მთავარი,სიახლეები

აჭარაში კორონავირუსზე ექიმების ვაქცინაცია დაიწყო

15.03.2021 • 1996
აჭარაში კორონავირუსზე ექიმების ვაქცინაცია დაიწყო

დღეს, 15 მარტს, აჭარაში კორონავირუსზე მედპერსონალის აცრა დაიწყო. ვაქცინაცია აჭარაში პირველად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, იმუნიზაციის მენეჯერმა ნანა ჯინჭარაძემ გაიკეთა.

კოვიდზე აიცრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძეც.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე მედპერსონალი უნდა აცრან. ვაქცინაცია არის უფასო და როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სახელმწიფო აფინანსებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე კოვიდზე აიცრა.

მედპერსონალის ვაქცინაცია დილით, 10:00 საათზე დაიწყო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პროცესი ახლაც მიმდინარეობს.

ექიმები მოუწოდებენ თავიანთ კოლეგებს, რომ გაიარონ რეგისტრაცია და კორონავირუსზე აიცრან. პირველ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო პერსონალი აიცრება.

ამ დროისთვის მხოლოდ 100 ექიმია რეგისტრირებული ვაქცინაციაზე. აჭარის რეგიონისთვის ვაქცინის 3 980 დოზაა გამოყოფილი.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოიტანეს. ვაქცინა სახელწოდებით – AZD1222 – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის, „ასტრაზენეკას“ პროდუქტია. ვაქცინა დაუშვეს 2020 წლის 30 დეკემბერს, ხოლო 2021 წლის 4 იანვარს დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი ადამიანი, 82 წლის ბრაიან პინკერი აცრეს  ჩერჩილის ჰოსპიტალში, ოქსფორდში.

რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციის შესახებ და როგორ უნდა მოვიქცეთ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ამის შესახებ დეტალები იხილეთ აქ. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: