ბათუმის მერია ზღვის პირას, მახინჯაურში, ნაკვეთის გასხვისებას გეგმავს

ბათუმის მერია მახინჯაურში, ზღვის პირას მდებარე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გასხვისებას გეგმავს. მიწის ნაკვეთის, რომელიც რკინიგზასა და ზღვას შორის [სარკინიგზო ხიდის მიმდებარედაა] ფართობი 1 266 კვადრატული მეტრია. მერიას 1 კვადრატული მეტრი მიწის საწყისი წლიური სარგებლობის საფასურად 30 ლარი [ანუ, მთლიანი ფართობის 1 წლით სარგებლობის საწყის ფასად 37 980 ლარი] აქვს განსაზღვრული. თუმცა, ეს ფასი შესაძლოა …

ბულვარისთვის შეუსაბამო „ამბასადორის“ გენგეგმიდან ამოღებაზე საკრებულო იმსჯელებს

ბათუმის საკრებულო ორშაბათს, 22 აგვისტოს, „ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების [განაშენიანების] გეგმის დამტკიცების შესახებ“ პროექტს განიხილავს. საკრებულოს იმ გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევს – ამოიღოს თუ არა გენგეგმიდან ჩანაწერი, რომ „ამბასადორის პროექტი“ ბულვარისთვის შეუსაბამოა. არის ასევე მოლოდინი, რომ გენგეგმის დოკუმენტს სახელიც შეუცვალონ და ისე დაამტკიცონ, რაც სამართლებრივად უკვე აღარ იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი, არამედ იქნება, როგორც სარეკომენდაციო ხასიათის. …

ბათუმის პორტიდან 400 ათასი ტონა გოგირდის გატანას გზშ არ სჭირდება – სააგენტო

ბათუმის პორტის ახალი ტერმინალიდან, საიდანაც კარბამიდი გადააქვთ, წლის განმავლობაში დაგეგმილია 400 000 ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა. გოგირდს პორტიდან გზშ-ს დოკუმენტის მომზადების გარეშე გაიტანენ. ბათუმის პორტში გრანულირებული კარბამიდის გადასატანად ახალი ტერმინალიც თავის დროზე გზშ-ს გარეშე აშენდა. „მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება [N7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების – გრანულირებული გოგირდის – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 907 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 4 212 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 1018 ერთეული [+2] MLRS – 266 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141 …

სკოლებში კლასის გაყოფის წესში ცვლილებებია – მინისტრის ახალი ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, მომავალი სასწავლო წლიდან, კლასის გაყოფა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში დასაშვები იქნება სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. ამ დრომდე კლასის გაყოფა „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“ მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით იყო დასაშვები. ამასთან, ზოგადად, კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება: ა) კომპიუტერული ტექნოლოგიები [იგი ისწავლება დაწყებით და …

დოღი ბახმაროში [ფოტო]

19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გურიაში, კურორტ ბახმაროში, ყოველწლიურად იმართება დოღი. დოღში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობენ. დოღი, ტრადიციულად, რამდენიმე კატეგორიაში ტარდება: ერთ, ორ, სამ და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. თამაშდება „ბახმაროს თასი“. ნახეთ დოღი 2022-ის ფოტოები დოღის პარალელურად ბახმაროში ტარდება ასევე სხვადასხვა სანახაობითი და სპორტული ღონისძიებაც. — ტრადიციულად, დოღი იმართება მაღალმთიან აჭარაშიც – ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე. ქართულ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 აგვისტოს 21 საათიდან 20 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ღამით ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი; დღისით კი, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: 20 …

კერძო ექსპერტ-შემფასებელი ყალბი დასკვნის მომზადებისთვის პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი ქონების სერტიფიცირებულ კერძო ექსპერტ-შემფასებელს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა ყალბი დასკვნა, რომლითაც შიდა ქართლის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400] ტანკი – 1 899 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 4 195 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 1016 ერთეული [+6] MLRS – 266 ერთეული [+1] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141 …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 1 930 პირია – შემოსავლების სამსახური

2022 წლის პირველი მარტიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 23, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 1 907. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია …

ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ დროისთვის [18 აგვისტო] გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.“ „ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 889 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 4 179 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 1010 ერთეული [+17] MLRS – 265 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 …

ბათუმის აეროპორტში 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს – „ტავ ჯორჯია“

მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს. „ტავ ჯორჯიას“ მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 313 036 მგზავრს მოემსახურა, რაც 35,37 პროცენტით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში. „ტავ ჯორჯია“ „TAV Airports Holding“-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებს უწევს ოპერირებას. კომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის …

ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე არის მიწა-კლდის მასის ჩამოშლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტში დღეს, 17 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა [ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის არეალში] სოფელ უტყისუბანთან [ზარზმის თემი] არის გადაკეტილი. …

ომში სულ ლიკვიდირებულია 44 ათასზე მეტი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 886 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 4 162 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 993 ერთეული [+4] MLRS – 263 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 …

ბათუმის მერია 293 კამერას ყიდულობს, 3 სკვერში კი სამეთვალყურეო სისტემას აწყობს

ბათუმის მერიას მიმდინარე წლის ბოლომდე 293 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შესყიდვა და ქალაქის სხვადასხვა ადგილას დამონტაჟება აქვს დაგეგმილი. მერია ქალაქის სამ სკვერში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემისთვის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობასაც გეგმავს. კამერების შეძენა-მონტაჟზე, ასევე, სკვერებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 489 ათას 778 ლარია. პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „უნდა უზრუნველყოს …

მიწის უფასო რეგისტრაცია ახალშენში, ბობოყვათსა და დაგვაში თვის ბოლოს დაიწყება

ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში, ასევე, ქობულეთის სოფლებში: ბობოყვათსა და დაგვაში მიწის უფასო რეგისტრაცია, როგორც საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2022 წლის 24 აგვისტოდან დაიწყება. რეესტრის ინფორმაციითვე, „რეესტრი შესულია და მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია აჭარის შემდეგ სოფლებში: დანდალოში, წონიარისში [ქედა], დღვანში, უჩამბაში, ჭვანაში [შუახევი], ასევე ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო]. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო …

აჭარის სანაპიროზე მზიანი დღეები შენარჩუნდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ძირითადად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150] ტანკი – 1 880 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 4 152 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 989 ერთეული [+4] MLRS – 263 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 …

ახალ ბულვარში სკეიტპარკს მოაწყობენ, რომელიც მიწის დონის ქვემოთ იქნება – კონკურსი

„ბათუმის ბულვარს“ ახალი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილი აქვს სკეიტპარკის მოედნის მოწყობა. გეგმის მიხედვით, „სკეიტპარკი უნდა მოეწყოს მიწის დონის ქვემოთ, ჩაღრმავებაში და ფეხით სასიარულო ცენტრალური ბილიკი უნდა დარჩეს არსებულ ნიშნულზე; სკეიტპარკის ტერიტორიის შემოღობვა დაუშვებელია“. სკეიტპარკის მშენებლობისთვის საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო წინადადებების მიღება 2022 წლის 28 აგვისტოს დაიწყება და 2 …

როდის დასრულდება სამუშაოები ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ქვაფენილი აყარეს

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე ქვაფენილი აყარეს, ასფალტის დაგება 2022 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი 2009“-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცდილობენ სამუშაოები გრაფიკით დადგენილ ვადაზე ადრე დაასრულონ. „ჩვენთვის გაცილებით ადვილი იქნებოდა ქუჩის პერიმეტრი მთლიანად გადაგვეკეტა და ერთიანად დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, სამუშაოებს, შეიძლება ითქვას, ნაწილ-ნაწილ ვასრულებთ, რათა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 876 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 4 141 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 985 ერთეული [+5] MLRS – 261 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 …

საქართველოში 1.4 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან 120 ათასი – აჭარაში

საქართველოში, 2022 წლის დასაწყისისთვის, სულ რეგისტრირებული იყო 1 477 400 ავტომობილი. აქედან: 1 254 900 მსუბუქი, 108 ათასი – სატვირთო, 59 800 – სპეციალური დანიშნულების და 54 700 – სამგზავრო [ავტობუსი და მიკროავტობუსი]. ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან, აბსოლუტური უმრავლესობა – 1 315 800 – ფიზიკური პირების მფლობელობაშია, ხოლო დანარჩენი, იურიდიული პირების მფლობელობაში. რეგისტრირებული ავტომობილების საერთო რაოდენობიდან …

გარემოს სააგენტო მეწყრის მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის – გამოყოფილია 1.2 მილიონი ლარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყრის მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით 11 ადგილზე, მათ შორის აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდში დაამონტაჟებენ. მონიტორინგის ერთ-ერთი მიზანი – მეწყრის პროგნოზირება და ადრეული გაფრთხილებაა. მეწყრის მონიტორინგის სისტემების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი სააგენტომ 1 247 465 ლარით გამოაცხადა. სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული სისტემის შესყიდვა მწვანე კლიმატის ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს 21 საათიდან 15 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი  მაღალ მთაში: დღისით: 20 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150] ტანკი – 1 864 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 4 126 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 980 ერთეული [+2] MLRS – 261 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 …

წელს აჭარაში 7 წლის ასაკის 600-მდე ბავშვს შეამოწმებენ ტყვიაზე

მიმდინარე წლის ბოლომდე აჭარაში მცხოვრები 7 წლის [8 წლამდე] ასაკის ბავშვების გამოკვლევა იგეგმება სისხლში ტყვიის შემცველობაზე. კვლევისთვის ბავშვებს სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმის და/ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე შეარჩევენ. პირველადი დიაგნოსტიკის ბენეფიციართა რაოდენობა პროგნოზულად არის 450 ბავშვი, არაუმეტეს 600 ბავშვისა. საჭიროების მიხედვით კი, ბავშვებს შემდგომში დამატებით კვლევებსაც ჩაუტარებენ. 7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრაზე ტენდერი აჭარის …

როდის დასრულდება სამუშაოები გმირთა ხეივანში, სადაც საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

ბათუმში გმირთა ხეივანში და მის გაგრძელებაზე, ბაგრატიონის ქუჩამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო ხეივნები რამდენიმე თვეა გადაკეტილია. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს. ფონდის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში უნდა დაასრულოს. ძირითადი სამუშაო, რაც აქ გაკეთდა/კეთდება არის ის, რომ არსებული ბეტონის საფარი აყარეს და ახლით ცვლიან. ჩაანაცვლებენ მცენარეების ნაწილსაც [ხეივნის …

ვისაც იარაღი შენახვის უფლებით აქვს, მას ტირში და სასროლეთშიც გადაიტანს – ახალი წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ პირებს, ვისაც შენახვის უფლებით აქვთ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, დროებითი მოწმობის საფუძველზე, იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის უფლება მიენიჭათ. „დაინტერესებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეძლებენ დროებითი მოწმობის მიღებას, რომლის საფუძველზეც უფლება ექნებათ, იარაღი ტირში ან სასროლეთში გადაიტანონ და შენახვის ადგილზე დააბრუნონ, არაუმეტეს კვირაში ერთხელ. ამ დრომდე, ტირში ან …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 13 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 856 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 4 115 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 978 ერთეული [+3] MLRS – 261 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 …

„ოცნების ქალაქის“ განაშენიანება – რა შენიშვნები მისცეს ბათუმის მერიას

„ოცნების ქალაქის“ განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტების განხილვა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა და ბათუმის მერიას შენიშვნები გადაუგზავნა. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ბინებით უზრუნველყოფა სწორედ ამ გეგმის განხორციელებაზეა დამოკიდებული. სააგენტოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი იყო „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება. სააგენტომ, აღნიშნულ …

ბათუმის პორტიდან 400 000 ტონა გოგირდის გადაზიდვას გეგმავენ, საჭიროა პირობების შეცვლა

ბათუმის პორტი ახალი ტერმინალიდან, საიდანაც კარბამიდი გადააქვთ, გოგირდის გადატვირთვასაც გეგმავს. პორტის ინფორმაციით, წლის განმავლობაში დაგეგმილია 400 000 ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა. აღნიშნული ოპერაციისთვის საჭიროა პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება. შესაბამისად, საქმიანობა ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, რომლის დროსაც დადგინდება, გოგირდის გადატვირთვა ექვემდებარება თუ არა გზშ-ს [გარემოზე ზემოქმედების შეფასებას]. ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის განცხადებით უკვე მიმართა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 849 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 4 108 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 975 ერთეული [+1] MLRS – 261 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 …

ბათუმში 30 კორპუსში 49 ახალ ლიფტს დაამონტაჟებენ – ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში 30 მისამართზე 49 ძველ, ამორტიზებულ ლიფტს, ახლით ჩაანაცვლებენ. სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი ლარია გამოყოფილი. საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოებზე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 4 162 593 ლარით გამოაცხადა. პირობაში აღნიშნულია, რომ „ლიფტის მონტაჟის სამუშაოები უნდა შესრულდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადაპტირებისათვის გათვალისწინებული ნორმების …

ქედასა და ხულოში ოჯახებისთვის 77 მზის სადგურს შეისყიდიან – მსურველია 196

ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მზის პანელებს შეისყიდიან. 77 მიკროელექტრული მზის სადგურის შესყიდვაზე ტენდერი „აგროსერვისცენტრმა“ 615 800 ლარით უკვე გამოაცხადა. მომსახურებაში შედის მონტაჟიც. „აგროსერვისცენტრში“ განაცხადეს, რომ მზის პანელებს ევროკავშირის გრანტით შეისყიდიან. ამასთან, მოქალაქეების მხრიდან განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და სულ 196 განაცხადია შესული. აქედან მაქსიმუმ 77 ბენეფიციარს შეარჩევენ. თითოეულს კი, მზის ელექტროსადგურის ღირებულების …

ომში სულ ლიკვიდირებულია 43 ათასი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ტანკი – 1 846 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 4 100 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 974 ერთეული [+3] MLRS – 261 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 134 …

Exit mobile version