ბათუმში ელოდებიან 6 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სტაბილურია. საავადმყოფოში კიდევ ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელიან, რომლებიც საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს ინფექციურში – ამის შესახებ, დღეს, 23 მარტს, ჟურნალისტებთან განაცხადა ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ. „ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამი დადასტურებული შემთხვევაა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არავითარი ზედმეტი გართულება არც ერთ პაციენტს …

ბათუმში პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, თავს კარგად გრძნობს

ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს. „პაციენტი, რომელსაც დადასტურებული აქვს კორონავირუსული ინფექცია, თავს ძალიან კარგად გრძნობს, თვითშეგრძნება მშვენიერია, ჩივილები არ გააჩნია. ყველა ანალიზი ნორმალურია.  ბოლო დღეებია მას პრაქტიკულად ტემპერატურა არ ჰქონია“ – განაცხადა თავიდ მურვანიძემ დღეს, 20 მარტს, …

ბათუმში თვითიზოლაციის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში გადაიყვანეს

ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე დღეს, 19 მარტს, საღამოს პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ერთი პირი იძულებით გადაიყვანა კარანტინში. მეზობლების თქმით, პირი, რომელიც კარანტინში გადაიყვანეს, თურქეთიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონდა, თუმცა წესი დაარღვია, რის გამოც პოლიციამ იძულებით გადაიყვანა. ბოლო მონაცემებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ  თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 28 პირი გადაიყვანა კარანტინში იძულებით. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის …

მარკეტების, აფთიაქების, ბანკების, ფოსტისა და ბენზინგასამართების გარდა სავაჭრო ობიექტები იხურება

საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიკეტება, გარდა სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო, ბენზინგასამართი და საბანკო ობიექტებისა – ამის შესახებ დღეს, 19 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „კონსულტაციების შედეგად სულ უფრო და უფრო ვრწმუნებით, რომ იწყება შიდა გავრცელების ეტაპი და იძულებულიები ვართ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გამკაცრების: ყველა სავაჭრო ობიექტი, ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო …

ბათუმის ინფექციურში შეყვანილ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში შეყვანილ ორ პაციენტს კორონავირუსი არ აქვს – ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ორი პირი დღეს შეიყვანეს კარანტინის ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში მცირე ცხელებით და მსუბუქი სიმპტომატიკით. COVID-19-ზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ისინი კვლავ საკარანტინო ზონას დაუბრუნდებიან. რაც შეეხება პაციენტს, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით იმყოფება, მისი მდგომარეობა, ბოლო მონაცემებით, დამაკმაყოფილებელია. …

ბათუმში ორ პაციენტს იკვლევენ – ბოლო ინფორმაცია აჭარიდან COVID-19-ზე

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ორი პაციენტი შეიყვანეს კარანტინის ზონიდან. ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, ორივე მათგანს აქვს მოგზაურობის ისტორია, რის გამოც იმყოფებოდნენ კარანტინში: „მათ ჰქონდათ მცირედგამოხატული ცხელება და ოდნავ გამოხატული კატარალური მოვლენები, ყელის ტკივილი, წამოხველება და ა.შ. ორივე ახალი შემთხვევაა, ანალიზები აღებულია, ველოდებით პასუხს“. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ბათუმის ინფექციურ …

ბათუმში ორ პირს COVID-19 არ დაუდასტურდა – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორ პირს, რომლებსაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმში COVID-19-ზე იკვლევდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ისინი საკარანტინე სივრცეში დაბრუნდნენ. დღეს ბათუმის ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი პირი შეიყვანეს კორონავირუსზე ეჭვით. ანალიზის პასუხი მოკლე ხანში იქნება ცნობილი. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათვის ბათუმში …

მთავრობა: იზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაც

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება დროებით შეჩერდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე შეიზღუდება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ამის შესახებ დღეს, 17 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარაიამ განაცხადა გუბერნატორებთან შეხვედრისას. გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური ღონისძიებების განხორციელება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ადგილზე თქვენ მზად …

ბათუმის ინფექციურში COVID-19-ზე ორ პირს იკვლევენ – ორივე კარანტინის ზონიდან გადაიყვანეს

ბათუმში COVID-19 -ზე ორ პირს იკვლევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი კარანტინის ზონიდან გადაიყვანეს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. ერთი მათგანი გუშინ, საღამოს შეიყვანეს ინფექციურში. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ორივე პირს აღენიშნება მსუბუქი რესპირატორული სიმპტომები, ცხელება – 37.2 – 37.3. მათ ჰქონდათ შეხება მაღალი რისკის ზონის ქვეყნებთან და იმყოფებოდნენ კარანტინში. ორივე პირის …

საღამოს ბათუმის ინფექციურში კარანტინიდან ერთი პირი გადაიყვანეს – COVID19

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დღეს, 16 მარტს, საღამოს, ერთი პირი გადაიყვანეს კარანტინიდან. შესაბამისი ანალიზი უკვე აღებულია და პასუხი, აქვს თუ არა მას კორონავირუსი, ხვალ გახდება ცნობილი. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, რომ პაციენტს შეყვანისას აღენიშნებოდა ტემპერატურა 37.3, დღეს …

„კაფეებსა და რესტორნებს მოვუწოდებ აამუშაონ ადგილზე საკვების მიტანის სერვისი“ – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, დღეს, 16 მარტს, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციას გამოეხმაურა კაფეებსა და რესტორნებში მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „მე მინდა რეგიონში ოპერირებად კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მოვუწოდო და ვთხოვო, მიიღონ მთავრობის ეს რეკომენდაცია, გაატარონ და განახორციელონ მხოლოდ ადგილზე საკვების მიტანის სერვისი“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ხალხმრავალი თავშეყრის ადგილების …

ბათუმის ინფექციურში შეყვანილ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ახალგაზრდა კაცს, რომელიც ამ დრომდე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორებულ განყოფილებაშია, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. მას მსუბუქი სიმპტომატიკა აღენიშნებოდა კარანტინში და ექიმებმა საჭიროდ მიიჩნიეს მისი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ერთი პირი მკურნალობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათვის ბათუმში კარანტინში 200-ზე მეტი პირი იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, მათზე მონიტორინგი …

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ამჟამად ცხელება არ აქვს, ასევე, ჩივილები პრაქტიკულად არ აქვს და ყველა სხვა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს არ ცდება,“ – განაცხადა ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ დღეს, 16 მარტს, ჟურნალისტებთან. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი ახალგაზრდა ქალია. იგი კარანტინის ზონიდან გადაიყვანეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ტემპერატურის მომატების გამო. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს …

რომელი ავიარეისები შეჩერდა და რომელი სრულდება საქართველოს მიმართულებით [განახლებადი]

კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო ბევრმა ავიაკომპანიამ უკვე შეაჩერა ავიამიმოსვლა, რაც გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს. რომელი ქვეყნებიდან/ქალაქებიდან სრულდება ავიარეისები საქართველოს მიმართულებით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც პერიოდულად ახლდება. ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობითაა მომზადებული და აჩვენებს, რომელი ავიარეისები შეჩერდა ან სრულდება საქართველოს სამი ქალაქის: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით. გახსენით ბმული  საგარეო …

ბათუმში კორონავირუსზე ერთ პირს ამოწმებენ – პასუხი დღეს გახდება ცნობილი

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს, 16 მარტს, ორი პირი იმყოფება. აქედან ერთს კორონავირუსი აქვს, მეორეს ანალიზის შედეგები კი დღეს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, დამაკმაყოფილებელია. „ეს პაციენტი ქუთაისის აეროპორტიდან გადაყვანილ იქნა კარანტინში. აღნიშნული პაციენტი მოემგზავრებოდა ერთ-ერთი მაღალი რისკის ზონის ქვეყნიდან. მას შეხება …

აჭარაში კარანტინში 150 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში – 80-მდე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში, კარანტინის ზონაში 150 პირია, თვითიზოლაციაში კი 80-მდე ადამიანი. „ვთხოვთ მოსახლეობას, თვითიზოლაციის წესები მკაცრად დავიცვათ, კარანტინში მყოფ პირებსაც მოვუწოდებ, დაიცვან წესები, მთავარი მოთხოვნაა ყველა იზოლირებულ ოთახში დარჩეს და იცავდნენ შესაბამის წესებს. პანიკის საფუძველი არა გვაქვს“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბათუმის ინფექციურში ოთხ …

ბათუმის ინფექციურში ოთხ პირს COVID-19-ზე იკვლევენ- პასუხები დღეს გახდება ცნობილი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, 15 მარტს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხ პირს იკვლევენ კორონავირუსზე. „მათ შორის ორი კარანტინის ზონიდანაა, ორი კი თვითდინებით შესული. კვლევები დღეს ჩატარდება და დაახლოებით სამ საათში გვეცოდინება პასუხი“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. ასევე, დღეს უნდა გახდეს ცნობილი საფრანგეთიდან ჩამოსული პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე, რომელიც ბათუმიდან თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში …

ბათუმში კორონავირუსის ერთ ტესტზე საჭირო გახდა დამატებითი კვლევა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა, ერთი ტესტის პასუხი გადაგზავნილია თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში. „ჯერჯერობით აჭარაში არ გვაქვს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, სამი კვლევა ჩატარდა, მათგან ორის პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი, მაგრამ მესამე ტესტის პასუხი არ იძლეოდა საფუძველს, გვეთქვა, რომ ეს იყო უარყოფითი ან დადებითი …

ლევან ვარშალომიძე ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დანიშნა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დაინიშნა. ბრძანება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ 12 მარტს გამოსცა. ლევან ვარშალომიძეს უკრაინაში აქვს განათლება მიღებული. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი იყო აჭარაში. 2004 წელს იგი აჭარაში სწორედ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და განაცხადა, რომ ვარშალომიძე მისი მეგობარი იყო. …

ბათუმში კორონავირუსი 5 პირიდან არც ერთს არ აღმოაჩნდა 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეყვანილი 5 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ხუთი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს კორონავირუსის სიმპტომებით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ევროპაში იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58. 

ბათუმში 5 პაციენტს კორონავირუსზე ამოწმებენ – პასუხები საღამოს იქნება ცნობილი

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 5 პაციენტს უტარდება ტესტი კორონავირუსზე – ანალიზის პასუხები დღეს, საღამოს იქნება ცნობილი – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. „დაახლოებით 5 წუთის წინ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილ იქნა ევროპის რეგიონიდან შემოსული 5 მოქალაქე საეჭვო სიმპტომებით. ლუგარის ლაბორატორიის ფილიალი აჭარაში აკეთებს ტესტებს და 3-4 საათში უკვე გვეცოდინება პირველადი შედეგები. მათი მდგომარეობა …

ქობულეთში თვითიზოლაციის დამრღვევი პირი პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა, საპატრულო პოლიციასთან ერთად, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში თვითიზოლაციის დამრღვევი პირი დააკავა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იგი კარანტინში გადაიყვანეს. „ბათუმელები“ დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა არც ერთ უწყებაში ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. გუშინ, 12 მარტს, თვითიზოლაციის დარღვევის გამო ბათუმში ერთი მოქალაქე იძულებით გადაიყვანეს კარანტინში. …

ბათუმის ინფექციურში მოთავსებულ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალს, რომელიც დღეს გადაიყვანეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 40 წლამდე ასაკის ქალი საქართველოს მოქალაქეა, იგი იტალიიდან 2 მარტს დაბრუნდა და აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა ბათუმში. იგი ინფექციურ საავადმყოფოში დღეს, 11 მარტს გადაიყვანეს 37,3 ტემპერატურით. ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსი 23 პაციენტს დაუდასტურდა.

კორონავირუსზე აჭარაში ექიმების ტრენინგები დაიწყო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 11 მარტს, ბათუმში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ტრენინგები დაიწყო ახალი ვირუსის COVID-19-ის [კორონავირუსი] შესახებ. „ეს პროცესი დღეს დაიწყო და გაგრძელდება, ვიდრე ყველას არ მოიცავს. ტრენინგები შესაძლოა ჩატარდეს დღეში ორჯერაც, რადგან ექიმები მორიგეებად მუშაობენ,“ – გვითხრეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. პირველადი ჯანდაცვის რგოლისათვის აჭარაში ტრენინგებს ჩაატარებენ: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს …

ბათუმის ინფექციურში იტალიიდან ჩამოსული ქალი გადაიყვანეს – ის თვითიზოლაციაში იყო

დღეს, 11 მარტს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 წლამდე ქალი გადაიყვანეს. მას აღენიშნება ტემპერატურა – 37,3. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალი საქართველოს მოქალაქეა, იგი იტალიიდან 2 მარტს დაბრუნდა და აქამდე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. აქვს თუ არა მას კორონავირუსი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსი 23 პაციენტს დაუდასტურდა.

ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები – სურსათის სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით. სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა -დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც ბევრი მომხმარებელია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. სააგენტოს ცნობით, რეკომენდაციებს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და ასევე გაეგზავნებათ წერილობითი ფორმით.  [checklist] გაზარდეთ ობიექტში ყველა …

„მივიღეთ 100 ტესტი“ – კორონავირუსზე კვლევას დღეიდან ბათუმშიც ჩაატარებენ

კორონავირუსზე ანალიზი დღეიდან ბათუმშიც იქნება შესაძლებელი, ტესტები უკვე მიღებულია – ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ნინო გუგუშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე რეგიონში 100 ტესტი მიიღეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ტესტების მიღება არ შეფეხდება. კორონავირუსზე ტესტის პასუხი 3 საათში ხდება ცნობილი. ბოლო მონაცემებით (11 მარტი 11:30 საათი), საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 დადასტურებული შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 23-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 15-დან 23-მდე გაიზარდა, ანუ დადასტურდა ვირუსის 8 ახალი შემთხვევა – ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზეა აღნიშნული. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 126 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 46.  საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

ქობელეთში, ისპანის ჭაობში ხანძარია – ცეცხლი ისლს მოედო

ქობულეთში, ისპანის ჭაობში ხანძარს მეხანძრეთა 4 ჯგუფი ებრძვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ცეცხლი ისლს წაეკიდა. „ამ დროისთვის  ცეცხლს აქრობენ, რა ფართობზეა ხანძარი, ლოკალიზების შემდეგ გვეცოდინება“ – გვითხრეს პრესსამსხურში. _______________ ფოტოზე: ხანძარი ტყეში. ფოტო: es.gov.ge

კორონავირუსის დადგენა ბათუმშიც იქნება შესაძლებელი

კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე ბათუმშიც იქნება შესაძლებელი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო სინჯების საკმარისი მარაგებია და მათი შევსება მუდმივად მიმდინარეობს. ახალ კორონავირუსზე ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის გარდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებაშიც იქნება შესაძლებელი. „სინჯების საკმაოდ დიდი მარაგი …

18 წლის გოგოს გატაცებისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანა. ​ ​დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე …

ბათუმის ინფექციურში იტალიიდან ჩამოსული პირი მოათავსეს – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია პირი, რომელიც ბათუმის პორტიდან გადაიყვანეს – ამის შესახებ დღეს, 9 მარტს, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ. „ეს ადამიანი 25-ში გამოემგზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით, ბათუმში ჩამოვიდა გუშინ და ისევ უკრაინაში აპირებდა დაბრუნებას გემით, მაგრამ პორტში იდენტიფიცირებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა, ვინაიდან ჰქონდა მცირე ცხელება და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. დღეისთვის …

კორონავირუსი და გრიპი – 6 განსხვავება მათ შორის

კორონავირუსი და გრიპი ვირუსული დაავადებებია და მათი სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ახალი ვირუსია და მას სპეციალისტები ახლა აკვირდებიან, რამდენიმე განსხვავება მაინც შეინიშნება. გაეცანით ძირითად განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.  კორონავირუსი გრიპთან შედარებით უფრო გვიან ვლინდება – გადადების სისწრაფე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია კორონავირუსსა და გრიპს შორის. გრიპით ინფიცირებისას …

„ჩვენ არ ვიცით კორონავირუსის ბუნება, შემთხვევების მატება აუცილებლად იქნება“

თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი:  „ბევრი ელის, რომ დათბობასთან ერთად ეპიდემია შესაძლოა გახდეს მილევადი, როგორც გრიპის შემთხვევაში ხდება. ჩვენ არ ვიცით ახალი კორონავირუსის ბუნება როგორია, ის მოიქცევა ისე, როგორც გრიპის ვირუსი, თუ არა. თუ ეს არ მოხდა, ველოდებით მატებას, იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ჩინეთის გარდა, მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იზრდება [ინფიცირებულების] რაოდენობა. შემთხვევების …

„სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები“ – მიმართვა ჟურნალისტების დასჯის მოწოდებით

დღეს, 6 მარტს, მაშინ, როცა აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდი და თანამშრომლების ნაწილი ევროპის მოედანზე შეიკრიბა მაუწყებელში არსებული კრიზისული სიტუაციის და მთავარი საინფორმაციო სამსახურის წამყვანის, თეონა ბაკურიძის მხარდასაჭერად, აჭარის ტელევიზიის შენობის წინ მაუწყებლის ის თანამშრომლები შეიკრიბნენ, რომლებიც თვლიან, რომ დღეს აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელზე, გიორგი აბაზაძეზე სამსახურეობრივი ბულინგი განხორციელდა. მათ ტელევიზიის დირექტორს, გიორგი …

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 3 პირი მოათავსეს

ბათუმის ინფექციურ საავდმყოფოში სამი პირია მოთავსებული კორონავირუსზე ეჭვით, სამივე მათგანი იტალიაში იმყოფებოდა. მათ ანალიზები უკვე აუღეს და ხვალ, სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი პასუხი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ერთი პირი სარფის საბაჟოზე იქნა იდენტიფიცირებული, ხოლო ორმა თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს რესპირატორული დაავადების მსუბუქი სიმპტომებით. „სამივეს ჰქონდა შეხება იტალიასთან უკანასკნელი 14 დღის …

Exit mobile version