა უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა, შვილებისთვის ძვირადღირებული განათლების …
ბათუმის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ორ მილიონამდე ლარს დახარჯავს
სატრანსპორტო სერვისების განვითარებისთვის ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტში ცხრა მილიონ 347 ათას 500 ლარი გაითვალისწინა. აქედან 6,5 მილიონი მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 1 მილიონ 891 ათას 500 ლარი კი ახალი ავტობუსების შესაძენად დაიხარჯება. დარჩენილი თანხით მერიამ პარკირებისა და საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მართვა უნდა უზრუნველყოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არაერთხელ გამოთქვეს შენიშვნა, რომ …
Continue reading “ბათუმის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ორ მილიონამდე ლარს დახარჯავს”