20 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატ ნიკა მელიას აგინა. პარლამენტში სიტყვიერ დაპირისპირებას წინ უძღოდა მწვავე კამათი კვირიკაშვილსა და მელიას შორის. აქამდე მშვიდი პოლიტიკოსის იმიჯის მქონე გიორგი კვირკაშვილის გინებას ინტერნეტში ქუბებით და სახალისო ფოტოებით გამოეხმაურნენ. sometimes melia makes him mad
Author Archives: თამარ ნერგაძე
სად ქირავდება ცოცხალი ნაძვის ხე
საახალწლო ნაძვის ხის არჩევისას, აშშ-ში შესაძლებლობა აქვთ ცოცხალი, ქოთანში ჩარგული ნაძვის ხეები იქირაონ და დღესასწაულის ჩავლის შემდეგ ხეები უკან დააბრუნონ უვნებლად. BBC-ის მონაცემებით, ყოველწლიურად ინგლისში საახალწლოდ დაახლოებით 6 მილიონი ნაძვი ნადგურდება. ნაძვი სამ მეტრამდე რომ გაიზარდოს, 10 წელია საჭირო. ამერიკული ოჯახების ნაწილი, ნაძვის ჭრის მავნე ტრადიციის ეკოლოგიურ მნიშვნელობას აცნობიერებს და გარემოზე მავნე ზემოქმედებას ცოცხალი ხის …
ძველი და ახალი საახალწლო სიმღერების ათეული
დეკემბერში საახალწლო სიმღერები ჟღერს ყველგან: კაფეებში, ბარებში, ტრანსპორტსა და ტელევიზორში. ზოგი ახალი, ზოგიც – ძველი. საახალწლო განწყობას მორთული ნაძვის ხისა და განათებული გირლანდების გარდა, ხშირად საახალწლო სიმღერებიც განსაზღვრავს. თითქმის ყველა მუსიკალურ ბენდს და მომღერალს ერთი საახალწლო სიმღერა მაინც აქვს ჩაწერილი. გთავაზობთ Sia-ს Mariah Carey-ს, Pentatonix-ისა და სხვების 2017 წლის ახალ საშობაო სიმღერებს, რომლებსაც ამ ახალ წელს პირველად …
Continue reading “ძველი და ახალი საახალწლო სიმღერების ათეული”
2017 წლის 10 უახლესი ფილმი
2017 წელს ბევრი ახალი ფილმი გამოვიდა მსოფლიო კინოეკრანებზე. ამ ფილმების დიდი ნაწილის პრემიერა უკვე შედგა, ქვემოთ მოცემული ათი უახლესი ფილმიდან რამდენიმე საქართველოშიც აჩვენეს, ზოგი კი კინოთეატრებში დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში გამოვა. 1. The Disaster Artist – აურზაურის შემოქმედი რეჟისორ ჯეიმს ფრანკოს ბიოგრაფიული, კომედიური ჟანრის ამერიკული ფილმის პრემიერა 2017 წლის …
რაიანი – 6 წლის მილიონერი ფორბსის სიიდან
ფრანგული “Forbes”-ის მონაცემებით, 6 წლის რაიანი მსოფლიოში იუთუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომხმარებელია. 2017 წლის განმავლობაში იუთუბის საშუალებით მან 11 მილიონი დოლარი (9 მილიონი ევრო) გამოიმუშავა. როგორ? რაიანი, უბრალოდ, კამერის წინ ხსნიდა საჩუქრებს, რომელსაც წლის განმავლობაში ჩუქნიდნენ. ChaineRyan ToysReview-ს სახელით დარეგისტრირებულ იუთუბის გვერდზე იტვირთება ვიდეოები, რომელშიც პატარა ბიჭი სათამაშოებით ერთობა, გამოწვევებში რთავს ბავშვებს, განიხილავს ახალი სათამაშოების …
ოზურგეთის მერი პატიმრის დედის მხარდაჭერაზე, რომელსაც C ჰეპატიტის გამოკვლევა სჭირდება
50 წლის ნინო ჩ. პატიმრის დედაა. ოზურგეთში ცხოვრობს, სახელდახელოდ შეჭედილ პატარა ქოხში, რომლის დაზიანებული, დამსხვრეული სახურავიდანაც ისევე წვიმს, როგორ გარეთ. 58 წლის მეუღლე ჰყავს, ნასამართლევი, ომის ვეტერანი. შვილი პატიმარია, ოთხი წელია სასჯელს იხდის და ორ წელიწად-ნახევარში გათავისუფლდება. პატიმრის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ნინო ჩ. ოჯახის სოციალური მდგომარეობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ცოლ-ქმრის შემოსავალი ყოველთვიური სოციალური დახმარება …
საგამოფენო წლის დახურვა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გუშინ, 17 დეკემბერს, წლის დასასრულის აღსანიშნად თანამედროვე ფოტოგრაფების გამოფენა „შავი ზღვა“ და „არტ საწარმოს“ მიერ დამზადებული ჩანთების გამოფენა მოეწყო. ამავე დღეს გალერეასთან ახლოს გაიხსნა ინსტალაცია „კარი“, რომელსაც იდეის ავტორი ახალი შესაძლებლობების, ახალი სივრცისა და თავგადასავლების სიმბოლოდ მოიაზრებს. „კარის ინსტალაციის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციამ შენობის ისტორიული კარი …
Continue reading “საგამოფენო წლის დახურვა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში”
მუსიკა, როგორც ყოფილი პატიმრის შუქი მომავლისკენ
საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ხმის ჩამწერი სტუდია მოაწყო, ხალხური სიმღერის ანსამბლში დაიწყო სიმღერა და მიხვდა, რომ მუსიკა იყო საქმე, რომელიც სამომავლოდ უნდა ეკეთებინა. ბედნიერია და თავს კარგად გრძნობს. ოზურგეთის ხმის ჩამწერ პატარა სტუდიაში ყოველდღიურად ფუსფუსებს. დიდი სამომავლო გეგმების განხორციელებას, რომელიც ისევ მუსიკას უკავშირდება მუდმივი შრომა სჭირდება. ყოფილი პატიმარი, გრიგოლ მახარაძე საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს: „მეგობართან ერთად …
Continue reading “მუსიკა, როგორც ყოფილი პატიმრის შუქი მომავლისკენ”
ნაძვის ხის სათამაშოები საბჭოთა წარსულიდან
თუ თქვენი ბავშვობის წლები 80-90-იან წლებს დაემთხვა, აუცილებლად გეხსომებათ საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილი საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები, რომლებსაც დედები და ბებიები წლიდან წლამდე ინახავდნენ. ეს სათამაშოები ძირითადად ერთმანეთს ჰგავდა, ისეთივე თოვლის ბაბუა ან მწვანე გირჩის სათამაშო, როგორიც თქვენ გქონდათ, აუცილებლად აღმოაჩნდებოდათ მეგობრებსაც. მსგავს სათამაშოებს საბჭოთა დროის ყველა ოჯახში ნახავდით. ჩვენ წარსულის სათამაშოების ეს ფოტოები შევაგროვეთ, თუ …
Continue reading “ნაძვის ხის სათამაშოები საბჭოთა წარსულიდან”
საახალწლო ნაძვის ხის ოცი იდეა
ნაძვის ხის აწყობა აუცილებელი საახალწლო რიტუალია. უმრავლესობა ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება, დიდხანს და საგულდაგულოდ არჩევს ნაძვს და სათამაშოებს. ნაძვის ხის მორთვა განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ, მაგრამ საბოლოოდ უფროსებიც სიხარულით ერთვებიან ახალი წლის მთავარი ატრიბუტის, ნაძვის ხის მორთვაში. ხელოვნური ნაძვი, რომელიც ბუნებრივს ჰგავს, დიდია და ლამაზი, საკმაოდ ძვირი ღირს. თუ ფიქრობ, რომ დღესასწაული მალე გადის და ხელოვნურ …
ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „პინოქიო” ბათუმში
გუშინ, 13 დეკემბერს, ბათუმში, მემედ აბაშიძიძის ქუჩის 56 ნომერში, ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „პინოქიო“ გაიხსნა. ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, ორიგინლური ნაძვის ხის სათამაშოების გარდა „პინოქიოში“ სანათებს, ბრელოკებსა და სხვადასხვა დეკორატიულ, საყოფაცხოვრებო ნივთს შეიძენთ. თუ სასურველი ხის სათამაშო უკვე წარმოგიდგენიათ როგორი შეიძლება იყოს, მაგრამ მსგავსს ვერ იპოვით, შეგიძლიათ სასურველი ფორმისა და ზომის ნივთი იქვე, მაღაზიაში …
Continue reading “ხის ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „პინოქიო” ბათუმში”
ახალი საგანმანათლებლო-პროფესიული პროგრამები საზღვაო აკადემიაში
ბათუმის საზღვაო აკადემია 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „საქართველოს მუშახელისა და პროფესიული განათლების დახმარების სტრატეგია (G-WAVES).“ პროექტის ბიუჯეტი 1.4 მილიონი აშშ დოლარია და მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნადი პროფესიების განვითარებას. ბათუმის საზღვაო აკადემიამ 2017 წლის საშემოდგომო ტესტირების შედეგად მიიღო სტუდენტები 7 ახალ პროფესიულ პროგრამაზე: თევზსაჭერი გემის ნავიგაცია ლოჯისტიკისა და …
Continue reading “ახალი საგანმანათლებლო-პროფესიული პროგრამები საზღვაო აკადემიაში”
მამა-შვილის მხიარული ილუსტრაციები ყოველდღიურობაზე
ნორვეგიელმა მხატვარმა, სტალ გერჰარდსენმა, მას შემდეგ, რაც მამა გახდა და მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩენის გამოცდილება მიიღო, გადაწყვიტა, თავს გადახდენილ ამბებზე სახალისო ილუსტრაციები შეექმნა. 1.ბანაობის შემდეგ 2.თამაშის დროსაც სიფრთხილე გმართებს 3.როცა თავს კუდ გრძნობ კურდღლებს შორის 4.ფაფა გახმობამდე უნდა აფხიკო 5.მუდამ თან გქონდეს აირწინაღი 6.ნეტა შეიძლებოდეს… 7.ცეკვის დრო ყოველთვისაა 8.მოულოდნელი სიურპრიზი 9.მამის რეფლექსი 10.როცა დედა …
Continue reading “მამა-შვილის მხიარული ილუსტრაციები ყოველდღიურობაზე”
„ვარსკვლავური ომების” მერვე ნაწილის პრემიერა 14 დეკემბერს გაიმართება
„ვარსკვლავური ომების“ ფანების მოლოდინი დასრულდა მას შემდეგ, რაც „Walt Disney Pictures“-მა კინოსაგის მერვე ნაწილის თრეილერი გამოუშვა მსოფლიო პრემიერამდე. „უკანასკნელი ჯედაი“ 2017 წლის 15 დეკემბერს გამოვა მსოფლიო კინოეკრანებზე. „ვარსკვლავური ომების“ მერვე ნაწილის რეჟისორი და სცენარისტი რაიან ჯონსონია. ტრილოგიის ახალ ეპიზოდში ფანები ახალ პერსონაჟებსა და გალაქტიკის ახალ სამყაროებს გაიცნობენ. ახალი ეპიზოდის გამოსვლა თავიდან თითქოს 2019 წლამდე არ …
Continue reading “„ვარსკვლავური ომების” მერვე ნაწილის პრემიერა 14 დეკემბერს გაიმართება”
მეფუტკრეობა – ყოფილი პატიმრის მთავარი საქმე
2016 წლის დეკემბერში გათავისუფლდა საპატიმროდან, შეფარდებული აქვს სამი წლით პირობითი სასჯელი. სანამ დააკავებდნენ ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ასე არჩენდა ოჯახს. გათავისუფლების შემდეგ კი მართვის მოწმობა ჩამოერთავა და 66 წლის ასაკში შემოსავლის ახალ წყაროზე დაიწყო ფიქრი. პრობლემებსა და სირთულეებზე ლაპარაკი მისთვის უცხოა. ციხის წლებზეც კი ისე საუბრობს, თითქოს ეს პერიოდი მისთვის რაღაცის მომცემი იყო – „დავაშავე …
Continue reading “მეფუტკრეობა – ყოფილი პატიმრის მთავარი საქმე”
„შერატონ ბათუმში” ქალ მეწარმეთა შეხვედრა მიმდინარეობს
დღეს, 6 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ იმერეთიდან, სამეგრელოდან და აჭარიდან 100-ზე მეტი მეწარმე ქალი შეიკრიბა ბიზნესის განვითარებაზე, ახალ გამოწვევებსა და მეწარმეთა საჭიროებებზე სასაუბროდ. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები ბიზნესის დაფინანსების, ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციებისა და ქალთა ბიზნესის წარმატების საკითხებზე საუბრობენ. როგორც საქმიან ქალთა გაერთიანების პრეზიდენტმა, ეკატერინე მაისურაძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას განაცხადა: „დღეს ხელი მოეწერება საქმიან ქალთა გაერთიანებისა …
Continue reading “„შერატონ ბათუმში” ქალ მეწარმეთა შეხვედრა მიმდინარეობს”
მარჯან ფარსადი – ქალის ხმა სპარსულ მუსიკაში
ირანელი ანიმატორი, ილუსტრატორი და მომღერალი მარჯან ფარსადი 1983 წელს დაიბადა. „Blue Flowers“ მისი სიმღერების 2014 წელს გამოცემული პირველი ალბომია. მელოდიების სისადავე, სამყაროსადმი დამოკიდებულება, მომღერლის თვითგამოხატვის დახვეწილი, ჰარმონიული ფორმა მარტივად იპყრობს მსმენელის ყურადღებას. ძველი, ირანული მუსიკის ელემენტები და თანამედროვე ჟღერადობის შერწყმა მომღერლის პირველ ალბომს განსაკუთრებულ, ორიგინალურ კრებულად აქცევს. „ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ მუსიკის წერა მამშვიდებს …
Continue reading “მარჯან ფარსადი – ქალის ხმა სპარსულ მუსიკაში”
სპილბერგის ახალი ფილმი ჟურნალისტების შესახებ ამერიკის კინოკრიტიკოსთა რჩეულია
აშშ-ს კინოინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გაერთიანებამ, კინოკრიტიკოსთა ნაციონალურმა საბჭომ, 2017 წლის საუკეთესო ფილმად სტივენ სპილბერგის The Post აირჩია. ფილმის მთავარი როლის შემსრულებლებმა ტომ ჰენკსმა და მერილ სტრიპმა წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვეს. The Post დრამაა აშშ-ში დაძაბული პერიოდის შესახებ. ფილმი ამერიკული გამოცემების, „ნიუ-იორკ ტაიმსისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებზე მოგვითხრობს, რომლებსაც პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები ჩაუვარდებათ ხელში …
Continue reading “სპილბერგის ახალი ფილმი ჟურნალისტების შესახებ ამერიკის კინოკრიტიკოსთა რჩეულია”
ციდან დანახული ამერიკა
ჯეფრი მილშტეინი აეროფოტოებით ყვება ლოს-ანჯელესის და ნიუ იორკის ამბებს. კადრები ჩიტის ფრენის სიმაღლიდანაა გადაღებული. მაღლიდან კარგად ჩანს ერთი შეხედვით ქაოსური ქალაქების მოწესრიგებული არქიტექტურა. მილშტეინმა საუკეთესო აეროკადრები შეაგროვა და ერთ წიგნ LA NY-ში მოათავსა. ფოტოსერიები შთამბეჭდავ არქიტექტურულ წყობას გვიჩვენებს, რაკურსით, რომლითაც თვითონ ვერასდროს დავინახავდით ქალაქს. მილშტეინის წიგნის პრეზენტაცია და აეროფოტოების გამოფენა ლოს-ანჯელესის კოპეიკინის გალერეაში მოეწყო 28 …
ურთულესია სასჯელაღსრულებასთან დაკავშირებულ ექიმებთან რამეს მიაღწიო – ყოფილი პატიმარი
„საპატიმროში 15 წელი გავატარე. იქ ხეზე კვეთის კურსები გაიხსნა და ისე მინდოდა სახელოსნოში მუშაობა, გასაუბრებისას როცა მკითხეს, ხატვა ვიცოდი თუ არა, ვთქვი, თითქოს ვიცოდი. სინამდვილეში საერთოდ არ ვხატავდი. მივხვდი, ჩემს სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებდი და რადაც უნდა დამჯდომოდა ხატვა უნდა მესწავლა. დავიწყე ხატვა, მერე ნელ-ნელა ხეზე კვეთაც ვისწავლე. მინდოდა ახლობლები გამეხარებინა ჩემი ახალი, სასარგებლო საქმიანობით. …
თეთრი სახლის საშობაო მორთულობამ ამერიკელებს საშინელებათა ფილმები გაახსენა
აშშ-ში თეთრი სახლი უკვე მორთეს შობის დღესასწაულისთვის. თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პირველი ლედი მელანია ტრამპი ფეისბუქისა და ტვიტერის ოფიციალურ გვერდებზე საშობაო სამზადისის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებენ. როგორც პირველმა ლედიმ განაცხადა, ტრამპები შობის პირველ დღესასწაულს თეთრ სახლში, ტრადიციული წესებით აღნიშნავენ და მორთულობაც ტრადიციული იქნება. ოფიციალურ განცხადებაში მელანია ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ოჯახისთვის, ისევე, როგორც …
Continue reading “თეთრი სახლის საშობაო მორთულობამ ამერიკელებს საშინელებათა ფილმები გაახსენა”
ფემინისტი მწერლების 10 ცნობილი წიგნი
2018 წლის თებერვალში ბეტი ფრიდანის „ქალურობის საიდუმლოს“ პირველი გამოცემიდან 55-ე წლისთავი აღინიშნება. ფრიდანი ლიბერალური ფემინიზმისა და ქალთა მოძრაობის მეორე ტალღის კლასიკოს ავტორადაა მიჩნეული. წიგნმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 20-ე საუკუნის 60, 70-იან წლებში მეორე ტალღის ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობაზე. 1. ბეტი ფრიდანი – „ქალურობის საიდუმლო” 1963 წელს გამოცემულმა წიგნმა ფემინიზმის პირველი ტალღის ძირითად გზავნილს, ქალთა საარჩევნო ხმის …
ყოფილი პატიმარი: იმით ვხარობ, რაც მაქვს
„საშინელი საკერავი მანქანა მქონდა, ტანჯვით უნდა გემუშავა. ფონდმა „თანაზიარმა“, დემოკრატიის ინსტიტუტის პროგრამის ფარგლებში, საკერავი მანქანა გადმომცა. ყველაფრის შეკერვა შემიძლია. ხშირად უფასოდ ვუკერავ ახლობელ-მეგობრებს. რაიონში ყველა ყველას ახლობელია. მიჭირს ნაცნობებს ჩემს ნაშრომში თანხა გადავახდევინო,“ -ამბობს 49 წლის ყოფილი პატიმარი, თამარ ინჯგია. ის სენაკში, ნათესავის სახლში, პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მარტვილში სახლი გაყიდა და თბილისში პატარა ბინას …
რა პასუხისმგებლობა დაეკისრა ლონდონის ხელისუფლებას დიდი ხანძრის შემდეგ
2017 წლის 14 ივნისს ლონდონის 24-სართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ 34 გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხერხდა. მეხანძრეებმა 65 ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, 5 მლნ. ფუნტი სტერლინგი გამოყო გადარჩენილებისთვის საკვები პროდუქტების, სამოსისა და პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად. საზოგადოების მწვავე კრიტიკის ფონზე გადადგა კენსინგტონისა და ჩელსის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლას ჰოლგატი. თანამდებობა …
Continue reading “რა პასუხისმგებლობა დაეკისრა ლონდონის ხელისუფლებას დიდი ხანძრის შემდეგ”
პატიმარი, როგორც „მესამეხარისხოვანი ადამიანი” – დემოკრატიის ინსტიტუტის გამოცდილება
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედებული „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების ინტერესებს იცავს სოციალურ, იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხებში. პროგრამის ბენეფიციართა სამართლებრივ და იურიდიულ მხარდაჭერას დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტი, რამინ გვარიშვილი უზრუნველყოფს, რომელიც „ბათუმელებს“ პროგრამის იურიდიული სერვისების შესახებ ესაუბრა. რა სახის იურიდიულ დახმარებას უწევთ პროგრამის ბენეფიციარებს? კონსულტაციებს …
ფოტოგრაფი, რომელსაც მილიონი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე
ჯეისონ პეტერსონი 25 წელია შავ-თეთრ ფოტოებს იღებს. მისი კადრები კომპოზიციური წონასწორობითა და შუქ-ჩრდილებთან თამაშით, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების გამოყენებით ახდენს დამთვალიერებელზე შთაბეჭდილებას. ფოტოგრაფის ინსტაგრამის გვერდს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. პეტერსონი Havas North America-ს რეკლამის მხატვრული რედაქტორია და ეს გამოცდილება საშუალებას აძლევს, ზუსტად განსაზღვროს პრიორიტეტები: იცის, როგორ ფიგურაზე უნდა დასვას აქცენტი და ვინ გამოიყვანოს ჩრდილიდან.
ყოფილი პატიმარი, რომელმაც მეწარმეობა ერთი ძროხით დაიწყო
ციხიდან გათავისუფლებული პატიმრების თვითშეფასება ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი ციხიდანვე გეგმავს მომავალ ცხოვრებას და ადვილად ივიწყებს წარსულს, ზოგიერთს უჭირს ყოფილ პატიმრებზე სტერეოტიპულ წარმოდგენებთან გამკლავება. 70 წელს მიტანებული ბედიშა ხარჩილავასთვის ციხეში გატარებულ პერიოდზე რთული, თავისუფლების პირველი წელი აღმოჩნდა. „გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ ჯერ 37 წლის ვაჟი გარდამეცვალა C ჰეპატიტით, ორმოცი დღეც არ იყო გასული და ქალიშვილიც დაგვეღუპა, …
Continue reading “ყოფილი პატიმარი, რომელმაც მეწარმეობა ერთი ძროხით დაიწყო”
ივა, აუტისტი გოგონა ბანგლადეშიდან
10 წლის გოგონა, ივა ბანგლადეშის პატარა სოფელში ცხოვრობს. მამა მძღოლია, დედა დიასახლისი. ივას აუტისტური სპექტრის დარღვევა აქვს. მოუსვენარია, გაურკვევლად ლაპარაკობს. მძიმე როკს, მეტალს უსმენს და დიდხანს შეუძლია ცეკვა. ივას მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, როცა გოგონამ 5 წლის ასაკშიც ვერ ისწავლა სიარული. ივას ლაპარაკიც უჭირდა და არ რეაგირებდა შეხებაზე. სოფლის მცხოვრებლებმა ივას მშობლებს შესთავაზეს აღთქმა დაედოთ ადგილობრივ …
პარიზის „ჰაშიშის მომხმარებელთა კლუბი”
კლინიკური ფსიქოფარმაკოლოგიის ფუძემდებელმა, დოქტორმა მორო დე ტურმა, 1844 წელს პარიზში „ჰაშიშის მომხმარებელთა კლუბი“ (Club des Haschischins) დაარსა. კლუბის მიზანი მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების უკეთ შესწავლა იყო. ჯგუფის ძირითადი წევრები: შარლ ბოდლერი, ეჟენ დელაკრუა, თეოფილ გოტიე, ჟერარ დე ნერვალი, ალექსანდრე დიუმა და სხვები ექსპერიმენტებში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები. დოქტორი დე მორო განსაკუთრებით ჰაშიშის ეფექტითა და ზემოქმედებით იყო …
ვუდი ალენის ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში
ნიუ იორკის კინოფესტივალზე ვუდი ალენის ახალი ფილმის Wonder Wheel-ის პრემიერა გაიმართა. ფილმის სიუჟეტი 50-იანი წლების ნიუ იორკში, ლონგ-აილენდზე ვითარდება. გასართობი პარკის კარუსელების მფლობელის ცოლი, ჯინი, კაფეს ოფიციანტად მუშაობს. მისი ოცნება – კინომსახიობად იქცეს, დიდი ხნის დასამარებულია. ბეზრდება მეუღლე, შვილი და ოფიციანტის ყოველდღიური რუტინა. ჯინის საიდუმლო კავშირი აქვს მიკისთან, ახალგაზრდა მაშველთან, რამელიც მალევე უყვარდება. ყველაფერი რთულდება, …
ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი
ბათუმის № 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიურმა თეატრალურმა დასმა „ცისარტყელამ“ გუშინ, 13 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ სააქტო დარბაზში სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ წარმოადგინა. საქართველოში ერთადერთი ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“ ბათუმში 2007 წლიდან დგამს სპექტაკლებს. „წუნა და წრუწუნა“ მათი რიგით მეექვსე ნამუშევარია, რომლის პრემიერაც რამდენიმე თვის წინ შედგა ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში. სპექტაკლში 12 ახალგაზრდაა დაკავებული. 28 …
Continue reading “ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი”
„დისნეისა“ და სტუდია Pixar-ის ახალი ანიმაციური ფილმი
კომპანია Walt Disney Pictures-ისა და სტუდია Pixar-ის ახალი ანიმაციური ფილმი „Coco“ 12 წლის მიგელისა და მისი ოჯახის ისტორიაზე მოგვითხრობს. ბიჭი მუსიკოსობაზე ოცნებობს და ამ ოცნების ასასრულებლად გარდაცვლილთა იდუმალ სამყაროში გასამგზავრებლადაც მზადაა. სიუჟეტი ვითარდება მექსიკის ეროვნული დღესასწაულის, მკვდართა დღის მიხედვით, რომელიც 31 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღეს მექსიკელების წარმოდგენით გარდაცვლილთა სულები დედამიწაზე ბრუნდებიან და მათ განსაკუთრებულ პატივს …
Continue reading “„დისნეისა“ და სტუდია Pixar-ის ახალი ანიმაციური ფილმი”
„სუფთა” ენერგიის მომხმარებელი სახლები
ნულოვანი ენერგიის სახლები მხოლოდ სუფთა ენერგიას მოიხმარენ ყოველდღიური საჭიროებისთვის. ამგვარი სახლი მფლობელის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავს. მართალია, ნულოვანი ენერგიის სახლები ჯერჯერობით დიდი იშვიათობაა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ზრდადი ენერგეტიკული ხარჯები ენერგოეფექტურ სახლებსა და შენობა-ნაგებობებზე მოთხოვნილებას მალე გააჩენს. სახლის მყიდველები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას სამშენებლო მასალების ენერგოეფექტურობაზე და წინასწარ განსაზღვრავენ შესაძლო ენერგეტიკულ ხარჯებს. სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებიც მოთხოვნის შესაბამისად ცდილობენ ამ …
აზერბაიჯანელი მხატვრის ილუსტრაციები სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელებზე
აზერბაიჯანელი მხატვრი გუნდუზ აგაევი ილუსტრაციებით გვიჩვენებს პოლიციელებს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც უხეშად ილახება ადამიანთა უფლებები, ჩინეთში, თურქეთში, ირანში, კორეაში, სუდანში, საუდის არაბეთში, ინდოეთში, რუსეთში და ა.შ. ილუსტრაციების უმრავლესობა კრიტიკული და ირონიულია, თუმცა მხატვარი „კარგი პოლიციელის“ ვიზუალიზაციასაც გვთავაზობს. აზერბაიჯანი ჩინეთი ჩრდილოეთ კორეა სუდანი შვედეთი ბრაზილია არაბეთი რუსეთი ნიდერლანდები ლონდონი ინდოეთი თურქეთი ავსტრალია ფოტოები გუნდუზ აგაევის ოფიციალური გვერდიდან.
როცა ოჯახი გიღებს, სხვების აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს – ყოფილი პატიმარი
ქუთაისში ყოველი წლის 2 მაისს გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს ქალაქის ქუჩები გვირილებითაა მოფენილი, სამკერდე ნიშნებადაც თეთრ გვირილებს იბნევენ. ამ გვირილებს ყოფილი პატიმარი, 56 წლის ჯულიეტა (ნანა) ფხაკაძე მუყაოსა და ქაღალდებისგან ამზადებს. ხელსაქმით საპყრობილეში ყოფნის დროს დაინტერესდა. ამბობს, რომ რეალობას ფხიზლად უყურებს და იცოდა, თუ წინასწარ არ იფიქრებდა სამომავლო საქმიანობაზე, გათავისუფლების შემდეგ გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდებოდა. …
Continue reading “როცა ოჯახი გიღებს, სხვების აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს – ყოფილი პატიმარი”
ვინ მუშაობს ღამით ბათუმში
დაღამდა და სამსახურიდან ყველა შინისკენ ან მეგობრებთან შესახვედრად მიიჩქარის დამღლელი დღის სასიამოვნოდ დასასრულებლად, განსატვირთად. შეგიძლია ხანდახან ჩვეული რიტმი შეცვალო, არც მეგობრები ნახო, სახლის გზასაც გადაუხვიო და შუაღამის ქალაქში იხეტიალო, დააკვირდე ადამიანებს, რომლებიც შენსავით შვიდზე არ ამთავრებენ მუშაობას, დღისით სძინავთ და ფხიზლობენ ღამით. როცა მთელ ქალაქს მშვიდად სძინავს და მეორე დღისთვის იკრებს ძალას, ქუჩაში შეხვდებით მანქანებში …