წყვილები, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს და გაუცნობიერებლად ბევრ საინტერესო რამეს, დიდ საქმეებს, ხელოვნებაში განსხვავებული მიმდინარეობის დასაწყისს, ან სულაც ახალ ეპოქას იწყებენ განსხვავებული ხედვით. ვიხსენებთ რამდენიმე წყვილს, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს ხელოვნების ისტორიაში, თუმცა ეს სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს.
ულა და მარინა აბრამოვიჩი
მრავალ საინტერესო და ავანგარდულ პერფორმანსს შორის, რომელზეც ულას და მის მეუღლეს მარინა აბრამოვიჩს უმუშავიათ, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ცოცხალი სანახაობა The Lovers იყო, რომელიც 1988 წელს მოაწყეს გაცნობიდან 12 წლისთავის აღსანიშნად: მარინა და ულა ჩინეთის კედლის სხვადასხვა მხრიდან მიდიოდნენ ერთმანეთისკენ ძალიან, ძალიან დიდხანს და ბოლოს კედლის შუაში შეხვდნენ ერთმანეთს.
მაქს ერნსტი და დოროთი ტენინგი
ერნსტი და ტანინგი სიურეალიზმის მოძრაობის პიონერები იყვნენ – პირველად 1942 წელს ნიუ-იორკის გალერეაში გაიცნეს ერთმანეთი და 1946 წელს დაქორწინდნენ. მაქს ერნსტმა დოროთისთან ქორწინების წელს დაწერა ცნობილი ტრაქტატი ,,მხატვრობის მიღმა’’ რამაც წყვილს დიდი ფინანსური მოგება მოუტანა.
ფრანსუაზა ჟილო და პაბლო პიკასო
პიკასო 63 წლის იყო, როცა ხელოვნების ახალგაზრდა კრიტიკოსთან, ფრანსუაზა ჟილოსთან დაიწყო ურთიერთობა. 40 წლით უმცროსი ქალის შთაგონებით პიკასომ სრულად შეცვალა ხატვის მანერა და ჟილოსთან ერთად გაატარებული ათი წლის განმავლობაში განსხვავებული, კუბისტური ნახატების შექმნა დაიწყო.
დიეგო რივერა და ფრიდა კალო
ფრიდა კალო დიეგო რივერას მოწაფე იყო თავიდან, თუმცა მალევე, სიცოცხლეშივე იქცა ყველაზე დიდ მექსიკელ მხატვრად. ფრიდა კალომ და რივერამ ბევრწილად განსაზღვრეს ერთმანეთის სტილი და ხელწერა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ბოლოს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რივერა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ 1954 წელს ფრიდას გარდაცვალება მისი ცხოვრების უდიდესი ტრაგედია იყო.
ლი კრასნერი და ჯექსონ პოლოკი
აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი პირველი მიმდევრები პოლოკი და ლი კრასნერი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და 1944 წელს დაქორწინდნენ. პოლოკს ბევრი რამ მისცა ლი კრასნერის თეორიულმა ცოდნამ, რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მხატვარ-აბსტრაქციონისტი იყო. წყვილმა ლონგ აილენდთან ახლოს მამული შეიძინა ხის სახლით. მამულის ბოსელი მხატვრების წყვილმა სახელოსნოდ გადააკეთა და სწორედ აქ შეიმუშავა ჯექსონ პოლოკმა თხევად საღებავზე სპონტანურად მუშაობის მისეული გამორჩეული ტექნიკა. დღეს ამ სახელოსნოში პოლოკ-კრასნერის ცნობილი სახლი-სტუდია ფუნქციონირებს.
რეი და ჩარლზ ეიმსები
ჩარლზმა და რეიმ ერთად შექმნეს 20-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული და დიზაინერული ნამუშევრები Time-Life-ის სკამები და Eames-ის დივანი. რომლებიც ნებისმიერ თანამედროვე სივრცეში ფართოდ გავრცელებულ ავეჯად მიიჩნევა.
ვასილი კანდინსკი და გაბრიელა მიუნსტენი
მიუნსტენმა და აბსტრაქციონისტმა კანდინსკიმ ერთმანეთი მეოცე საუკუნის დასაწყისში გაიცნეს კანდინსკის ლექციის მერე მიუნხენის სკოლა Phalanx-ში. ორივე ერთად მუშაობდა ექსპრესიონისტთა ჯგუფის ფორმირებაზე და მათ ერთად შექმნეს მხატვართა ჯგუფები ,,Der Blaue Reiter’’ და ,,Neue Kunstlervereinigung’’
ელენ მარი ფრიდი და უილიამ დე კუნინგი
ელენ მარი ფრიდი და უილიამ დე კუნინგი ერთმანეთს 1938 წელს შეხვდნენ. 1943 წელს დაქორწინდნენ და მხატვარ-ექსპრესიონისტებთან ერთად ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდნენ. წყვილი აქტიურობდა 60-ინი წლების მოძრაობაში, რომელიც მოგვიანებით ნიუ-იორკის სკოლის სახელით გახდა ცნობილი.
მან რეი და ლი მილერი
პროფესიონალი მოდელი ლი მილერი პარიზში ჩავიდა და უკვე ცნობილი მხატვრის, მან რეის მოწაფე გახდა. შემდეგ მის ასისტენტ-ფოტოგრაფად და მუზად იქცა. მილერმა ბოლოს მხატვრის კარიერაზე ფიქრი დაიწყო და სიურეალიზმის მოძრაობის ერთ-ერთ აქტიური წევრი იყო.