მთავარი,სიახლეები

მინისტრი: ემზარ ჩოგაძეს კლინიკა ოპერაციას წინასწარი ანაზღაურების გარეშე გაუკეთებს

25.12.2017
მინისტრი: ემზარ ჩოგაძეს კლინიკა ოპერაციას წინასწარი ანაზღაურების გარეშე გაუკეთებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მკვიდრ ემზარ ჩოგაძის ოჯახის წევრებს მთავრობის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ემზარ ჩოგაძეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაუდებელი ოპერაცია, სტენტირება სჭირდება.  დღეს, 25 დეკემბერს, დაახლოებით ორი საათის წინ ოჯახის ახლობლები მთავრობის სახლთან იყვნენ შეკრებილები და პაციენტის ოპერაციისთვის დაფინანსებას ითხოვდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტს სახელმწიფოს მხრიდან ყველა შესაძლო დახმარება გაეწია და მისი შუამდგომლობით, უკვე კლინიკის მფლობელთან მოლაპარაკების შემდგომ, ოჯახს მიეცა გარანტია, რომ კლინიკა წინასწარი ანაზღაურების გარეშე მოათავსებს პაციენტს საავადმყოფოში, გაუკეთებს ოპერაციას და შემდგომ გადაწყდება უკვე თანადაფინანსების საკითხი:

„კლინიკამ შემოგვთავაზა ფასდაკლება. 40 000 ლარის ღირებულების ოპერაციას აკეთებს 32 ათას ლარად და მადლობის ნიშნად ვიტყვი, რომ ეს იყო „ავერსის“ კლინიკა.  ოპერაციის საერთო ღირებულება თავის სტენტიანად აჭარაში 25 000 ლარია, თუმცა პაციენტმა და მისი ოჯახის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გაკეთებულიყო ოპერაცია, სადაც შეიძლება ითქვას, ერთნახევარჯერ ძვირია ოპერაციის ღირებულება. ამ შემთხვევაშიც მოხდა მათი მოთხოვნის გათვალისწინება. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი  საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტის მოსარგებლეა, მაინც დაუფინანსდა ზღვრული ლიმიტი – 15 000 ლარი. მოვახერხეთ კომუნიკაცია საქართველოს ჯანდაცვის რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში და პროგრამულად მიეცა გარანტია 6000 ლარზე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა დაუმატა 1000 ლარი. ჯამში, ამ ერთი მოქალაქისთვის ხარჯების დაფარვა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა 22 000 ლარით,“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ  შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: