აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ფიქრიე ირემაძეა. იგი 111 წლისაა და ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ირემაძეებში ცხოვრობს. აჭარაში ამჟამად 100 წელს გადაცილებული 26 მოქალაქე ცხოვრობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 7 თებერვალს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე 100 წლის იუბილეს მიულოცავს ანტისა ნორაკიძეს, რომელიც დაბა ჩაქვში ცხოვრობს და 1000 ლარს გადასცემს მას. „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი …
Continue reading “აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 111 წლისაა”