მთავარი,სიახლეები

ომში სულ ლიკვიდირებულია 43 ათასი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

11.08.2022
ომში სულ ლიკვიდირებულია 43 ათასი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 846 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 4 100 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 974 ერთეული [+3]
  • MLRS – 261 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 134 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 232 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 193 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 772 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 185 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 018 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 90 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 727 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 287 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 797 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 290 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 820 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უცხოელმა ექსპერტებმა სატელიტური ფოტოების მეშვეობით დათვალეს, რამდენი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს გუშინ ყირიმში აფეთქებისას.

[yellow_box]რუსეთი არ აბრალებს უკრაინას ყირიმზე თავდასხმას, რომ არ აღიაროს საკუთარი უძლურება – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით – ზელენსკი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: