ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ხანძარია

დღეს, 29 აპრილს, საღამოს, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა. „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ შენობიდან მოსახლეობა უკვე გამოიყვანეს. ამ დრომდე [21:08] დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. არსებული ინფორმაციით, დაიწვა ერთი ბინა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ინფორმაცია განახლდება. ნახეთ …

ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზის მიწოდება ხვალ 134 ათას აბონენტს შეუწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 29 აპრილის 06:00 საათიდან ბათუმის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბათუმის ქუჩებსა და სოფლებში მცხოვრებ 65 902 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. ამავე დროს, 29 აპრილის 06:00 საათიდან 30 აპრილის 09:30 საათამდე ასევე, გაზის მიწოდება შეუწყდება ხელვაჩაურის ქუჩებსა და სოფლებში მცხოვრებ 69476 აბონენტს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 30 აპრილის …

რუსეთში, ტუაფსეში კვლავ ხანძარი გაჩნდა უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად

28 აპრილს, ღამით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში კვლავ ხანძარი გაჩნდა. რუსული წყაროების თანახმად, ქარხნის ახლოს მდებარე ქუჩებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ქალაქის მერიამ მათთვის დროებითი განსახლების ცენტრი გახსნა. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „კედრი“ [რუსეთში მიჩნეულია უცხოეთის აგენტად] ტელეგრამზე წერს, რომ ქალაქის თავზე კვამლის უზარმაზარი შავი ღრუბელია და დამწვრის სუნი დგას. ასევე,  …

Sakartvelo News – პოლონეთის საზმაუმ ახალი ამბების ქართულენოვანი განყოფილება გახსნა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, TVP-მა, ახალი ამბების ქართულენოვანი განყოფილება გახსნა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს. „VT Sakartvelo News-ი ახლა პირდაპირ ეთერში გადის – პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP-ის ახალი, ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური. პროგრამა გთავაზობთ სანდო რეპორტაჟებს, ევროპულ პერსპექტივას და მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევას“ – წერს სამინისტრო X-ზე. …

„ღვინის ჩამოსხმა ხდებოდა ჰიგიენური ნორმების დარღვევით“ – ბათუმში საწარმო დააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საწარმოო პროცესი შეუჩერა „ჰანის მარანს“. სააგენტოს ცნობით, ბათუმში არაგეგმური ინსპექტირებისას „ჰანის მარანში“, ხახულის ქუჩის მეორე შესახვევში, კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და დისტრიბუციას ეწეოდაა კახეთის რეგიონიდან აჭარაში. „ობიექტზე ღვინის ჩამოსხმა და დაფასოება მიმდინარეობდა ჰიგიენური ნორმებისა და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევით“ – იუწყება სააგენტო. …

„აშშ-ს არ აქვს ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების სტრატეგია“ – მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, აშშ-ს არ გააჩნია სტრატეგია ირანის წინააღმდეგ ომისთვის, მათ შორის, თუ როგორ უნდა დასრულდეს ის. „ამ ეტაპზე, მე არ მესმის, რა სტრატეგიულ ვარიანტს აირჩევენ ამერიკელები, მით უმეტეს, რომ ირანელები აშკარად ძალიან ოსტატურად ახერხებენ მოლაპარაკებებს – ან, უფრო სწორად, ძალიან ოსტატურად არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა 27 აპრილს დასავლეთ გერმანიაში …

ნორვეგიაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოება დაიწყება

ნორვეგიაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რამდენიმე ათასი საშუალო დარტყმის დრონის წარმოება იგეგმება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეთანხმების ფარგლებში წარმოებული ყველა დრონი უკრაინის თავდაცვის ძალებს გადაეცემა. შესაბამის შეთანხმებას კიევში ხელი მოაწერეს ნორვეგიის ელჩმა უკრაინაში, ლარს რაგნარ აალერუდ ჰანსენმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, სერგეი ბოევმა. პროექტს ნორვეგია დააფინანსებს. ნორვეგიაში წარმოებულ პირველ სისტემებს უკრაინა, სავარაუდოდ, …

19-ით მეტი ავტომანქანა და არასამუშაო დროს დახარჯული 30 ათასი ლიტრი საწვავი – აუდიტი

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას დადგენილ ნორმაზე 19-ით მეტი ავტომანქანა აქვვს და ამავე დროს, ავტომანქანები განკუთვნილია ისეთ თანამდებობის პირებზე, რომლებსაც ეს კანონმდებლობით არ ეკუთვნით. ამის შესახებ დღეს, 27 აპრილს, განაცხადა პარლამენტში, მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა. აუდიტის პერიოდი 2022-2023 წლებს მოიცავს. ავტოპარკში არსებული …

აფეთქება ბათუმში, სასტუმრო „ამბასადორში“ – დაშავდა ერთი ადამიანი

დღეს, 23 აპრილს, შუადღისას, ბათუმის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ხმა ბულვარში მდებარე სასტუმრო „ამბასადორიდან“ მოდიოდა და ამავე დროს, სასტუმროს თავზე  დაკვამლიანება იყო. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ აფეთქდა გაზის ბალონი. ამ დროის მონაცემებით [15:30] მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური. ინფორმაცია განახლდება.  ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან: 

ბათუმში საწებლების არალეგალური საწარმო დააჯარიმეს – „დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები“

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) – შპს „ნთკ 2016“ (მის: ქ. ბათუმი, ქიქავას 13) გამოავლინეს. „ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები“ – აცხადებს სააგენტო. სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15– 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო …

რა დაუჯდება მთავრობას წამლის ყიდვა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის – ყოფილი მინისტრი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე ფეისბუქზე ეხმიანება მშობლების მიერ ბავშვებისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლების მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ამ ბავშვების მკურნალობის დაფინანსება არა ფინანსური, არამედ პრიორიტეტის საკითხია.  ყოფილი მინისტრი წერს ის პრეპარატებზე, რომლითაც აღნიშნულ დაავადებას მკურნალობენ და ფასსზე, რაც შეიძლება სახელმწიფოს ამ წამლების შეძენა დაუჯდეს. „ძნელია გულგრილი დარჩე იმ ოჯახების და ბავშვების მიმართ, რომლებიც …

„მზიას ეფექტი – როგორ შეგვცვალა მზია ამაღლობელის საქმემ“ – შეხვედრა თბილისის წიგნის ბაზრობაზე

24 აპრილს, პარასკევს, 16 საათზე, თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი სცენა მზია ამაღლობელის შესახებ დისკუსიასა და შეხვედრას დაეთმობა. შეხვედრის ორგანიზატორი „სინათლე მედიაა“.  შეხვედრის მოდერატორია თამარ რუხაძე, მონაწილეები: ნანა კვაჭაძე [„ბათუმელები“/ნეტგაზეთი], ზურა ვარდიაშვილი და ლიკა ზაკაშვილი [„პუბლიკა“]. „მზია ამაღლობელის საქმე ცხადად აჩვენებს, როგორ ექცევა სისტემა თავისუფალ მედიას, ჟურნალისტებს და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებს. მზიას საქმე ასევე ააშკარავებს, თუ …

ბათუმში ორი პირი დააკავეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი. დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი – უცხო ქვეყნის. „გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და დადეს ერთგულების ფიცი, ეგრეთ წოდებული „ბაიათი“, რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს. რითაც უპირობო მორჩილება …

ჯგუფურად ცემა, დარბევა, წამება – საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2024 წლის აქციების საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს. საია საჩივარში ამტკიცებს, რომ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა. ასევე, საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა …

ზელენსკი მზადაა პუტინს თურქეთში შეხვდეს, ერდოღანის და ტრამპის მონაწილეობით – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიგიბამ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მზადაა თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრისთვის, თურქეთის პრეზიდენტის – რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დონალდ ტრამპის მონაწილეობით. „ჩვენ მზად ვართ თურქეთში ლიდერების შეხვედრისთვის ზელენსკი-პუტინის ფორმატში, ერდოღანისა და ტრამპის მონაწილეობით. ჩვენ ეს ცოტა ხნის წინ თურქ პარტნიორებს გადავეცით. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო ძალისხმევაში“ …

საქსტატის დირექტორად გოგიტა თოდრაძე მესამედ დანიშნეს – მანამდე კანონი შეცვალეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად ირაკლი კობახიძემ ახალი, მესამე ვადით დანიშნა გოგიტა თოდრაძე. გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 2018 წელს დანიშნეს და იგი უკვე ორი ვადით ხელმძღვანელობდა საქსტატს. კანონმდებლობის თანახმად, საქსტატის დირექტორის პოსტზე ერთი ადამიანის სამი ვადით დანიშვნა არ შეიძლებოდა, თუმცა 2026 წლის მარტში „ოცნებამ“ კანონმდებლობა შეცვალა და შესაბამისი მუხლი კანონიდან საერთოდ ამოიღო. …

პუტინის რეიტინგი ზედიზედ 6 კვირაა მცირდება

პუტინის რეიტინგი ზედიზედ ექვსი კვირაა იკლებს. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 2026 წლის 6-დან 12 აპრილამდე 66.7% იყო (-1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლები ბოლო კვირის განმავლობაში). ამავე დროს, ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის შესახებ პირდაპირ დასმულ შეკითხვაზე გამოკითხულთა 72.0%-მა დადებითი პასუხი გასცა, რაც ბოლო კვირის განმავლობაში -1.8-პროცენტიანი კლებაა. მედიის ცნობით, პუტინის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 აპრილის 21 საათიდან 18 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღის ბოლოს შესაძლებელია გაძლიერება 15-20მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: …

სროლა სკოლაში, თურქეთში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა – რას ამბობს გამოძიება

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, 8 მოსწავლე და 1 მასწავლებელი, ხელისუფლებამ მასშტაბური გამოძიება დაიწყო. შემთხვევა 15 აპრილს მოხდა – მერვე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე – დაშავდა. სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თავდამსხმელმაც, 14 წლის მოზარდმა, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა. დღეს, 16 აპრილს, …

მოტყუებით დაეუფლნენ 125 ათას ლარს – პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა თაღლითობის საქმეზე

პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, დიდი ოდენობით თანხას მოტყუებით დაუფლების მიზნით, ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს (ძირითადად საპენსიო ასაკის პირებს), ეცნობოდნენ მათ როგორც კომუნალური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათს სთავაზობდნენ. „თაღლითური ჯგუფის …

14 ადამიანი დაიღუპა კიევში, დნეპრსა და ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოთხშაბათს, დილის 7 საათიდან ხუთშაბათის დილის 7 საათამდე, რუსეთმა კომბინირებული თავდასხმების ორი ტალღა წამოიწყო, 44 რაკეტისა და 659 დრონის გამოყენებით და დარტყმები 24-ზე მეტი საათი გრძელდება. 16 აპრილის დილის ცნობებით, ამ დროისთვის რუსეთის თავდასხმას 14 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიევზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, ხოლო …

თურქეთში 14 წლის მოსწავლე სკოლას დაესხა თავს – დაიღუპა 9 ადამიანი

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 15 აპრილს, სამხრეთ პროვინცია ქაჰრამანმარაშში მერვე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. დაღუპულთაგან 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. თურქული მედიის „ჰურიეთის“ ინფორმაციით, კაჰრამანმარაშის გუბერნატორის თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 14 წლის მოსწავლე, სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ იარაღი თავდამსხმელის მამას, ყოფილ პოლიციელს, ეკუთვნოდა. 14 …

66 წლის კაცი მეუღლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა და მათ მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით …

პუტინს ჯარის გაგზავნის უფლება ექნება უცხოეთში გასამართლებული რუსების დასაცავად – ახალი კანონი

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმაში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის არმიის გამოყენების ნებართვას იძლევა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დასაცავად უცხო ქვეყნების სასამართლოების მიერ მათი დაპატიმრების, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში. კანონპროექტი დუმას 19 მარტს წარედგინა. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დებულება შექმნილია რუსეთის მოქალაქეების უფლებების დასაცავად მათი დაპატიმრების ან სხვა სახის დევნის შემთხვევაში …

პესკოვი რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვაზე – „ახლა ასეთი დროა“

რუსეთში ინტერნეტის მიწოდება სრულად აღდგება მას შემდეგ, რაც შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს, 14 აპრილს ბრიფინგზე. „ცხადია, რომ ინტერნეტის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს უხერხულობას უქმნის. მაგრამ ახლა ასეთი დროა. როგორც კი ამ ზომების საჭიროება გაქრება, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება და ნორმალიზდება“, – თქვა პესკოვმა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ინტერნეტი …

თურქეთში 19 წლის ბიჭმა სკოლაში ცეცხლი გახსნა – დაშავდა 16 ადამიანი

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 14 აპრილს, თურქეთში, შანლიურფას პროვინციაში მდებარე სკოლაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 16 ადამიანი — 10 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, ერთი პოლიციელი და ბუფეტის ერთი თანამშრომელი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გავრცელებული ინფორმაციით, სტაბილურია. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, იმავე იარაღით დაასრულა. …

ბათუმში ჰაერი 20-25 გრადუსამდე გათბება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აპრილის 21 საათიდან 15 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის დამარცხება შეძლო

2026 წლის 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი  პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა. ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს, დამაჯერებელი გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. ორბანმა, რომელიც 16 წლის განმავლობაში იყო უნგრეთის სათავეში, ოპოზიციას გამარჯვება იმავე დღეს, არჩევნების შედეგების გასაჯაროების პარალელურად მიულოცა. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო მონაცემებით, მანდატები ასე გადანაწილდა: Tisza – მადიარის პარტია: …

ბათუმში ქალმა ტუალეტში იმშობიარა – ახალშობილს ყელზე ნაფლეთი ჭრილობა აქვს

ბათუმში, კლინიკა „მედინას“ თანამშრომელმა ფარულად, ტუალეტში იმშობიარა და ახალშობილს, სავარაუდოდ, დაზიანებები მიაყენა. „ბათუმელები“ ესაუბრა „მედინას“ დირექტორს, ექიმ-გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძეს. მან გვითხრა, რომ ქალი მათთან მუშაობდა რეანიმაციის განყოფილებაში, სანიტრის პოზიციაზე და შემთხვევა წუხელ, შუაღამისას მოხდა. „ღამით შესულა საპირფარეშოში, ჩაკეტილა, სანიტრები მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, ატეხეს ამბავი, კარს შევამტვრევთო და დახვდათ ეს მდგომარეობა, – ნამშობიარები ქალი და …

რა კავშირშია სულხან თამაზაშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან

აჭარის „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის სახელი მედიაში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირში გაჟღერდა. 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წელს მოკლეს თბილისში. ამ დროს სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის უფროსი იყო. ახალგაზრდა კაცის მკვლელობიდან ერთ თვეში დააკავეს ორი პირი, რომელთაც უკვე პატიმრობა აქვთ მისჯილი, მაგრამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 2026 წლის თებერვალში ისევ აქტუალური გახდა და …

უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მაჩვენებელი 31%-ით გაიზარდა – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის (HRMMU) უახლესი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მაჩვენებელი ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი იყო. 2026 წლის 12 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელს უკრაინაში ომის შედეგად 2 514 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 12 142 დაშავდა. ეს 2024 წელთან შედარებით 31%-ით მეტია (2 088 დაღუპული, 9 138 დაშავებული), ხოლო …

მიტროპოლიტი დიმიტრი უკრაინელ ხალხს მიმართავს: „თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია“

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს და გამძლეობას უსურვებს. მიმართვის ტექსტი რუსულ ენაზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გამოაქვეყნა. „ამ სტრიქონებს გწერთ გულისტკივილითა და დიდი თანაგრძნობით. ჩვენ ვხედავთ, როგორ ინგრევა თქვენს თვალწინ ქალაქები, როგორ იტანჯებიან ბავშვები, დედები, მოხუცები — ადამიანები, რომლებიც არასოდეს უნდა გამხდარიყვნენ ომის მსხვერპლნი. თქვენი სიმამაცე განსაცვიფრებელია. თქვენი სიმტკიცე — ეს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 დეკემბრის 21 საათიდან 29 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ნალექი, მთაში თოვა. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად ქარი გაძლიერდება 17-22მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: …

ბათუმის მერიასთან გზა გადაკეტეს – „ვითხოვთ მერთან შეხვედრას“

დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის მერიასთან ასამდე მოქალაქე შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მშენებელი კომპანიისგან დაზარალებულები არიან და მერიას სთხოვენ დახმარებას  ბინების მიღებაში, რომელთა თანხაც გადახდილი აქვთ, თუმცა მშენებლობა შეჩერებულია. მოქალაქეების თქმით, საქმე ეხება ბათუმში, ბაგრატიონის #113-ში მიმდინარე მშენებლობას, რომელშიც ბინა მოქალაქეებს წლების წინ აქვთ შეძენილი, თუმცა პროექტი რამდენიმე კომპანიაზე გადაიყიდა, საცხოვრებელი კორპუსი …

სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მზია ამაღლობელის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით შეეფარდა პატიმრობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ: ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას, პროკურატურა კი – ბათუმის …

Exit mobile version