შაბათ-კვირას აჭარაში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსთა ინფორმაციით, შაბათ-კვირას, 20-21 იანვარს, აჭარაში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ზღვა დამშვიდდება და ჰაერი სანაპირო რაიონებში 13-15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 -7 გრადუსი დაფიქსირდება. აჭარის მთიანეთში ბოლო დღეებში თოვდა, თუმცა შაბათ-კვირას გამოიდარებს. მოსალოდნელია დღისით +5, ღამით კი -5 გრადუსი ყინვა. ორშაბათსაც უმეტესად უნალექო იქნება აჭარის სანაპირო …

ნათლისღება ბათუმში

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაული, რომელსაც ქრისტიანები დღეს აღნიშნავენ, სახარების მიხედვით ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა. სრულდება წყლის კურთხევის მსახურება-დიდი აიაზმა და მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ ნაკურთხ წყალს. დღესასწაული, სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ ქრისტეს მონათვლას უკავშირდება. წყალში განბანვის ტრადიციული რიტუალი ამ გადმოცემის სიმბოლური განმეორებაა. ბათუმში მრევლი ნათლისღების დღესასწაულს ზღვაში განბანვით ხვდება, …

მსოფლიოს საიდუმლო ბიბლიოთეკები

               დამასკოს ბიბლიოთეკა სირიაში, დამასკოს ქუჩების მიწისქვეშეთში, ინახება წიგნები, რომლებიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გადაურჩა. მოხალისეებმა სახლებში 14 000 წიგნი შეაგროვეს და მიწისქვეშა ბიბლიოთეკაში გადაინახეს, სადაც საიდუმლო წიგნები საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა. მიწის ქვეშ დაცულ ბიბლიოთეკაში   რომ მოხვდე, ტყვიების ზუზუნში უნდა გააღწიო. ამ ადგილს სირიის საიდუმლო ბიბლიოთეკას ეძახიან და მიიჩნევა, რომ იქ …

შენი უბნის მეწაღე

ყველაფერი ფასს კარგავს, როცა ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ქუსლი ტყდება შუა ქუჩაში. ამ დროს თუ ვინმე სახეზე შემოგხედავთ, იფიქრებს, რომ უბრალოდ უჟმური ხართ. არადა, ფეხსაცმელი გიჭერთ ან მაღალი ქუსლი მოტყდა ცოტა ხნის წინ და უახლოეს სადარბაზოს ეძებთ, რომ შევარდეთ და მეორეც მოატეხოთ. გამოსავალი მეწაღის უახლოესი ჯიხურია. ერთ-ერთ ასეთ ჯიხურში თენგიზ დგებუაძე სამი წელია …

დისნეის სახეცვლილი გმირები

როცა დისნეიზე ვფიქრობთ, წარმოვიდგენთ ლამაზ, ემოციურ ზღაპრებს, სადაც ბოლოს ყველა ბედნიერად ცხოვრობს. მაგრამ მექსიკელი ვიზუალური არტისტი, ხოსე როდოლფო ლოაიზა ონტივეროსი, სხვა თვალით ხედავს ზღაპრების გმირებს. მხატვრის შავი იუმორით გაჯერებული ნამუშევრები მულტფილმების კლასიკური გმირების ტრანსფორმაციას გვაჩვენებს. 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8.   9. 10. 11. წყარო: boredpanda

Cranberries-ის ვოკალისტი, დოლორეს ორიორდანი გარდაიცვალა

ჯგუფ Cranberries-ის ვოკალისტი, 46 წლის დოლორეს ორიორდანი მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაცია BBC-მ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. Cranberries-ი 90-იანი წლების როკჯგუფია, რომლის მუსიკასაც ალტერნატივის, პოპროკისა და პოსტპანკის მიმდინარეობას მიაკუთვნებენ. ჯგუფმა დიდი გავლენა მოახდინა იმ პერიოდის მსმენელზე. დოლორესის გამორჩეული ვოკალისა და ჯგუფის ორიგინალური ჟღერადობის წყალობით Cranberries-ი 90-იანელთა თაობის საყვარელ ბენდად იქცა. ირლანდიელმა დოლორეს ორიორდანმა ჯგუფს საერთაშორისო აღიარება მოუტანა …

სად არის აკრძალული კოცნა – უცნაური ფრანგული კანონები

სახალისო კანონები დღემდე შემორჩა ისტორიული წარსულიდან და აქამდე ყველას ევალება მისი შესრულება. წარმოგიდგენიათ, რომ სადმე ჩახუტება და კოცნაა აკრძალული? ესეც რამდენიმე აბსურდული კანონი საფრანგეთის ძველი და ახალი, მოქმედი კანონდებლობიდან, რომელიც ყველას გაახალისებს. ჩახუტების აკრძალვა ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალულია ჩახუტება და კოცნა რკინიგზისა და ზოგადად, სატრანსპორტო სადგურებში. აკრძალვა იმ ეპოქიდან მოდის, როცა შეყვარებულები ერთმანეთს ხანგრძლივად ემშვიდობებოდნენ …

ამინდის პროგნოზი: მცირე წვიმა სანაპირო რაიონებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, მთელი დღის განმავლობაში და ღამით სანაპირო რაიონებში შენარჩუნდება წვიმა, მთაში კი – თოვლი. ხვალ სანაპირო ზოლში დღისით 6-11, ღამით კი 1-6 გრადუს ტემპერატურას ვარაუდობენ. მთაში დღისით 0-დან 5 გრადუსამდე დათბება, ღამით მოსალოდნელია -2-7 გრადუსი ყინვა. დღევანდელი მონაცემებით, სანაპირო რაიონებში ტემპერატურა 8 გრადუსია და წვიმს. მომდევნო დღეებში …

ახალი წელი არ იქნება – „დაგდაგანი“

„დაგდაგანი არის: ირაკლი შენგელია მალხაზის ძე, დაიბადა 1994 წლის ცივ გაზაფხულზე, მარტის პირველს. ცოტნე გორგოშიძემ ვაჟიშვილობა დაკარგა 2011 წლის 9 აპრილს. მათე ხურციძე რამაზის ძე დაიბადა და გაიზარდა 90-იანების ქუთაისში, მაგრამ არ არის ნასამართლევი. გადავარდება და დაიღუპება ხრამში. გიორგი ბულბულაშვილი (ბულბულა) დაიბადა და გაიზარდა. გიორგი კოჭლაშვილი – უყვარს დალევა“. რამდენიმე ლაივჩანაწერისა და youtube-ზე ატვირთული სიმღერების …

საახალწლო ღონისძიებები პატიმართა შვილებისთვის

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში პატიმართა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. იმერეთსა და გურიაში ბავშვები გასართობ ცენტრს ეწვივნენ და მშობლებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარეს, საღამოს დასასრულს მათ საჩუქრები შეხვდათ თოვლის პაპასგან. ბათუმში მოზარდები ზოოტოპიას ესტუმრნენ და ცხოველები დაათვალიერეს, ბევრი მათგანი პირველად აღმოჩნდა ეგზოტიკურ გარემოში. შემდეგ საღამო …

2017 წლის საუკეთესო ფოტოები დრონსტაგრამიდან

დრონსტაგრამი სოციალური ქსელია და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფებს, რომლებიც გვერდზე დრონით გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. დრონსტაგრამზე ყოველდღიურად ათასობით ფოტო იტვირთება. საიტზე დარეგისტრირება და დრონით გადაღებული კადრების განთავსება ყველას შეუძლია. დრონსტაგრამის ფოტოებს სხვა ტიპის კადრებისგან უცნაური პერსპექტივა და დიდი სიმაღლიდან ხედვის კუთხე გამოარჩევს. დრონსტაგრამი ყოველწლიურად დრონით გადაღებული საუკეთესო ფოტოების კონკურსს აწყობს. ცოტა ხნის წინ სოციალურმა ქსელმა …

ენმ სოციალურად დაუცველთათვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების ინიციატივით გამოდის და ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. „ხელისუფლების დაპირებისამებრ, ნაცვლად ტარიფების შემცირებისა, ყოველწლიურად იზრდება კომუნალური გადასახადები. ახლახან გაძვირდა ელექტროენერგია, რაც მძიმე ტვირთად დააწვა სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაა ამუშავდეს 300 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი, რომელიც გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა დედებსა და …

„მამალი მგლების არ გვეშინია” – თეატრის წარმომადგენელი აჭარის ტელევიზიის დირექტორს [ვიდეო]

ბათუმის თოჯინების თეატრში დღეს დასავლეთ საქართველოს თეატრების რეჟისორები და მსახიობები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელს შეხვდნენ. დისკუსია, ფაქტობრივად, ცალმხრივ ფორმატში წარიმართა. ჯგუფი სატელევიზიო გადაცემა „ტელესპექტაკლების“ შეწყვეტას აპროტესტებდა. „მამალი მგლებისაც არ გვეშინია, პირად ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, აქ შეკრებილებს თავისი დამოკიდებულება აქვს ბათუმის მიმართ, საძმაკაცო ჰყავს და ასე შემდეგ“, – მიმართავდა ქუთაისის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აჭარის …

ორი აზრი პროექტ „ტელესპექტაკლების“ გაუქმებაზე – ნერონ აბულაძე VS ნათია კაპანაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პროექტ ,,ტელესპექტაკლებს“ აუქმებს. მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას თეატრალური საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. „ბათუმელებთან“ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ განმარტა, რომ „ტელესპექტაკლების“ სახელშეკრულებო ვადა ამოიწურა. ნათია კაპანაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო აცხადებს ტენდერს გარეწარმოებაზე, დოკუმენტური ფილმების შესაძენად, ამ პროცესში ჩართული იყო პროექტ „ტელესპექტაკლების“ ავტორი ნერონ აბულაძე. რა თქმა უნდა, მას აქვს შესაძლებლობა …

დამენგრა ოჯახი, რომელიც სიმწრით შევაკოწიწე და მაქვს სულ სხვა, რომელსაც არ ვგეგმავდი

ყოფილი პატიმარი ნინო კ. სამი შვილის დედაა. ბევრი უსიამოვნო თავგადასავლისა და რთული გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა, ვისთან ერთად გაატარებდა მთელ ცხოვრებას საბოლოოდ. სასჯელი მოიხადა და გათავისუფლებიდან სამ თვეში ახალი ადამიანი გაიცნო. მანამდე კი იყო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც თელავში ცხოვრობდა: ცოლ-ქმარი სამი შვილი და ბებია-ბაბუა. ნინოს საკუთარი მაღაზია ჰქონდა და ასე უმკლავდებოდა დიდი ოჯახის …

ყველაზე „ლამაზი ბავშვი“

რეკლამები, ფილმები, მოდის სამყაროსა და პოპკულტურის გაძეგლებული სახეები სილამაზის მზა კრიტერიუმებს გვთავაზობენ, რომლებიც უამრავი ადამიანისთვის საოცნებო და მისაბაძი მოდელია. დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი ასლის დამზადება საკუთარი თავისგან მიმზიდველი ცდუნებაა. მოდამ, კულტურამ, გარემომ იცის როგორი უნდა იყოს შენი იდეალური გარეგნობა. შენ მხოლოდ მიმსგავსება გევალება. სილამაზის თავსმოხვეული კრიტერიუმებისგან გათავისუფლება ზრდასრულებისთვისაც კი პრობლემაა. შეფასებითი კოდური სიტყვები: „კარგი“, „ცუდი“, „ლამაზი“, …

ბათუმი, ჩუმი დღესასწაულების ქალაქი [ფოტო]

შობა-ახალი წლის მთავარი დღეები გადაგორებულია. აფეთქდა ყველა ფოიერვერკი. აშუშხუნდა ყველა მაშხალა, გააწყეს ყველა ნაძვი, განათდა ყველა გირლიანდი და ჩაწყნარდა დღესასწაულებისგან გადაქანცული ქუჩები. ადამიანების უმრავლესობამ შვებულების ბოლო დღეების უშფოთველობას მისცა თავი. გვიან გაღვიძება, ოთახში ჯიუტად დამდგარი მზის სხივები და ცალი თვალის გახელის შემდეგ ტკბილი ფიქრი იმაზე, რომ შეგიძლია გააგრძელო მცონარება შუადღის თორმეტამდეც. ბათუმში შუა ზამთარი ჯერ …

ღმერთების ყოველდღიურობა – კლასიკური პერსონაჟების თანამედროვე ცხოვრება

კლასიკური მხატვრობის პერსონაჟები კლუბებში, თანამედროვე კაფეებსა და ბარებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ პლაჟზე არც ისე რთული წარმოსადგენი ყოფილა, თუკი უკრაინელი მხატვრის, ალექსეი კოდაკოვის ნამუშევრებს დაათვალიერებთ. ფოტოშოპის საშუალებით მხატვარს საუკუნეების წინანდელი პერსონაჟები გადმოჰყავს 21-ე საუკუნის ყოველდღიურობაში და ჰარმონიულად ათავსებს ერთი შეხედვით უცხო გარემოში. ნახატების დაუსრულებელი სერია „ღმერთების ყოველდღიურობა“ თავიდან უკრაინაში გავრცელდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კოდაკოვმა ინსტაგრამზე …

მგზავრობის ფასი ისევ 40 თეთრი იქნება – ვიდრე საკრებულო არ იმსჯელებს

დღეს, 8 იანვარს, ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მგზავრობის გაძვირებული საფასურის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა მოლაპარაკების დასასრულს ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი სატრანსპორტო კომპანიის, შპს ჯორჯიან ტრანსის დირექტორმა, ნუგზარ ფარტენაძემ მედიასთან განაცხადა, რომ საკრებულომ უნდა იმსჯელოს საბოლოო ფასის დადგენაზე. მგზავრობის ფასის ზრდა, ნუგზარ ფარტენაძის თქმით, საწვავისა და სათადარიგო ნაწილების გაძვირებამ გამოიწვია. ნუგზარ ფარტენაძე აცხადებს, …

მგზავრობის ფასის 50-თეთრამდე გაძვირების გამო მერიაში დახურული შეხვედრა იმართება 

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა და ძველი ფასის, 40 თეთრის ნაცვლად მგზავრები 50 თეთრს გადაიხდიან. ჯერჯერობით გაურკვეველია ვისი ინიციატივით მოიმატა ქალაქში მგზავრობის საფასურმა. მძღოლების ნაწილი ფაქტს ბენზინის გაძვირებას უკავშირებს. 6 იანვარს, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ ფასები თვითნებურადაა გაზრდილი და მოქალაქეებს ძველი ტარიფით გადახდისკენ მოუწოდებს. კომახიძე აღნიშნავს, რომ მერიაში განცხადება შევიდა ფასების …

მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეს შობას აღნიშნავენ

7 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო წირვა-ლოცვა გვიან ღამით ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა. წირვა-ლოცვას ტრადიციულად წინ უძღვოდა 6 იანვარს, 12 საათზე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაწყებული საშობაო ალილო, რომელსაც ბათუმის მერი, აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ტკბილეული, ნობათი და შემოწირულობები მეალილოვეებმა შეჭირვებულ ოჯახებს გადასცეს. …

ახალი კანონი ისლანდიაში 2018 წლიდან მამაკაცებისა და ქალების შრომის თანაბარ ანაზღაურებაზე

ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აიძულა კომპანიები გამოეაშკარავებინათ როგორ ანაზღაურებდნენ სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების შრომას. ქვეყანაში ახალი წლიდან ახალი კანონი ამოქმედდა. კომპანიებს, რომლებსაც 25 და მეტი თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული, კანონი ავალდებულებს ჰქონდეს დამადასტურებელი სერტიფიკატი იმისა, რომ თანაბარ პოზიციებზე მომუშავე კადრებს თანაბრად უნაზღაურდებათ შრომა სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ ეთნიკური იდენტობის მიუხედავად. „ვფიქრობ, ადამიანები უკვე იწყებენ გაცნობიერებას, …

რა საახალწლო კერძებს ამზადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი შინ მომზადებული, გემრიელი სადილია. სასიამოვნო გარემოში ახლობლებთან ერთად სადღესასწაულო კერძების მირთმევა, ახალი წლის აღნიშვნის კლასიკური ფორმაა მთელ მსოფლიოში. საახალწლო კერძები ტრადიციულად დღესასწაულისთვის კეთდება მხოლოდ და სხვადასხვა გეოგრაფიული არეალის მიხედვით იცვლება ინგრედიენტები. საქართველოს მსგავსად ხორცი, ბევრ ქვეყნაში მთავარი საახალწლო კერძის ძირითადი ინგრედიენტია. მაგალითად, დანიური flæskesteg – იგივე შემწვარი ღორის ხორცი …

საბავშვო ლიტერატურის უფასო ციფრული ბიბლიოთეკა

ციფრული ბიბლიოთეკა UCLA 1800-ზე მეტ საბავშვო, ილუსტრირებულ წიგნსა და სასწავლო სახელმძღვანელოს გთავაზობთ უფასოდ. ბიბლიოთეკის არქივში ნახავთ წიგნებს კლასიკური საბავშვო ლიტერატურიდან, ასევე შეუზღუდავადაა შესაძლებელი თანამედროვე ინგლისურენოვანი საბავშვო ლიტერატურის როგორც ონლაინ კითხვა, ასევე გადმოწერა. მე-17 საუკუნეში საბავშვო წიგნები თითქმის არ არსებობდა. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები, გრამატიკული თუ სხვა სახის აკადემიური ტექსტები, მაგრამ არა გასართობი ლიტერატურა. …

როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საუკუნის წინ ნიუ-იორკში

შობა-ახალი წელი ნიუ-იორკელებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული დრო იყო. ქალაქი გუგუნებდა როკფელერ-ცენტრისკენ დაძრული ხალხის ხმაურისგან, აქ იდგა ქალაქის დიდი ნაძვის ხე, აქვე იმართებოდა საახალწლო ბაზრობაც. მეოცე საუკუნის დასაწყისის ფოტოებიდან ჩანს, რომ ქალაქის რიტმი ასი წლის წინაც თავბრუდამხვევი იყო. ნიუ-იორკში პირველი საჯარო ნაძვის ხე 1912 წელს მედისონ სკვერ გარდენში დადგეს. ნაძვის დადგმა საქველმოქმედო აქტად იქცა: მეცნიერი ქიმიკოსის მეუღლის, …

საახალწლოდ გაყინული ნიაგარას ჩანჩქერი

წელსაც, ისევე როგორც ყოველთვის, ძალიან ცივა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთით. ზამთრის ტურიზმის მოყვარული, მამაცი ტურისტების ინსტაგრამის ფოტოებზე ნიაგარას გაყინული ჩანჩქერი ჩანს. როცა ტემპერატურა ნულზე დაბალია ყველაფერი იყინება და ნიაგარაზე ზამთრის ეს პერიოდი ყველაზე შთამბეჭდავია. ამიტომაც არ იგრძნობა ყინვაშიც კი უდიდეს ჩანჩქერზე ტურისტების ნაკლებობა. აქ ტემპერატურა -8 სა და -20 გრადუსს შორის მერყეობს, თუმცა მსგავს ყინვასაც კი …

ყოველთვიურად 100 და დეპოზიტზე შესატანი 5000 ლარი – შინაპატიმრობის ახალი წესები

2018 წლის პირველ თებერვალს შინაპატიმრობის აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესი განსაზღვრავს: სასჯელის აღსრულების წესსა და პირობებს, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესს, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობას, დეპოზიტზე თანხის განთავსების წესსა და პირობებს. ახალი წესი ვრცელდება როგორც არასრულწლოვან, ასევე სრულწლოვან მსჯავრდებულებზე. შინაპატიმრობაში მყოფი პირი სპეციალური ელექტრომოწყობილობით გაკონტროლდება, რაც საშუალებას …

სმენის უნარის დარღვევის მქონე პირების საახალწლო კონცერტი ბათუმში

28 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში „ყრუთა კავშირმა“ საახალწლო ღონისძიება გამართა. აჭარაში მცხოვრებმა სმენის უნარის დარღვევის მქონე პირებმა ცეკვა „დაისი“, „აჭარული“, „რაჭული“ რამდენიმე სკეტჩი და სიმღერა წარმოადგინეს. თითქოს უცნაური და დაუჯერებელია, როგორ უნდა აყვე ზუსტად ცეკვის რიტმს, როცა მუსიკა არ გესმის, მაგრამ საკონცერტო ნომრები დაგარწმუნებდათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და მათ თვლითაც შეუძლიათ ზუსტად აყვნენ მელოდიას, სინადვილეში …

რუსეთი 2046 წელს

ზუსტად არავინ იცის რა იქნება, მაგრამ ყველას შეუძლია დაახლოებით წარმოიდგინოს მომავალი. MXD-ი რუსი მხატვრების ციფრული პროექტია. ანდრეი კოჩერგინი, ევგენი ზუბკოვი, ვიქტორ მოგილატი და ლევ პერულკოვი 2046 წლის რუსეთს წარმოსახავენ. 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. წყარო: boredpanda.com  

ყოფილი პატიმარი სამუშაო შეკვეთებს ელოდება

36 წლის ოგანეს კირბაშიანი  მშენებელია. თუმცა ოზურგეთში, სადაც ის ცხოვრობს, ახალ სახლს იშვიათად აშენებენ. ხანდახან თუ დასჭირდება ვინმეს რემონტი: შელესვა, შპალერის გაკვრა ან მეტლახის დაგება. „ეს საუკეთესო შემთხვევაა, 100-200 ლარის საქმე რომ გამოჩნდეს ხანდახან, მაგრამ ოზურგეთი პატარა რაიონია, ყველა ყველას იცნობს, ყველა ახლობელია. თითქმის არასდროს აქვთ ხოლმე კლიენტებს სრული თანხა და ნაწილ-ნაწილ მიხდიან, ან ნახევარს …

მოგზაურობა ილუსტრაციებით

იტალიელი მხატვრისა და ილუსტრატორის ფედერიკო ბაბინას  ახალი სერია INKONICITY მსოფლიოს გარშემო გამოგზაურებთ. მხატვარი ამა თუ იმ ქალაქის კულტურის ძირითად სიმბოლოებს აჩვენებს და ვიზუალურად გადმოგვცემს ქალაქების განსხვავებულ მახასიათებლებს.  ფედერიკო ბაბინას ახალი ილუსტრაციები მსოფლიოს 21 ქალაქზეა. ბაბინას სხვა პროექტებიდან  ჩანს, რომ რთული თემები მხატვარს შეუძლია მარტივი და ადვილად აღსაქმელი ილუსტრაციებით გადმოსცეს. დეპრესიის, შიზოფრენიის და  ალცჰაიმერის შესახებაც კი მინიმალისტური …

ხეზე ასხმული ნაძვების ბაზრობა ბათუმში

ბათუმის ნაძვის ხის ბაზრობა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სავაჭრო ქსელ „კარფურთან“ ახლოსაა გამართული. ჩამოდიან ხულოდან, ქედიდან, ადიგენიდანაც კი და 31 დეკემბრამდე ელოდებიან ბოლო ნაძვის ხის გაყიდვას. ხეები, ძირითადად, ძელზე დამაგრებული ტოტებისგანაა აწყობილი. ტოტები უმრავლეს შემთხვევაში სოჭისაა, ნაძვისგან განსხვავებით მას უფრო დიდი წიწვები აქვს და აწყობილი ნაძვის ხეც შესახედად ნამდვილ ნაძვს არ ჩამოუვარდება. ნაძვის უკანონო ჭრისთვის 200-დან …

საოჯახო სასტუმრო, კაკლის ბაღი და გურია-აჭარის ტურები – რას გეგმავს ყოფილი პატიმარი

ყოფილი პატიმრების შესახებ მომდევნო ისტორიის მოსამზადებლად 32 წლის გიორგი უნგიაძე შევარჩიეთ. გიორგი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს, მაგრამ ინტერვიუს ჩაწერის დღეს დაემთხვა და ბათუმში აღმოჩნდა. მორიდებით და ხშირ-ხშირად დაჰყურებს საათს – ინტერვიუს  შემდეგ ბუღალტერიის კურსებზე მიდის და არ უნდა დააგვიანდეს. კურსებზე დასასწრებად გიორგი ჩოხატაურიდან ბათუმში კვირაში რამდენჯერმე ჩამოდის. მომავლის კონტურები გიორგისთვის უკვე გამოკვეთილია და თითქმის …

ჯიმ მორისონის პარიზი

დეკემბერში ჯიმ მორისონი 74 წლის გახდებოდა. მუსიკოსი ამერიკიდან პარიზში 1971 წელს გაიქცა. ანონიმურად მცხოვრები მორისონისთვის პარიზი წერისა და შთაგონების წყაროდ იქცა, რაც კარგად ჩანს მის იმდროინდელ ჩანაწერებში. დავათვალიეროთ ადგილები, სადაც სამოციანი წლების როკვარსკვლავმა სიცოცხლის ბოლო წელი გაატარა. საცხოვრებელი სახლი ბოტრელის ქუჩა №17-ში, სადაც  მორისონი გარდაცვლილი იპოვეს. ეს ჯიმ მორისონისა და მისი მეგობრის, პამელა კურსონის ბინა იყო, …

ნასას წინასაახალწლო ფოტოები კოსმოსიდან

ამერიკული გამოცემის, The Atlantic-ის ვებგვერდებზე, ტრადიციის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში 25 დეკემბრამდე ყოველდღე ქვეყნდება 1990 წელს ორბიტაზე გაშვებული კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბლის მიერ გადაღებული თითო ფოტო. ნასას სპეციალური, ჰაბლის მისიის გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ გამოსახულება, რომელსაც მოცემულ მომენტში ხედავს ტელესკოპი და დაათვალიეროთ კადრები. როგორი იყო ჩვენი გალაქტიკა და დედამიწის მიღმა სამყარო მთელი წლის მანძილზე? გამჭვირვალე, ვარსკვლავებით …

წიგნები საჩუქრად – ისლანდიური საახალწლო ტრადიციები

ისლანდიაში საშობაოდ ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. დღესასწაულის ღამეს კითხვა და შოკოლადის მირთმევა ისლანდიური ტრადიციაა,  ისლანდიაში წიგნების უმრავლესობა სექტემბერსა და დეკემბერში იყიდება, საახალწლო საჩუქრების შერჩევის პერიოდში. შუასუკუნეებისდროინდელი საგები თანამედროვე ისლანდიურ ლიტერატურაში ყველაზე გავრცელებული ფორმაა. „უწიგნობას უფეხსაცმლობა სჯობს“ (it is better to be without shoes than without a book) –  ამბობს ისლანდიური ანდაზა. ისლანდიური ტრადიციული საშობაო-საახალწლო მენიუ ბრინჯიოს პუდინგის, …

Exit mobile version