მთავარი,სიახლეები

ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ავტობუსები 01:30 საათამდე იმოძრავებენ და უფასო იქნება

29.12.2019 • 2515
ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ავტობუსები 01:30 საათამდე იმოძრავებენ და უფასო იქნება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსები: N1, N1ა, N3 და N11 ახალი წლის ღამეს 01:30 საათამდე იმოძრავებენ.

„საახალწლო გალაკონცერტი ბულვარში, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება, ამიტომ, აღნიშნული ავტობუსები ღამის 2-ის წუთებამდე იმოძრავებენ. რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, 31 დეკემბრის 22:00 საათიდან პირველი იანვრის 01:30 საათამდე ამ ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ასე გვაქვს დაგეგმილი, თუმცა, შესაძლოა სხვა მარშრუტებიც დაემატოს,“ – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.

გადაბეჭდვის წესი