მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 აგვისტოს მონაცემები

16.08.2022 • 1255
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 880 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 4 152 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 989 ერთეული [+4]
  • MLRS – 263 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 233 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 196 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 790 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 190 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 049 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 92 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 743 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 328 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 799 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 307 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 902 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ოდესის მიმართულებით საზღვაო საფრთხე ახლა მნიშვნელოვნად განეიტრალებულია. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია თავისი რესურსები მიმართოს სხვა ტერიტორიებისკენ და უფრო მეტად შეავიწროოს რუსეთის სახმელეთო ძალები:

ამავე თემაზე:

1 კვირაში რუსებს ხერსონში მძიმე დრო დაუდგებათ – სამხედრო ექსპერტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: