ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოს თეატრის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

12.02.2021
ხულოს თეატრის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2021 წლის 9 თებერვალს გამოსცა.

შენობა დაბა ხულოში, რუსთაველის N11-ში მდებარეობს და ის, დოკუმენტების მიხედვით, 1930-იან წლებშია აგებული. სააგენტოს დირექტორის ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი სხვადასხვა რეგიონში მდებარე კიდევ 8 ობიექტს მიენიჭა.

აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ხულოში თეატრის დაარსება ცნობილი ქართველი რეჟისორის სიკო დოლიძის სახელს უკავშირდება. XX საუკუნის ათიან წლებში ხულოს რაიონში სიკო დოლიძის თაოსნობით პირველი თეატრალური წარმოდგენები დაიდგა, ხოლო თეატრისათვის შენობის აგება 1931 წელს დაიწყო. 1937 წელს რეჟისორ მ. ქორელის სპექტაკლით „ანზორი“ [ს. შანშიაშვილი] გაიხსნა ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი. ამ დადგმას მოჰყვა  მომდევნო წლებში სხვა ქართველი კლასიკოსი დრამატურგების ნაწარმოებები: „ყვარყვარე თუთაბერი“, „სამშობლო“, „დარისპანის გასაჭირი“ და სხვები.

1952 წელს თეატრი დაიხურა და სამოციანი წლების ბოლოდან თეატრმა სახალხო თეატრის სტატუსით დაიწყო ფუნქციონირება.

1992 წელს თეატრს კვლავ მიენიჭა სახელმწიფო დრამატული თეატრის სტატუსი“.

ხულოს დრამატული თეატრი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: