5 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 4 აპრილის, 23 საათის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. ხუთ ქვეყანას შორის, სადაც COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აღარ არის ჩინეთი, საიდანაც ვირუსი გავრცელდა მსოფლიოში 2020 წლის იანვრიდან. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 1 181 825 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის: ამერიკის შეერთებული შტატები – 300 915 დადასტურებული …

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 9 აპარატი გადაეცა – კლინიკა 4 დღეში გაიხსნება

დღეს, 4 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ერთვება. „რესპუბლიკური საავადმყოფო ეტაპობრივად ფუნქციონირებას დაიწყებს 4 დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში. ეს იქნება იქნება ამ ეტაპზე ქოვიდ 19-ის წინააღმდეგ მებრძოლი,  სრულად სპეციალიზებული ცენტრი“ – განაცხადა გიორგი …

დაველაპარაკებით აჭარის პოლიციის ხელმძღვანელს – გახარია პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე

დღეს, 4 აპრილს, ბათუმში ჩამოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კითხვა დაუსვეს კომენდანტის საათის პირობებში პოლიციელების მხრიდან აგრესიულ ქმედებაზე. სტატია ბათუმში მცხოვრები პირის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ კომენდანტის საათის დროს იგი პოლიციელებმა სცემეს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა. კომენდანტის საათის დროს დაკავებული: პოლიციელებმა მცემეს და იარაღით დამემუქრნენ  „პოლიციელები ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე, შეიძლება იყოს ერთეული გამონაკლისები, ამაზე დღეს დაველაპარაკებით აჭარის …

საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა პირველი პაციენტი

საქართველოში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით. ამის შესახებ დღეს, 4 აპრილს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. გარდაცვლილია კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი ე.წ. „მარნეულის კლასტერიდან“. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. „31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილ იქნა კრიტიკული პაციენტი, ასაკით 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვინფექცია. ანამნეზში ამ პაციენტთან იყო ბოლო ექვსი თვის …

ბათუმში COVID19-ზე 33 პირის პასუხი უარყოფითია, იკვლევენ 3 პირს

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. დღეს, 4აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ გააცნო ჟურნალისტებს რეგიონში მიმდინარე სიტუაცია. მისი განცხადებით, „მედალფაში“კორონავირუსზე მკურნალობას აგრძელებს შვიდი პაციენტი, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, დანარჩენი 6 პაციენტის მდგომარეობა კი არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. „24 საათის განმავლობაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გატარდა 36 პაციენტი, ესენი …

თურქეთის ქალაქები, სადაც 4 აპრილიდან ავტომობილების შესვლა-გამოსვლა იზღუდება

3 აპრილს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის ახალი შეზღუდვების შესახებ განაცხადა. 4 აპრილიდან მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა. ეს ქალაქებია: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, ქაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, …

თურქეთის 30 ქალაქში ავტომობილების გადაადგილება იზღუდება, სავალდებულოა პირბადის ტარება

თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, 4 აპრილს, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში ამოქმედდება შემდეგი დამატებითი შეზღუდვები: 4 აპრილიდან მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში, აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა, შესაძლებელია, რომ გაგრძელდეს 15 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც. ეს ქალაქებია: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, …

აჭარის მაუწყებლის საეთერო ბადე გაღარიბდა – ალტერნატიული პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადე უკიდურესად გაღარიბდა“ – განცხადებას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირი აქვეყნებს. ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებით, ამჟამად აჭარის ტელევიზია და რადიო ვერ პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს ინფორმაციული უზრუნველყოფის კუთხით: „დაინტერესებული აუდიტორიისთვის შესაბამისი მოცულობით არ არის წარმოდგენილი არსებული ვითარების სოციალურ-ანალიტიკური პერსპექტივები, ხოლო საეთერო ბადეში არ აისახება მოქალაქეთა წინაშე წარმოქმნილი როგორც …

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორით გაიზარდა და 117-ს შეადგენს

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ორით გაიზარდა და ახლა 117-ს შეადგენს.  დღეს, 1 აპრილს, დღის პირველ ნახევარში ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზადა და 115 იყო, საღამოს კი ვებგვერდზე, რომელიც პერიოდულად ახლდება, აღნიშნულია, რომ შემთხვევათა რაოდენობა 117-ია. მათ შორის გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი.  ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5783 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 301. 

15 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირისა და გარყვნილი ქმედებისთვის პირს 8 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ო.ა. დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მსჯავრდებულს 5 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. პროკურატურის ცნობით, ო.ა.-მ 2018 წლის მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით 15 წლის გოგონასთან …

ბათუმში 20 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ, 31 მარტს, აღებული ყველა პასუხის ანალიზი უარყოფითია, 20 პირიდან არც ერთ პირს არ დაუდასტურდა COVID-19. გუშინ, 31 მარტს, ბათუმის ინფეციურ საავადმყოფოს, რომელიც ახლა „ცხელების ცენტრია“, 23-მა ადამიანმა მიმართა რესპირატორული დაავადებების სიმპტომებით, გაკეთდა 20 ანალიზი. დღეს, ბოლო მონაცემებით [11 სთ], ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან, თუმცა შესაძლოა ეს ციფრი …

ათონის მთაზე კიდევ სამ ბერს დაუდასტურდა კორონავირუსი

კორონავირუსი აღმოაჩნდა საბერძნეთში, ათონის მთის მონასტერში კიდევ სამ ბერს, რომლებიც მოგზაურობდნენ ინგლისში იმ ბერთან ერთად, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა COVID-19 – იუწყება ბერძნული მედია. ბერების ასაკი 40-55 წელია. COVID-19-ით ინფიცირებული ბერები ერთად იმყოფებოდნენ ინგლისსა და შოტლანდიაში 5-17 მარტს, სადაც ისინი მიწვეულნი იყვნენ. ისინი ჩამოსვლის შემდეგ მონასტერში, კარანტინში იმყოფებოდნენ. ინფიცირებული ბერები თესალონიკის კლინიკაში გადაიყვანეს. ათონის …

Covid-19-ით ინფიცირებულია მედდა, რომელმაც თავის თავზე აიღო რთულ პაციენტთან მუშაობა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ Covid-19-ით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. მან აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალს [ექთანს] ვირუსი გადაედო Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტისგან, რომელსაც დახმარებას უწევდა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ექთანი მოქმედებდა ასეთ შემთხვევებში არსებული პროტოკოლის ფარგლებში, თუმცა სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი მაღალია. „დაინფიცირებული პირი, სამედიცინო პერსონალი, გახლავთ მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული, …

ბათუმში კორონავირუსის მერვე შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით ინფიცირებული, დაახლოებით 50 წლამდე ქალია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას ვირუსი ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგად გადაედო. სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფიცირების წყარო დადგენილია. ბოლო მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით უკვე 8 პაციენტს მკურნალობენ. 29 მარტის 11 საათის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 100 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.] ამავე თემაზე:  ბათუმში …

ქალაქში გადაადგილებისას უნდა გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან, 31 მარტიდან, საქართველოში კარანტინი და კომენდანტის საათი ცხადდება, რის ფარგლებშიც ძალაში შედის გარკვეული აკრძალვები. გახარიას განცხადებით, ხვალიდან 21 აპრილამდე ნებისმიერი მოქალაქეს ნებისმიერ დროს, ქალაქში გადადაგილებისას, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, ცხადდება კომენდანტის საათი 31 მარტიდან 21 აპრილამდე და 21 საათიდან  დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება …

რა იკრძალება 31 მარტიდან საქართველოში – კარანტინი და კომენდანტის საათი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 30 მარტს, ქვეყანაში ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა. პრემიერის განცხადებით, ხვალ, 31 მარტს, ძალაში შედის შემდეგი აკრძალვები: სრულიად იკრძალება ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და  მუნიციპალიტეტებში, ასევე, ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს …

იკრძალება 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა – გახარია

„აკრძალურია 70 წელს გადაცილებული ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში, ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე. მან ქვეყანაში კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა, რაც გულისხმობს საღამოს 9 საათიდან დილის ექვს საათამდე ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვას, როგორც ფეხით, ისე …

საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება – კომენდანტის საათი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა. კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. „ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი სწრაფი, თამამი გადაწყვეტილებებია,“ – თქვა გახარიამ.  

საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული, სამი ინფიცირების წყარო უცნობია

30 მარტის განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან სამი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის – ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 266. 

აჭარაში კარანტინი 300-მდე ადამიანმა დატოვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კარანტინი უკვე დატოვა 300-მდე პირმა. საკარანტინო ზონებში მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამჟამად აჭარაში კარანტინში იმყოფება 2000 ადამიანი,  თვითიზოლაციაშია 200-მდე პირი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული საკარანტინო ზონები უკვე 660-მა მოქალაქემ დატოვა. ადმინისტრაციის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, სასტუმროებში დეზინფექცია თითოეულ ოთახში პიროვნების განთავსებამდე ტარდება, ასევე …

ხულოს მაღალმთიან სოფლებში გათოვდა [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გათოვდა. ხულოს მერიის ინფორმაციით, თოვლი მხოლოდ რამდენიმე სოფელში მოვიდა და მას მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს „მედალფაში“ უმკურნალებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდივე პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ გააგრძელებს მკურნალობას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევების დროს პაციენტები გადაყვანილი იქნებიან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში პაციენტები მკურნალობას „მედალფაში“ გააგრძელებენ. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ინფექციურ საავადმყოფოში არ არის რეანიმაცია. კორონავირუსით ინფიცირებული, 70 წელს გადაცილებული კაცი, რომელსაც ბათუმში, კლინიკა …

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში ერთით გაიზარდა და 91-ს შეადგენს

29 მარტის ბოლო მონაცემებით [19:20 საათი]  საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ერთით გაიზარდა. ახლა ქვეყანაში covid-19-is სულ 91 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. კარანტინის რეჟიმში – 4 717 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 ადამიანი იმყოფება.  

ათონის მთაზე ბერს კორონავირუსი აღმოაჩნდა

საბერძნეთში, ათონის მთაზე მდებარე მონასტერში მცხოვრებ ბერს კორონავირუსი აღმოაჩნდა. იგი ათონის მთიდან თესალონიკის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ბერი, რომელიც ათონის მთის დიდ მონასტერში ცხოვრობდა, მედიის ცნობით, ინგლისში იმყოფებოდა დელეგაციასთან ერთად. სიმპტომები აღენიშნებათ სხვა ბერებსაც, ამიტომ ისინი კარანტინში რჩებიან. ეს კორონავირუსის პირველი რეგისტრირებული შემთხვევაა ათონის მთაზე, რომელიც ერთი კვირის წინ დაიკეტა ვიზიტორებისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო.

წელს აღდგომას არ იქნება არანაირი გასვლა – საბერძნეთის განვითარების მინისტრი

საბერძნეთის განვითარების მინისტრი, ადონის გეორგიადისი აცხადებს, რომ წელს გამორიცხულია აღდგომის დღესასწაულის ტრადიციული გასვლით აღნიშვნა კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოცხადებული კარანტინის გამო. „წელს არ იქნება არანაირი სააღდგომო გასვლა, კარანტინი გაგრძელდება იმ დრომდე და ახლავე უნდა ვთქვათ ეს,“ – განაცხადა მინისტრმა.  მან ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, ერთი თვის განმავლობაში მოთმინება გამოიჩინონ. წელს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. …

10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 მოქალაქე დაჯარიმდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა. 96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი, იზოლაციისა და კარანტინის წესების …

გერმანიაში სამკურნალოდ იტალიიდან და საფრანგეთიდან პაციენტები გადაიყვანეს

იტალიიდან და საფრანგეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტი გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ – წერს „ევრონიუსი“. ექვსი პაციენტი იტალიიდან, ლომბარდიის რეგიონიდან გადაიყვანეს კიოლნის, ბონისა და ბოხუმის კლინიკებში. ორი პაციენტი საფრანგეთიდან კი გერმანიის ქალაქ ესენში გააგრძელებს მკურნალობას. უახლოეს დღეებში კორონავიურსით ინფიცირებულ კიდევ ოთხ პაციენტს ჩაიყვანენ საფრანგეთიდან და იტალიიდან გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში სამკურნალოდ. „ჩვენს მეგობრებს იტალიიდან განსაკუთრებით სჭირდებათ სოლიდარობა …

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

კორონავირუსით ინფიცირებული, 70 წელს გადაცილებული კაცი, რომელსაც ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობენ, კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება. მას კორონავიურუსის ფონზე პნევმონია და  დისტრეს სინდრომი განუვითარდა. „მედალფაში“ გვითხრეს, რომ პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება. პნევმონია აქვს კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ ერთ, შუახნის პაციენტს ბათუმში, რომელიც, ასევე „მედალფაში“ მკურნალობს. ამ კლინიკაში სულ ოთხი პაციენტია კორონავირუსის …

18 ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში მათმა რაოდენობამ 18 შედგინა. „განმეორებით ჩატარებული ტესტის პასუხებით ორ პაციენტთან პასუხი უარყოფითია. ეს პაციენტები დღეს დატოვებენ ჩვენს კლინიკას. როგორც თქვენ იცით გუშინ ქვეყანაში იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 ჩვენი პაციენტი იყო ამ თხუთმეტს ახლა დაემატება ორი და იქნება 17 გამოჯანმრთელებული …

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. საუბარია 70 წელს გადაცილებულ მამაკაცზე, რომელსაც თანმხლები დაავადებები აღენიშნება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება. „ოთხი პაციენტია ჩვენთან, „მედალფაში“. აქედან ერთს ტოტალური პნევმონიის ფონზე განუვითარდა დისტრეს სინდრომი და გადავიყვანეთ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ვიტალური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში აქვს აპარატზე, მეორე პაციენტს აქვს პნევმონია, საშუალო სიმძიმის …

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს „ბათუმელებს“. COVID-19 აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში. ის გადაყვანილი იქნა სარფის საბაჟოდან, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ.  დღეის მონაცემებით აჭარაში სულ კორონავირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული. ექვსივე პაციენტს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის,ზაალ მიქელაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათგან ერთი პაციენტი იმყოფება განსაკუთრებული …

ბათუმის ინფექციურში გადაყვანილ 5 ადამიანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაყვანილ ხუთ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მოაწოდა ინფორმაცია. ოთხივე პაციენტი კარანტინიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით, თუმცა ყველას პასუხი უარყოფითია, მათ COVID-19 არ აქვთ. 24 მარტის მდგომარეობით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 5 პაციენტს მკურნალობენ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის …

ბათუმში 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან, ხუთს კი კორონავირუსზე მკურნალობენ

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს საკარანტინო ზონიდან კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით. ოთხივე მათგანს ანალიზი უკვე აუღეს და პასუხი, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 24 მარტის მდგომარეობით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 5 პაციენტს მკურნალობენ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხუთიდან მხოლოდ ერთ მათგანს …

საიდან არიან პაციენტები, რომელთაც დღეს ბათუმში COVID-19 დაუდასტურდათ

დღეს ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ სამი მოქალაქიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე – ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი [საქართველოსა და აშშ-ის მოქალაქე],  მესამე მოქალაქე კი, რომელიც პროფესიით პილოტია, ჩრდილოეთ ევროპის რეგიონიდანაა. იგი სასტუმრო „ჰილტონში“ ცხოვრობდა და მინისტრის განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. „თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას თავის ქვეყანაში, გამოფრენამდე ჩატარებული ჰქონდა …

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. „ვიცი, რომ აჭარაში დღეს გამოვლინდა 3 ახალი ინფიცირებული“ – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან. დღეს აჭარაში 6 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდნენ. ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის, ექიმ ინფექციონისტის დავით მურვანიძის განცხადებით, ისინი საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს ინფექციურში. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია …

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში დღეს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შემქნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დღეს, 23 მარტს, დილით, ვებგვერდზე აღნიშნული იყო, რომ ქვეყანაში 54 დადასტურებული შემთხვევაა, ახლა კი ეს რიცხვი 61-ა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8 ადამიანი.  ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235.  ამავე თემაზე:  ბათუმში ელოდებიან 6 …

Exit mobile version