მთავარი,სიახლეები

საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება – კომენდანტის საათი

30.03.2020 • 1985
საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება – კომენდანტის საათი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა. კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება.

პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

„ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი სწრაფი, თამამი გადაწყვეტილებებია,“ – თქვა გახარიამ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: