მთავარი,სიახლეები

ომში სულ ლიკვიდირებულია 44 ათასზე მეტი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

17.08.2022
ომში სულ ლიკვიდირებულია 44 ათასზე მეტი რუსი სამხედრო – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 886 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 4 162 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 993 ერთეული [+4]
  • MLRS – 263 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 233 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 196 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 792 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 190 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 054 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 93 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 747 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 334 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 799 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 310 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 922 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]WP: კიევის აღება და ზელენსკის მოკვლა – კიდევ რას გეგმავდა პუტინი და როგორ მივიდა ევროპა ომამდე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული ომი 5 მილიარდი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს – კვლევა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: